საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის გამო ჰოლდინგს სოლიდარობას უცხადებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის გამო ჰოლდინგს სოლიდარობას უცხადებს

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის გამო ჰოლ­დინგს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის იძუ­ლე­ბით გაწ­ვე­ვის შემ­დეგ, პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ღია და და­უ­ფა­რა­ვი კამ­პა­ნია და­ი­წყო“.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი იმ ჯგუ­ფის დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­მე­ლიც არ არის პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, რა­საც ასე­ვე ეწი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი.

"ჩვენ, ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, უკი­დუ­რე­სი შეშ­ფო­თე­ბით ვეხ­მი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­აჰოლ­დინ­გის, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“, ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის იძუ­ლე­ბით გაწ­ვე­ვის შემ­დეგ, პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, მისი სა­ტე­ლი­ტი პარ­ტი­ე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­ი­წყო ღია და და­უ­ფა­რა­ვი კამ­პა­ნია, რომ­ლის მი­ზა­ნი არის მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი იმ ჯგუ­ფის დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­მე­ლიც არ არის პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, რა­საც ასე­ვე ეწი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი.

კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­ი­წყო "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ წი­ნა­აღ­მდეგ, კი­დევ ერთხელ ცალ­სა­ხად მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ ძა­ლას არ აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია ან ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა; დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ნაც­ვლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს გა­აღ­რმა­ოს პო­ლა­რი­ზა­ცია, რაც პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინგს“ და ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს ღია და და­უ­ფა­რა­ვი თავ­დას­ხმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და მისი სა­ტე­ლი­ტი პარ­ტი­ე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან. მო­ვუ­წო­დებთ მმარ­თველ პარ­ტი­ას, გა­მო­ი­ჩი­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და მო­მავ­ლის წი­ნა­შე და უარი თქვას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის 12 პრი­ო­რი­ტე­ტი და უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მიღ­წე­ვა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან: "ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი“ (EGI); "დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­დექ­სი - სა­ქარ­თვე­ლო“ (DIG); "დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი“ (DRI); "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ (HRC); "მე­დი­ის ინ­სტი­ტუ­ტი“; "სა­ქარ­თვე­ლოს ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დი“ (OSGF); "სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო“; "ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი“ (EPRC); "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო“; მე­დი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვი­თი ცენ­ტრი "მე­დი­ახ­მა“; "მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი“ (MDF); "სა­მო­ქა­ლა­ქო იდეა“; "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“ (IDFI); "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“; "მშვი­დო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი“ (CIPDD); "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა“.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის გამო ჰოლდინგს სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის გამო ჰოლდინგს სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის გამო ჰოლდინგს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია "ქართულმა ოცნებამ“ ღია და დაუფარავი კამპანია დაიწყო“.

როგორც ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პარტიის კამპანიის მიზანია, მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე“, რასაც ასევე ეწირება საქართველოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები.

"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, "პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია "ქართულმა ოცნებამ“, მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე“, რასაც ასევე ეწირება საქართველოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები.

კამპანია, რომელიც დაიწყო "პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ან ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება; დეპოლარიზაციის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. სოლიდარობას ვუცხადებთ "პალიტრა მედია ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მხრიდან. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისა და მომავლის წინაშე და უარი თქვას დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმის განხორციელებაზე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზაციისთვის, შეასრულოს ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავლის მიღწევა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI); "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ (DIG); "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); "ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); "მედიის ინსტიტუტი“; "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF); "საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი "მედიახმა“; "მედიის განვითარების ფონდი“ (MDF); "სამოქალაქო იდეა“; "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); "უფლებები საქართველო“; "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (CIPDD); "მწვანე ალტერნატივა“.