სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის პოსტკონფლიქტური სინდრომი, რომელიც შესაძლოა, საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო?
რა არის პოსტკონფლიქტური სინდრომი, რომელიც შესაძლოა, საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო?

20 იან­ვრის გამ­თე­ნი­ი­სას სა­გა­რე­ჯოს ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა - მე­ზო­ბელ­მა მე­ზობ­ლებ­სა და ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს აივ­ნე­ბი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა - და­ი­ღუ­პა ხუთი (მათ შო­რის, ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი) და და­იჭ­რა ხუთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, მსრო­ლელ­მა კი თავი მო­იკ­ლა, რო­დე­საც სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი მის გა­სა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფად ბი­ნა­ში შე­ვი­და...

მსრო­ლე­ლი 49 წლის ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უმ­სა­ხუ­რია და ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო გახ­ლდათ.

და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუ არა მსრო­ლე­ლის ყო­ფი­ლი პრო­ფე­სია იმ ტრა­გე­დი­ას­თან, რაც სა­გა­რე­ჯო­ში მოხ­და?

რა თქმა უნდა, ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ის 2006 წლი­დან 2021 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და არ­მი­ა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად უნდა და­უფ­ლე­ბო­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც კი­დეც გა­მოჩ­ნდა ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტში, რო­დე­საც მან თა­ვი­სი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან და­მიზ­ნე­ბი­თი სრო­ლით ათი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნა, მათ შო­რის, ხუთი - სა­სიკ­ვდი­ლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ
12:39 / 20-01-2023

ცნობილია საგარეჯოში, ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

11:55 / 20-01-2023

"საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე დავსვათ მთავარი კითხვები: პირველი, როგორია ყოფილი სამხედროების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირობები..." - რას წერს თამთა მიქელაძე

12:47 / 20-01-2023

"შვილი მასთან სტუმრად მიდიოდა ხოლმე, ცოლთან გაშორებულია... ამბობენ, სასწრაფოს სირენებმა გააღიზიანაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ნოდარ ათუაშვილზე?

16:37 / 20-01-2023

"ზაქრო ზაზასთან მივარდა, რომელიც ძირს ეგდო და ეძახდა, ზაზა ძმაოო... ამ დროს მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

მე­ო­რე და მთა­ვა­რი კავ­ში­რი კი ის არის, რომ ამ პე­რი­ოდ­ში, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დროს, ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­ა­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ზონა - აგ­ვის­ტოს ომში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­ში, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში...

  • პოს­ტკონ­ფლიქ­ტუ­რი სინ­დრო­მი ბევრ ყო­ფილ და მოქ­მედ სამ­ხედ­როს აწუ­ხებს და - არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან სიას დღე­საც ემა­ტე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში ორი­ვე მხრი­დან ასი ათა­სო­ბით მებ­რძო­ლიც.

ეს სინ­დრო­მი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის ყო­ფილ მო­ნა­წი­ლე­ებ­ში (სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა ყვე­ლა­ში) იწ­ვევს იმის შეგ­რძნე­ბას, რომ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა ან მოხ­სნა ისე­ვე "მარ­ტი­ვად" შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც ფრონ­ტის ხაზ­ზე... ავ­ტო­მა­ტის ჯე­რის მიშ­ვე­ბი­თა თუ ხელ­ყუმ­ბა­რე­ბის გა­დაგ­დე­ბით...

სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ყო­ფილ სამ­ხედ­როს ხში­რად უჭირს ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მას ემა­ტე­ბა - უმუ­შევ­რო­ბა, უფუ­ლო­ბა, სა­ო­ჯა­ხო კონ­ფლიქ­ტი...

და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს, აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ალ­კოჰოლ­მა ან ნარ­კო­ტი­კებ­მა გა­აძ­ლი­ე­როს და ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გიც დგე­ბა - ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პრობ­ლე­მე­ბის ერ­თი­ა­ნად გა­დაჭ­რას, ძლი­ე­რი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სწო­რედ იმ ხერ­ხე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობს, რო­გორც ამას ფრონ­ტის ხაზ­ზე, გა­ცხა­რე­ბუ­ლი ბრძო­ლის დროს აკე­თებ­და. სრო­ლა ყვე­ლა მოძ­რა­ვი და უძ­რა­ვი მიზ­ნის­კენ, რომ­ლე­ბიც მის აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ გო­ნე­ბა­ში იმ წამს ყვე­ლა სა­ხი­ფა­თო მტრად აღიქ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­ნად­გუ­როს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
2

ის უბედურება რაც მოხდა საგარეჯოში ჩემი ღრმა რწმენითაც დაკავშირებულია პოსტკონფლიქტურ სინდრომთან.

აქედან გამომდინარე აუცილებლად საჭიროა მოხდეს ომში და სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილე ყოფილი მეომრების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია!

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ჩატარების შემთხვევაში ეს უბედური შემთხვევა არ მოხდებოდა!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე ისმის კითხვა თუ საიდან, როგორ და რატომ ჰქონდა მას საკუთარ ბინაში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია-წამალი? (ამ ინფორმაციამ გაიჟღერა მედიაში).

ინტრიგანი
1

მეზობლების და ნათესავების თქმით დანაშაულის ჩადენამდეც გამოირჩეოდა აგრესიულობით და არაადექვატური ქმედებით. სად იყავით, ახლა რომ აჭყლოპინდით და ხელს აწმენდთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა არის პოსტკონფლიქტური სინდრომი, რომელიც შესაძლოა, საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო?

რა არის პოსტკონფლიქტური სინდრომი, რომელიც შესაძლოა, საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო?

20 იანვრის გამთენიისას საგარეჯოს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - მეზობელმა მეზობლებსა და ქუჩაში გამვლელებს აივნებიდან ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა ხუთი (მათ შორის, ერთი პოლიციელი) და დაიჭრა ხუთი უდანაშაულო ადამიანი, მსროლელმა კი თავი მოიკლა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი მის გასაუვნებელყოფად ბინაში შევიდა...

მსროლელი 49 წლის ნოდარ ათუაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც 15 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში უმსახურია და ყოფილი სამხედრო გახლდათ.

დაკავშირებულია თუ არა მსროლელის ყოფილი პროფესია იმ ტრაგედიასთან, რაც საგარეჯოში მოხდა?

რა თქმა უნდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის 2006 წლიდან 2021 წლამდე მსახურობდა არმიაში და, შესაბამისად, კარგად უნდა დაუფლებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რაც კიდეც გამოჩნდა ტრაგედიის მომენტში, როდესაც მან თავისი ბინის ორივე აივნიდან დამიზნებითი სროლით ათი ადამიანი დააზიანა, მათ შორის, ხუთი - სასიკვდილოდ.

მეორე და მთავარი კავშირი კი ის არის, რომ ამ პერიოდში, სამხედრო სამსახურის დროს, ნოდარ ათუაშვილმა, სავარაუდოდ, გაიარა შეიარაღებული კონფლიქტის ზონა - აგვისტოს ომში მისი მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ის, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ავღანეთში, ქართული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში...

  • პოსტკონფლიქტური სინდრომი ბევრ ყოფილ და მოქმედ სამხედროს აწუხებს და - არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში და მათ მრავალმილიონიან სიას დღესაც ემატებიან უკრაინაში ორივე მხრიდან ასი ათასობით მებრძოლიც.

ეს სინდრომი შეიარაღებული კონფლიქტების ყოფილ მონაწილეებში (საბედნიეროდ, არა ყველაში) იწვევს იმის შეგრძნებას, რომ პრობლემის გადაწყვეტა ან მოხსნა ისევე "მარტივად" შეიძლება, როგორც ფრონტის ხაზზე... ავტომატის ჯერის მიშვებითა თუ ხელყუმბარების გადაგდებით...

სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებულ ყოფილ სამხედროს ხშირად უჭირს ახალ რეალობასთან ადაპტაცია, განსაკუთრებით, როდესაც პრობლემა პრობლემას ემატება - უმუშევრობა, უფულობა, საოჯახო კონფლიქტი...

და ეს ყველაფერი, ყოფილი სამხედროს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც შეიძლება აისახოს, აფექტის მდგომარეობა კი ალკოჰოლმა ან ნარკოტიკებმა გააძლიეროს და ტრაგიკული შედეგიც დგება - ყოფილი სამხედრო პრობლემების ერთიანად გადაჭრას, ძლიერი აფექტის მდგომარეობაში, სწორედ იმ ხერხებითა და საშუალებებით ცდილობს, როგორც ამას ფრონტის ხაზზე, გაცხარებული ბრძოლის დროს აკეთებდა. სროლა ყველა მოძრავი და უძრავი მიზნისკენ, რომლებიც მის აფექტურ მდგომარეობაში მყოფ გონებაში იმ წამს ყველა სახიფათო მტრად აღიქმება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაანადგუროს...წაიკითხეთ სრულად