საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს.
"მინდა მივუსამძიმრო არა მარტო ოჯახს, იმიტომ, რომ ბუბა დიდი ხანია უკვე ოჯახს გასცდა და სხვათა შორის საქართველოსაც. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი სცენაზე პირველად გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.
უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“, - განაცხადა ალასანიამ.
ასევე იხილეთ:
ამდენი სიბოროტე ზელენკის მიმართ რუსეთუმეებს იმიტომ გაქვთ რომ გშურთ, ზელენსკი თქვენნაირი ჩმორი არ არის და არ დაუწვა მტერს. შური გაგბერავთ და მოგახჩობთ. მიხედეთ აქაურ მტერს, ეზოებიდან რომ გვიტაცებს ზელენსკი თავის საქმეს მიხედავს თქვენ რა გეშველებათ თქვე მონებო.
აკი, მხოლოდ მიშიკოს იპოქონდრიები მაინტერესებსო?!...