პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო "კლანი“ - ლევან ხაბეიშვილი
"კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო "კლანი“ - ლევან ხაბეიშვილი

კრემ­ლი­დან მარ­თულ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად რუ­სულ სტილ­ში და­იც­ვა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო კლა­ნი, რი­თაც კი­დევ ერთხელ ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა , - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მათი პარ­ტია მზად არის, ყვე­ლას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს, ვინც გა­და­წყვეტს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია.

"რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი საფრ­თხე ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი და გუ­შინ­დე­ლი ჩვე­ნი, ხალ­ხის მო­თხოვ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, დღეს კრემ­ლი­დან მარ­თულ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად რუ­სულ სტილ­ში და­იც­ვა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო კლა­ნი, რი­თაც კი­დევ ერთხელ ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა! რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჯი­ხუ­რი - სა­ხე­ლად სა­სა­მარ­თლო. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“ აგ­რძე­ლებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის რუ­სე­თი­ზა­ცი­ას და ყვე­ლა ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს წარ­მო­ად­გენს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, კარ­გად გა­ი­აზ­როს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი საფრ­თხე და რე­ა­ლუ­რი შრო­მა, ენერ­გია მი­ე­მარ­თოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ. უკი­დუ­რე­სად სამ­წუ­ხა­როდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ყვე­ლა და­კარ­გუ­ლი დრო, ენერ­გია, რო­მე­ლიც არ მი­ე­მარ­თე­ბა რე­ჟი­მის წი­ნა­ა­არმ­დეგ და მე­ტიც, რე­ა­ლუ­რად არის სა­სარ­გებ­ლო და ხე­ლის წამ­შვე­ლე­ბე­ლი რუსი ოლი­გარ­ქის­თვის.

ზოგს სა­ლა­პა­რა­კო მის­ცე­მია, ზოგი ისევ "ექ­სპერ­ტობს", ზოგს თავი შე­ფა­სე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­ში ჰგო­ნია, მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლი­ლე­ბი წა­მომ­დგა­რან ... ვი­ღა­ცე­ე­ბი პირ­და­პირ "ქო­ცე­ბის“, "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­სი­ჯებ­ზე სხდე­ბი­ან. თა­ვად რომ არ მოძ­რა­ო­ბენ, არ მოქ­მე­დე­ბენ, არ იბ­რძვი­ან, არ მუ­შა­ო­ბენ, ამ ფორ­მით ცდი­ლო­ბენ გა­მოჩ­ნდნენ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში. "ძაღ­ლი ჰყეფს ქა­რა­ვა­ნი მიქ­რის“ - მათი არ­ჩე­ვა­ნი და ნე­ბაა.

რე­ა­ლუ­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის მზად სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ ყვე­ლას­თან, ვინც გა­და­წყვეტს, რომ მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“ დას­რუ­ლე­ბა - აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპი­რო­ბოდ ვიბ­რძო­ლებთ ამ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ხალ­ხთან და სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად.

ამა­სო­ბა­ში, "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი, სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბით თავს ეს­ხმის 9 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას. მსურს, ჩვენს ათა­სო­ბით თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, ვინც გუ­შინ კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ ბრძო­ლის შე­წყვე­ტას არ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - აცხა­დებს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

2003 წელს მიშა ვისი ხელდასმით დაგვისვეს? ივანოვიც სვანი იყო თუ ქართლელი? რატომ ჩამოვიდა და რატომ თათბირობდნენ ჩვენი მომავალი ხელისუფლება მასთან? გაგვეცი ხაბე პასუხი. თუ მაშინ პაწაწინა იყავი და არ გახსოვს? ისტორიას ახსოვს და ბევრი რამე ამოტივტივდება. 

მინა
0

2008 წელს გენერალ ბორისოვს, ვინ და ატარებდა ახეთქებდა საჭმელს? ბორისოვი ვინ იყო? სვანი თუ გურული? რატომ აკეთებდით? დაწერეთ და გავიგოთ. იქნებ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებდა გენერალი და ჩვენ ვერ მივხვდით? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო "კლანი“ - ლევან ხაბეიშვილი

"კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო "კლანი“ - ლევან ხაბეიშვილი

კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, მათი პარტია მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვინც გადაწყვეტს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მთავარი პრიორიტეტია.

"რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად, დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, "რუსული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს წარმოადგენს. უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია, რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააარმდეგ და მეტიც, რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან ... ვიღაცეები პირდაპირ "ქოცების“, "რუსული ოცნების“ მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ, ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. "ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის“ - მათი არჩევანი და ნებაა.

რეალურად "ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან, ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და "რუსული ოცნების“ დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.

ამასობაში, "რუსული ოცნება“, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმის 9 აპრილის აქციას. მსურს, ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა, ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.