საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამშრომლები ამბობენ, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება... რატომ არის ჩემთან კავშირი ასოცირებული, როგორც "კეთროვანთან"? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გავრცელებულ წერილზე?
"თანამშრომლები ამბობენ, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება... რატომ არის ჩემთან კავშირი ასოცირებული, როგორც "კეთროვანთან"? -  რას ამბობს ამირან გამყრელიძე გავრცელებულ წერილზე?

გავ­რცელ­და წე­რი­ლი, რო­მელ­შიც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­სა და მის მო­ად­გი­ლეს, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას მი­მარ­თავს.

ვრცელ წე­რილ­ში გამ­ყრე­ლი­ძე მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ დის­კრე­დი­ტა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ა­ზე სა­უბ­რობს, ასე­ვე ამ­ბობს, რომ მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმდა. წე­რი­ლი "ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა.

  • AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან წე­რი­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­სა­მარ­თით ნამ­დვი­ლად და­წე­რა. მი­სი­ვე თქმით, წე­რილ­ში "იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­ერ­თი სა­კი­თხის მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა პი­რად სა­კი­თხებ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა".

"წე­რი­ლი ნამ­დვი­ლად დავ­წე­რე და ეს წე­რი­ლი არ­სე­ბობ­და, არ ვიცი ვინ, რო­გორ და რა გზე­ბით გა­ავ­რცე­ლა. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, ყვე­ლას. ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ. ეს სა­კი­თხი ამო­წუ­რუ­ლია. წე­რი­ლი ნამ­დვი­ლად მივ­წე­რე და იქ იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­ერ­თი სა­კი­თხის მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა პი­რად სა­კი­თხებ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა", - გვი­თხრა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

  • გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

"დიდი მად­ლო­ბა წე­რი­ლი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

გა­სა­გე­ბია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნებ­და მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­მარ­თვე­ლოს თუ ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მიერ თქვენ­თან და სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე (ამი­ტო­მაც ვა­კო­პი­რებ ბა­ტონ მი­ნის­ტრთან). სხვა მრა­ვალ ფაქ­ტორ­თან ერ­თად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია თვი­თონ ეს ფაქ­ტიც, რომ ღირ­სიც არ გამ­ხა­დეთ, რომ წე­რი­ლი რო­მე­ლი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ხელ­მო­წე­რით ყო­ფი­ლი­ყო (თუ არა თქვე­ნი) და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­და­ა­ნა­წი­ლეთ მთელ ცენ­ტრზე. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ჩვე­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად აღარ ვა­პი­რებ­დი იმ წე­რი­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, რო­მე­ლიც პი­რა­დად თქვენ მოგ­წე­რეთ და და­ვა­კო­პი­რე პა­ა­ტა­სა და ირ­მას­თან, მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე და თქვე­ნი გუ­შინ­დე­ლი შე­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში ვერ­ცერ­თი გან­მარ­ტე­ბა ვერ ვნა­ხე ჩემს მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე, ამი­ტომ წე­რილს გიგ­ზავ­ნით უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად.

გა­სა­გე­ბია, რომ ამ კონ­ტრაქ­ტის ფი­ნან­სუ­რი ნა­წი­ლი ჩემ­თვის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის, რო­გორ­მე ჯერ კი­დევ შევ­ძლებ ჩემი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით მის კომ­პენ­სი­რე­ბას.

პრობ­ლე­მა და არსი სხვა თე­მა­შია და გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო აღარ შე­მო­ვალ დის­კუ­სი­ა­ში, ძალა აღ­მართს ხნავს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩარ­თუ­ლი იყა­ვით ამ პრო­ცეს­ში ჩემ მი­მართ ასე­თი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქცე­ვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. სან­თელ-საკ­მე­ვე­ლი თა­ვის გზას ალ­ბათ, მა­ინც არ და­კარ­გავს! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხან­გრძლი­ვი სტა­ჟის ექი­მი ვარ, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა ჩემ­თვის რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ნამ­დვი­ლი ექი­მის­თვის, მთა­ვა­რი (ამო­სა­ვა­ლი) პრინ­ცი­პია და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ვა­პა­ტიო ადა­მი­ანს გა­დაც­დო­მე­ბი, მათ შო­რის მძი­მეც, მაგ­რამ არას­დროს არ უნდა იკ­ვე­თე­ბო­დეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ამი­ტომ მა­ინც დიდი მად­ლო­ბა იმ ბევ­რი პო­ზი­ტი­ვის­თვის, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ფი­ლა, ასე­ვე, ალ­ბათ, სინ­დი­სის ქეჯნას გარ­კვე­უ­ლად თქვენც გრძნობთ, რად­გან გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო იძუ­ლე­ბუ­ლი იყა­ვით გა­გე­კე­თე­ბი­ნათ/მხა­რი და­გე­ჭი­რათ იმ პრო­ცე­სე­ბის­თვის, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს მი­მართ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ში­ნა­გა­ნად ცოტა მად­ლი­ე­რე­ბაც უნდა გქონ­დეთ პი­რა­დად თქვენს მი­მართ ჩემი პა­ტა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის, იქ­ნე­ბო­და ეს 90-ია­ნებ­ში თუ ბოლო ოთხ წე­ლი­წად­ში. ამი­ტო­მაც მი­ჭირს თქვენ­თან ამ სა­ხით სა­უ­ბა­რი და არ ვი­სურ­ვებ­დი თქვენს ად­გილ­ზე ყოფ­ნას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ვარ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში და თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა თუ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სფე­რო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს დღე­ვან­დე­ლი ლი­დერ­ში­პის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით. მაგ­რამ მშპ-თან მი­მარ­თე­ბა­ში 2%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს ვერ მოხ­დე­ბა. აქ­სი­ო­მაა, რომ ასე­თი შე­ზღუ­დუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხი ვერ გა­იზ­რდე­ბა, მო­ი­მა­ტებს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯი­ბი­დან და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­დახ­დე­ბი და ისევ ზე­ვით წავა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი. ანუ რაც სა­ყო­ველ­თა­ო­ბის პრინ­ციპ­მა გა­ა­ჩი­ნა 2013 წელს და ეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი იყო ქვე­ყა­ნა­ში პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის სა­ხით, სამ­წუ­ხა­როდ, შე­მობ­რუნ­დე­ბა უკან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2021-ში ეს პრო­ცენ­ტი იყო 4.2% და ამ მხრივ სწორ გზა­ზე ვი­დე­ქით (ევ­რო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლის­კენ მივ­დი­ო­დით), ახლა 2%-ით ისევ ჯან­მოს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის 53 ქვეყ­ნის ბო­ლო­ში ვართ. გე­მახ­სოვ­რე­ბათ, ალ­ბათ, ჩემი პრო­ტეს­ტი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მი­ხარ­დე­ბა ძა­ლი­ან, თუ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა, ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი და ცენ­ტრის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ არა ამ გა­უმჭვირ­ვა­ლე ფორ­მით, როცა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას ვე­ღარ ელა­პა­რა­კე­ბა, ვერ აძ­ლევს ყო­ველ­დღი­ურ, ყო­ველკ­ვი­რე­ულ თუ ყო­ველ­თვი­ურ სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბა­თა დი­ნა­მი­კის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია კო­ვი­დი, გრი­პი და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ამ სე­ზონ­ზე.

მრცხვე­ნია, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე თვეა უკვე ცენ­ტრის ვებ­სა და ფე­ის­ბუკ­ზე აღარ მო­ი­ძებ­ნე­ბა, მა­შინ როცა დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის არც თუ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ზრდა გვაქვს და მას შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ჭირ­დე­ბა. ჩემი თუ არ გჯე­რათ, ჯან­მოს სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის გუ­შინ­დელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მა­ინც და­ვუ­ჯე­როთ. ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­ზე მა­ინც მე­ტად გა­მოც­დი­ლი და მცოდ­ნე­ნი არი­ან და თავი შე­ი­კა­ვეს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­გან. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა გუ­შინ თეთრმა სახ­ლმაც.

იხი­ლეთ ქვე­მოთ ჩემი მოკ­ლე წე­რი­ლი და თქვენ თუ არა, ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თა­ვის­თვის გან­სა­ჯონ (არა სა­ჯა­როდ) და უპა­სუ­ხონ (თა­ვის­თვის) იმ კი­თხვებს, რაც მე და­გის­ვით. ქარ­თვე­ლებს ასე­თი გა­მოთ­ქმა გვაქვს "თა­ვის ქება კიტ­რად არა ღირ­სო". ამი­ტომ მე არც ციფ­რებს და არც სხვა მო­ნა­ცე­მებს მო­გიყ­ვანთ, ისი­ნი და მათი დი­ნა­მი­კა ჩემს მა­გივ­რად ილა­პა­რა­კე­ბენ და გახ­ლავთ ცენ­ტრის იმ სა­ერ­თო თუ ფი­ნან­სურ ან­გა­რი­შებ­ში, რო­მელ­საც ცენ­ტრი ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებ­და და შე­გიძ­ლი­ათ კი­დევ უფრო დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ეც­ნოთ.

ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გა­ვი­ხა­რებ თუ 2023-ში და შემ­დგომ ნახ­ტო­მი­სებ­რი წინსვლა იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი­სა და ინ­დი­კა­ტო­რის.

ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და კი­დევ ერთხელ მსურს დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დიდ გუნდს, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ცენ­ტრა­ლურ ოფის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში, პრო­ექ­ტე­ბით და­კონ­ტრაქ­ტე­ბულ პი­როვ­ნე­ბებს უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­წე­უ­ლი თავ­და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ უფრო კარ­გად გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, იმ ღვაწ­ლის­თვის, რაც შე­გაქვთ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის, ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის და ზო­გა­დად, მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ იმის­თვის, თუ ყვე­ლა და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნა ბო­ლომ­დე ვერ სრულ­დე­ბო­და და ასე­ვე თუ ვინ­მეს პი­რა­დუ­ლი წყე­ნა დაგ­რჩათ ჩემს მი­მართ".

გამ­ყრე­ლი­ძე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრსა და მო­ად­გი­ლეს კი­დევ ერთ წე­რილს წერს, რო­მე­ლიც 1-ლი თე­ბერ­ვლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

"წე­რი­ლი, რაც გა­მოვგზავ­ნე 29-ში და გთხო­ვეთ გან­მარ­ტე­ბე­ბი:

მო­გე­სალ­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, ვფიქ­რობ­დი ამ მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხზე მო­მე­წე­რა თუ არა წე­რი­ლი და ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა თუ არა საქ­მის კურ­სში ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

გა­დავ­წყვი­ტე, რომ მა­ინც დიახ, რად­გან რო­გორც ბიბ­ლი­ა­შია "არა­ფე­რია და­ფა­რუ­ლი, რომ არ გა­ცხად­დეს, და და­მა­ლუ­ლი, რომ არ გამ­ჟღავ­ნდეს. ამი­ტომ, რაც ბნელ­ში გით­ქვამთ, ნა­თელ­ში მო­ის­მე­ნენ, და რაც ყურ­ში იჩურ­ჩუ­ლეთ ოთა­ხებ­ში, ერდო-ბა­ნებ­ზე გა­მოხ­მა­ურ­დე­ბა".

კარ­გა ხა­ნია მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­მე დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაა ცენ­ტრში ჩემს სა­კონ­სულ­ტა­ციო მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თა მო­ზიდ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­კვე­უ­ლი/პა­ტა­რა წვლი­ლი მი­მი­ძღვის გა­სუ­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი და ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ხმით, ბო­დი­შის მოხ­დით მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, რომ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, რომ ამო­ღე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს ჩემი გვა­რი პრო­ექ­ტე­ბი­დან, სა­დაც კონ­სულ­ტან­ტად ვი­ყა­ვი, არ შე­იძ­ლე­ბა ჩემი მიწ­ვე­ვა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე (სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­თა­ნამ­შრომ­ლო ცენ­ტრის და­ფუძ­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, სხვა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა), რომ სრუ­ლად უნდა შე­წყდეს ჩემი კავ­ში­რე­ბი ცენ­ტრთან ყვე­ლა­ნა­ი­რი ფორ­მით, მგო­ნი მალე შემ­თხვე­ვით შეხ­ვედ­რაც აიკ­რძა­ლე­ბა სად­მე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ჩემ­თან, და­გეგ­მილ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მი­ნის­ტრო­დან, ცენ­ტრი­დან და სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმ მო­საზ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა და რომ­ლი­თაც ცდი­ლო­ბენ ჩემი სა­ხე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას (რომ თურ­მე ცენ­ტრში არა­ფე­რი არ კეთ­დე­ბო­და ჩემი დი­რექ­ტო­რო­ბის დროს, წეს­რი­გი მორღვე­უ­ლი იყო, რომ დი­რექ­ტო­რი არ ზრუ­ნავ­და თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, არ უქ­მნი­და მათ სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო პი­რო­ბებს, ად­გი­ლი ჰქონ­და ნე­პო­ტიზმს და გრან­ტებ­ში ჩა­სას­მე­ლად თვი­თონ არ­ჩევ­და ადა­მი­ა­ნებს და ა.შ., არ ვიცი კი­დევ რას და­მაბ­რა­ლებთ, რას გაწ­ვდე­ბა კი­დევ ზო­გი­ერ­თე­ბის უკი­დე­გა­ნო ფან­ტა­ზია) და სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და თქვე­ნი ქცე­ვა გარ­კვე­უ­ლად უნი­სონ­შია წინა აბ­ზაც­ში ნათ­ქვამ­თან, მე მა­ინც არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ეს სი­მარ­თლეა, რად­გან ჩემი ცხოვ­რე­ბი­თა და გან­ვლი­ლი გზით ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, ასე­ვე ჩვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ეს ნამ­დვი­ლად არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია.

გთხოვთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მომ­წე­როთ ცენ­ტრთან კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა დრო­უ­ლად მო­ვაგ­ვა­რო სხვა მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბი.

ასე­ვე გთხოვთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­მი­მარ­ტოთ, რა­ტომ ხდე­ბა ასე, ანუ:

1. რა და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის ქვეყ­ნის, ჯან­დაც­ვის სფე­რო­სა და ცენ­ტრის წი­ნა­შე. თუ არის ასე­თი, მი­უ­თი­თეთ ფაქ­ტე­ბი.

2. რა­ტომ არის ჩემ­თან კავ­ში­რი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ასო­ცი­რე­ბუ­ლი რო­გორც "კეთ­რო­ვან­თან“.

3. რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს მსგავ­სი პო­ლი­ტი­კა ჩემს მი­მართ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ასა­კით თქვენ­ზე ბევ­რად ხნი­ე­რი ვარ და უფრო ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შაო თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, საქ­მე მქო­ნია სხვა­დას­ხვა ჯუ­რი­სა თუ მრწამ­სის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან თუ მო­ხე­ლე­ებ­თან, მათ შო­რის, ვინც ღიად თუ არა­პირ­და­პირ მი­პი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, მაგ­რამ არა ასე­თი ბინ­ძუ­რი და შე­უ­რაცმყო­ფე­ლი მე­თო­დე­ბით. თა­ვის­თა­ვად, მე თვი­თონ მსგავ­სი არას­დროს არ მი­კად­რია და არც გა­მი­ფიქ­რე­ბია, როცა თქვენ­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გახ­ლდით. გა­უფრ­თხილ­დით მთა­ვარს ცხოვ­რე­ბა­ში - ღირ­სე­ბას და ნუ შე­ლა­ხავთ მას მერ­კან­ტი­ლუ­რი და დრო­ე­ბი­თი ინ­ტე­რე­სე­ბით.

გირ­ჩევთ გა­ეც­ნოთ ამო­ნა­რიდს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­გო­ნე­ბე­ბი­დან:

"ყვე­ლა­ფე­რი, რაც გაქვთ დრო­ე­ბი­თია. სხვებს არაფ­რით ჯო­ბი­ხართ. თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. დრო გა­აქ­რობს თქვენს ფულს, თა­ნამ­დე­ბო­ბას, კარგ მან­ქა­ნას, სახ­ლებს და ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რია...მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნო­ბა, ღირ­სე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და კა­ცო­ბაა. მათ ვე­რა­ფე­რი წა­გარ­თმევთ. ეს არას­დროს არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ" /გელა ჩარ­კვი­ა­ნი/

ვიცი, რომ ბევრ რა­მე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­მე­თან­ხმე­ბით (გულ­ში არ ვიცი), ბო­დიშს გიხ­დით თუ ამ ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ით ცოტა გული გატ­კი­ნეთ, მაგ­რამ მეც ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ, ისე რო­გორც არას­დროს, და ვფიქ­რობ არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. გი­სურ­ვებთ ყვე­ლას ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს, ჯან­მრთე­ლო­ბას, ბევრ სი­ხა­რულს, გა­მარ­ჯვე­ბებ­სა და წარ­მა­ტე­ბებს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვა­ლი, 2023 წ", - წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sd
1

ერთი დაებულინგებინა ევროპა ან ელჩი დეგნანი მერე ნახეთ რა "დაფასებული" გახდებოდა "ელიტათა" მიერ.. 

ქართველი!
23

ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, რასაც ნამდვილად იმსახურებთ!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თანამშრომლები ამბობენ, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება... რატომ არის ჩემთან კავშირი ასოცირებული, როგორც "კეთროვანთან"? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გავრცელებულ წერილზე?

"თანამშრომლები ამბობენ, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება... რატომ არის ჩემთან კავშირი ასოცირებული, როგორც "კეთროვანთან"? -  რას ამბობს ამირან გამყრელიძე გავრცელებულ წერილზე?

გავრცელდა წერილი, რომელშიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მიმართავს.

ვრცელ წერილში გამყრელიძე მის წინააღმდეგ აგორებულ დისკრედიტაციულ კამპანიაზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება სამინისტროსთან შეთანხმდა. წერილი "ფორმულამ" გაავრცელა.

  • AMBEBI.GE დაუკავშირდა ამირან გამყრელიძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მან წერილი ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით ნამდვილად დაწერა. მისივე თქმით, წერილში "იყო უკმაყოფილება გამოხატული არაერთი საკითხის მიმართ, მაგრამ ეს არ ყოფილა პირად საკითხებზე უკმაყოფილება".

"წერილი ნამდვილად დავწერე და ეს წერილი არსებობდა, არ ვიცი ვინ, როგორ და რა გზებით გაავრცელა. ძალიან დიდ პატივს ვცემ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ყველას. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ეს საკითხი ამოწურულია. წერილი ნამდვილად მივწერე და იქ იყო უკმაყოფილება გამოხატული არაერთი საკითხის მიმართ, მაგრამ ეს არ ყოფილა პირად საკითხებზე უკმაყოფილება", - გვითხრა ამირან გამყრელიძემ.

  • გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"დიდი მადლობა წერილისა და გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოსალოდნელი იყო.

გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებდა მიღებული შესაბამისი სამმართველოს თუ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების მიერ თქვენთან და სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე (ამიტომაც ვაკოპირებ ბატონ მინისტრთან). სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად შეურაცხმყოფელია თვითონ ეს ფაქტიც, რომ ღირსიც არ გამხადეთ, რომ წერილი რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ხელმოწერით ყოფილიყო (თუ არა თქვენი) და ეს პასუხისმგებლობა გადაანაწილეთ მთელ ცენტრზე. მართალი გითხრათ, ჩვენი საუბრის შემდეგ ნამდვილად აღარ ვაპირებდი იმ წერილის გასაჯაროებას, რომელიც პირადად თქვენ მოგწერეთ და დავაკოპირე პაატასა და ირმასთან, მაგრამ როდესაც ასეთი პასუხი მივიღე და თქვენი გუშინდელი შეპირების მიუხედავად, საპასუხო წერილში ვერცერთი განმარტება ვერ ვნახე ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე, ამიტომ წერილს გიგზავნით უკვე ოფიციალურად.

გასაგებია, რომ ამ კონტრაქტის ფინანსური ნაწილი ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის, როგორმე ჯერ კიდევ შევძლებ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მის კომპენსირებას.

პრობლემა და არსი სხვა თემაშია და გასაგები მიზეზების გამო აღარ შემოვალ დისკუსიაში, ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემ მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ალბათ, მაინც არ დაკარგავს! მოგეხსენებათ, ხანგრძლივი სტაჟის ექიმი ვარ, ჰუმანურობა ჩემთვის როგორც თითოეული ნამდვილი ექიმისთვის, მთავარი (ამოსავალი) პრინციპია და ყოველთვის ვცდილობ ვაპატიო ადამიანს გადაცდომები, მათ შორის მძიმეც, მაგრამ არასდროს არ უნდა იკვეთებოდეს წითელი ხაზები. ამიტომ მაინც დიდი მადლობა იმ ბევრი პოზიტივისთვის, რაც ჩვენს ურთიერთობაში ყოფილა, ასევე, ალბათ, სინდისის ქეჯნას გარკვეულად თქვენც გრძნობთ, რადგან გარემოებათა გამო იძულებული იყავით გაგეკეთებინათ/მხარი დაგეჭირათ იმ პროცესებისთვის, რაც ხორციელდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს მიმართ.

დარწმუნებული ვარ, შინაგანად ცოტა მადლიერებაც უნდა გქონდეთ პირადად თქვენს მიმართ ჩემი პატარა დამსახურებებისთვის, იქნებოდა ეს 90-იანებში თუ ბოლო ოთხ წელიწადში. ამიტომაც მიჭირს თქვენთან ამ სახით საუბარი და არ ვისურვებდი თქვენს ადგილზე ყოფნას.

მოგეხსენებათ, რამდენიმე ათეული წელი საკმაოდ აქტიური ვარ ჯანდაცვის სფეროში და თავისთავად ძალიან გამიხარდება თუ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად განვითარდება სამინისტროს დღევანდელი ლიდერშიპის წინამძღოლობით. მაგრამ მშპ-თან მიმართებაში 2%-იანი დაფინანსებით უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება. აქსიომაა, რომ ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს, სამწუხაროდ, ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები. ანუ რაც საყოველთაობის პრინციპმა გააჩინა 2013 წელს და ეს ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ქვეყანაში პოზიტიური დინამიკის სახით, სამწუხაროდ, შემობრუნდება უკან.

მოგეხსენებათ, 2021-ში ეს პროცენტი იყო 4.2% და ამ მხრივ სწორ გზაზე ვიდექით (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლისკენ მივდიოდით), ახლა 2%-ით ისევ ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ბოლოში ვართ. გემახსოვრებათ, ალბათ, ჩემი პროტესტი საკოორდინაციო საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით. გამიხარდება ძალიან, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება, ვიქნები თქვენი და ცენტრის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ არა ამ გაუმჭვირვალე ფორმით, როცა ეს მნიშვნელოვანი დაწესებულება მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკება, ვერ აძლევს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ სწორ ინფორმაციას დაავადებათა დინამიკის შესახებ ქვეყანაში შესაბამის მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. ამის საუკეთესო მაგალითია კოვიდი, გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ამ სეზონზე.

მრცხვენია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რამდენიმე თვეა უკვე ცენტრის ვებსა და ფეისბუკზე აღარ მოიძებნება, მაშინ როცა დეკემბრიდან მოყოლებული ქვეყანაში კოვიდის არც თუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზრდა გვაქვს და მას შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჭირდება. ჩემი თუ არ გჯერათ, ჯანმოს საგანგებო კომიტეტის გუშინდელ რეკომენდაციებს მაინც დავუჯეროთ. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერჯერობით ჩვენზე მაინც მეტად გამოცდილი და მცოდნენი არიან და თავი შეიკავეს პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან. მსგავსი განცხადება გაავრცელა გუშინ თეთრმა სახლმაც.

იხილეთ ქვემოთ ჩემი მოკლე წერილი და თქვენ თუ არა, ცენტრის თანამშრომლებმა თავისთვის განსაჯონ (არა საჯაროდ) და უპასუხონ (თავისთვის) იმ კითხვებს, რაც მე დაგისვით. ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს "თავის ქება კიტრად არა ღირსო". ამიტომ მე არც ციფრებს და არც სხვა მონაცემებს მოგიყვანთ, ისინი და მათი დინამიკა ჩემს მაგივრად ილაპარაკებენ და გახლავთ ცენტრის იმ საერთო თუ ფინანსურ ანგარიშებში, რომელსაც ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებდა და შეგიძლიათ კიდევ უფრო დაკვირვებით გაეცნოთ.

ნამდვილად ძალიან გავიხარებ თუ 2023-ში და შემდგომ ნახტომისებრი წინსვლა იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველა პარამეტრისა და ინდიკატორის.

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ გუნდს, თითოეულ თანამშრომელს ცენტრალურ ოფისსა თუ რეგიონებში, პროექტებით დაკონტრაქტებულ პიროვნებებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთად გაწეული თავდაუღალავი შრომისთვის, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაათვითცნობიერა პანდემიის პერიოდში, იმ ღვაწლისთვის, რაც შეგაქვთ ქვეყანაში პრევენციული მედიცინის, ბიო-სამედიცინო მეცნიერების და ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობის განვითარებაში, ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, თუ ყველა დასახული ამოცანა ბოლომდე ვერ სრულდებოდა და ასევე თუ ვინმეს პირადული წყენა დაგრჩათ ჩემს მიმართ".

გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრსა და მოადგილეს კიდევ ერთ წერილს წერს, რომელიც 1-ლი თებერვლითაა დათარიღებული.

"წერილი, რაც გამოვგზავნე 29-ში და გთხოვეთ განმარტებები:

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ვფიქრობდი ამ მგრძნობიარე საკითხზე მომეწერა თუ არა წერილი და ჩამეყენებინა თუ არა საქმის კურსში ცენტრის თანამშრომლები.

გადავწყვიტე, რომ მაინც დიახ, რადგან როგორც ბიბლიაშია "არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება".

კარგა ხანია მაქვს ინფორმაცია, რომ თურმე დიდი ვნებათაღელვაა ცენტრში ჩემს საკონსულტაციო მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტებში, რომელთა მოზიდვასა და განხორციელებაში, მოგეხსენებათ, გარკვეული/პატარა წვლილი მიმიძღვის გასული 10 წლის განმავლობაში.

თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან, სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროდან, ცენტრიდან და სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია იმ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც აქტიურად განიხილება და რომლითაც ცდილობენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას (რომ თურმე ცენტრში არაფერი არ კეთდებოდა ჩემი დირექტორობის დროს, წესრიგი მორღვეული იყო, რომ დირექტორი არ ზრუნავდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე, არ უქმნიდა მათ სათანადო სამუშაო პირობებს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს და გრანტებში ჩასასმელად თვითონ არჩევდა ადამიანებს და ა.შ., არ ვიცი კიდევ რას დამაბრალებთ, რას გაწვდება კიდევ ზოგიერთების უკიდეგანო ფანტაზია) და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თქვენი ქცევა გარკვეულად უნისონშია წინა აბზაცში ნათქვამთან, მე მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა, რადგან ჩემი ცხოვრებითა და განვლილი გზით ჯანდაცვის სფეროში, ასევე ჩვენი პირადი ურთიერთობებით, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ დამიმსახურებია.

გთხოვთ ოფიციალურად მომწეროთ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება, რათა დროულად მოვაგვარო სხვა მასთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები.

ასევე გთხოვთ ოფიციალურად განმიმარტოთ, რატომ ხდება ასე, ანუ:

1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი, მიუთითეთ ფაქტები.

2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც "კეთროვანთან“.

3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემს მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის, ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცმყოფელი მეთოდებით. თავისთავად, მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია, როცა თქვენნაირ თანამდებობებზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში - ღირსებას და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით.

გირჩევთ გაეცნოთ ამონარიდს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პიროვნების შეგონებებიდან:

"ყველაფერი, რაც გაქვთ დროებითია. სხვებს არაფრით ჯობიხართ. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია. დრო გააქრობს თქვენს ფულს, თანამდებობას, კარგ მანქანას, სახლებს და ყველაფერს, რაც მატერიალურია...მთავარი ადამიანობა, ღირსება, სიყვარული და კაცობაა. მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ" /გელა ჩარკვიანი/

ვიცი, რომ ბევრ რამეში ოფიციალურად არ დამეთანხმებით (გულში არ ვიცი), ბოდიშს გიხდით თუ ამ ტიპის კომუნიკაციით ცოტა გული გატკინეთ, მაგრამ მეც ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ისე როგორც არასდროს, და ვფიქრობ არ ვიმსახურებდი. გისურვებთ ყველას ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს, გამარჯვებებსა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით, ამირან გამყრელიძე, პირველი თებერვალი, 2023 წ", - წერს ამირან გამყრელიძე.