სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ფაქტია, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს ასრულებს" - ზურაბ ჩხაიძე "ემპათიას"
"ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ფაქტია, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს ასრულებს" - ზურაბ ჩხაიძე "ემპათიას"

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ და მის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ანს მო­უ­წო­დებს, "ნუ ეთა­მა­შე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს და მას გა­უფრ­თხილ­დნენ“.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ცენტს "ემ­პა­თი­ას“ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ას­რუ­ლებს და არ ით­ვა­ლის­წი­ნებს კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბის მიერ გა­ცე­მულ რჩე­ვებს.

"ჩვენ ყო­ველ­თვის დღე­ვან­დელ დღემ­დე ვე­რი­დე­ბო­დით კო­ლე­გე­ბის მი­სა­მარ­თით ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას. ჩვენ ყო­ველ­თვის კო­ლე­გი­ა­ლო­ბის პრინ­ციპს ვი­ცავთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს სა­ზღვა­რი აქვს. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, მთე­ლი ქვეყ­ნის გა­სა­გო­ნად ვთქვა ის, რის თქმა­საც ვა­პი­რებ. რაც აქამ­დე არ გვით­ქვამს და ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამის შე­სა­ხებ მი­ნიშ­ნე­ბით ვამ­ბობ­დით, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ეტყო­ბა ვერ გა­ი­გეს. რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას, კვე­ბის რა­ცი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ყო­ველ­თვის პა­ცი­ენ­ტის შე­მოს­ვლის დღი­დან რჩე­ბა პრობ­ლე­მა და პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო. თუმ­ცა, პა­ცი­ენ­ტი სა­წყის ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლი ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დეგ­ში ამ კა­ლო­რა­ჟის შემ­ცი­რე­ბა მოხ­და. მივ­მარ­თავ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემ­პა­თი­ას“ და მის ხელ­მძღვა­ნელს, ნუ ეთა­მა­შე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს, გა­უფრ­თხილ­დნენ პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ამი­ტომ ნუ გვიშ­ლი­ან ამა­ში ხელს, ჩვენ პა­ცი­ენტს არას­დროს არ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ და ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ ვე­რა­ფერ­ში, მაგ­რამ ფაქ­ტია ის, რომ პა­ცი­ენ­ტი მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ას­რუ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებს საკ­ვე­ბის იმ კა­ლო­რაჟს, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რია.

"აქამ­დე მი­ვა­ნიშ­ნებ­დი და ახლა ღია ტექსტს ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ლო­რა­ჟი შერ­ჩე­უ­ლია, იმ ჯგუ­ფის ექი­მე­ბის მიერ და შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა იმას, ანუ ეს ის კა­ლო­რა­ჟია, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაა სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მაგ­რამ არა მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, თუ არა გა­სა­უ­ა­რე­სებ­ლად. მე ამი­ტო­მაც წინა კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ვთქვი, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე თუ გაგ­რძელ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს, წო­ნა­ში კლე­ბაც იყოს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბია არი­ან, რომ პა­ცი­ენ­ტმა გრა­მე­ბი მო­იკ­ლოს და ამით ლა­მის ყი­ჟი­ნა შე­მო­ცხონ“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, ეს კი ცენტ "ემ­პა­თი­ის“ რე­კო­მენ­და­ცი­ით ხდე­ბო­და.

მისი თქმით, ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი იყო ის, რომ "შემ­დეგ დას­მუ­ლი­ყო კი­თხვა აი, რა გა­ა­კე­თეთ რვა თუ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში?!“

"ეს კვე­ბა­საც ეხე­ბა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­თო­ბა­საც. თუ პა­ცი­ენ­ტი გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენტზე უარს ამ­ბობ­და, ესეც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით ხდე­ბო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ჩვენს ექი­მებს ნაკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ, მი­ზა­ნი იყო ის, რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვით დღე­ვან­დელ დღემ­დე, ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე და შემ­დეგ დას­მუ­ლი­ყო კი­თხვა აი, რა გა­ა­კე­თეთ რვა თუ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში?!“- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
1

მართლა მაინტერესებს, ურჩ პაციენტზე უარის თქმის უფლება არ გაქვთ? 

???
23

და თქვენ ვის რეკომენდაციებს ასრულებთ? 

 

ავტორი:

"ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ფაქტია, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს ასრულებს" - ზურაბ ჩხაიძე "ემპათიას"

"ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ფაქტია, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს ასრულებს" - ზურაბ ჩხაიძე "ემპათიას"

კლინიკა "ვივამედის“კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ცენტრ "ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდებს, "ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს და მას გაუფრთხილდნენ“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტს "ემპათიას“ რეკომენდაციებს ასრულებს და არ ითვალისწინებს კლინიკა "ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს.

"ჩვენ ყოველთვის დღევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. ჩვენ ყოველთვის კოლეგიალობის პრინციპს ვიცავთ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამიტომ იძულებული ვართ, მთელი ქვეყნის გასაგონად ვთქვა ის, რის თქმასაც ვაპირებ. რაც აქამდე არ გვითქვამს და ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მინიშნებით ვამბობდით, მაგრამ ამ ადამიანებმა ეტყობა ვერ გაიგეს. რაც შეეხება კვებას, კვების რაციონთან დაკავშირებით, ეს ყოველთვის პაციენტის შემოსვლის დღიდან რჩება პრობლემა და პრობლემატური იყო. თუმცა, პაციენტი საწყის ეტაპზე მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს ექვემდებარებოდა, მაგრამ შემდეგში ამ კალორაჟის შემცირება მოხდა. მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს, ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი მათ რეკომენდაციებს ასრულებს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

კლინიკა "ვივამედის“კლინიკური დირექტორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვების იმ კალორაჟს, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მინიმალურია.

"აქამდე მივანიშნებდი და ახლა ღია ტექსტს ვამბობ, ეს ყველაფერი კალორაჟი შერჩეულია, იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას, ანუ ეს ის კალორაჟია, რომელიც მინიმალური რაოდენობაა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა გასაუარესებლად. მე ამიტომაც წინა კომენტირებისას ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა ასე თუ გაგრძელდება შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს, ეს ადამიანები ჩასაფრებულებია არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოცხონ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობდა, ეს კი ცენტ "ემპათიის“ რეკომენდაციით ხდებოდა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ "შემდეგ დასმულიყო კითხვა აი, რა გააკეთეთ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?!“

"ეს კვებასაც ეხება და მედიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდათ, მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე, ამ მდგომარეობამდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა აი, რა გააკეთეთ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?!“- განაცხადა ჩხაიძემ.