Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ კვირაში მთელი ასეულები იხოცება... მეთაურობამ სიკვდილისთვის გაგვწირა" - არეულობა პუტინის ჯარში და რუსი სამხედროების მორიგი მიმართვა
"ერთ კვირაში მთელი ასეულები იხოცება... მეთაურობამ სიკვდილისთვის გაგვწირა" - არეულობა პუტინის ჯარში და რუსი სამხედროების მორიგი მიმართვა

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი, თუ რა სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში უწევთ მათ ყოფ­ნა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პი­რის­პირ, რამ­დე­ნად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი არი­ან ამის­თვის და რო­გორ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ვა მათ მე­თა­უ­რო­ბა...

  • ამ­ჯე­რად, ვი­დე­ო­მი­მარ­თვა მე­თა­უ­რო­ბის მი­სა­მარ­თით 25 მარტს გავ­რცელ­და, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც რუსი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათი თქმით, ისი­ნი შემ­ტევ ბრი­გა­დას წარ­მო­ად­გე­ნენ. სამ­ხედ­რო­ე­ბი ვი­დე­ო­ში სა­ხეს არ მა­ლა­ვენ და ჰყვე­ბი­ან, რომ ისი­ნი სიკ­ვდი­ლის­თვის გა­წი­რეს.

currenttime.tv-ის ცნო­ბით, სამ­ხედ­რო­ებს უმ­ძი­მეს, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­დნენ და შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

და­ნა­ყო­ფის მე­თა­უ­რის, დმიტ­რი იუ­მი­ნის ცნო­ბით, შე­ტე­ვამ­დე პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 161 ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბო­და. თუმ­ცა სამ­ხედ­რო­ე­ბის თქმით, მათ ცე­ცხლის პი­რის­პირ ორი კვი­რის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წი­ათ, რის შე­დე­გა­დაც უდი­დე­სი და­ნა­კარ­გი მი­ი­ღეს. და­ი­ღუ­პა ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი...

"მათ, ვინც გა­დარ­ჩა, და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცველ და­ვა­ლე­ბა­ზე უშ­ვებ­დნენ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბოდ­ნენ", - წერს გა­მო­ცე­მა. ვი­დე­ო­ში სა­უბ­რობს მა­ი­ო­რი ნი­კო­ლაი რა­კო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, მას არ­ცერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბა არ უნა­ხავს, ასე­ვე არას­დროს შეხ­ვედ­რია მე­თა­უ­რო­ბას, ამი­ტო­მაც მი­აჩ­ნია, რომ მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბაა.

ვი­დე­ოს ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის არ­ტურ მა­ლა­ფე­ვის თქმით, ხალ­ხი, "რა­ღაც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის" გამო არ უნდა იხო­ცე­ბო­დეს.

"სა­ერ­თოდ არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ომი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს? კი­დევ რამ­დე­ნი ტე­რი­ტო­რია უნდა შე­მო­ი­ერ­თოს რუ­სეთ­მა, რომ საკ­მა­რი­სი იყოს? არ ღირს ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ­ხე­ლა მსხვერ­პლად. რა­საც ვუ­ყუ­რებ, ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბა... ერთ კვი­რა­ში, მთე­ლი ასე­უ­ლე­ბი იხო­ცე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თქვა, რომ ჩვენს თავს ვებ­რძვით", - ამ­ბობს მა­ლა­ფე­ვი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ისი­ნი სან­გრებ­ში მო­აგ­რო­ვეს და დო­ნეცკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხეს. მე­უღ­ლის თქმით, მა­ლა­ფე­ვი და­ა­კა­ვეს და ამ დრომ­დე იქ რჩე­ბა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, ის კა­ლინ­გრა­დის ოლ­ქში, ქა­ლაქ გუ­სევ­ში ე.წ. სწავ­ლე­ბა­ზე ირი­ცხე­ბა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მათ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ისიც იყო, რომ მთავ­რო­ბას მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და არ უნდა. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ზე უწყი­ნა­რი მი­ზე­ზია. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი არ­მი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბაა. ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სეთ­ში არ­მი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მით ის­ჯე­ბა.

რო­გორც რუ­სულ მე­დია წერს, სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თა ვი­დე­ოც 25 მარტს გავ­რცელ­და, ზა­ხარ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის მე­ხუ­თე მო­ტომსრო­ლე­ლი ბრი­გა­დის 1004-ე პოლკ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად ისი­ნი დახ­მა­რე­ბის­თვის რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავ­დნენ და სა­ჭი­რო ია­რაღს ითხოვ­დნენ... იმა­ვე დღე­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დნრ-ის და­ნა­ყო­ფი­და­ნაც გა­იქ­ცნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი, რა დრო­საც ექ­ვსი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა...

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოოოო
1

მოატიალეთ მერე ეგ იარაღი და ჩამოაგდეთ პუტინი ვერ ხვდებით რა უნდა ქნათ???

tngh
96

ამ ორი ეთნიკურად ყველაზე მეტად მონათესავე სლავური ერისა და ქვეყნის ომში უკვე ორივე მხარე დამარცხებულია. მიმდინარეობს აღმოსავლეთ სლავური ეთნოსის გენოფონდის გენოციდი. ინგრევა და ნადგურდება ლენინის, სტალინის და ხრუშჩოვის მიერ შეკოწიწებული ყოფილი უკრაინის სსრ. ნოლოც არ უჩანს ამ საშინელ ტრაგედიას. პოტენციურად ყველა წამქეზებელი ორივე ერის და ქვეყნის განადგურებაზე მუშაობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ერთ კვირაში მთელი ასეულები იხოცება... მეთაურობამ სიკვდილისთვის გაგვწირა" - არეულობა პუტინის ჯარში და რუსი სამხედროების მორიგი მიმართვა

"ერთ კვირაში მთელი ასეულები იხოცება... მეთაურობამ სიკვდილისთვის გაგვწირა" - არეულობა პუტინის ჯარში და რუსი სამხედროების მორიგი მიმართვა

წელიწადზე მეტია, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, პერიოდულად ვრცელდება რუსი სამხედროების მიერ ჩაწერილი ვიდეომიმართვები, თუ რა საშინელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა მოწინააღმდეგის პირისპირ, რამდენად მოუმზადებლები არიან ამისთვის და როგორ არაადამიანურად ექცევა მათ მეთაურობა...

  • ამჯერად, ვიდეომიმართვა მეთაურობის მისამართით 25 მარტს გავრცელდა, რომლის ავტორებიც რუსი მობილიზებულები არიან. მათი თქმით, ისინი შემტევ ბრიგადას წარმოადგენენ. სამხედროები ვიდეოში სახეს არ მალავენ და ჰყვებიან, რომ ისინი სიკვდილისთვის გაწირეს.

currenttime.tv-ის ცნობით, სამხედროებს უმძიმეს, დანაშაულებრივ დავალებებს აძლევდნენ და შეუსრულებლობის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდნენ.

დანაყოფის მეთაურის, დმიტრი იუმინის ცნობით, შეტევამდე პირად შემადგენლობაში 161 ადამიანი ირიცხებოდა. თუმცა სამხედროების თქმით, მათ ცეცხლის პირისპირ ორი კვირის გატარება მოუწიათ, რის შედეგადაც უდიდესი დანაკარგი მიიღეს. დაიღუპა ასეულის მეთაური...

"მათ, ვინც გადარჩა, დანაშაულის შემცველ დავალებაზე უშვებდნენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდნენ", - წერს გამოცემა. ვიდეოში საუბრობს მაიორი ნიკოლაი რაკოვი, რომლის თქმითაც, მას არცერთი ოფიციალური ბრძანება არ უნახავს, ასევე არასდროს შეხვედრია მეთაურობას, ამიტომაც მიაჩნია, რომ მათი ხელმძღვანელობა დანაშაულებრივი დაჯგუფებაა.

ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის არტურ მალაფევის თქმით, ხალხი, "რაღაც ტერიტორიების" გამო არ უნდა იხოცებოდეს.

"საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს ომი აუცილებელია, რას ემსახურება ეს? კიდევ რამდენი ტერიტორია უნდა შემოიერთოს რუსეთმა, რომ საკმარისი იყოს? არ ღირს ეს ყველაფერი ამხელა მსხვერპლად. რასაც ვუყურებ, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იხოცება... ერთ კვირაში, მთელი ასეულები იხოცება, შეიძლება თქვა, რომ ჩვენს თავს ვებრძვით", - ამბობს მალაფევი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ისინი სანგრებში მოაგროვეს და დონეცკში გადაიყვანეს, სადაც პროკურატურაში დაკითხეს. მეუღლის თქმით, მალაფევი დააკავეს და ამ დრომდე იქ რჩება, თუმცა ოფიციალური ცნობით, ის კალინგრადის ოლქში, ქალაქ გუსევში ე.წ. სწავლებაზე ირიცხება.

ერთ-ერთი ვერსიით, მათთვის გაურკვეველი ბრალდების წაყენების მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ მთავრობას მობილიზებულებისთვის თანხის გადახდა არ უნდა. თუმცა, ეს ყველაზე უწყინარი მიზეზია. დიდი ალბათობით, მათი დაკავების მიზეზი არმიაში არსებული პრობლემების გამოქვეყნებაა. ცნობილია, რომ რუსეთში არმიის დისკრედიტაცია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემით ისჯება.

როგორც რუსულ მედია წერს, სამხედრო მობილიზებულები, რომელთა ვიდეოც 25 მარტს გავრცელდა, ზახარჩენკოს სახელობის მეხუთე მოტომსროლელი ბრიგადის 1004-ე პოლკში მსახურობდნენ.

თავდაპირველად ისინი დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართავდნენ და საჭირო იარაღს ითხოვდნენ... იმავე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დნრ-ის დანაყოფიდანაც გაიქცნენ სამხედროები, რა დროსაც ექვსი სამხედრო დაიღუპა...