საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი გავწირე, რათა მეგანის სამყაროში ვყოფილიყავი" - რას ამბობს პრინცი ჰარი მეგანთან ურთიერთობის შესახებ Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში
"ყველაფერი გავწირე, რათა მეგანის სამყაროში ვყოფილიყავი" - რას ამბობს პრინცი ჰარი მეგანთან ურთიერთობის შესახებ Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში

მარ­თა­ლია, პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი ამ­ბობ­დნენ, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას გა­ექ­ცნენ, თუმ­ცა სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის შემ­დეგ, რე­ა­ლუ­რად მათი ნა­ბი­ჯე­ბი მე­დი­ის კი­დევ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. ჰარი და მე­გა­ნი თით­ქმის ყო­ველ დღე სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბის მთა­ვარ გვერდს იკა­ვე­ბენ.

ოპრა ვინფრის­თან სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, ახლა უკვე თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან გაქ­ცე­უ­ლი წყვი­ლი "ნე­ტფ­ლიქ­სის" დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში გვიყ­ვე­ბა.

სე­რი­ა­ლი 6 ეპი­ზო­დის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლის სამი ეპი­ზო­დიც უკვე გა­მო­ვი­და. აღ­ნიშ­ნულ სე­რი­ებ­ში ჰარი და მე­გა­ნი სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ანთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სის თავ­დას­ხმა­ზე და პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯახ­მა მათი თქმით, მე­განს შე­უქ­მნა.

ჰარი ამ­ბობს, რომ მან "ყვე­ლა­ფე­რი შეს­წი­რა მე­გა­ნის­თვის“, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე­გან­მა შეს­წი­რა ყვე­ლა­ფე­რი ჰა­რის გამო.

"მან (მე­გან­მა) გას­წი­რა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჰქონ­და, მათ შო­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა ჩემს სამ­ყა­რო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო და ამის შემ­დეგ საკ­მა­ოდ მალე, მე შევ­წი­რე ყვე­ლა­ფე­რი, რომ მის სამ­ყა­რო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი“, - ამ­ბობს ჰარი.

პრინცმა კვლავ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­დია და თქვა, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სიც­რუ­ეს ავ­რცე­ლებ­დნენ და იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით. ასე­ვე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა სა­მე­ფო ოჯახ­ში მე­გან მარ­კლის მი­მართ რა­სის­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ჯერ­ჯე­რო­ბით სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დის და­სა­წყის­ში, ნათ­ქვა­მია, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­მა უარი თქვეს რა­ი­მე ეთ­ქვათ სე­რი­ა­ლის, მე­გა­ნი­სა და ჰა­რის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუუუ
13

პრინციდან, მეგანის ხელის ბიჭად ქცეულიყავი?? ბრავოოო, ჰარიიიი.

დავით
4

კაი კაცო რა გაწირე ასეთი????

რამ მსხვერპლი გაიღე ასეთი???

დარჩი მეგანის სამყაროში ....ასე სჯობია, რა შენი საქმეა "წვენები"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ყველაფერი გავწირე, რათა მეგანის სამყაროში ვყოფილიყავი" - რას ამბობს პრინცი ჰარი მეგანთან ურთიერთობის შესახებ Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში

"ყველაფერი გავწირე, რათა მეგანის სამყაროში ვყოფილიყავი" - რას ამბობს პრინცი ჰარი მეგანთან ურთიერთობის შესახებ Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში

მართალია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამბობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთიდან მედიისა და საზოგადოების ყურადღებას გაექცნენ, თუმცა სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, რეალურად მათი ნაბიჯები მედიის კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ჰარი და მეგანი თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა ონლაინ გამოცემების მთავარ გვერდს იკავებენ.

ოპრა ვინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ახლა უკვე თავიანთ ცხოვრებაზე სამეფო ოჯახიდან გაქცეული წყვილი "ნეტფლიქსის" დოკუმენტურ სერიალში გვიყვება.

სერიალი 6 ეპიზოდისგან შედგება, რომლის სამი ეპიზოდიც უკვე გამოვიდა. აღნიშნულ სერიებში ჰარი და მეგანი საუბრობენ თავიანთ ურთიერთობაზე, ბრიტანული პრესის თავდასხმაზე და პრობლემებზე, რომელიც სამეფო ოჯახმა მათი თქმით, მეგანს შეუქმნა.

ჰარი ამბობს, რომ მან "ყველაფერი შესწირა მეგანისთვის“, თუმცა მანამდე მეგანმა შესწირა ყველაფერი ჰარის გამო.

"მან (მეგანმა) გასწირა ყველაფერი, რაც ჰქონდა, მათ შორის თავისუფლება, რათა ჩემს სამყაროში შემოსულიყო და ამის შემდეგ საკმაოდ მალე, მე შევწირე ყველაფერი, რომ მის სამყაროში ვყოფილიყავი“, - ამბობს ჰარი.

პრინცმა კვლავ დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის მედია და თქვა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ სიცრუეს ავრცელებდნენ და იკვებებოდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრა სამეფო ოჯახში მეგან მარკლის მიმართ რასისტულ დამოკიდებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ ბუკინგემის სასახლეში ჯერჯერობით სერიალთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველი ეპიზოდის დასაწყისში, ნათქვამია, რომ სამეფო ოჯახის წევრებმა უარი თქვეს რაიმე ეთქვათ სერიალის, მეგანისა და ჰარის შესახებ.