სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა, ავაშენოთ ქვეყანა, ნუ ვიჩხუბებთ..." - ბუბას გზა, ცხოვრების სიყვარული და უკანასკნელი სიმღერა
"მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა, ავაშენოთ ქვეყანა, ნუ ვიჩხუბებთ..." - ბუბას გზა, ცხოვრების სიყვარული და უკანასკნელი სიმღერა

15 იან­ვარს ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა დარ­ჩა ლე­გენ­და, სა­ხე­ლად: ბუბა...

მსა­ხი­ობს და მომ­ღე­რალს, უამ­რა­ვი ტი­ტუ­ლის, წო­დე­ბის, პრე­მი­ის, ჯილ­დოს, დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჭეშ­მა­რიტ მო­ქა­ლა­ქეს, პატ­რი­ოტს, ნაღდ თბი­ლი­სელს წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ უნა­ხავს, რა არ გა­და­უ­ტა­ნია, მაგ­რამ ბუბა ყო­ველ­თვის იყო ბუბა და ასე­ვე დარ­ჩა. პეწი არას­დროს და­უ­კარ­გავს, სი­ტყვაც და საქ­მეც ერთი ჰქონ­და...

ვე­ცა­დეთ, მისი სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა...

  • დედა, ბავ­შვო­ბა, ღმერ­თი...

მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც "ომის­დრო­ინ­დე­ლი ბავ­შვის“ - ასე მისი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდებს უწო­დებ­დნენ ხოლ­მე, დალ­ხე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. მამა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და დედა მარ­ტო ზრდი­და.

ასევე დაგაინტერესებთ
16:29 / 15-01-2023

"რეანიმაციაში გარდაიცვალა... ყოველ მეორე დღეს დიალიზს იკეთებდა" - ბუბა კიკაბიძის ბოლო წუთები და რუსული მედიის გამოხმაურება: ლეგენდას სოსო პავლიაშვილი და ალა პუგაჩოვა ემშვიდობებიან

18:02 / 15-01-2023

"ბოლოს კლინიკაში რომ მოხვდა, მაშინ ვნახე. ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ აწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად: რუსეთის დედაო!" - რას წერს გიორგი ჩალაძე ბუბა კიკაბიძეზე

19:08 / 15-01-2023

"დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი. მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდით იდგა!.. " - რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

10:16 / 16-01-2023

გიული ალასანიას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს

13:51 / 17-01-2023

"ვკითხულობ ბუბაზე ირონიულ პოსტებს და... იმ ხალხისგან მიკვირს, "მიმინოს" ჩუმად რომ უსმენენ" - კიკაბიძის ფოტო და ორად გაყოფილი აფხაზები: რას წერენ მომღერლის შესახებ?

15:29 / 17-01-2023

"მეუბნებოდა, - შინ რომ ჩავჯდე, არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები, სახლში თუ გადასაღებ მოედანზეო" - ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი როლი: ფილმის პრემიერა მარტში იგეგმება

"კი­კა­ბი­ძე­ე­ბის გვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვიცი, რომ ჩვე­ნი გვა­რი XII სა­უ­კუ­ნი­დან მო­დის. უმე­ტე­სო­ბა სამ­ხედ­რო პირი ყო­ფი­ლა, მერე ვი­ღა­ცის­თვის აზ­ნა­უ­რო­ბა უბო­ძე­ბი­ათ... მა­მა­ჩე­მი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. დე­და­ჩემს სულ ვე­ხუმ­რე­ბო­დი, ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქალი კი­კა­ბი­ძეს რო­გორ გაჰ­ყე­ვი ცო­ლად-მეთ­ქი...

დედა სა­ო­ცა­რი ქალი იყო. სი­ო­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში 40 წელ­ზე მეტ­ხანს გა­ლობ­და, მაგ­რამ გა­ლო­ბას არ მას­წავ­ლი­და, ჩემი ხმა არ მოს­წონ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, ხრინ­წი­ა­ნი ხმა გაქვს, არ გრცხვე­ნია, რომ მღე­რიო? თით­ქმის ყო­ველ­დღე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი, ჯერ კი­დევ პატ­რი­არქ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის დროს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ...

დე­დას­გან ვიცი, ჩვენს ოჯახ­ში ასე­თი ფრა­ზა იყო ყო­ველ­თვის, - ღმერ­თი ყვე­ლა ადა­მი­ან­შია, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც ხარ, ისე­თი ღმერ­თი გყავს. თუ კარ­გი კაცი ხარ, კარ­გი ღმერ­თი გყავს, თუ ცუდი კაცი ხარ, - უღ­მერ­თო ხარო...

მძი­მე ბავ­შვო­ბა გვქონ­და, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ვინც იყ­ვნენ, ყვე­ლას მამა ომში ჰყავ­და და მათ­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დაბ­რუნ­და... რთუ­ლი დრო იყო, სი­ნათ­ლე არ გვქონ­და, წიგ­ნებს ჭრა­ქის შუქ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დით. კი­ნო­ში ყვე­ლა ერ­თად დავ­დი­ო­დით და ერ­თად ვჭამ­დით... ხატ­ვა მინ­დო­და, სულ რა­ღა­ცას ვჯღაბ­ნი­დი, მაგ­რამ მხატ­ვა­რი ვერ გა­მო­ვე­დი,“ - იხ­სე­ნებ­და მომ­ღე­რა­ლი...

  • პირ­ვე­ლი არ­ცთუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა...

"გე­პე­ის“ ორ­კესტრი მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლად ფეს­ტი­ვალ­ზე რომ მი­დი­ო­და, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ჯანო ბაგ­რა­ტი­ონი ავად გახ­და. ჯა­ნომ უთხრა, ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო. კოს­ტი­უ­მი არ მქონ­და, ჩემ­მა ძმა­კაც­მა მა­თხო­ვა, შარ­ვალ­საც გა­და­კე­თე­ბა დას­ჭირ­და. 2 სიმ­ღე­რა ვიმ­ღე­რე და გა­და­ვი­რიე, ისე მო­მე­წო­ნა... მერე ძია ჯა­ნოს, დე­და­ჩე­მის ძმას ვუ­თხა­რი, - იქ­ნებ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მო­მის­მი­ნონ-მეთ­ქი. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ იქ ჩემი ნამ­ღე­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის სიმ­ღე­რებს ვმღე­რო­დი. ის სიმ­ღე­რე­ბი ახალ­გაზ­რდებს მოგ­ვწონ­და, მაგ­რამ რომ მო­მის­მი­ნეს, და­მი­წუ­ნეს, და­სავ­ლე­თის ხრინ­წი­ან ხმას გვა­გო­ნებ­სო, თუ არ მოვ­კვდე­ბო­დი, არ მე­გო­ნა“... - ამ­ბობ­და ბუბა კი­კა­ბი­ძე.

  • "ვახ­ტანგ ბაგ­რა­ტი­ო­ნი “

მერე ფი­ლარ­მო­ნი­ის საბ­ჭო­დან, სა­დაც ბუ­ბას ხმა და­უ­წუ­ნეს, ერთ-ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ და­უ­რე­კა და სთხო­ვა, მის ჯგუფს რუ­სეთ­ში წაჰ­ყო­ლო­და იმ პი­რო­ბით, თუ სხვა გვა­რით გა­მო­ვი­დო­და და ამას დი­რექ­ცია არ გა­ი­გებ­და. მა­შინ დე­დამ ურ­ჩია, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რით გა­მო­სუ­ლი­ყო. ბუ­ბას პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლიც შედ­გა, აფი­შებ­ზე კი "ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის“ ნაც­ვლად, "ვახ­ტანგ ბაგ­რა­ტი­ო­ნი“ ეწე­რა. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან უკვე გა­რი­ცხუ­ლი იყო.

მერე ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლ "დი­ე­ლო­ში“ გა­და­ვი­და და იმ ჯგუფ­თან ერ­თად უცხო­ე­თის ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა.

  • "ორე­რა“

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი "ბიტლზის“ გავ­ლე­ნით რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვილ­მა ან­სამ­ბლი "ორე­რა“ შექ­მნა. ან­სამ­ბლთან ერ­თად პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე და­ი­წყო კი­კა­ბი­ძის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა.

"პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რას ვერ ვიხ­სე­ნებ, მაგ­რამ მახ­სოვს, რო­მელ­მა გა­და­წყვი­ტა ჩემი "ორე­რა­ში“ და ესტრა­და­ზე ყოფ­ნა. ეს იყო გოგი ცა­ბა­ძის "უკა­ნას­კნე­ლი მე­ფა­ი­ტო­ნე“. მიხ­ვდი, რომ მხო­ლოდ ამ ჟანრ­ში უნდა მემ­ღე­რა“, - აღ­ნიშ­ნავ­და ბუბა.

  • კი­ნო­კა­რი­ე­რა

"ორე­რამ­დე“ 1965 წელს, კო­ლია სა­ნიშ­ვილ­მა ფილმში "შეხ­ვედ­რა მთა­ში“ მი­იწ­ვია:

"მა­შინ "დი­ე­ლო­ში” ვმღე­რო­დი. ვუ­თხა­რი: თუ ჩემს მე­გობ­რებ­საც გა­და­ი­ღებთ, დავ­რჩე­ბი, ჯგუ­ფი ვერ გა­ჩერ­დე­ბა-მეთ­ქი. დამ­თან­ხმდნენ. ფილმში "დი­ე­ლოც“ გა­და­ი­ღეს. ოთხი წლის შემ­დეგ მოს­კო­ვი­დან, გია და­ნე­ლი­ას და­ვა­ლე­ბით და­მი­კავ­შირ­დნენ. რე­ჟი­სო­რი "არ და­ი­დარ­დო­ზე“ იწყებს მუ­შა­ო­ბას, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვალთ და როლ­ზე უნდა გაგ­სინ­ჯო­თო. და­ნე­ლია თა­ვად ჩა­მო­ვი­და და სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და­მი­ბა­რეს. მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი, მხრებ­ში მოხ­რი­ლი ბიჭი იყა­ვი, გა­ხე­ხი­ლი ჯინ­სით, პირ­ში სი­გა­რეტ გაჩ­რი­ლიო, - გია ასე იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე... არა­და, სცე­ნარ­ში ბენ­ჟა­მე­ნი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო - მსუ­ქა­ნი, წი­თუ­რი თმით... მის გმირს არ ვგავ­დი. რომ შე­ვე­დი ნო­მერ­ში და და­ნე­ლია და­ვი­ნა­ხე, არ მო­მე­წო­ნა. იქვე ჩა­მოვ­ჯე­ქი... უცებ მე­უბ­ნე­ბა: - აბა, და­იყ­ვი­რეო. -კაცო, რო­გორ და­ვიყ­ვი­რო, სას­ტუმ­რო­ში ხალ­ხს სძი­ნავს, ად­რეა-მეთ­ქი. იცით, რა, თუ გინ­დათ, გა­და­მი­ღეთ, თუ არა და, წა­ვალ, არ მცა­ლია-მეთ­ქი... მოკ­ლედ, როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა და და­ი­წყო ჩემი კი­ნო­კა­რი­ე­რაც...

და­ნე­ლი­ას ოთხ სუ­რათ­ში ვი­თა­მა­შე. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რა უფრო გირ­ჩევ­ნი­ათ, კინო თუ სიმ­ღე­რაო და, ვუ­პა­სუ­ხებ, სიმ­ღე­რა-მეთ­ქი, იმი­ტომ რომ, უფილ­მოდ ცხოვ­რე­ბა შე­მიძ­ლია, სიმ­ღე­რის გა­რე­შე - არა. სცე­ნა ჩემი სახ­ლია. ცუ­და­დაც რომ ვიყო, იქ გა­სულს ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა“...

  • ბუ­ბას ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი

რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ლე­გენ­და­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი დონ­ჟუ­ა­ნი ბუბა ყო­ველ­თვის ეძებ­და ქალს, ვის­თანც ცხოვ­რე­ბა სა­ი­მე­დო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და... და როცა ასე­თი ქალი იპო­ვა, იგი იდე­ა­ლუ­რი მე­ო­ჯა­ხე გახ­და.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მას ფე­რად-ფე­რა­დი ფარ­ვა­ნე­ბი­ვით დას­დევ­დნენ - ბევრ ქალს სურ­და უცო­ლო მუ­სი­კოს-მომ­ღერ­ლის მე­გო­ბა­რი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ვახ­ტან­გი კარ­გა ხანს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ურ­ბო­და.

სე ჩან­და, რომ სა­მუ­და­მოდ უცოლ­შვი­ლო დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხ­ვდა და მიხ­ვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახ­დე­ბო­და. ირი­ნა თბი­ლი­სის აკა­დე­მი­უ­რი სა­ო­პე­რო თე­ატ­რის პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა იყო, ზრდი­და რვა წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და სა­ერ­თოდ არ შე­დი­ო­და ლე­გენ­და­რუ­ლი ბუ­ბას თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა რაზმში... მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ ისი­ნი ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ ბუ­და­პეშ­ტში, გას­ტროლ­ზე.

და იქ, უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ერთ სა­ღა­მოს მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა და­ირ­ღვა: ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა სიგ­ნა­ლი ჩარ­თეს, ხალ­ხი ყვი­რო­და, სა­დღაც გარ­ბო­და... შემ­დეგ მათ გა­ი­გეს, რომ იმ დღეს ამე­რი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტი ჯონ კე­ნე­დი მოკ­ლეს... ირი­ნა და ვახ­ტან­გი ხალ­ხის მჭიდ­რო ტალ­ღა­ში მოხ­ვდნენ. მან გამ­ხდარ ბა­ლე­რი­ნას ხელი მოხ­ვია და მიხ­ვდა, რომ გაშ­ვე­ბა აღარ უნ­დო­და. და როცა მათ უფრო ახ­ლოს გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი, ვახ­ტან­გმა იგ­რძნო, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ირი­ნას ელო­და. 1965 წელს იქორ­წი­ნეს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ა­ტა­რეს...

"ქალი, პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყოს ჭკვი­ა­ნი და კარ­გად აღ­ზრდი­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი - რათა მას­თან ყოფ­ნა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს და - არა მხო­ლოდ სა­წოლ­ში. საქ­მე მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე­ში არ არის. ლა­მა­ზი სხვა ბევ­რი რა­ღა­ცაც არის. მე ცხოვ­რე­ბას ასე ვუ­ყუ­რებ".

პირ­ველ ხა­ნებ­ში ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ირი­ნას მშობ­ლებ­თან, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, თით­ქმის, ნა­ხე­ვარ­სარ­დაფ­ში. ჯერ ერ­თმა­ნეთს ეჩ­ვე­ოდ­ნენ: ვახ­ტან­გი უცო­ლო კა­ცის ჩვე­ვებს ემ­შვი­დო­ბე­ბო­და, მე­გობ­რებ­თან ქე­ი­ფებს, თა­ვის მხრივ, ირი­ნას ქმრი­სა­გან უსა­ზღვრო ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გა­და­ტა­ნაც კი მო­უხ­და... შემ­დეგ და­ი­ბა­და ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე და ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რი გახ­და ორ შვილ­თან ერ­თად.

სა­ერ­თოდ, და­ცოლ­შვი­ლე­ბის შემ­დეგ ვახ­ტან­გის საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით აე­წყო. იგი ფილ­მებ­ში გა­და­ი­ღეს, მისი ან­სამ­ბლი "ორე­რა" კი მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და. მომ­ღერ­ლებ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რეს…

2001 წელს ქმარ­მა ცოლს ისე­თი სახ­ლი და ბაღი აჩუ­ქა, რო­მელ­ზეც ირი­ნა ოც­ნე­ბობ­და.

ბუბა თურ­მე ხში­რად ამ­ბობ­და, ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ ვი­ყა­ვი ცოლ­თან ერ­თად ასე ბედ­ნი­ე­რი და ერთხე­ლაც პა­სუ­ხი ვი­პო­ვეო:

"საქ­მე ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­შია. მუ­დამ უნდა გახ­სოვ­დეს, რომ შენ გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს, თა­ვი­სი აზ­რე­ბი, რწმე­ნა, ჩვე­ვე­ბი... არ უნდა ეცა­დო მის "გა­და­კე­თე­ბას" - აი, ბედ­ნი­ე­რი ცოლ-ქმრო­ბის მთე­ლი სა­ი­დუმ­ლო“.

ირი­ნა 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ბუ­ბა­საც აღარ უცო­ცხლია დიდ­ხანს...

  • "ვარ თუ არა ვარ­სკვლა­ვი, მე არ ვიცი“...

რო­დე­საც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ვარ­სკვლა­ვი ხარ­თო, ამა­ზე ასე პა­სუ­ხობ­და:

"მე­რი­დე­ბა თქმა, მაგ­რამ, იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა რა არის, როცა ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ... ვარ თუ არა ვარ­სკვლა­ვი, ეს ხალ­ხმა თქვას, მე არ ვიცი... ქუ­ჩა­ში რომ მი­ყუ­რე­ბენ, სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ, ცოტა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი“...

  • ბუ­ბას თბი­ლი­სი

"მიყ­ვარს ის თბი­ლი­სი და მისი უბ­ნე­ბი, ქუ­ჩე­ბი, სა­დაც ადრე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ. სიმ­ღე­რის და სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი იყო. სახ­ლის კა­რე­ბი არ იკე­ტე­ბო­და. შენი ჩემი არ იყო კარ­გი მე­ზობ­ლო­ბა, მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო სულ... ახლა თბი­ლი­სი თა­ვის თავს არ ჰგავს...

...კი, ძველ უბან­ში გა­ვი­ზარ­დე, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დით, ჩვე­ნი უბ­ნის გო­გო­ებს ვინ ჰყავ­დათ მო­არ­ში­ყე ბი­ჭე­ბი. თუ ვინ­მეს ჩვე­ნი უბ­ნე­ლი გოგო უყ­ვარ­და, იმ გო­გოს ზედ­მე­ტად არა­ვინ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. იმა­ნაც იცო­და, გო­გოს­თვის რამე რომ ეწყე­ნი­ნე­ბი­ნა, უბ­ნე­ლე­ბი არ აპა­ტი­ებ­დნენ... მოკ­ლედ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ნი მა­ინც ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ და რაც არ უნდა ვთქვათ, მა­ინც ქუ­ჩა­ში გა­ვი­ზარ­დეთ, მაგ­რამ ყვე­ლა კარ­გი კაცი გა­მო­ვე­დით. და­ნას არა­ვინ ატა­რებ­და ჯი­ბით. თუ ჩხუ­ბობ­დნენ, მხო­ლოდ ხე­ლით.

მე და ჩემი ძმა­კა­ცე­ბი ენ­გელ­სის ქუ­ჩა­ზე, სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ორი თვე ვმუ­შა­ობ­დით, ფული რომ მოგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა და მერე ზღვა­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით და რამე ხომ უნდა მეს­წავ­ლა?!“

  • "მი­მი­ნო“ კადრს მიღ­მა...

"ვერ­ტმფრე­ნის მარ­თვა რთუ­ლი საქ­მეა. მე დავფრი­ნავ­დი ვერ­ტმფრე­ნით, რო­მელ­საც ორ­მა­გი მო­წყო­ბი­ლო­ბა ჰქონ­და, სას­წავ­ლო იყო და გვერ­დით პი­ლო­ტი მეჯ­და, მაგ­რამ ის კადრში არ ჩან­და. სხვა­თა შო­რის, მა­საც ვა­ლი­კო ერ­ქვა. ჩვე­ნი ხრი­კე­ბი გვქონ­და. შე­ნა­ქო­ში ვცხოვ­რობ­დით. აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ზამ­თრო­ე­ბის სე­ზო­ნი როცა იყო, მე და ვა­ლი­კო დი­ლით ჩავ­სხდე­ბო­დით იმ ვერ­ტმფრენ­ში, 15 წუთ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ყა­ვით, სა­ი­და­ნაც სა­ზამ­თრო­ე­ბი მოგვქონ­და. მთე­ლი სო­ფე­ლი გვე­ლო­დე­ბო­და".

  • მო­უ­ლოდ­ნე­ლი ელდა და სო­ხუ­მე­ლი მკი­თხა­ვი...

"80-იან წლებ­ში სო­ხუმ­ში ერთ უსი­ნათ­ლო მკი­თხავ­თან შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი. უც­ნა­უ­რი ქალი იყო, შა­ვო­სა­ნი, რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, თვალს ვერ ვუს­წო­რებ­დი. ყვე­ლა­ფე­რი გი­თხრაო? კი-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ავად გახ­დე­ბი, თბი­ლის­ში ხელს ჩა­იქ­ნე­ვენ, ისე იქ­ნე­ბა შენი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­გიყ­ვა­ნენ და გა­დარ­ჩე­ბი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა გექ­ნე­ბა თავ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თო... ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, თან გა­მე­ცი­ნა კი­დეც და იქი­დან წა­მო­სულს ის ამ­ბა­ვი და­მა­ვი­წყდა...

დე­და­ჩე­მის ძმა, უფ­რო­სი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. მე­უღ­ლემ მი­თხრა, სას­წრა­ფოდ ბუბა მო­ვი­დეს, ჯანო ძა­ლი­ან ცუ­დად არის და გკი­თხუ­ლობ­სო. წა­ვე­დი, მაგ­რამ ცო­ცხალს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. რომ დავ­ხე­დე მიც­ვა­ლე­ბულს, დიდი ჩა­ქუ­ჩი რომ ამო­გარ­ტყან თავ­ში შიგ­ნი­დან, ისე­თი რა­ღა­ცა ვიგ­რძე­ნი, გული წა­მი­ვი­და, და­ვე­ცი და თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და­მე­წყო. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. არა­და, იმ დროს "მე­ტეხ­ზე“ კონ­ცერ­ტე­ბი გვქონ­და და ხე­ლით გავ­ყავ­დით სცე­ნა­ზე, 25 კონ­ცერ­ტი ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ ჩე­მით ნა­ბიჯს ვერ ვდგამ­დი. კონ­ცერ­ტე­ბი რომ და­ვამ­თავ­რეთ, დავ­ვარ­დი...

...მოს­კოვ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­მაჩ­ნდა. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მე­ექ­ვსე დღეს იმ ქა­ლის სი­ტყვე­ბი გა­მახ­სენ­და... მარ­თლაც იმა­ვე წელს მოხ­და ის ყვე­ლა­ფე­რი და ისე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბით“.

  • "მიყ­ვარს მარ­თა­ლი კაცი“

"ჩვენ ვართ "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის“ ხალ­ხი, ნე­ბის­მი­ერ სუფ­რას­თან რომ დავ­სხდეთ, ათი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი­დან ხუთი კაცი მა­ინც იმ­ღე­რებს ერ­თად. მოდი, ჩავ­კი­დოთ ხელი ერ­თმა­ნეთს, შე­მოვ­ძა­ხოთ მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა, ავა­შე­ნოთ ქვე­ყა­ნა, ნუ ვი­ჩხუ­ბებთ და ერ­თმა­ნეთს ნუ შე­ვა­გი­ნებთ... მიყ­ვარს მთქმე­ლი და მარ­თა­ლი კაცი, შე­იძ­ლე­ბა, ხში­რად ცუდ დღე­შიც ჩა­ვარ­დეს, მაგ­რამ მარ­თალ სი­ტყვას ხომ ამ­ბობს. ეს ღმერ­თმაც იცის. კაცი სუფ­თა უნდა იყოს. ჩემი და­წე­რი­ლი არ არის, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, "კაცი იყავ კა­ცუ­რი და სა­დაც გინ­და, იქ ილო­ცე“.

  • ბუბა და უკ­რა­ი­ნა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ომამ­დე ბუბა კი­კა­ბი­ძე და­ა­ჯილ­დო­ვა. უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თველ­მა ხე­ლო­ვან­მა ჯილ­დოდ ია­როს­ლავ ბრძე­ნის მე­ხუ­თე ხა­რის­ხის ორ­დე­ნი მი­ი­ღო.

2022 წლის 26 თე­ბერ­ვალს ბუბა კი­კა­ბი­ძემ უკ­რა­ი­ნე­ლებს მი­მარ­თა, რომ ისიც უკ­რა­ი­ნე­ლია: "ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხართ და გან­ვიც­დით, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. ღმერ­თი თქვენ­თა­ნაა, რად­გან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს იცავთ. ეს უბ­რა­ლო რამ არ არის, ეს გმი­რო­ბაა. ოპ­ტი­მის­ტი ვარ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრე­ზი­დენ­ტი გყავთ - ახალ­გაზ­რდა, ჭკვი­ა­ნი, ვაჟ­კა­ცი, ნი­ჭი­ე­რი. გა­უფრ­თხილ­დით მას. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! მეც უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ“.

გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში კი 84 წლის იუ­ბი­ლე­ზე მო­წყო­ბი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის შე­მო­სავ­ლით უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი უყი­და. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, გე­ნე­რალ დაშ­კე­ვი­ჩის სა­ხე­ლო­ბის 26-ე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­დამ გა­ავ­რცე­ლა.

"გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს, იმ ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლის­თვის, რო­მელ­საც გული სტკი­ვა უკ­რა­ი­ნის გამო და ისურ­ვებს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას რუს ოკუ­პან­ტებ­ზე", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ქარ­თვე­ლებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ გლო­ვო­ბენ ბუ­ბას...

P.S. ვე­ცა­დეთ, გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა ბუბა კი­კა­ბი­ძის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზო­დი, მაგ­რამ მისი გზა იმ­დე­ნად ვრცე­ლი, მა­რა­ვალ­მხრი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ ერთი სტა­ტია ნამ­დვი­ლად ვერ და­ი­ტევს...

  • ambebi.ge უერ­თდე­ბა სა­ყო­ველ­თაო მწუ­ხა­რე­ბას ლე­გენ­და­რუ­ლი არ­ტის­ტის ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს ხე­ლო­ვა­ნის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს.

ნა­ხეთ ბუბა კი­კა­ბი­ძის უკა­ნას­კნე­ლი სიმ­ღე­რა კლინ­კა­ში, რო­მე­ლიც "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალე
0

მალე გაბაზრდება მაგის უმსგავსო საქმეები

ქართველი
0

მისი სიტყვა და საქმე არაა ერთი და მორჩით დითირამბებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა, ავაშენოთ ქვეყანა, ნუ ვიჩხუბებთ..." - ბუბას გზა, ცხოვრების სიყვარული და უკანასკნელი სიმღერა

"მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა, ავაშენოთ ქვეყანა, ნუ ვიჩხუბებთ..." - ბუბას გზა, ცხოვრების სიყვარული და უკანასკნელი სიმღერა

15 იანვარს ვახტანგ კიკაბიძე ზეციურ საქართველოს შეუერთდა, თუმცა დარჩა ლეგენდა, სახელად: ბუბა...

მსახიობს და მომღერალს, უამრავი ტიტულის, წოდების, პრემიის, ჯილდოს, დამსახურების მქონე ადამიანს, ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ მოქალაქეს, პატრიოტს, ნაღდ თბილისელს წარმატებასთან ერთად, ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ უნახავს, რა არ გადაუტანია, მაგრამ ბუბა ყოველთვის იყო ბუბა და ასევე დარჩა. პეწი არასდროს დაუკარგავს, სიტყვაც და საქმეც ერთი ჰქონდა...

ვეცადეთ, მისი სხვადასხვა ინტერვიუდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაგვეხსენებინა...

  • დედა, ბავშვობა, ღმერთი...

მომღერლის ცხოვრება, როგორც "ომისდროინდელი ბავშვის“ - ასე მისი თაობის ახალგაზრდებს უწოდებდნენ ხოლმე, დალხენილი არ ყოფილა. მამა მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა და დედა მარტო ზრდიდა.

"კიკაბიძეების გვართან დაკავშირებით ვიცი, რომ ჩვენი გვარი XII საუკუნიდან მოდის. უმეტესობა სამხედრო პირი ყოფილა, მერე ვიღაცისთვის აზნაურობა უბოძებიათ... მამაჩემი ჟურნალისტი იყო. დედაჩემს სულ ვეხუმრებოდი, ბაგრატიონის ქალი კიკაბიძეს როგორ გაჰყევი ცოლად-მეთქი...

დედა საოცარი ქალი იყო. სიონის ეკლესიაში 40 წელზე მეტხანს გალობდა, მაგრამ გალობას არ მასწავლიდა, ჩემი ხმა არ მოსწონდა, მეუბნებოდა, ხრინწიანი ხმა გაქვს, არ გრცხვენია, რომ მღერიო? თითქმის ყოველდღე ეკლესიაში ვიყავი, ჯერ კიდევ პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დროს. შესანიშნავი პიროვნება გახლდათ...

დედასგან ვიცი, ჩვენს ოჯახში ასეთი ფრაზა იყო ყოველთვის, - ღმერთი ყველა ადამიანშია, როგორი ადამიანიც ხარ, ისეთი ღმერთი გყავს. თუ კარგი კაცი ხარ, კარგი ღმერთი გყავს, თუ ცუდი კაცი ხარ, - უღმერთო ხარო...

მძიმე ბავშვობა გვქონდა, ჩემი მეგობრები, ვინც იყვნენ, ყველას მამა ომში ჰყავდა და მათგან მხოლოდ რამდენიმე დაბრუნდა... რთული დრო იყო, სინათლე არ გვქონდა, წიგნებს ჭრაქის შუქზე ვკითხულობდით. კინოში ყველა ერთად დავდიოდით და ერთად ვჭამდით... ხატვა მინდოდა, სულ რაღაცას ვჯღაბნიდი, მაგრამ მხატვარი ვერ გამოვედი,“ - იხსენებდა მომღერალი...

  • პირველი არცთუ წარმატებული მცდელობა...

"გეპეის“ ორკესტრი მოსკოვში პირველად ფესტივალზე რომ მიდიოდა, ჩემი ბიძაშვილი ჯანო ბაგრატიონი ავად გახდა. ჯანომ უთხრა, ჩემი მამიდაშვილი წაიყვანეთო. კოსტიუმი არ მქონდა, ჩემმა ძმაკაცმა მათხოვა, შარვალსაც გადაკეთება დასჭირდა. 2 სიმღერა ვიმღერე და გადავირიე, ისე მომეწონა... მერე ძია ჯანოს, დედაჩემის ძმას ვუთხარი, - იქნებ ფილარმონიაში მომისმინონ-მეთქი. რატომღაც მეგონა, რომ იქ ჩემი ნამღერი ძალიან მოეწონებოდათ. უცხოელი ვარსკვლავების სიმღერებს ვმღეროდი. ის სიმღერები ახალგაზრდებს მოგვწონდა, მაგრამ რომ მომისმინეს, დამიწუნეს, დასავლეთის ხრინწიან ხმას გვაგონებსო, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა“... - ამბობდა ბუბა კიკაბიძე.

  • "ვახტანგ ბაგრატიონი “

მერე ფილარმონიის საბჭოდან, სადაც ბუბას ხმა დაუწუნეს, ერთ-ერთმა პიროვნებამ დაურეკა და სთხოვა, მის ჯგუფს რუსეთში წაჰყოლოდა იმ პირობით, თუ სხვა გვარით გამოვიდოდა და ამას დირექცია არ გაიგებდა. მაშინ დედამ ურჩია, ბაგრატიონების გვარით გამოსულიყო. ბუბას პირველი გასტროლიც შედგა, აფიშებზე კი "ვახტანგ კიკაბიძის“ ნაცვლად, "ვახტანგ ბაგრატიონი“ ეწერა. იქიდან დაბრუნებული, უცხო ენების ინსტიტუტიდან უკვე გარიცხული იყო.

მერე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "დიელოში“ გადავიდა და იმ ჯგუფთან ერთად უცხოეთის ბევრი ქვეყანა მოიარა.

  • "ორერა“

გასული საუკუნის 60-იან წლებში პოპულარული "ბიტლზის“ გავლენით რობერტ ბარძიმაშვილმა ანსამბლი "ორერა“ შექმნა. ანსამბლთან ერთად პროფესიულ სცენაზე დაიწყო კიკაბიძის წარმატებული მოღვაწეობა.

"პირველი სიმღერას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომელმა გადაწყვიტა ჩემი "ორერაში“ და ესტრადაზე ყოფნა. ეს იყო გოგი ცაბაძის "უკანასკნელი მეფაიტონე“. მიხვდი, რომ მხოლოდ ამ ჟანრში უნდა მემღერა“, - აღნიშნავდა ბუბა.

  • კინოკარიერა

"ორერამდე“ 1965 წელს, კოლია სანიშვილმა ფილმში "შეხვედრა მთაში“ მიიწვია:

"მაშინ "დიელოში” ვმღეროდი. ვუთხარი: თუ ჩემს მეგობრებსაც გადაიღებთ, დავრჩები, ჯგუფი ვერ გაჩერდება-მეთქი. დამთანხმდნენ. ფილმში "დიელოც“ გადაიღეს. ოთხი წლის შემდეგ მოსკოვიდან, გია დანელიას დავალებით დამიკავშირდნენ. რეჟისორი "არ დაიდარდოზე“ იწყებს მუშაობას, თბილისში ჩამოვალთ და როლზე უნდა გაგსინჯოთო. დანელია თავად ჩამოვიდა და სასტუმრო "საქართველოში“ დამიბარეს. მაღალი, გამხდარი, მხრებში მოხრილი ბიჭი იყავი, გახეხილი ჯინსით, პირში სიგარეტ გაჩრილიო, - გია ასე იხსენებდა ხოლმე... არადა, სცენარში ბენჟამენი სულ სხვანაირი იყო - მსუქანი, წითური თმით... მის გმირს არ ვგავდი. რომ შევედი ნომერში და დანელია დავინახე, არ მომეწონა. იქვე ჩამოვჯექი... უცებ მეუბნება: - აბა, დაიყვირეო. -კაცო, როგორ დავიყვირო, სასტუმროში ხალხს სძინავს, ადრეა-მეთქი. იცით, რა, თუ გინდათ, გადამიღეთ, თუ არა და, წავალ, არ მცალია-მეთქი... მოკლედ, როლზე დამამტკიცა და დაიწყო ჩემი კინოკარიერაც...

დანელიას ოთხ სურათში ვითამაშე. ხშირად მეკითხებიან, - რა უფრო გირჩევნიათ, კინო თუ სიმღერაო და, ვუპასუხებ, სიმღერა-მეთქი, იმიტომ რომ, უფილმოდ ცხოვრება შემიძლია, სიმღერის გარეშე - არა. სცენა ჩემი სახლია. ცუდადაც რომ ვიყო, იქ გასულს ყველაფერი მავიწყდება“...

  • ბუბას ცხოვრების სიყვარული

როგორც ამბობდნენ, ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი ბუბა ყოველთვის ეძებდა ქალს, ვისთანც ცხოვრება საიმედო და საინტერესო იქნებოდა... და როცა ასეთი ქალი იპოვა, იგი იდეალური მეოჯახე გახდა.

თაყვანისმცემლები მას ფერად-ფერადი ფარვანებივით დასდევდნენ - ბევრ ქალს სურდა უცოლო მუსიკოს-მომღერლის მეგობარი გამხდარიყო, მაგრამ ვახტანგი კარგა ხანს ახლო ურთიერთობებს გაურბოდა.

სე ჩანდა, რომ სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე.

და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა... შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს... ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. და როცა მათ უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ვახტანგმა იგრძნო, რომ მთელი ცხოვრება ირინას ელოდა. 1965 წელს იქორწინეს და მთელი ცხოვრება, ფაქტობრივად, ერთად გაატარეს...

"ქალი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჭკვიანი და კარგად აღზრდილი, ინტელექტუალი - რათა მასთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო იყოს და - არა მხოლოდ საწოლში. საქმე მხოლოდ სილამაზეში არ არის. ლამაზი სხვა ბევრი რაღაცაც არის. მე ცხოვრებას ასე ვუყურებ".

პირველ ხანებში ახალგაზრდა წყვილი ირინას მშობლებთან, პატარა ბინაში ცხოვრობდა, თითქმის, ნახევარსარდაფში. ჯერ ერთმანეთს ეჩვეოდნენ: ვახტანგი უცოლო კაცის ჩვევებს ემშვიდობებოდა, მეგობრებთან ქეიფებს, თავის მხრივ, ირინას ქმრისაგან უსაზღვრო ეჭვიანობის გადატანაც კი მოუხდა... შემდეგ დაიბადა ვაჟი კონსტანტინე და ოჯახი ბედნიერი გახდა ორ შვილთან ერთად.

საერთოდ, დაცოლშვილების შემდეგ ვახტანგის საქმეები წარმატებით აეწყო. იგი ფილმებში გადაიღეს, მისი ანსამბლი "ორერა" კი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი გახდა. მომღერლებმა მთელი ქვეყანა მოიარეს…

2001 წელს ქმარმა ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა.

ბუბა თურმე ხშირად ამბობდა, ბევრს ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ცოლთან ერთად ასე ბედნიერი და ერთხელაც პასუხი ვიპოვეო:

"საქმე ურთიერთპატივისცემაშია. მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, თავისი აზრები, რწმენა, ჩვევები... არ უნდა ეცადო მის "გადაკეთებას" - აი, ბედნიერი ცოლ-ქმრობის მთელი საიდუმლო“.

ირინა 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, ბუბასაც აღარ უცოცხლია დიდხანს...

  • "ვარ თუ არა ვარსკვლავი, მე არ ვიცი“...

როდესაც ეუბნებოდნენ, ვარსკვლავი ხართო, ამაზე ასე პასუხობდა:

"მერიდება თქმა, მაგრამ, იმაზე დიდი ბედნიერება რა არის, როცა ხალხს უყვარხარ... ვარ თუ არა ვარსკვლავი, ეს ხალხმა თქვას, მე არ ვიცი... ქუჩაში რომ მიყურებენ, სასიამოვნოა, მაგრამ, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები“...

  • ბუბას თბილისი

"მიყვარს ის თბილისი და მისი უბნები, ქუჩები, სადაც ადრე სხვა ადამიანები დადიოდნენ. სიმღერის და სიყვარულის ქალაქი იყო. სახლის კარები არ იკეტებოდა. შენი ჩემი არ იყო კარგი მეზობლობა, მხიარულება იყო სულ... ახლა თბილისი თავის თავს არ ჰგავს...

...კი, ძველ უბანში გავიზარდე, ყოველთვის ვიცოდით, ჩვენი უბნის გოგოებს ვინ ჰყავდათ მოარშიყე ბიჭები. თუ ვინმეს ჩვენი უბნელი გოგო უყვარდა, იმ გოგოს ზედმეტად არავინ დაელაპარაკებოდა. იმანაც იცოდა, გოგოსთვის რამე რომ ეწყენინებინა, უბნელები არ აპატიებდნენ... მოკლედ, მე და ჩემი მეგობრები ყველანი მაინც ბავშვობიდან მოვდივართ და რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ქუჩაში გავიზარდეთ, მაგრამ ყველა კარგი კაცი გამოვედით. დანას არავინ ატარებდა ჯიბით. თუ ჩხუბობდნენ, მხოლოდ ხელით.

მე და ჩემი ძმაკაცები ენგელსის ქუჩაზე, სკოლის მშენებლობაზე, ორი თვე ვმუშაობდით, ფული რომ მოგვეგროვებინა და მერე ზღვაზე წავსულიყავით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და რამე ხომ უნდა მესწავლა?!“

  • "მიმინო“ კადრს მიღმა...

"ვერტმფრენის მართვა რთული საქმეა. მე დავფრინავდი ვერტმფრენით, რომელსაც ორმაგი მოწყობილობა ჰქონდა, სასწავლო იყო და გვერდით პილოტი მეჯდა, მაგრამ ის კადრში არ ჩანდა. სხვათა შორის, მასაც ვალიკო ერქვა. ჩვენი ხრიკები გვქონდა. შენაქოში ვცხოვრობდით. აზერბაიჯანში საზამთროების სეზონი როცა იყო, მე და ვალიკო დილით ჩავსხდებოდით იმ ვერტმფრენში, 15 წუთში აზერბაიჯანში ვიყავით, საიდანაც საზამთროები მოგვქონდა. მთელი სოფელი გველოდებოდა".

  • მოულოდნელი ელდა და სოხუმელი მკითხავი...

"80-იან წლებში სოხუმში ერთ უსინათლო მკითხავთან შემთხვევით აღმოვჩნდი. უცნაური ქალი იყო, შავოსანი, რომ მელაპარაკებოდა, თვალს ვერ ვუსწორებდი. ყველაფერი გითხრაო? კი-მეთქი. ძალიან ავად გახდები, თბილისში ხელს ჩაიქნევენ, ისე იქნება შენი მდგომარეობა, საქართველოდან წაგიყვანენ და გადარჩები. ძალიან სერიოზული ავადმყოფობა გექნება თავთან დაკავშირებითო... ვერაფერი გავიგე, თან გამეცინა კიდეც და იქიდან წამოსულს ის ამბავი დამავიწყდა...

დედაჩემის ძმა, უფროსი ჯანო ბაგრატიონი, საავადმყოფოში იწვა. მეუღლემ მითხრა, სასწრაფოდ ბუბა მოვიდეს, ჯანო ძალიან ცუდად არის და გკითხულობსო. წავედი, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მივუსწარი, უკვე გარდაცვლილი იყო. რომ დავხედე მიცვალებულს, დიდი ჩაქუჩი რომ ამოგარტყან თავში შიგნიდან, ისეთი რაღაცა ვიგრძენი, გული წამივიდა, დავეცი და თავის ტკივილები დამეწყო. ძალიან ცუდად ვიყავი. არადა, იმ დროს "მეტეხზე“ კონცერტები გვქონდა და ხელით გავყავდით სცენაზე, 25 კონცერტი ვიმუშავე, მაგრამ ჩემით ნაბიჯს ვერ ვდგამდი. კონცერტები რომ დავამთავრეთ, დავვარდი...

...მოსკოვში წამიყვანეს. მძიმე მდგომარეობა იყო კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. რეანიმაციაში მეექვსე დღეს იმ ქალის სიტყვები გამახსენდა... მართლაც იმავე წელს მოხდა ის ყველაფერი და ისეთი თანმიმდევრობით“.

  • "მიყვარს მართალი კაცი“

"ჩვენ ვართ "მრავალჟამიერის“ ხალხი, ნებისმიერ სუფრასთან რომ დავსხდეთ, ათი უცნობი ადამიანიდან ხუთი კაცი მაინც იმღერებს ერთად. მოდი, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა, ავაშენოთ ქვეყანა, ნუ ვიჩხუბებთ და ერთმანეთს ნუ შევაგინებთ... მიყვარს მთქმელი და მართალი კაცი, შეიძლება, ხშირად ცუდ დღეშიც ჩავარდეს, მაგრამ მართალ სიტყვას ხომ ამბობს. ეს ღმერთმაც იცის. კაცი სუფთა უნდა იყოს. ჩემი დაწერილი არ არის, მაგრამ ჭეშმარიტებაა, "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცე“.

  • ბუბა და უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომამდე ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვა. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველმა ხელოვანმა ჯილდოდ იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენი მიიღო.

2022 წლის 26 თებერვალს ბუბა კიკაბიძემ უკრაინელებს მიმართა, რომ ისიც უკრაინელია: "ძალიან, ძალიან, ძალიან გვიყვარხართ და განვიცდით, რაც უკრაინაში ხდება. ღმერთი თქვენთანაა, რადგან საკუთარ სამშობლოს იცავთ. ეს უბრალო რამ არ არის, ეს გმირობაა. ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. შესანიშნავი პრეზიდენტი გყავთ - ახალგაზრდა, ჭკვიანი, ვაჟკაცი, ნიჭიერი. გაუფრთხილდით მას. დიდება უკრაინას! მეც უკრაინელი ვარ“.

გასული წლის აგვისტოში კი 84 წლის იუბილეზე მოწყობილი გრანდიოზული კონცერტის შემოსავლით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი უყიდა. ამის თაობაზე ინფორმაცია, "ფეისბუქის" გვერდის საშუალებით, გენერალ დაშკევიჩის სახელობის 26-ე საარტილერიო ბრიგადამ გაავრცელა.

"გულითადი მადლობა ვახტანგ კიკაბიძეს, იმ ადამიანის საქციელისთვის, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და ისურვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დღეს უკრაინელები ქართველებზე ნაკლებად არ გლოვობენ ბუბას...

P.S. ვეცადეთ, გაგვეხსენებინა ბუბა კიკაბიძის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი, მაგრამ მისი გზა იმდენად ვრცელი, მარავალმხრივი და საინტერესო იყო, რომ ერთი სტატია ნამდვილად ვერ დაიტევს...

  • ambebi.ge უერთდება საყოველთაო მწუხარებას ლეგენდარული არტისტის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ხელოვანის ოჯახს, ახლობლებს და საქართველოს.

ნახეთ ბუბა კიკაბიძის უკანასკნელი სიმღერა კლინკაში, რომელიც "მთავარმა არხმა" გაავრცელა