Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ვიყავი, როცა ჩემმა შვილმა გონება 2-ჯერ დაკარგა, დაიკლაკნა და ჩავარდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე კი გაშავებული" - გიული ალასანია
"იქ ვიყავი, როცა ჩემმა შვილმა გონება 2-ჯერ დაკარგა, დაიკლაკნა და ჩავარდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე კი გაშავებული" - გიული ალასანია

მე ვი­ყა­ვი მოწ­მე [გო­ნე­ბის და­კარ­გვის] - თვა­ლე­ბი რომ გა­ა­ხი­ლა, არა­ფე­რი ახ­სოვ­და, ვე­რა­ფერს აც­ნო­ბი­ე­რებ­და. გუ­შინ დი­ლა­თაც, ადა­მი­ანს სი­ტყვე­ბი ავი­წყდე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა გო­ნე­ბა ორ­ჯერ და­კარ­გა და პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დის დროს "დიდ­ხანს იყო გა­თი­შუ­ლი“.

"გუ­შინ­წინ მე ვი­ყა­ვი მოწ­მე [გო­ნე­ბის და­კარ­გვის]. არ ვიცი, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი“ ვისი სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობს, რად­გან მე ნამ­დვი­ლად იქ ვი­ყა­ვი და ჩემი თვა­ლით ვნა­ხე. ორ­ჯერ მოხ­და. პირ­ვე­ლად უფრო ხან­გრძლი­ვი იყო. პა­ტა­რა ინ­ტერ­ვა­ლი იყო პირ­ველ და მე­ო­რე ეპი­ზოდს შო­რის. ექიმ­მა წა­მოს­ვა. აბა­ზა­ნა­ში მი­დი­ო­და ჩემი შვი­ლი, მეც გავ­ყე­ვი, და­იკ­ლაკ­ნა და ჩა­ვარ­და. დიდ­ხანს იყო გა­თი­შუ­ლი. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი ჰქონ­და, სახე გა­შა­ვე­ბუ­ლი. არ ვიცი, სა­ი­დან მო­ი­გო­ნეს, ჩა­ი­მუხ­ლაო. რა, ცეკ­ვა-თა­მა­შით მი­დი­ო­და? ყვე­ლა­ნა­ი­რი ზომა მი­ი­ღეს, მა­შინ­ვე აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი, გა­დას­ხმაც გა­უ­კე­თეს. რო­გორც ჩანს, წნე­ვა იყო ძა­ლი­ან და­ვარ­დნი­ლი იმ მო­მენ­ტში. მერე ნელ-ნელა აი­წია. თვა­ლე­ბი რომ გა­ა­ხი­ლა, არა­ფე­რი ახ­სოვ­და, ვე­რა­ფერს აც­ნო­ბი­ე­რებ­და. გუ­შინ დი­ლა­თაც ადა­მი­ანს სი­ტყვე­ბი ავი­წყდე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს­გან "ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ეკუთ­ვნის“.

"არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი ყვე­ლა­ფე­რი იმით, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ე­მარ­თა ჩემ შვილს, რად­გან ამ ქვეყ­ნის­გან ჩემს შვილს ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ეკუთ­ვნო­და“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიულის
0

შენ სხვისი შვილები უნდა გენახა , როგორ იკლაკნებოდნენ ტკივილით და შეურაცყოფით მიშას შექმნილი სისტემის სისასტიკით, შენი შვილისგან განსხვავებით, რომელიც სანატორიუმში იმყოფება, ექიმების და ახლობლების გარემოცვაში

ნინო
3

მიუტანე ნორმალური საჭმელი, ხომ ხედავ არ გამოგდით ეგ ფანდი, არავინ არ გაათავისუფლებს და ცოდვას რატომ იდებ, შენ უნდა მოკლა შვილი? აჭამე რაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"იქ ვიყავი, როცა ჩემმა შვილმა გონება 2-ჯერ დაკარგა, დაიკლაკნა და ჩავარდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე კი გაშავებული" - გიული ალასანია

"იქ ვიყავი, როცა ჩემმა შვილმა გონება 2-ჯერ დაკარგა, დაიკლაკნა და ჩავარდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე კი გაშავებული" - გიული ალასანია

მე ვიყავი მოწმე [გონების დაკარგვის] - თვალები რომ გაახილა, არაფერი ახსოვდა, ვერაფერს აცნობიერებდა. გუშინ დილათაც, ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა და პირველი ეპიზოდის დროს "დიდხანს იყო გათიშული“.

"გუშინწინ მე ვიყავი მოწმე [გონების დაკარგვის]. არ ვიცი, კლინიკა "ვივამედი“ ვისი სახელით ლაპარაკობს, რადგან მე ნამდვილად იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე. ორჯერ მოხდა. პირველად უფრო ხანგრძლივი იყო. პატარა ინტერვალი იყო პირველ და მეორე ეპიზოდს შორის. ექიმმა წამოსვა. აბაზანაში მიდიოდა ჩემი შვილი, მეც გავყევი, დაიკლაკნა და ჩავარდა. დიდხანს იყო გათიშული. თვალები დახუჭული ჰქონდა, სახე გაშავებული. არ ვიცი, საიდან მოიგონეს, ჩაიმუხლაო. რა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა? ყველანაირი ზომა მიიღეს, მაშინვე აუღეს ანალიზები, გადასხმაც გაუკეთეს. როგორც ჩანს, წნევა იყო ძალიან დავარდნილი იმ მომენტში. მერე ნელ-ნელა აიწია. თვალები რომ გაახილა, არაფერი ახსოვდა, ვერაფერს აცნობიერებდა. გუშინ დილათაც ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსგან "ეს ყველაფერი არ ეკუთვნის“.

"არ ვარ კმაყოფილი ყველაფერი იმით, რაც ამ ქვეყანაში დაემართა ჩემ შვილს, რადგან ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა“, - განაცხადა ალასანიამ.