სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს" - თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე
"მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს" - თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე

"ვერ მივ­ხვდი სა­ერ­თოდ, რა ამო­ცა­ნა ჰქონ­და ინ­ტერ­ვი­უს, სა­ვა­რა­უ­დოდ იყო მცდე­ლო­ბა, და­ე­წყოთ მისი გა­რე­ცხვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მან ვერც გუ­შინ თქვა სათ­ქმე­ლი", - ასე აფა­სებს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი ასე­ვე ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი რო­გორც ჩანს, "ინ­ტე­ლექტთან მწყრა­ლა­დაა“, რად­გან ჰგო­ნია, რომ ვინ­მე და­ი­ჯე­რებს, რომ მან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სო­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ბიზ­ნე­სი აა­წყო.

"რო­გორც ჩანს, ინ­ტე­ლექტთან მწყრა­ლად ვართ, რად­გან თქვა: 21 წლის ვი­ყა­ვი მი­შას­თან ერ­თად რომ და­ვი­წყე ბრძო­ლა. კი ბა­ტო­ნო, მეც ვა­დას­ტუ­რებ, მახ­სოვს, მა­შინ, იმ მოძ­რა­ო­ბა­ში ყვე­ლა პა­ტა­რა ვი­ყა­ვით, ასე იყო ნამ­დვი­ლად, ეს ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ა­დას­ტუ­როს, მაგ­რამ მერე "24 წლის ვი­ყა­ვი, როცა ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გავ­ხდი, მერე იქი­დან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­დი და მერე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სო­ბის დროს რომ გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე და ამ­ბე­ბი გა­ვი­გე იმი­თი ბიზ­ნე­სი ავა­წყვე“...რად­გან დიდი ხა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ ცხოვ­რობს, თვი­თონ შე­იძ­ლე­ბა ას­ცდა იმას, სა­ნამ­დე წა­ვი­და წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რო­გორ გან­ვი­თარ­და, მაგ­რამ ხალ­ხმა, ვი­საც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მა­ინც ხომ იცის, რომ ასე­თი ამ­ბე­ბი აღარ იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - რომ 21 წლის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას იწყებ, ერთი დღე ბიზ­ნე­სი არ გქო­ნია, პო­ლი­ტი­კი­დან მი­დი­ხარ წლე­ბის შემ­დეგ და "ლუ­კო­ი­ლის" წი­ლის 50%-ის პატ­რო­ნი ხდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ამ ზღაპ­რე­ბის სჯე­რა, მაგ­რამ იმე­დია ცოტა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

თინა ხი­და­შე­ლის თქმით, მან გუ­შინ "ოლი­გარ­ქს უყუ­რა“.

"მე ვუ­ყუ­რე გუ­შინ ჩვე­უ­ლებ­რივ ოლი­გარ­ქს, რო­მელ­საც აქვს გან­ცდა და მან ეს რამ­დენ­ჯერ­მე თქვა პირ­და­პირ, რომ "ძა­ლი­ან ცუ­დია, მარ­ტო მე ვარ, ვი­საც ფული აქვს“. 2011 წელს ზუს­ტად ეს ეწე­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იმ ცნო­ბილ წე­რილ­ში. დღეს ამ კაცს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ეს იყო კაცი, რო­მე­ლიც ჩა­ცი­ნე­ბე­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ის არის ერ­თა­დერ­თი, არა­ვის არ ეძებს, გვი­თხრა, რომ მას ადა­მი­ა­ნე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს, ვინ­მე თუ მა­თხოვ­რად მო­მად­გე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბიო. ივა­ნიშ­ვილს სხვა­თა შო­რის ეს არ უთ­ქვამს, ივა­ნიშ­ვილ­მა ხალ­ხს და­უ­ძა­ხა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
3

კე­ზე­რაშ­ვი­ლთან დაკავშირებით ის გამიგია და ვიცი, რომ ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში მამამისს ჩააბარეს თევზეული პროდუქციის ბაზრის კონტროლი, მათ შორის აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზუთხზე (ასეტრინაზე) და ხიზილალაზე (იკრაზე), რომლის გამოც ჩემმა მეზობელმა ეს ბიზნესი მიატოვა, რადგან მისთვის წამგებიანი გახდა ამ სისტემაში მუშაობა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა დავით კე­ზე­რაშ­ვი­ლმა, რომელიც „კრიშავდა“ მამამისის ბიზნესს სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ბინძური ხერხების გამოყენებით, მოიცილა ყველა კონკურენტი და გახდა ერთადერთი მონოპოლისტი ამ ქვეყანაში.

სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ ამ ბიზნესით სავსებით შესაძლებელია რომ გახდე მილიონერი, მაგრამ არა მულტიმილიონერი და მითუმეტეს მილიარდერი.

თუ როგორ გახდა კე­ზე­რაშ­ვი­ლი მულტიმილიონერი თუ მილიარდერი - დიდი ალბათობით შეიძლება თქმა, რომ ეს იქნებოდა:

- ჯარისთვის განკუთვნილი თანხების „მოტეხვა“ (მაგალითად უცხოური ტექნიკის, იარაღისა თუ აღჭურვილობის შესაძენად განკუთვნილი თანხები);

- აშშ-დან რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დახმარების მიზნით გამოგზავნილი 3-4 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი;

- ხაზინიდან უმაღლესი თანამდებობების პირების მიერ მოპარული, ასევე ბიზნესმენებზე შეწერილი და მისთვის „შესანახად“ ჩაბარებული საერთო პარტიული ინტერესებისათვის (ე.წ. „პარტიული ობშიაკი“) შეგროვილი თანხები.

პ.ს. სხვათაშორის თავდაპირველად, სანამ არ „გატყდა“ და საზოგადოებისათვის ცნობილი არ გახდა „პარტიული ობშიაკი“-ს საქმე ჩაბარებული ჰქონდა მერაბიშვილს. 

ზაზა
6

თავისივე არხზე, თავისივე ფულით დაფინანსებულ ჟურნალისტთან კეზერაშვილის ინტერვიუს ვინ, ან რატომ უნდა უყუროს და დრო დაკარგოს? ხომ წინასწარვე ცნობილია, მისი ყველა წინადადება ტყუილია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს" - თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე

"მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს" - თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე

"ვერ მივხვდი საერთოდ, რა ამოცანა ჰქონდა ინტერვიუს, სავარაუდოდ იყო მცდელობა, დაეწყოთ მისი გარეცხვა, სინამდვილეში, მან ვერც გუშინ თქვა სათქმელი", - ასე აფასებს "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერვიუს.

თინა ხიდაშელის განცხადებით, დავით კეზერაშვილი როგორც ჩანს, "ინტელექტთან მწყრალადაა“, რადგან ჰგონია, რომ ვინმე დაიჯერებს, რომ მან თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს მიღებული გამოცდილებით ბიზნესი ააწყო.

"როგორც ჩანს, ინტელექტთან მწყრალად ვართ, რადგან თქვა: 21 წლის ვიყავი მიშასთან ერთად რომ დავიწყე ბრძოლა. კი ბატონო, მეც ვადასტურებ, მახსოვს, მაშინ, იმ მოძრაობაში ყველა პატარა ვიყავით, ასე იყო ნამდვილად, ეს ნაწილი შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაადასტუროს, მაგრამ მერე "24 წლის ვიყავი, როცა ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდი, მერე იქიდან თავდაცვის მინისტრი გახდი და მერე თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს რომ გამოცდილება შევიძინე და ამბები გავიგე იმითი ბიზნესი ავაწყვე“...რადგან დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, თვითონ შეიძლება ასცდა იმას, სანამდე წავიდა წინ საზოგადოება, რამდენი ინფორმაცია აქვს, როგორ განვითარდა, მაგრამ ხალხმა, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, მაინც ხომ იცის, რომ ასეთი ამბები აღარ იყიდება საქართველოში - რომ 21 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ, ერთი დღე ბიზნესი არ გქონია, პოლიტიკიდან მიდიხარ წლების შემდეგ და "ლუკოილის" წილის 50%-ის პატრონი ხდები. შეიძლება არიან ადამიანები, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, მაგრამ იმედია ცოტა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, მან გუშინ "ოლიგარქს უყურა“.

"მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ "ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში. დღეს ამ კაცს რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს, გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.