Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი
"მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლში მე­ტა­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა არის ნორ­მის ქვე­მოთ - აქ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, - ამის შე­სა­ხებ "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ნა­მი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა.

"ჩვენ გა­კე­თე­ბუ­ლი გვქონ­და მძი­მე მე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვა მა­ის­ში. მისი ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კვლე­ვის პა­კეტ­ში შე­დი­ო­და. ეს გა­კეთ­და არა იმი­ტომ, რომ რა­ღა­ცა ეჭვი იყო მი­ტა­ნი­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე, თუ ასე შემ­დეგ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს კვლე­ვის პა­კეტ­ში შე­დი­ო­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მოხ­და გა­და­მოწ­მე­ბა. ამას მო­ი­თხოვს პრო­ტო­კო­ლი, რომ მოხ­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს მიერ იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს კვლე­ვა. გა­იგ­ზავ­ნა გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და ჩვენ მი­ვი­ღეთ იქი­დან შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა, რომ მე­ტა­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა სის­ხლში არის ნორ­მის ქვე­მოთ. აქ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ამას­თან, ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად კვლავ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და კლი­ნი­კის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად სრულ­დე­ბა.

"პე­რი­ო­დუ­ლად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია აღე­ნიშ­ნე­ბა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, მა­ინც ნორ­მის ფარ­გლებ­ში რჩე­ბა. კვე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გრძელ­დე­ბა ისევ 400-500 კი­ლო­კა­ლო­რი­ის ფარ­გლებ­ში და სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია", - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტრას­ბურ­გში გა­საგ­ზავნ სა­ჩი­ვარს, რო­გორც ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს კლი­ნი­კის­თვის რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა არ მო­უ­თხო­ვია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
3

ჩემი თვალით ვნახე როგორ აჭამეს მიხუილას დაფქული რელსები და კამაზის დისკები ხო კიდევ მატარებლის ბორბლები დაღერღილი

Polanski
3

ნორმაზე ქვემოთ თუ აქვს, მაშინ ცოტა შესაწამლი ყოფილა რომ ნორმაში ჩადგეს :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

"მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა ნორმის ქვემოთაა - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ - აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ "ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკაში განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.

"ჩვენ გაკეთებული გვქონდა მძიმე მეტალების შესახებ კვლევა მაისში. მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. ეს გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაღაცა ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე, თუ ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს კვლევის პაკეტში შედიოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა გადამოწმება. ამას მოითხოვს პროტოკოლი, რომ მოხდეს ლაბორატორიული კვლევის შედეგების მონიტორინგი და შესაბამისად, ჩვენს მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და ჩვენ მივიღეთ იქიდან შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად კვლავ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება და კლინიკის მიერ შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება.

"პერიოდულად, დღის განმავლობაში ტემპერატურული რეაქცია აღენიშნება, მაგრამ ძირითადად, მაინც ნორმის ფარგლებში რჩება. კვებას რაც შეეხება, გრძელდება ისევ 400-500 კილოკალორიის ფარგლებში და სხვა განსაკუთრებული არაფერია", - განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს, როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს კლინიკისთვის რაიმე დამატებითი კვლევა არ მოუთხოვია.