Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთ სანგარში მხარდამხარ იბრძოდნენ და ეს პარტნიორობა იმსახურებს, რომ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში" - პაპუაშვილი
"ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთ სანგარში მხარდამხარ იბრძოდნენ და ეს პარტნიორობა იმსახურებს, რომ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში" - პაპუაშვილი

მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც ხდე­ბა პი­როვ­ნუ­ლი შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე. რო­დე­საც ხდე­ბა მათი სტიგ­მა­ტი­ზე­ბა, რო­გორც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ისე, რომ ერთი ფაქ­ტი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პარტნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ თუკი არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წი­ნა­შე, წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მისი თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ორ­მა ჩაგ­ვა­ყე­ნოს ვიქ­ტო­რი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

"რო­დე­საც ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბა ხდე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მხრი­დან, და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი თავს ვალ­დე­ბუ­ლად არ თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს წა­რუდ­გი­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

არის სა­უ­ბა­რი ღია წყა­რო­ებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ არის სა­უ­ბა­რი მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბულ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე. სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ რო­დე­საც პარტნი­ო­რი ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს უწო­დებს კო­რუმ­პი­რე­ბულს, არ შე­იძ­ლე­ბა მან ჩაგ­ვა­ყე­ნოს, ვიქ­ტო­რი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რო­დე­საც ჩვენ უნდა გა­მო­ვიც­ნოთ თუ რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამის მი­ზე­ზი. იცით რომ, მათ შო­რის, ყო­ფილ მო­სა­მარ­თლე­ზეა სა­უ­ბა­რი და რთუ­ლია ვი­ფიქ­როთ, რა პე­რი­ოდ­ზეა სა­უ­ბა­რი.

შეგ­ვიძ­ლია, ვი­ვა­რა­უ­დოთ და ათ­ვლის წერ­ტი­ლად ავი­ღოთ ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ამ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­წყეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ეს იყოს 10-15-20-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი და ჩვენ 20-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის ალ­მა­ნა­ხებს ვერ შე­ვის­წავ­ლით, რაზე შე­იძ­ლე­ბა, იყოს სა­უ­ბა­რი? ამე­რი­კელ ხალ­ხს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აჩ­ვე­ნებ­და სა­კუ­თარ პარტნი­ო­რო­ბას, მათ შო­რის, ცხელ წერ­ტი­ლებ­ში. 30-ზე მეტი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი დავ­კარ­გეთ ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში, ჩვე­ნი 20 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სხვა­დას­ხვა ცხელ წერ­ტილ­ში და 300-ზე მეტი დაჭ­რი­ლი გვყავ­და. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ერთ სან­გარ­ში ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მხარ­დამ­ხარ იბ­რძოდ­ნენ, ეს პარტნი­ო­რო­ბა იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგ­ვა­ყე­ნონ ვიქ­ტო­რი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და არ გა­მო­ვიც­ნოთ რე­ბუ­სი“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიამ
10

საით მიგყავთ ქვეყანა, ძაან მაი ტერესებს იქნებ ამაზეც გველაპარაკოთ

მინდია
37

კაი ქართველი ხარ,შავტუხა კახელო შენ.გაიხარე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთ სანგარში მხარდამხარ იბრძოდნენ და ეს პარტნიორობა იმსახურებს, რომ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში" - პაპუაშვილი

"ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთ სანგარში მხარდამხარ იბრძოდნენ და ეს პარტნიორობა იმსახურებს, რომ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში" - პაპუაშვილი

მიუღებელია, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით, ქართველ მოსამართლეებზე. როდესაც ხდება მათი სტიგმატიზება, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების ისე, რომ ერთი ფაქტი და მტკიცებულება არ არის დასახელებული, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამერიკელი და ქართველი ხალხის პარტნიორობა და მეგობრობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს ბრალდება მოსამართლეების წინაშე, წარდგენილი იქნას მტკიცებულებები.

მისი თქმით, არ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩაგვაყენოს ვიქტორინის მდგომარეობაში.

"როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებების წაყენება ხდება ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეგობარი ქვეყნის მხრიდან, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარუდგინოს მტკიცებულებები, საქართველოს მოქალაქეები ასეთ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან არ იმსახურებენ.

არის საუბარი ღია წყაროებზე, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის საუბარი მედიაში გაჟღერებულ გარკვეულ საკითხებზე. სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობა და პატივისცემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტნიორი ჩვენს მოქალაქეს უწოდებს კორუმპირებულს, არ შეიძლება მან ჩაგვაყენოს, ვიქტორინის მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. იცით რომ, მათ შორის, ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი და რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი.

შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა. შეიძლება, ეს იყოს 10-15-20-წლიანი პერიოდი და ჩვენ 20-წლიანი პერიოდის ალმანახებს ვერ შევისწავლით, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი? ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხი კეთილსინდისიერად აჩვენებდა საკუთარ პარტნიორობას, მათ შორის, ცხელ წერტილებში. 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში და 300-ზე მეტი დაჭრილი გვყავდა. ვფიქრობ, როდესაც ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და არ გამოვიცნოთ რებუსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.