მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა - უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა: "თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!"
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა - უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა: "თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!"

თქვენ და­ვა­ლე­ბებს არ გა­გა­ტა­ნი­ნებთ!, - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ას ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ რე­გის­ტრა­ცი­ის კვლავ არ გავ­ლა, არის სო­ლი­და­რო­ბა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­სა­მარ­თით.

“მგო­ნია, რომ რეგ­ლა­მენტს არ კი­თხუ­ლობთ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის პი­რო­ბებ­შიც კი უამ­რა­ვი ბერ­კე­ტია, რომ თქვე­ნი მავ­ნებ­ლო­ბა ვერ ჩა­ი­დი­ნოთ, ეს თქვენ იცით. ამი­ტომ არის ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ არ შე­იქ­მნას კო­მი­სია და ამით ჩვენ გა­მოვ­ხა­ტოთ სო­ლი­და­რო­ბა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­სა­მარ­თით. ამას ვერ ხვდე­ბით. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თულ სა­სა­მარ­თლოს, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით. თქვენ და­ვა­ლე­ბებს არ გა­გა­ტა­ნი­ნებთ!“,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტში სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხის კენ­ჭისყრა ვერც დღეს შედ­გა. უმ­რავ­ლე­სო­ბამ რე­გის­ტრა­ცია კვლავ არ გა­ი­ა­რა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
5

რამდენჯერაც იქნება საჭირო იმდენჯერ უნდა ჩააგდონ. ხვალ რომ დეგნანს სხვა მოსამართლეები არ მოეწონოს იმათზეც უნდა შექმნას კომისია. ზეგ შეიძლება ევროკავშირის ელჩს არ მოეწონოს ვინმე და ისიც მოვკვეთოთ. ალბათ უკეთესი იქნება შეიქმნას ელჩების საბჭო და იმათმა მართონ ქვეყანა თუ მაინც იმათ ჭკუაზე უნდა ვიაროთ ბიუჯეტის თანხები მაინც დაიზოგება.

ალექს
1

გამოძიება დაადგენს, რომ , დიახ, პროკურორ ადეიშვილის ყურმოჭრილი მონები გახლდნენ, ანუ მიშასი, ზოგადად სამართლის ამ პროსაბჭოთა სისტემაში, სადაც კანონზე ზედამხედველია საბჭოთა ტიპის პროკურატურა , და არაა ის მხოლოდ საგამოძიებო ორგანო-წინასწარ ვერდიქტს დებს , რეალურად ის აღასრულებს სამართალს, მოსამართლე რეალურად ჩანგლის მინიმუმ მაქსიმუმს ირჩევს და ეგარი, ჩანგალს პროკურორი დებს , ამიტომ მოსამართლე მოქმედი ხელისუფალის მსახური იქნება ყოველთვის პროკურატურის გავლით, თუ პირდაპირ, ის მოჩვენებითად 99,99% საქმეზე მიიღებს "სამართლიან" და გავლენისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და მხოლოდ საჭირო დროს, გამონაკლის შემთხვევაში შეასრულებს ზემოდან დაკვეთას , ამ სამსახურისათვის მას აქვს საზოგადოების უდიდესი ნაწილისაგან განსხვავებული სახელმწიფო პრივილეგიები, სამუდამო ხელფასი-უმუშევრობა არ ემუქრება, და ეს ფუფუნებაა ახლა , სამსახურეობრივი მანქანა , კრედიტი იაფად, სახლი იაფად, ან სიმბოლურ ფასად, მივლინება და შოფინგი დასავლეთში სახელმწიფოს, ანდა უცხოური გრანტის ხარჯზე -ეს გახლავთ კორუფცია და ის სისტემურია, მოსამართლე კი არ არის მარტო კორუმპირებული, ვისაც ემსახურება , ისიც კორუმპირებულია, დიახ ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად კორუმპირებულია და ის კია რუსული, მაგრამ თქვენ გააჯეჯილეთ, ბიძიკო სემ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა - უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა: "თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!"

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა - უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა: "თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!"

თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!, - ასე მიმართა ოპოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის კვლავ არ გავლა, არის სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით.

“მგონია, რომ რეგლამენტს არ კითხულობთ. საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც კი უამრავი ბერკეტია, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს თქვენ იცით. ამიტომ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით. თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა.