სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები" - კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს
"გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები" - კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია აცხა­დებს, რომ ვრცელ­დე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას "ფეიკ“ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი "რა­დი­კალ-ფა­ნა­ტი­კოს და მარ­გი­ნალ ან­ტი­და­სავ­ლელ მოღ­ვა­წედ წარ­მო­ა­ჩი­ნონ“.

"ის­ტე­რი­უ­ლად ვრცელ­დე­ბა ფეიკ-ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც გროზ­ნო­ში ფე­ეს­ბეს მიერ მივ­ლი­ნე­ბულ­მა პე­ტერ­ბურ­გელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­თხზეს (გა­ზე­თი "ნა­როდ­ნა­ია პრავ­და"). ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია რა­ღაც ევრო-ამე­რი­კულ იმ­პე­რი­ა­ლიზ­მზე სა­უბ­რობს და ვი­თომ ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის წარ­მარ­თვა­ში. პირ­ვე­ლად ეს ინ­ტერ­ვიუ 10 წლის გა­მოჩ­ნდა ქსელ­ში. ინ­ტერ­ვი­უ­ში იგ­რძნო­ბა შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის და მოს­კო­ვის დაკ­ვე­თა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია წარ­მო­ა­ჩი­ნონ რა­დი­კალ-ფა­ნა­ტი­კოს და მარ­გი­ნალ ან­ტი­და­სავ­ლელ მოღ­ვა­წედ, რო­მე­ლიც პრი­მი­ტი­უ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის წვენ­ში იხარ­შე­ბა.

სა­ერ­თოდ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას უც­ნა­უ­რი ბედი ხვდა წი­ლად. თა­ვის დრო­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს იცავ­და, მაგ­რამ თა­ვად მისი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი­სა, უკი­დუ­რე­სად და­ირ­ღვა. სი­მარ­თლის დად­გე­ნას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ თა­ვად მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი და­მა­ხიჯ­და ან მი­ე­წე­რა ისე­თე­ბი, რო­მე­ლიც სხვებ­მა, მის­მა ოპო­ნენ­ტებ­მა თქვეს ან სუ­ლაც პროგ­რა­მა­ში ჩა­წე­რეს (რო­გორც მა­გა­ლი­თად "სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს" და ა.შ.) გა­ყალბ­და თვით მისი ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია. ფეიკ-მა­ის­ტე­რე­ბი დღემ­დე გა­ნაგ­რძო­ბენ მისი ზრახ­ვე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის, მისი რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის, მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის გა­ყალ­ბე­ბას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და პე­ტერ­ბურ­გე­ლი ფეიკ-მა­ის­ტე­რე­ბის რუ­სულ ცი­ხე­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი მძა­ღე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი "ბრა­გა" სი­ნამ­დვი­ლე იყოს, რო­დე­საც ძა­ლი­ან მალე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, რო­გორც დევ­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გროზ­ნო­დან ფი­ნეთ­სა და ავ­სტრი­ა­ში იყო ჩა­სუ­ლი, გა­ა­კე­თა უაღ­რე­სად კო­რექ­ტუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მი­მარ­თვე­ბი და­სავ­ლე­თის მთავ­რო­ბე­ბი­სად­მი, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, გა­მოს­ვლე­ბი? და მოწ­ვე­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­და­ნაც ხომ მი­ი­ღო? ვერ ჩა­ვი­დო­და თუ რა, მოს­კოვ­ში? სხვა საქ­მეა, რომ თა­ვად და­სავ­ლეთს არ ჰქონ­და ჯე­რაც ერ­თი­ა­ნი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ზი­ცია სსრკ-ს დაშ­ლას­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მაგ­რამ ეს სხვა კა­პი­ტე­ლია. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას რაც სწამ­და და სი­ნამ­დვი­ლედ მი­აჩ­ნდა, ის ერთჯე­რა­დად არ ამ­ბობ­და - სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ით ვა­რი­ა­ცი­ებ­ში, სულ იმე­ო­რებ­და, თუ ბეჭდ­ვით მე­დი­ა­ში, თუ ელექტრო­ნულ­ში. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის, მი­მარ­თვე­ბის და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ხუ­თტო­მე­უ­ლი, 1990-1993 წლე­ბი­სა, რო­მე­ლიც გა­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კამ ე. ჯგე­რე­ნა­ი­ას მე­ცა­დი­ნე­ბით. იქ ნა­ხავთ ამის ბევრ სა­პი­რის­პი­როს. ბევ­რს, ერთს არა.

ვინც ასეთ "ინ­ფო­ებს" ავ­რცე­ლებს, მის­მა პატ­რო­ნებ­მა იცი­ან: რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლო მო­წყდე­ბა და­სავ­ლეთს, იგი მა­შინ­ვე დაბ­რუნ­დე­ბა 1992 -1995 წლე­ბის ბან­დი­ტურ კოშ­მარ­ში, ან შე­საძ­ლოა უა­რეს­შიც. ამას მოვ­ლე­ნე­ბის დღე­ვან­დე­ლი დი­ნა­მი­კაც გვიჩ­ვე­ნებს.

გა­ი­გეთ ფეიკ-მა­ის­ტე­რე­ბო, ტროლ­ნო ამა ცხოვ­რე­ბის? ცუ­დად ხართ ატ­რო­ლე­ბუ­ლე­ბი. ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ას­რუ­ლებს თქვენს ბო­გინს.

P.S. ახ­ლა­ხანს აუ­ღი­ათ რა­ღაც სხვა ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობს სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე და თარ­ჯი­მა­ნის ხმა ისე და­ა­დეს, რომ არ ის­მის, რას ამ­ბობს ინ­გლი­სუ­რად, ფა­რავს ფაქ­ტობ­რი­ვად. არა­და თარ­ჯი­მა­ნი პირ­და­პირ კი­თხუ­ლობს "ნა­როდ­ნა­ია პრავ­დას" გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან ად­გი­ლებს - ვი­თომ ამას სა­უბ­რობს პრე­ზი­დენ­ტი“, - აცხა­დებს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
118a
0

კოკო არის არაგულწრფელი კაცი.. ეს ინტერვიუ ნამდვილად მისცა ზვიადმა და ასევე დუდაევმა და ჯერ რუსულ გაზეთში დაიბეჭდა, მერე მრგვალი მაგიდის ორგანომ- აღდგომამ გადმობეჭდა იქედან და თუ დამახინჯებული იყო, რა ზვიადი არ წაიკითხავდა მაგ გაზეთს ან ჯოხარი?? ანდა შემდეგ 1აღდგომის“რედაქცია დამახინჯებულ ინერვიუს გადაბეჭდავდა?? მატყუარაა ეს კოკო და მიზანი ისაა, რომ „ევროპელობის“ იმიჯი შეიქმნას, ფულს მაგათი დაფინანსებით შოულობს..

დათო
2

ზვიადს ისეთი კურსი ჰქონდა აღებული, დასავლეთისთვის ნამდვილად მიუღებელი იყო. გაიხსენეთ აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის კრიტიკა. შემდეგ ზვიადის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები. საქართველოს დამოუკიდებლობა ზვიადის მმართველობისას არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ ყველამ აღიარა და გაერო-ს წევრდაც მიგვიღეს. ზვიადი ბევრ რამეში მართალი იყო, მაგრამ ის სიმართლე, მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი დიდი იმპერიებისთვის მიუღებელი იყო.

ავტორი:

"გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები" - კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს

"გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები" - კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს.

კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ ვრცელდება ზვიად გამსახურდიას "ფეიკ“ ინტერვიუები, რომლის მიზანია საქართველოს პირველი პრეზიდენტი "რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ წარმოაჩინონ“.

"ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს (გაზეთი "ნაროდნაია პრავდა"). ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში. პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის გამოჩნდა ქსელში. ინტერვიუში იგრძნობა შევარდნაძის რეჟიმის და მოსკოვის დაკვეთა, ზვიად გამსახურდია წარმოაჩინონ რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ, რომელიც პრიმიტიული ნაციონალიზმის წვენში იხარშება.

საერთოდ ზვიად გამსახურდიას უცნაური ბედი ხვდა წილად. თავის დროზე ის ადამიანების უფლებებს იცავდა, მაგრამ თავად მისი უფლებები, როგორც ადამიანისა, უკიდურესად დაირღვა. სიმართლის დადგენას ცდილობდა, მაგრამ თავად მისი გამონათქვამები დამახიჯდა ან მიეწერა ისეთები, რომელიც სხვებმა, მისმა ოპონენტებმა თქვეს ან სულაც პროგრამაში ჩაწერეს (როგორც მაგალითად "საქართველო მხოლოდ ქართველებს" და ა.შ.) გაყალბდა თვით მისი ამ წუთისოფლიდან გასვლის რეალური ისტორია. ფეიკ-მაისტერები დღემდე განაგრძობენ მისი ზრახვების, პოლიტიკური ნაბიჯების, მისი რეალური პოლიტიკური კურსის, მისი ბიოგრაფიის გაყალბებას.

როგორ შეიძლებოდა პეტერბურგელი ფეიკ-მაისტერების რუსულ ციხეში დაყენებული მძაღე ინფორმაციული "ბრაგა" სინამდვილე იყოს, როდესაც ძალიან მალე ზვიად გამსახურდია, როგორც დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან ფინეთსა და ავსტრიაში იყო ჩასული, გააკეთა უაღრესად კორექტული და მიზანმიმართული მიმართვები დასავლეთის მთავრობებისადმი, პრესკონფერენციები, გამოსვლები? და მოწვევა დიდი ბრიტანეთიდანაც ხომ მიიღო? ვერ ჩავიდოდა თუ რა, მოსკოვში? სხვა საქმეა, რომ თავად დასავლეთს არ ჰქონდა ჯერაც ერთიანი, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს სხვა კაპიტელია. ზვიად გამსახურდიას რაც სწამდა და სინამდვილედ მიაჩნდა, ის ერთჯერადად არ ამბობდა - სხვადასხვა მოდიფიკაციით ვარიაციებში, სულ იმეორებდა, თუ ბეჭდვით მედიაში, თუ ელექტრონულში. ამაზე მეტყველებს მისი ოფიციალური განცხადებების, მიმართვების და ინტერვიუების ხუთტომეული, 1990-1993 წლებისა, რომელიც გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ე. ჯგერენაიას მეცადინებით. იქ ნახავთ ამის ბევრ საპირისპიროს. ბევრს, ერთს არა.

ვინც ასეთ "ინფოებს" ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან: როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992 -1995 წლების ბანდიტურ კოშმარში, ან შესაძლოა უარესშიც. ამას მოვლენების დღევანდელი დინამიკაც გვიჩვენებს.

გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები. ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს თქვენს ბოგინს.

P.S. ახლახანს აუღიათ რაღაც სხვა ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტი ინგლისურად საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე და თარჯიმანის ხმა ისე დაადეს, რომ არ ისმის, რას ამბობს ინგლისურად, ფარავს ფაქტობრივად. არადა თარჯიმანი პირდაპირ კითხულობს "ნაროდნაია პრავდას" გაყალბებული ინტერვიუდან ადგილებს - ვითომ ამას საუბრობს პრეზიდენტი“, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.