სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადებით, ალეკ ბოლდუინი იარაღის გამოყენების სწავლის დროს ტელეფონზე საუბრობდა - მსახიობს 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება
პროკურორის განცხადებით, ალეკ ბოლდუინი იარაღის გამოყენების სწავლის დროს ტელეფონზე საუბრობდა - მსახიობს 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება

მსა­ხი­ობ ალეკ ბოლ­დუ­ინს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე 42 წლის ოპე­რა­ტო­რის, ჰა­ლი­ნა ჰატ­ჩინ­სის და­ღუპ­ვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი.

სან­ტა ფეს რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მსა­ხი­ო­ბი "არა­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოვ­ლე­ნილ უკი­დუ­რე­სად უგუ­ნურ ქმე­დე­ბებ­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, იმ დროს, როცა Rust-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის წვრთნებს გა­დი­ოდ­ნენ, მსა­ხი­ო­ბი "ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბარ­ში იყო გარ­თუ­ლი".

ჰატ­ჩინ­სის არა­გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი ასე­ვე ია­რა­ღის სპე­ცი­ა­ლისტს, ჰანა გუ­ტი­ე­რესს, რო­მე­ლიც ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის დროს 24 წლის იყო.

ია­რა­ღის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჰანა გუ­ტი­ე­რე­სი

მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ იმ დროს, როცა ბოლ­დუ­ინს ია­რა­ღის სწორ გა­მო­ყე­ნე­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ, ის ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნით. "მსა­ხი­ობს ია­რა­ღის სპე­ცი­ა­ლისტ ჰანა გუ­ტი­ე­რეს­თან სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­მოწ­მე­ბე­ბი რომ გა­ევ­ლო და ია­რა­ღი ჰატ­ჩინ­სის­კენ არ მი­ე­მარ­თა, ეს ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და“, - წერს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

ბოლ­დუ­ი­ნი­სად­მი ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი ქმე­დე­ბაა ჩა­მოთ­ვლი­ლი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია:

  • მან და­უ­გეგ­მა­ვი რე­პე­ტი­ცი­ის დროს არ გა­მო­ი­ყე­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ასლი
  • ია­რა­ღის სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან გა­უშ­ვეს, რაც პრო­ტო­კოლს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა
  • ია­რა­ღის მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კი­დან გა­დახ­ვე­ვა
  • გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ჩივ­რე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა
  • ადეკ­ვა­ტუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე და­ქი­რა­ვე­ბულ ია­რა­ღის სპე­ცი­ა­ლის­ტთან უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა
ჯა­ლი­ნა ჰა­ჩინ­სი

თუ სა­სა­მარ­თლომ მსა­ხი­ო­ბი და ია­რა­ღის სპე­ცი­ა­ლის­ტი დამ­ნა­შა­ვედ სცნო, მათ 18-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და 5 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­მუქ­რე­ბათ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქა­ლაქ სან­ტა-ფეში, ვეს­ტერნ Rust-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ალეკ ბოლ­დუ­ი­ნის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად 42 წლის ოპე­რა­ტო­რი და­ი­ღუ­პა, რე­ჟი­სო­რი კი - და­იჭ­რა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მორდუ
4

ალიკას ციხეში ჩასმით გარდაცვლილს ხო მაინც არაფერი ეშელება @ქართული "სამართალი".

bacho
3

ნამდვილი ვაზნები რატომ ჰქონდათ ფილმის გადაღებისას?

ავტორი:

პროკურორის განცხადებით, ალეკ ბოლდუინი იარაღის გამოყენების სწავლის დროს ტელეფონზე საუბრობდა - მსახიობს 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება

პროკურორის განცხადებით, ალეკ ბოლდუინი იარაღის გამოყენების სწავლის დროს ტელეფონზე საუბრობდა - მსახიობს 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.

სანტა ფეს რაიონულმა პროკურატურამ მსახიობი "არაერთ შემთხვევაში გამოვლენილ უკიდურესად უგუნურ ქმედებებში“ დაადანაშაულა. პროკურორების თქმით, იმ დროს, როცა Rust-ის გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნებს გადიოდნენ, მსახიობი "ტელეფონზე საუბარში იყო გართული".

ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი ასევე იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერესს, რომელიც ფილმის გადაღებების დროს 24 წლის იყო.

იარაღის სპეციალისტი, ჰანა გუტიერესი

მოხსენების მიხედვით, სწორედ იმ დროს, როცა ბოლდუინს იარაღის სწორ გამოყენებას ასწავლიდნენ, ის ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა ტელეფონით. "მსახიობს იარაღის სპეციალისტ ჰანა გუტიერესთან სავალდებულო შემოწმებები რომ გაევლო და იარაღი ჰატჩინსისკენ არ მიემართა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა“, - წერს გამომძიებელი.

ბოლდუინისადმი ბრალის წაყენების დოკუმენტში რამდენიმე გაუფრთხილებელი ქმედებაა ჩამოთვლილი, რამაც საბოლოოდ, ადამიანის მკვლელობა გამოიწვია:

  • მან დაუგეგმავი რეპეტიციის დროს არ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღის ასლი
  • იარაღის სპეციალისტი გადასაღები მოედნიდან გაუშვეს, რაც პროტოკოლს ეწინააღმდეგება
  • იარაღის მხოლოდ სპეციალისტისგან მიღების პრაქტიკიდან გადახვევა
  • გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების შესახებ საჩივრების გაუთვალისწინებლობა
  • ადეკვატური სერტიფიკატის გარეშე დაქირავებულ იარაღის სპეციალისტთან უსაფრთხოების შემოწმებების უგულვებელყოფა
ჯალინა ჰაჩინსი

თუ სასამართლომ მსახიობი და იარაღის სპეციალისტი დამნაშავედ სცნო, მათ 18-თვიანი პატიმრობა და 5 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაემუქრებათ.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა