სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს" - თინა ხიდაშელი
"საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს" - თინა ხიდაშელი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, თინა ხი­და­შე­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მენ­ტა­ლუ­რად არის მი­ერ­თე­ბუ­ლი მოს­კოვ­თან და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას კრემ­ლის პრიზ­მი­დან უყუ­რებს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნა, ტრა­გე­დი­აა, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვინ­მე ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­დღაც "მე­ო­რე ფრონტს“ გახ­სნის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სწო­რედ ის არის, რომ ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას კრემ­ლის პრიზ­მი­დან უყუ­რე­ბენ. იმა­ში კი არ არის პრობ­ლე­მა, რომ ვი­ღაც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან "შნუ­რით“ კრემლზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი. არა, ეს არ არის რე­ა­ლუ­რად ასე. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ისი­ნი მენ­ტა­ლუ­რად არი­ან მი­ერ­თე­ბუ­ლი მოს­კოვ­თან და ამ ში­შებ­თან: "რას იტყვი­ან კრემლში, რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს კრემ­ლის პო­ლი­ტი­კა­ზე“. თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვინ­მე არ­სე­ბობს ისე­თი, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­ში ლო­გი­კუ­რად და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ფიქ­რობს, დღეს რუ­სე­თი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­დღაც "მე­ო­რე ფრონ­ტი“ გახ­სნას, კი­დევ უფრო დიდ ტრა­გე­დი­ას­თან გვქო­ნია საქ­მე. ხვდე­ბით, რა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბა­ზე?!“,-გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­თი პო­ლი­ტი­კუ­რად და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით მკვდა­რია, რა­საც ვერ ხვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი და მოკ­ლეა - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ­მა, მე­ო­რე, მეშ­ვი­დე პი­რებ­მა ვერ გა­ი­გეს, ვერ და­ი­ჯე­რეს, ბო­ლომ­დე ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ რუ­სე­თი პო­ლი­ტი­კუ­რად, სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით უკვე მკვდა­რია და და­მარ­ცხე­ბუ­ლი. ამა­შია მთე­ლი პრობ­ლე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

გარ­და ამი­სა, მან უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლის, ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რომ­ლის თქმი­თაც, კი­ევ­მა "ბუ­კის“ კომ­პლექ­სე­ბის გა­და­ცე­მა ითხო­ვა. რო­გორც თინა ხი­და­შე­ლი აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ასე­თი მო­თხოვ­ნა არც მო­უ­ლოდ­ნე­ლია და არც გა­უ­გე­ბა­რი.

"თა­ვი­დან თხოვ­ნა იყო, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას ითხოვს ყვე­ლა მისი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო ვერ ამო­ვარ­დე­ბო­და. იმე­დია, არც არას­დროს ამო­ვარ­დე­ბა. მე­გო­ბარ და პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფოდ დარ­ჩე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმ პე­რი­ო­დუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბის ტალ­ღე­ბი­სა, რო­მე­ლიც ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გა­დაგ­ვივ­ლის ხოლ­მე. ამი­ტომ, ეს არ არის არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი, არც გა­უ­გე­ბა­რი და არც უც­ნა­უ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

სად დაიბადე და გაიზარდე ასეთი სამშობლოს მოძლე,გრანტებზე გაყიდულო.

გოგა
0

კარგად გამოჩდა ჩანაწერში ვინაა რუსეთუმე ,რამდენი ხოშტარია გყოლია ,ფიქრობთ დიდხანს მოატყუებთ ხალხს ??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს" - თინა ხიდაშელი

"საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს" - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ აღნიშნა, ტრაგედიაა, თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც "მეორე ფრონტს“ გახსნის.

"საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებენ. იმაში კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაც ჩვენი ხელისუფლებიდან "შნურით“ კრემლზეა მიერთებული. არა, ეს არ არის რეალურად ასე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მენტალურად არიან მიერთებული მოსკოვთან და ამ შიშებთან: "რას იტყვიან კრემლში, როგორ იმოქმედებს ეს კრემლის პოლიტიკაზე“. თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე არსებობს ისეთი, ვინც სინამდვილეში ლოგიკურად და დასაბუთებულად ფიქრობს, დღეს რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც "მეორე ფრონტი“ გახსნას, კიდევ უფრო დიდ ტრაგედიასთან გვქონია საქმე. ხვდებით, რა გადამეტებული წარმოდგენა აქვთ რუსეთის უძლეველობაზე?!“,-განაცხადა ხიდაშელმა.

მისი განმარტებით, რუსეთი პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მკვდარია, რასაც ვერ ხვდება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.

"პასუხი მარტივი და მოკლეა - საქართველოს ხელისუფლების პირველმა, მეორე, მეშვიდე პირებმა ვერ გაიგეს, ვერ დაიჯერეს, ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რომ რუსეთი პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით უკვე მკვდარია და დამარცხებული. ამაშია მთელი პრობლემა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, მან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, კიევმა "ბუკის“ კომპლექსების გადაცემა ითხოვა. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, უკრაინის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არც მოულოდნელია და არც გაუგებარი.

"თავიდან თხოვნა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებას ითხოვს ყველა მისი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოსგან, ბუნებრივია, ამ ჩამონათვალიდან საქართველო ვერ ამოვარდებოდა. იმედია, არც არასდროს ამოვარდება. მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოდ დარჩება მიუხედავად იმ პერიოდული გაუგებრობის ტალღებისა, რომელიც ამ ურთიერთობებში გადაგვივლის ხოლმე. ამიტომ, ეს არ არის არც მოულოდნელი, არც გაუგებარი და არც უცნაური“, - განაცხადა ხიდაშელმა.