საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, მისი ანდერძის თანახმად, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს - "მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით"
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, მისი ანდერძის თანახმად, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს - "მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით"

სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძე ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ხე­ლო­ვა­ნი მისი ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ოჯა­ხის წევ­რე­ბის - დე­დის და მე­უღ­ლის გვერ­დით და­ა­საფ­ლა­ვეს.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი ჯერ ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რის შემ­დეგ ხე­ლო­ვა­ნი ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­ი­და­ნაც უკა­ნას­კნელ გზა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უწყვე­ტი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით გა­ა­ცი­ლეს.

ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი "ბუბა, ბუბა”. დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნი­დან.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ. სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, რომ­ლის ში­ნა­არ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა პა­ნაშ­ვიდ­ზე გა­აც­ნო.

ბუბა კი­კა­ბი­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მან ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში სიკ­ვდილ­ზეც ისა­უბ­რა და ბრძა­ნა:

"სამი დღის წინ თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დი. დავ­წე­ქი და ვუ­თხა­რი: "უფა­ლო, წა­მიყ­ვა­ნე, რო­გორ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს“. ერთი თირკმე­ლი არ მუ­შა­ობს. ჰე­მო­დი­ა­ლიზს ვი­კე­თებ, ეს ხდე­ბა კვი­რა­ში სამ­ჯერ, ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასუფ­თა­ვე­ბენ სის­ხლს, მერე თრომ­ბე­ბიც ჩნდე­ბა. მე­გო­ნა რომ მოვმკვდა­რი­ყა­ვი, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. ჩემი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ისაა, რომ სიკ­ვდი­ლის არ მე­ში­ნია. მე ვი­ცხოვ­რე ლა­მა­ზი, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბით. ხან­და­ხან ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ, იქ სი­წყნა­რეა... სან­თელს ვან­თებ...“ იხი­ლეთ სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, მისი ანდერძის თანახმად, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს - "მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით"

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, მისი ანდერძის თანახმად, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს - "მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით"

სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელოვანი მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების - დედის და მეუღლის გვერდით დაასაფლავეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგ ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს.

ისმოდა შეძახილები "ბუბა, ბუბა”. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მათ შორის უკრაინიდან.

სამოქალაქო პანაშვიდზე სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ. სამძიმრის წერილი გამოგზავნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის შინაარსი საზოგადოებას უკრაინის კულტურის მინისტრმა პანაშვიდზე გააცნო.

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სიკვდილზეც ისაუბრა და ბრძანა:

"სამი დღის წინ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. დავწექი და ვუთხარი: "უფალო, წამიყვანე, როგორ, არ მაინტერესებს“. ერთი თირკმელი არ მუშაობს. ჰემოდიალიზს ვიკეთებ, ეს ხდება კვირაში სამჯერ, ოთხი საათის განმავლობაში. ასუფთავებენ სისხლს, მერე თრომბებიც ჩნდება. მეგონა რომ მოვმკვდარიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა. ჩემი დადებითი თვისება ისაა, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით. ხანდახან ეკლესიაში დავდივარ, იქ სიწყნარეა... სანთელს ვანთებ...“ იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: