პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს " - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე
"უკრაინელებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს " - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ძი­რი­თად ძა­ლის­ხმე­ვას ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე მი­მარ­თა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

უწყე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მტრის 60-მდე შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ცნო­ბით, ბახ­მუ­ტი­სა და მა­რინ­კა­სათ­ვის მძი­მე ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა.

"ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას. მძი­მე ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა თა­ვად ქა­ლაქ ბახ­მუ­ტის­თვის. ასე­ვე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მტერ­მა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა გრი­გო­როვ­კას, ბოგ­და­ნოვ­კა­სა და ივა­ნოვ­სკო­ეს და­სახ­ლე­ბე­ბის მი­და­მო­ებ­ში. მტრის და­ბომბვის შე­დე­გად არა­ერ­თი და­სახ­ლე­ბა და­ზა­რალ­და“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს დო­ნეც­კის ოლ­ქის ნო­ვო­კა­ლი­ნო­ვო­სა და პერ­ვო­მა­ის­კის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია და დიდი და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­და.

"მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნელ­მა დამ­ცვე­ლებ­მა მტრის მრა­ვა­ლი შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს მა­რინ­კას ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლებ­ში, ასე­ვე დო­ნეც­კის ოლ­ქის ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კას რა­ი­ონ­ში. ამავდრო­უ­ლად, მტერ­მა დო­ნეც­კის ოლ­ქის კრას­ნო­გო­როვ­კას, გე­ორ­გი­ევ­კას, მა­რინ­კას, პო­ბე­დას, ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კა­სა და პრას­კო­ვე­ევ­კას და­სახ­ლე­ბე­ბი და­ბომ­ბა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,,
14

რუსეთის არმიაზე რა წამოდგენაც მქონდა, ზუსტად ის აღმოჩნდა უკრაინაში. არავითარი ,,მეორე არმია" არ არსებობს. არის მხოლოდ ურდო, რომლის სამხედრო წარმატება იმით იყო განპირობებული, რომ ფეხზე ეკიდათ ადამიანური რესურსი. ვერ გათვალეს, რომ 21-ე საუკუნეში უკვე სხვა ტიპის ომებია, რომელსაც სერიოზულად ჩამორჩნენ. უკრაინის გამარჯვება მოსკოვში გაფორმდება. რუსეთუმეებს კი რაღა გეშველებათ, რფ-ში რომ ვეღარ უშველით თავს, თუმცა ჩრდილოეთ კორეისკენ გზა ხსნილი გაქვთ. 

კოტე
23

ერთი და იგივე ფაქტი, მე რასაც ვუყურებ, უკრაინულ, რუსულ, გერმანულ(ZDF) და არაბულ(ალ ჯაზირა) ტელეარხებზე სრულიად განსხვავებულად გადაიცემა. სხვები ალბათ კიდევ სხვა რამეს გადასცემენ. მოკლედ, სიმართლე რა არის, ომის დასრულების შემდეგაც ვერავინ გაიგებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"უკრაინელებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს " - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

"უკრაინელებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს " - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე მიმართავენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა აღნიშნული მიმართულებებით მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგები განიცადა.

"მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს მარინკას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ასევე დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას რაიონში. ამავდროულად, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და პრასკოვეევკას დასახლებები დაბომბა“, - აცხადებენ გენშტაბში.