სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ლევილის მამული - სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები)
როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ლევილის მამული - სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები)

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ლე­ვი­ლის მა­მულ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ველ შე­დე­გებს გა­ეც­ნო.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ ლე­ვი­ლის მა­მულ­ში 2022-2023 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს და სხვა­დას­ხვა ფრან­გუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო თუ სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ.

"სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე, ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მი­ნის­ტრო­სა და კომ­პა­ნი­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.ლე­ვი­ლის მა­მულ­ში 2022 და 2023 წლებ­ში გა­ლავ­ნის, გუ­შა­გის სახ­ლი­სა და პარ­კის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და.ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი გა­ლავ­ნის კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცია და ნა­მე­ტია გო­გუ­ა­ძის სა­ცხოვ­რი­სის (ამ­ჟა­მად ე.წ. გუ­შა­გის სახ­ლი) შიდა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: ლე­ვი­ლის მა­მულ­ში გა­ლავ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ 2022 წლის 29 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის (#1962, 2022 წლის 28 ოქ­ტომ­ბე­რი) შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყო.

ჩა­ტარ­და ბაზ­რის კვლე­ვა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად შე­ირ­ჩა კომ­პა­ნია (სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2022 წლის 28 ოქ­ტომ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბა #1922). სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ფრან­გუ­ლი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „დი­უ­ბო­კი“ ას­რუ­ლებ­და, მო­ი­ცავ­და 1053 მ² ფარ­თობს და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და გა­ლავ­ნის კედ­ლი­სა და მისი კრა­მი­ტით და­ფა­რუ­ლი გვირ­გვი­ნის სრულ გა­ნახ­ლე­ბას. ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გახ­ლდათ 376 694,56 ევრო.ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის გუ­შა­გის სახ­ლში, რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ნა­მე­ტია გო­გუ­ა­ძე ცხოვ­რობ­და, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო (სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2022 წლის 4 ნო­ემ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბა #2022). შიდა სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ხოლო ფა­სა­დის შე­კე­თე­ბა და გა­და­ხურ­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს, მას შემ­დეგ, რაც ლე­ვი­ლის მე­რია და­ამ­ტკი­ცებს გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ შერ­ჩე­ულ კრა­მი­ტის მო­დელს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 251 895,74 ევრო.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მუ­ლის შა­ტოს, მისი აზ­ბეს­ტი­სა­გან გაწ­მენ­და და სა­ხუ­რა­ვის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2023 წელს უნდა დას­რულ­დეს საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ვა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის მწვა­ნე სა­ფა­რის მო­წეს­რი­გე­ბა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ჭრა და­ი­წყო, რაც მა­მულ­ში 30 წლის მან­ძილ­ზე არ გა­კე­თე­ბუ­ლა. მცე­ნა­რე­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მუ­ლის პარკში სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ეტა­პად შეს­რულ­და და 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში დამ­თავ­რდა. ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო 12 000 ევრო.

ამას­თა­ნა­ვე, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კონ­სულ­ტან­ტმა ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და კე­თილ­მო­წყო­ბის სა­კი­თხებ­ში, ვერ­სა­ლის სა­მე­ფო ბა­ღის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა და ვერ­სა­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დიდი პარ­კის კო­მუ­ნა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სერ­ვი­სე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­ნუ­ელ პლუ­ვი­ნაჟ­მა მა­მუ­ლის ხე­ხი­ლი - პარ­კის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ში სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­სად­გე­ნად, სრუ­ლად აღ­რი­ცხა.სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2016 წლის 18 მა­ი­სის გან­კარ­გუ­ლე­ბით (N836), ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის პარ­კის მოვ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ჯი­შის ხე­ხი­ლი­სა და ვე­ნა­ხის მო­სა­შე­ნებ­ლად პარ­კის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას წინ უძღო­და პარკში ხე­ხი­ლის აღ­წე­რის პრო­ცე­სი. 2023 წლი­დან მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის მოვ­ლის მიზ­ნით ფრან­გულ კომ­პა­ნია Scop Val’Emploi-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კვლავ გაგ­რძელ­და. 2023 წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე გა­ის­ხლა, მო­იჭ­რა და და­მუ­შავ­და მწვა­ნე სა­ფა­რი.

ასე­ვე, 2022 წელს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ლე­ვი­ლის მა­მულ­ში ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ას­რუ­ლეს. ამას­თან, შა­ტოს სხვენ­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­დი­ო­და წყა­ლი, რაც აზი­ა­ნებ­და სხვენ­სა და მთელ შა­ტოს. შა­ტოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, 2021 წელ­სა და 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლის­ხმე­ვით შე­კეთ­და სხვე­ნის სა­ხუ­რა­ვი.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მას­შტა­ბუ­რი პრო­ცე­სი, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2026 წლის სექ­ტემ­ბერ­ში უნდა დას­რულ­დეს." - წე­რია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით აღმაშენებელი
0

პირიქით აბიბინდება :) 

ელისო
3

თია იქ ყოფილა, ახლა გადმოსცა რუსთავი 2. აწი მაგ ლეველს აღარაფერი ეშველება. სადც მაგან გაიარა ბალახიც აღარ ამოდის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ლევილის მამული - სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები)

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული ლევილის მამული - სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები)

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ლევილის მამულში განხორციელებული სამუშაოების პირველ შედეგებს გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა წულუკიანი და სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ლევილის მამულში 2022-2023 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს და სხვადასხვა ფრანგული სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"სამუშაო შეხვედრაზე, ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.ლევილის მამულში 2022 და 2023 წლებში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.ლევილის მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.ინფორმაციისთვის: ლევილის მამულში გალავნის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი კულტურის სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების (#1962, 2022 წლის 28 ოქტომბერი) შესაბამისად დაიწყო.

ჩატარდა ბაზრის კვლევა და სამუშაოების შესასრულებლად შეირჩა კომპანია (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება „დიუბოკი“ ასრულებდა, მოიცავდა 1053 მ² ფართობს და ითვალისწინებდა გალავნის კედლისა და მისი კრამიტით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას. ამ სამუშაოების ღირებულება გახლდათ 376 694,56 ევრო.ლევილის მამულის გუშაგის სახლში, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე ცხოვრობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის განკარგულება #2022). შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, მას შემდეგ, რაც ლევილის მერია დაამტკიცებს განმახორციელებელი კომპანიის მიერ შერჩეულ კრამიტის მოდელს. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895,74 ევრო.

რაც შეეხება მამულის შატოს, მისი აზბესტისაგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა დაიწყო, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად შესრულდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამ სამუშაოების ღირებულება იყო 12 000 ევრო.

ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი - პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსადგენად, სრულად აღრიცხა.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836), ვალდებულების შესაბამისად, ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა პარკში ხეხილის აღწერის პროცესი. 2023 წლიდან მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით ფრანგულ კომპანია Scop Val’Emploi-სთან თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდა. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე გაისხლა, მოიჭრა და დამუშავდა მწვანე საფარი.

ასევე, 2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. ამასთან, შატოს სხვენში წლების მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს. შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავი.აღსანიშნავია, რომ ლევილის მამულის რეაბილიტაციის მასშტაბური პროცესი, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაათვალიერეთ ფოტოები: