საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე" - სერგეი შამბა
"ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე" - სერგეი შამბა

ჩვენ ახლა დიდ­წი­ლად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სერ­გეი შამ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ნე­იტ­რა­ლუ­რია რუ­სე­თის მი­მართ. უფრო მე­ტიც, ის აქ­ტი­უ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ოპო­ზი­ცი­ის მცდე­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში“, - დას­ძი­ნა მან.

შამ­ბა ამ­ბობს, რომ „ენ­გურს გა­დაღ­მა მე­ზობ­ლის“ ასე­თი პო­ლი­ტი­კის უკან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის სურ­ვი­ლი არ დგას.

ამას­თან, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს საქ­ცი­ე­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია წმინ­და პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბით.

„თუმ­ცა, ვინ თქვა, რომ არ­სე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ შე­იც­ვლე­ბა ან­ტი­რუ­სუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბით ან თა­ვად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნას?“ , - აცხა­დებს შამ­ბა.

მან დას­ძი­ნა, რომ აფხა­ზეთ­მა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე:

„პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით უნდა შე­ვა­მოწ­მოთ ჩვე­ნი არ­მი­ის სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი მი­თი­თე­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტმა უკვე გას­ცა. მე­ო­რეც, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მომ­ზად­დეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის, ჯა­რის უახ­ლე­სი ტი­პის ია­რა­ღი­თა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვის სა­კი­თხებს. მე­სა­მე, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ რუ­სე­თის ახა­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის პო­ლი­ტი­კას - დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ხერ­სო­ნის და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებს“ , - აღ­ნიშ­ნა შამ­ბამ.

მა­ნამ­დე, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­მა ინალ არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომის ალ­ბა­თო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბსუებს
2

ცოტაც მოიცადეთ და მოვალთ, ვაი ამ მოსვლას

დგ
2

აფხაზების დამწერლობა შექმნა დიმიტრი გულიამ.რომელსაც ქონდა მხოლოდ ორი კლასის განათლება იცოდიით თუ არა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე" - სერგეი შამბა

"ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე" - სერგეი შამბა

ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

"საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - დასძინა მან.

შამბა ამბობს, რომ „ენგურს გადაღმა მეზობლის“ ასეთი პოლიტიკის უკან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი არ დგას.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი განპირობებულია წმინდა პრაგმატული მიზეზებით.

„თუმცა, ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად, საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად იძულებული გახდება მეორე ფრონტი გახსნას?“ , - აცხადებს შამბა.

მან დასძინა, რომ აფხაზეთმა უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენიმე საკითხზე:

„პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები პრეზიდენტმა უკვე გასცა. მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებს“ , - აღნიშნა შამბამ.

მანამდე, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია“.