Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგიძლიათ, გაიღიმოთ" - ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა
"შეგიძლიათ, გაიღიმოთ" - ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა

დღეს, 20 თე­ბერ­ვალს კი­ევ­ში დი­ლი­დან "მთა­ვარ პარტნი­ორს" ელოდ­ნენ, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბი იყო თუ ვინ ეწ­ვე­ო­და უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქს. ჯო ბა­ი­დე­ნის ვი­ზი­ტი სი­ურპრი­ზი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი ჩა­ვი­და. მა­შინ, როცა რუ­სე­ბი ერთი წლის წინ კი­ე­ვის აღე­ბას გეგ­მავ­დნენ, კრემლში ალ­ბათ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ომის და­წყე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ისე­ირ­ნებ­და.

კრემ­ლის გეგ­მა, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყო­ველ­თვის არ სრულ­დე­ბა, ჯო ბა­ი­დე­ნის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტი­თაც ნათ­ლად და­დას­ტურ­და, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი კი­ე­ვის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს ეს­ტუმ­რა, შეხ­ვდა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და პირ­ველ ლე­დის და მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­ა­კე­თა.

  • რა თქვა ბა­ი­დენ­მა?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დამ­პყრო­ბე­ლი სას­ტი­კად მარ­ცხდე­ბა. მისი თქმით, თით­ქმის ერთი წლის წინ, რო­დე­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, მას იმე­დი ჰქონ­და, რომ მსოფ­ლიო ერ­თი­ა­ნო­ბას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და, მაგ­რამ შეც­და.

"ერთი წლის შემ­დეგ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ აქ არის, ამ ოთახ­ში. ჩვენ აქ ერ­თად ვდგა­ვართ. უკ­რა­ი­ნა დგას. დე­მოკ­რა­ტია დგას. ამე­რი­კე­ლე­ბი თქვენ გვერ­დით დგა­ნან, მსოფ­ლიო თქვენ გვერ­დით დგას“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

მან უკ­რა­ი­ნას ხან­გრძლი­ვი მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა და გა­ნა­ცა­და, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

"მის­თვის ღირს ბრძო­ლა იმ­დენ ხანს, რამ­დენ ხან­საც სა­ჭი­როა და ჩვენც ვიქ­ნე­ბით თქვენს გვერ­დით იმ­დენ­ხანს, რამ­დენ­ხან­საც სა­ჭი­როა. ყვე­ლა უთან­ხმო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც კონ­გრეს­ში გვაქვს ზო­გი­ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა­ზე, ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, ეს ეხე­ბა ზო­გა­დად დე­მოკ­რა­ტი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ომში უკ­რა­ი­ნი­სად­მი აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ეჭვი არ არ­სე­ბობ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­ევ­ში მისი ჩას­ვლა, ბა­ი­დენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში მერ­ვედ იმ­ყო­ფე­ბა და ამ­ჯე­რად მისი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­დას­ცეს, რომ "შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აქაა იმის­თვის, რომ დარ­ჩეს, ჩვენ არ დაგ­ტო­ვებთ“.

  • რა თქვა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ის უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის მას­შტა­ბურ პა­კეტს ელო­დე­ბა.

"დღეს ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ შორ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბის ია­რა­ღი­სა და იმ ია­რა­ღის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას აქამ­დე არ მი­უ­ღია და შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში მი­ე­წო­დოს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ახა­ლი პა­კე­ტი არის იმის ნი­შა­ნი, რომ რუ­სეთს რე­ვან­შის შან­სი არ ექ­ნე­ბა.

"ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­კე­ტი არის ცალ­სა­ხა სიგ­ნა­ლი, რომ რუ­სე­თის რე­ვან­შის მცდე­ლო­ბებს შან­სი არ ექ­ნე­ბა. ჩვენ ერ­თად და­ვი­ცავთ ჩვენს ქა­ლა­ქებს, ჩვენს ხალ­ხს რუ­სუ­ლი ტე­რო­რის­გან და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის იმ­პულსს", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი ჯო ბა­ი­დენ­თან ერ­თად
  • მკა­ფიო შე­ტყო­ბი­ნე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინს

თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ყო­ფი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი, პატ­რიკ ბერი აცხა­დებს, რომ ბა­ი­დე­ნის კი­ევ­ში ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ნატო-მ აჩ­ვე­ნოს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, რომ ისი­ნი "საქ­მე­ში არი­ან გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც."

"ისი­ნი ამით უგ­ზავ­ნი­ან მე­სიჯს ვლა­დი­მერ პუტნს - ჩვენ ვართ ამ საქ­მე­ში და არ ვა­პი­რებთ უკან და­ხე­ვას. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ვი­ზი­ტი და­ი­გეგ­მა კარ­გა ხნით ადრე. რა თქმა უნდა, მსგავ­სი ვი­ზი­ტე­ბი მო­ი­თხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს და გეგ­მას და ალ­ბათ, ეს გა­ნი­ხი­ლეს დე­კემ­ბერ­ში მა­შინ, როცა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ეწ­ვია“, - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი BBC-სთან.

  • ის­ტო­რი­უ­ლი დღე

კი­ევ­ში მცხოვ­რე­ბი ად­ვო­კა­ტი რო­ქ­სო­ლი­ნა გერა ამ­ბობს, რომ ის სა­ოც­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო, როცა ქუჩა გა­დაკ­ვე­თა და იქ ჯო ბა­ი­დე­ნი და­ი­ნა­ხა. "მად­ლი­ე­რი ვარ მისი მხარ­და­ჭე­რის გამო, ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ვა­ფა­სებ მის გამ­ბე­და­ო­ბას. მი­ი­ღო გა­მოწ­ვე­ვა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა. ეს ის­ტო­რი­უ­ლი დღეა", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

  • "მა­მაო, შე­გიძ­ლია, გა­ი­ღი­მო"

ჯო ბა­ი­დე­ნი კი­ე­ვის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მიტ­რო­პო­ლი­ტი ლავ­რენ­ტი ამ­ბობს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო. "მა­მაო, შე­გიძ­ლია, გა­ი­ღი­მო", - მი­თხრა მან. ალ­ბათ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით ვი­ყა­ვი“, - იხ­სე­ნებს მიტ­რო­პო­ლი­ტი.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ბობს, რომ მას უთხრეს, მა­ღა­ლი დო­ნის უცხო­უ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ, თუ ვინ ეს­ტუმ­რე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, ბა­ი­დენს ტაძ­რის ის­ტო­რია უამ­ბო. პრე­ზი­დენ­ტმა ეკ­ლე­სია და­ათ­ვა­ლი­ე­რა, თქვა, რომ ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლო­საა, რომ მორ­წმუ­ნეა და რე­ლი­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაც აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
18

ბოლო უკრაინელამდეა ისევ ომი თუ ბაიდენმა შეიცვალა აზრი,ისე ზელენსკი ბარემ გაყოლოდა,მაგას უკრაინაში მაინც აღარ დაედგომება,მიშას მდგომარეობა სანატრელი გაუხდება,თუ გადარჩა ვინმე ცოცხალი.

---------
17

ფოტოს ქვია.......მამი-ჯააააააან!!!!!! მიშველეეეეეე!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"შეგიძლიათ, გაიღიმოთ" - ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა

"შეგიძლიათ, გაიღიმოთ" - ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა

დღეს, 20 თებერვალს კიევში დილიდან "მთავარ პარტნიორს" ელოდნენ, თუმცა მედიისთვის უცნობი იყო თუ ვინ ეწვეოდა უკრაინის დედაქალაქს. ჯო ბაიდენის ვიზიტი სიურპრიზი და მოულოდნელობა აღმოჩნდა.

კიევში უკრაინის მთავარი მოკავშირე ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა. მაშინ, როცა რუსები ერთი წლის წინ კიევის აღებას გეგმავდნენ, კრემლში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევის ქუჩებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეირნებდა.

კრემლის გეგმა, რომ საბედნიეროდ, ყოველთვის არ სრულდება, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტითაც ნათლად დადასტურდა, აშშ-ის პრეზიდენტი კიევის საკათედრო ტაძარს ესტუმრა, შეხვდა უკრაინის პრეზიდენტსა და პირველ ლედის და მკაფიო განცხადებებიც გააკეთა.

  • რა თქვა ბაიდენმა?

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დამპყრობელი სასტიკად მარცხდება. მისი თქმით, თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიო ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ შეცდა.

"ერთი წლის შემდეგ, მტკიცებულება სწორედ აქ არის, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ. უკრაინა დგას. დემოკრატია დგას. ამერიკელები თქვენ გვერდით დგანან, მსოფლიო თქვენ გვერდით დგას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან უკრაინას ხანგრძლივი მხარდაჭერა აღუთქვა და განაცადა, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია.

"მისთვის ღირს ბრძოლა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა და ჩვენც ვიქნებით თქვენს გვერდით იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა. ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ეჭვი არ არსებობდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიევში მისი ჩასვლა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის დედაქალაქში მერვედ იმყოფება და ამჯერად მისი ვიზიტის მიზანია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცეს, რომ "შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს, ჩვენ არ დაგტოვებთ“.

  • რა თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს ელოდება.

"დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღისა და იმ იარაღის საკითხი, რომელიც უკრაინას აქამდე არ მიუღია და შესაძლოა, მომავალში მიეწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული დახმარების ახალი პაკეტი არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს რევანშის შანსი არ ექნება.

"ასეთი მნიშვნელოვანი პაკეტი არის ცალსახა სიგნალი, რომ რუსეთის რევანშის მცდელობებს შანსი არ ექნება. ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯო ბაიდენთან ერთად
  • მკაფიო შეტყობინება ვლადიმერ პუტინს

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი ანალიტიკოსი, პატრიკ ბერი აცხადებს, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტის მთავარი მიზანია, ნატო-მ აჩვენოს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ისინი "საქმეში არიან გრძელვადიან პერსპექტივაშიც."

"ისინი ამით უგზავნიან მესიჯს ვლადიმერ პუტნს - ჩვენ ვართ ამ საქმეში და არ ვაპირებთ უკან დახევას. სავარაუდოდ, ეს ვიზიტი დაიგეგმა კარგა ხნით ადრე. რა თქმა უნდა, მსგავსი ვიზიტები მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს და გეგმას და ალბათ, ეს განიხილეს დეკემბერში მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია“, - აცხადებს ექსპერტი BBC-სთან.

  • ისტორიული დღე

კიევში მცხოვრები ადვოკატი როქსოლინა გერა ამბობს, რომ ის საოცრად გაკვირვებული იყო, როცა ქუჩა გადაკვეთა და იქ ჯო ბაიდენი დაინახა. "მადლიერი ვარ მისი მხარდაჭერის გამო, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვაფასებ მის გამბედაობას. მიიღო გამოწვევა და მხარდაჭერა გამოხატა. ეს ისტორიული დღეა", - ამბობს ადგილობრივი.

  • "მამაო, შეგიძლია, გაიღიმო"

ჯო ბაიდენი კიევის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. მიტროპოლიტი ლავრენტი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მშვენიერ ხასიათზე იყო. "მამაო, შეგიძლია, გაიღიმო", - მითხრა მან. ალბათ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სახით ვიყავი“, - იხსენებს მიტროპოლიტი.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მას უთხრეს, მაღალი დონის უცხოური დელეგაციის ვიზიტის შესახებ, მაგრამ არ იცოდნენ, თუ ვინ ესტუმრებოდა. მისივე თქმით, ბაიდენს ტაძრის ისტორია უამბო. პრეზიდენტმა ეკლესია დაათვალიერა, თქვა, რომ ეკლესიასთან ახლოსაა, რომ მორწმუნეა და რელიგიური განათლებაც აქვს მიღებული.

იხილეთ ასევე: