სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდერ კოლომოისკის სახლის ჩხრეკის პარალელურად, შსს-ს ყოფილი მინისტრის ავაკოვის სახლიც გაჩხრიკეს - კორუფციული სკანდალები და დიდი წმენდა უკრაინაში
მილიარდერ კოლომოისკის სახლის ჩხრეკის პარალელურად,  შსს-ს ყოფილი მინისტრის ავაკოვის სახლიც გაჩხრიკეს - კორუფციული სკანდალები და დიდი წმენდა უკრაინაში

უკ­რა­ი­ნა­ში, ერთ დროს პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს. 1-ლ თე­ბერ­ვალს ოლი­გარქ იგორ კო­ლო­მო­ის­კის სახ­ლის ჩხრე­კის პა­რა­ლე­ლუ­რად ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, არ­სენ ავა­კო­ვის სახ­ლიც გა­ჩხრი­კეს.

ავა­კო­ვის ბი­ნის ჩხრე­კი­სას, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის Airbus ვერ­ტმფრე­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით. შე­გახ­სე­ნებთ, რომ იან­ვარ­ში ამ ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად 14 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის შსს მი­ნის­ტრი.

მომ­ხდარს ავა­კო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ერ­თგვა­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა, მისი თქმით, სა­ინ­ტე­რე­სო ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავა­კოვს არა­ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­და და კო­რუფ­ცი­ა­ში ამ­ხი­ლა.

"გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ შვე­ულმფრენ Super Puma-ს (Airbus Helicopters H225) შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბით. ისი­ნი კო­რექ­ტუ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ასე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა ცოტა სუ­ლე­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბი­დან 6 წლის შემ­დეგ. მათ სა­ინ­ტე­რე­სო ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს“, - წერს ავა­კო­ვი.

არ­სენ ავა­კო­ვი უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და 2014 წლი­დან 2021 წლამ­დე, რის შემ­დე­გაც დე­ნის მო­ნას­ტირსკიმ შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 18 იან­ვარს, ქა­ლაქ ბრო­ვარ­ში (კი­ე­ვის რე­გი­ო­ნი) Airbus H225 Super Puma ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზე­ბი ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის.

უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტამ­დე ამ ტი­პის ვერ­ტმფრენს კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა უკავ­შირ­დე­ბა. 2016 წელს ნორ­ვე­გი­ის სა­ნა­პი­როს­თან H225LP ჩა­მო­ვარ­და, რო­მელ­შიც ორი პი­ლო­ტი და 11 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. შემ­დგომ გა­ირ­კვა, რომ ვერ­ტმფრე­ნის გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფ­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ამ ვერ­ტმფრე­ნე­ბით ფრე­ნა დრო­ე­ბით აიკ­რძა­ლა, ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ამ მე­ქა­ნიზ­მის დი­ზა­ინ­ში, მი­ი­ღეს ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი შე­მოწ­მე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მე­ბის­თვის, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ მა­ინც და­ი­ტო­ვა ეს მო­დე­ლე­ბი.

2018 წელს საფ­რან­გეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მეს 552 მი­ლი­ონ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ორ­მოც­და­ათ­ზე მეტი ვერ­ტმფრე­ნის შე­სა­ძე­ნად. ამ დროს ავა­კო­ვი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო.

ბრო­ვარ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი უკ­რა­ი­ნამ 2020 წელს მი­ი­ღო. ავა­რი­ის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ვერ­ტმფრე­ნებს შე­საძ­ლოა, ტექ­ნი­კუ­რი დე­ფექ­ტი ჰქო­ნო­დათ.

უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ის სამ ძი­რი­თად ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს: ფრე­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას (პი­ლო­ტის შეც­დო­მა), ვერ­ტმფრე­ნის ტექ­ნი­კურ გა­უ­მარ­თა­ო­ბას და დი­ვერ­სი­ას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ბი­უ­როს აგენ­ტებ­მა მი­ლი­არ­დერ იგორ კო­ლო­მო­ის­კის სახ­ლიც გა­ჩხრი­კეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხრე­კა უკავ­შირ­დე­ბა შე­საძ­ლო მა­ქი­ნა­ცი­ებს კომ­პა­ნი­ებ­ში Ukrnafta და Ukrtatnafta, რის თა­ო­ბა­ზეც საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. "ლა­პა­რა­კია დიდი ოდე­ნო­ბის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გაფ­ლან­გვა­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა­ზე", - წერს "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და". რო­გორც ირ­კვე­ვა, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა 40 მი­ლი­არ­დი გრივ­ნის (76 მი­ლი­არ­დი რუ­სუ­ლი რუბ­ლის) ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფუ­ჭად ხარ­ჯვა და სა­ბა­ჟო­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა.

Ukrnafta აწარ­მო­ებს ნავ­თო­ბის 90%-ს უკ­რა­ი­ნა­ში და არის ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მფლო­ბე­ლი, Ukrtatnafta ფლობს ქვეყ­ნის უდი­დეს ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნას, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს კრე­მენ­ჩუ­გში (ის ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა და­ბომბვის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბის გამო).

იგორ კო­ლო­მო­ის­კი ადრე ორი­ვე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი იყო, მაგ­რამ 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში მათი ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა. მა­შინ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ეს "თავ­დაც­ვის სექ­ტო­რის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით“ გან­მარ­ტა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი წლე­ბის წინ მი­იჩ­ნე­ო­და კო­ლო­მო­ის­კის პრო­ტეჟედ. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ის პრე­ზი­დენ­ტი სწო­რედ უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქის მხარ­და­ჭე­რით გახ­და.

თა­ვად იგორ კო­ლო­მო­ის­კიმ Lb.ua-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე არა­ნა­ირ კო­მენ­ტარ­სა და შე­ფა­სე­ბას არ გა­ა­კე­თებ­და.

გუ­შინ, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი უკ­რა­ი­ნის ექსთავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ვი­ა­ჩეს­ლავ შა­პო­ვა­ლოვს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის მთა­ვა­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ბოჰდან ხმელ­ნიც­კის, რომ­ლებ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კად­რო წმენ­დის პირ­ვე­ლი დიდი ტალ­ღის დროს, მიმ­დი­ნა­რე წლის 22-24 იან­ვარს და­ტო­ვეს.

23 იან­ვარს უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ზო­გი­ერ­თმა ჩი­ნო­სან­მა "გონი და­კარ­გა და ში­შის და სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე მო­რო­დი­ო­რობს“.

"24 თე­ბერ­ვლი­დან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბით ყვე­ლა დო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს მუდ­მი­ვად აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ომზე, და­ეხ­მა­რონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, შე­ამ­ცი­რონ ბი­უ­როკ­რა­ტია და შე­წყვი­ტონ სა­ეჭ­ვო ბიზ­ნე­სი. ამ გზავ­ნილ­მა ზო­გი­ერ­თამ­დე მი­აღ­წია და ზო­გამ­დეც, სამ­წუ­ხა­როდ, არა.

რო­გორც ჩანს, ზოგს ამ გა­ზა­ფხულ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად "ჩავ­სვამთ“, რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რად არ ეს­მით, ეს მოხ­დე­ბა ომის კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად...“ - და­ა­ა­ნონ­სა ზე­ლენ­სკის გუნ­დის წევ­რმა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადმინს
5

რომ დაწერეთ, რომ ამათგან ერთს ეჩხუბა მიშა, მეორესთან რომ ჩახუტებული იყო, რატომ მაგას არ წერთ?

ზურა
8

მიშიზმი უკრაინულად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მილიარდერ კოლომოისკის სახლის ჩხრეკის პარალელურად, შსს-ს ყოფილი მინისტრის ავაკოვის სახლიც გაჩხრიკეს - კორუფციული სკანდალები და დიდი წმენდა უკრაინაში

მილიარდერ კოლომოისკის სახლის ჩხრეკის პარალელურად,  შსს-ს ყოფილი მინისტრის ავაკოვის სახლიც გაჩხრიკეს - კორუფციული სკანდალები და დიდი წმენდა უკრაინაში

უკრაინაში, ერთ დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს. 1-ლ თებერვალს ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სახლის ჩხრეკის პარალელურად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლიც გაჩხრიკეს.

ავაკოვის ბინის ჩხრეკისას, გამომძიებლები დაინტერესდნენ ფრანგული წარმოების Airbus ვერტმფრენების შეძენის შესახებ ინფორმაციით. შეგახსენებთ, რომ იანვარში ამ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უკრაინის შსს მინისტრი.

მომხდარს ავაკოვი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ერთგვარი განმარტება გააკეთა, მისი თქმით, საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მოღვაწეობის დროს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავაკოვს არაერთხელ დაუპირისპირდა და კორუფციაში ამხილა.

"გამომძიებლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შვეულმფრენ Super Puma-ს (Airbus Helicopters H225) შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტებით. ისინი კორექტულად იქცეოდნენ, მაგრამ ასეთი საგამოძიებო მოქმედების მიზანშეწონილობა ცოტა სულელურად გამოიყურება, კონტრაქტის დადებიდან 6 წლის შემდეგ. მათ საინტერესო ვერაფერი იპოვეს“, - წერს ავაკოვი.

არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა 2014 წლიდან 2021 წლამდე, რის შემდეგაც დენის მონასტირსკიმ შეცვალა, რომელიც 18 იანვარს, ქალაქ ბროვარში (კიევის რეგიონი) Airbus H225 Super Puma ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. კატასტროფის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

უკრაინაში მომხდარ ინციდენტამდე ამ ტიპის ვერტმფრენს კიდევ ერთი გახმაურებული ავიაკატასტროფა უკავშირდება. 2016 წელს ნორვეგიის სანაპიროსთან H225LP ჩამოვარდა, რომელშიც ორი პილოტი და 11 მგზავრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ გადარჩენილა. შემდგომ გაირკვა, რომ ვერტმფრენის გადაცემათა კოლოფში არსებული მექანიზმი დაზიანებული იყო.

გამოძიების პერიოდში ამ ვერტმფრენებით ფრენა დროებით აიკრძალა, ცვლილებები განხორციელდა ამ მექანიზმის დიზაინში, მიიღეს ახალი სტანდარტები შემოწმებისა და მუშაობის რეჟიმებისთვის, რის შემდეგაც რამდენიმე ქვეყანამ მაინც დაიტოვა ეს მოდელები.

2018 წელს საფრანგეთმა და უკრაინამ შეთანხმება გააფორმეს 552 მილიონ ევროს ღირებულების ორმოცდაათზე მეტი ვერტმფრენის შესაძენად. ამ დროს ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი უკრაინამ 2020 წელს მიიღო. ავარიის შემდეგ, ზოგიერთი ჟურნალისტი ვარაუდობდა, რომ ვერტმფრენებს შესაძლოა, ტექნიკური დეფექტი ჰქონოდათ.

უკრაინის უშიშროების სამსახური ტრაგედიის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს: ფრენის წესების დარღვევას (პილოტის შეცდომა), ვერტმფრენის ტექნიკურ გაუმართაობას და დივერსიას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს აგენტებმა მილიარდერ იგორ კოლომოისკის სახლიც გაჩხრიკეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა უკავშირდება შესაძლო მაქინაციებს კომპანიებში Ukrnafta და Ukrtatnafta, რის თაობაზეც საქმეა აღძრული. "ლაპარაკია დიდი ოდენობის ნავთობპროდუქტების გაფლანგვასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაზე", - წერს "უკრაინსკაია პრავდა". როგორც ირკვევა, აქ იგულისხმება 40 მილიარდი გრივნის (76 მილიარდი რუსული რუბლის) ღირებულების ნავთობპროდუქტების ფუჭად ხარჯვა და საბაჟოზე გადასახადებისთვის თავის არიდება.

Ukrnafta აწარმოებს ნავთობის 90%-ს უკრაინაში და არის ბენზინგასამართი სადგურების ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელი, Ukrtatnafta ფლობს ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც მდებარეობს კრემენჩუგში (ის ომის დაწყებიდან მალევე დაიხურა დაბომბვის შედეგად დაზიანების გამო).

იგორ კოლომოისკი ადრე ორივე კომპანიის თანამფლობელი იყო, მაგრამ 2022 წლის ნოემბერში მათი ნაციონალიზაცია მოახდინა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს "თავდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფის აუცილებლობით“ განმარტა. აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი წლების წინ მიიჩნეოდა კოლომოისკის პროტეჟედ. როგორც ამბობდნენ, ის პრეზიდენტი სწორედ უკრაინელი ოლიგარქის მხარდაჭერით გახდა.

თავად იგორ კოლომოისკიმ Lb.ua-ს განუცხადა, რომ ომის დასრულებამდე არანაირ კომენტარსა და შეფასებას არ გააკეთებდა.

გუშინ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი უკრაინის ექსთავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიაჩესლავ შაპოვალოვს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ბოჰდან ხმელნიცკის, რომლებმაც თანამდებობა საკადრო წმენდის პირველი დიდი ტალღის დროს, მიმდინარე წლის 22-24 იანვარს დატოვეს.

23 იანვარს უკრაინის პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ჩინოსანმა "გონი დაკარგა და შიშის და სინდისის ქენჯნის გარეშე მოროდიორობს“.

"24 თებერვლიდან, ოფიციალური და არაოფიციალური არხებით ყველა დონის თანამდებობის პირებს მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესი. ამ გზავნილმა ზოგიერთამდე მიაღწია და ზოგამდეც, სამწუხაროდ, არა.

როგორც ჩანს, ზოგს ამ გაზაფხულზე აუცილებლად "ჩავსვამთ“, რადგან ადამიანურად არ ესმით, ეს მოხდება ომის კანონების თანახმად...“ - დააანონსა ზელენსკის გუნდის წევრმა.