Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს - რას აცხადებს სუს-ი?
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს - რას აცხადებს სუს-ი?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, დღეს, ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭვრი­ნი­სის მიმ­დე­ბა­რედ, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა სცა­დეს, რომ­ლებ­მაც თავ­დამ­სხმე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს.

რო­გორც სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ტე­რი­ტო­რია სწრა­ფად და­ტო­ვეს.

"ამ­ჟა­მად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მოქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მძი­მე ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­ურ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი ცხე­ლი ხაზი. ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­სა და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მკაც­რად და­ა­ყე­ნებს აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აპ­რილს, ერგნეთ­ში და­გეგ­მილ ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (IPRM) მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ ჩა­დე­ნილ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას. მსგავ­სი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად აზი­ა­ნებს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის მყი­ფე გა­რე­მოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

რატომ მოხსნეს 2012 ის მერე, სუსის პატრულირება სზღვის გასწვრივ? რატომ მოაშორეს სნაიპერები? რამდენჯერ გადმოიწია საზღვარმა 2012 ის მერე დაგითვლიათ? 

უხ
6

უკვე 11 წელია ხელისუფლებაში არიან,პირდაპირი პუტინის დავალების შემსრულებლები ხომ არიან და ოკუპირებული მიწების დაბრუნებაზე კიარაა ლაპარაკი,აი ეს ელემენტარული პრობლემებიც კი ვერ მოაგვარეს რომ ჩვენ მიწაზე ქართველმა ხალხმა ცოტა დაცულად მაინც რომ ვიგრძნოთ თავი..მერე გამოხტება ვიღაც და აქებს და ადიდებს ბიძინას მაგის გოდრით ჩამომტანი.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს - რას აცხადებს სუს-ი?

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს - რას აცხადებს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს.

"ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.

აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდინარე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.