Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობს
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე, მსუ­ბუ­ქი და სამ­გზავ­რო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დღეს, დი­ლის 7 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ სუ­რა­მი­სა და ვერ­ტყვი­ჭა­ლის კვან­ძებ­თან.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე, აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, მათ შო­რის რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია და შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. 19:00 სა­ა­თი­დან კი, დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მი­სად, იმოძ­რა­ვებს მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი.

ამას­თან, რი­კო­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ 24 სა­ა­თი­ან მკაცრ მო­ნი­ტო­რინგს.

"ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი და სამ­გზავ­რო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ114-კმ194 (ახალ­სოფ­ლის კვან­ძი-ზეს­ტა­ფო­ნი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია შემ­დე­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბით:

მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და ავ­ტო­ბუ­სე­ბის (მათ შო­რის 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის) მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და სატ­ვი­რი­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის (3500კგ>) მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რე­ვერ­სუ­ლად. ხოლო, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რი­კო­თის გვი­რა­ბი-ხე­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში.

ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მე­ბით მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.

ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე შე­კე­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და და ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია სამ­ტრე­დია-ლან­ჩხუ­თი-გრი­გო­ლე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, კერ­ძოდ ქა­ლაქ ლან­ჩხუთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე გა­მა­ვალ მონკვეთ­ზე“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. 19:00 საათიდან კი, დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, იმოძრავებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი.

ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს.

"ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით:

მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.