Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?
"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

გა­ზეთ­ში "კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მას­თან, ბად­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი რატი შე­ლე­გია ბა­თუმ­ში შეხ­ვდა და საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უც ჩა­წე­რა. მათ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის - ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ზე, ხვი­ჩას სა­ფეხ­ბურ­თო მო­მა­ვალ­ზე, ნე­ა­პოლ­ზე და ა.შ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია:

- ნე­ა­პო­ლი ულა­მა­ზე­სი, დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქა­ლა­ქია, ნე­ა­პო­ლე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის კი უამ­რა­ვი მსგავ­სე­ბა, მაგ­რამ რად გინ­და? ხვი­ჩა გა­რეთ გას­ვლას ვერ ახერ­ხებს... იტა­ლი­ა­ში 3-4 თვის ჩა­სუ­ლი იყო, როცა სახ­ლი გა­მო­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ყიდ­ლად წავ­ყე­ვით. ხვი­ჩამ კეპი და­ი­ფა­რა, კა­პი­უ­შო­ნიც წა­მო­ი­ხუ­რა, სათ­ვა­ლე და პირ­ბა­დე გა­ი­კე­თა - ისე იყო შე­ნიღ­ბუ­ლი, ქუ­ჩა­ში რომ შემ­ხვედ­რო­და, მე ვერ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ არც ამან გვიშ­ვე­ლა: შე­ვე­დით თუ არა მოლ­ში, ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა, ხვი­ჩაო და 10 წამ­ში ჩვენ გარ­შე­მო იმ­დე­ნი ხალ­ხი მოგ­როვ­და, იქ დარ­ჩე­ნას აზრი აღარ ჰქონ­და. წა­მო­ვე­დით, ხვი­ჩა სახ­ლში დავ­ტო­ვეთ და ჩვენ ვი­ყი­დეთ ტე­ლე­ვი­ზო­რი... ერ­თა­დერ­თხელ მო­ვა­ხერ­ხეთ ხვი­ჩას­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა - პომ­პეი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. ნე­ა­პოლ­ში ვი­პო­ვეთ ერთი მყუდ­რო რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც სა­ღა­მო­ო­ბით "შე­ვი­პა­რე­ბით" ხოლ­მე მთე­ლი ოჯა­ხი, ვვახ­შმობთ და "კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად" ვბრუნ­დე­ბით სახ­ლში.

- როცა ნე­ა­პოლ­ში ხვი­ჩას მან­ქა­ნა მო­ი­პა­რეს, ყვე­ლას ნი­კან­დრო ქი­ლია გაგ­ვახ­სენ­და, დათა თუ­თაშ­ხი­ას რომ ეკი­თხე­ბა, სა­მეგ­რე­ლო­ში შენ მოგ­პა­რეს რა­მეო?! ხვი­ჩა­ზე რო­გორ იმოქ­მე­და ამ ამ­ბავ­მა?

- უსი­ა­მოვ­ნო იყო. ნე­ა­პოლ­ში არა­ერ­თი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მო­უ­პა­რავთ ავ­ტო­მან­ქა­ნა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად, ჩვენ იმას ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, მარ­თლაც ქარ­თვე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო დამ­ნა­შა­ვე...

...

- ცნო­ბი­ლია, რომ ხვი­ჩას და დე­დათ­ქვენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ბე­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და?

- ბე­ბია ვის არ უყ­ვარს, მაგ­რამ მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ - ხვი­ჩა "დუ­ნი­ჩკას" ეძახ­და... ბე­ბია ყო­ველ­დღე ელა­პა­რა­კე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნით, შვი­ლიშ­ვი­ლი კი სულ ეუბ­ნე­ბო­და, ბები, შენ რომ იცი, ისე მი­თხა­რი "გო­ლუ­ა­ფი­როო" (მეგრ. "შე­მო­გევ­ლე"). ეს ტკბი­ლი სი­ტყვა ბავ­შვო­ბას ახ­სე­ნებ­და, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით ავ­სებ­და. დუ­ნი­ას მე­უღ­ლე, შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ და რა გა­საკ­ვი­რია, თვი­თო­ნაც რომ ფეხ­ბურ­თის სტა­ჟი­ა­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. უშეც­დო­მოდ ჩა­მოთ­ვლი­და ხოლ­მე სხვა­დას­ხვა კლუ­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს... სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვურ­თეთ სა­ფეხ­ბურ­თო არხი და შვი­ლიშ­ვი­ლის თა­მა­შე­ბის გარ­და, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მატ­ჩებ­საც ადევ­ნებ­და თვალს.

...

- ხვი­ჩას სა­ცო­ლე­ზეც გკი­თხავთ: ნიცა ისე­დაც სულ ხვი­ჩას გვერ­დით იყო, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი ყვე­ლა მათ ნიშ­ნო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ზო­გი­ერ­თმა ისიც და­წე­რა, რა­ტომ ჩქა­რობს ხვი­ჩა და­ო­ჯა­ხე­ბას, ჯობს, ამ ეტაპ­ზე მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას და­უთ­მო­სო...

- ჯერ მხო­ლოდ და­ი­ნიშნ­ნენ, მაგ­რამ როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბი­ან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, მე­უღ­ლე ან მა­შინ რა­ტომ შე­უშ­ლის ხელს სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში?! პი­რი­ქით... ვარ­ჯი­ში­დან ხვი­ჩა ისე­დაც სახ­ლში მო­დი­ო­და, მაგ­რამ უკე­თე­სი არ იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი გუ­ლის სწო­რი გვერ­დით ჰყავ­დეს? დროს თუ გა­მო­ნა­ხავ­დნენ, აქამ­დეც ერ­თად მი­დი­ოდ­ნენ და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
1

და აუცილებელი იყო სასწრაფოდ მოეყვანა? ვერ იმოქმედა დადებითად ხომ ხედავს ? 

მარი
3

ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებ,რაც მეტი ქართული ოჯახი შეიქმნება, რაც მეტი ბავშვი დაიბადება ეგ გამეხარდება მეც. ამიტომ ბევრი ლამაზი ბავშვების ყოლას ვუსურვებ ხვიჩას. ლამაზი შვილები რომ ეყოლებათ ეგ გარანტირებული აქვთ. არც ნაადრევი არ არის, ძალიანაც კარგი ასაკი აქვთ დასაოჯახებლად,უყვართ ერთმანეთი და რაღას უნდა ელოდონ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

"ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?!" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა?

გაზეთში "კვირის პალიტრა" გამოქვეყნებულია ექსკლუზიური ინტერვიუ ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომელსაც ჟურნალისტი რატი შელეგია ბათუმში შეხვდა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. მათ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის - ეროვნულ ნაკრებზე, ხვიჩას საფეხბურთო მომავალზე, ნეაპოლზე და ა.შ.

გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ინტერვიუდან:

ბადრი კვარაცხელია:

- ნეაპოლი ულამაზესი, დიდი ისტორიის მქონე ქალაქია, ნეაპოლელებსა და ქართველებს შორის კი უამრავი მსგავსება, მაგრამ რად გინდა? ხვიჩა გარეთ გასვლას ვერ ახერხებს... იტალიაში 3-4 თვის ჩასული იყო, როცა სახლი გამოიცვალა. ოჯახის წევრები ტელევიზორის საყიდლად წავყევით. ხვიჩამ კეპი დაიფარა, კაპიუშონიც წამოიხურა, სათვალე და პირბადე გაიკეთა - ისე იყო შენიღბული, ქუჩაში რომ შემხვედროდა, მე ვერ ვიცნობდი, მაგრამ არც ამან გვიშველა: შევედით თუ არა მოლში, ვიღაცამ დაიყვირა, ხვიჩაო და 10 წამში ჩვენ გარშემო იმდენი ხალხი მოგროვდა, იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. წამოვედით, ხვიჩა სახლში დავტოვეთ და ჩვენ ვიყიდეთ ტელევიზორი... ერთადერთხელ მოვახერხეთ ხვიჩასთან ერთად გასეირნება - პომპეი დავათვალიერეთ. ნეაპოლში ვიპოვეთ ერთი მყუდრო რესტორანი, სადაც საღამოობით "შევიპარებით" ხოლმე მთელი ოჯახი, ვვახშმობთ და "კონსპირაციულად" ვბრუნდებით სახლში.

- როცა ნეაპოლში ხვიჩას მანქანა მოიპარეს, ყველას ნიკანდრო ქილია გაგვახსენდა, დათა თუთაშხიას რომ ეკითხება, სამეგრელოში შენ მოგპარეს რამეო?! ხვიჩაზე როგორ იმოქმედა ამ ამბავმა?

- უსიამოვნო იყო. ნეაპოლში არაერთი სახელგანთქმული ფეხბურთელისთვის მოუპარავთ ავტომანქანა, მაგრამ ყველაფერზე მეტად, ჩვენ იმას ვნერვიულობდით, მართლაც ქართველი არ ყოფილიყო დამნაშავე...

...

- ცნობილია, რომ ხვიჩას და დედათქვენს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბებიას გარდაცვალება ძალიან განიცადა?

- ბებია ვის არ უყვარს, მაგრამ მათ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ - ხვიჩა "დუნიჩკას" ეძახდა... ბებია ყოველდღე ელაპარაკებოდა ტელეფონით, შვილიშვილი კი სულ ეუბნებოდა, ბები, შენ რომ იცი, ისე მითხარი "გოლუაფიროო" (მეგრ. "შემოგევლე"). ეს ტკბილი სიტყვა ბავშვობას ახსენებდა, დადებითი ენერგიით ავსებდა. დუნიას მეუღლე, შვილი და შვილიშვილები ფეხბურთელები იყვნენ და რა გასაკვირია, თვითონაც რომ ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი იყო. უშეცდომოდ ჩამოთვლიდა ხოლმე სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელებს... სპეციალურად ჩავურთეთ საფეხბურთო არხი და შვილიშვილის თამაშების გარდა, სხვა საინტერესო მატჩებსაც ადევნებდა თვალს.

...

- ხვიჩას საცოლეზეც გკითხავთ: ნიცა ისედაც სულ ხვიჩას გვერდით იყო, რამდენიმე კვირის წინ კი ყველა მათ ნიშნობაზე ალაპარაკდა. ზოგიერთმა ისიც დაწერა, რატომ ჩქარობს ხვიჩა დაოჯახებას, ჯობს, ამ ეტაპზე მთელი ყურადღება საფეხბურთო კარიერას დაუთმოსო...

- ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით... ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება.