საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გავიგე ზურაბ ჭიაბერაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს"- გიორგი ბარამიძე
"ვერ გავიგე ზურაბ ჭიაბერაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს"- გიორგი ბარამიძე

ზუ­რას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ვერ გა­ვი­გე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და მი­თუ­მე­ტეს მის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან რა კავ­ში­რი აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ მა­შინ გა­ვი­და როცა პარ­ტი­ას უჭირ­და, "ალ­ბათ, უნებ­ლი­ეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა გა­მო­უ­ვი­და“.

"ამ ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ ზუ­რას­თვის უპ­რი­ა­ნი მთლად არ უნდა იყოს ამ პა­ექ­რო­ბა­ში ჩარ­თვა.

ის ნა­წი­ლი, რაც ჩვენ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში გა­ვი­ა­რეთ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ კან­დი­და­ტად ოფი­ცი­ა­ლუ­რად რომ და­რე­გის­ტრირ­დეს პირი, პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს 5 წევ­რის რე­კო­მენ­და­ცია სჭირ­დე­ბა და ასე­ვე, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. თუ ამ კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ადა­მი­ა­ნი, ფორ­მა­ლუ­რად ყვე­ლას შე­უძ­ლია, მაგ­რამ აქ მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ მხა­რე­ზე ხომ არ არის სა­უ­ბა­რი. სა­უ­ბა­რია პო­ლი­ტი­კურ და მო­რა­ლურ მხა­რე­ზე. არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღა­ცე­ბი რაც "მო­სუ­ლა“ და რაც არ "მო­სუ­ლა“. მე ვფიქ­რობ, რომ არ "მო­სუ­ლა“.

მე იმ გან­ცხა­დე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, როცა და­ტო­ვეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმ დროს, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამო­ცა­ნად გა­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­ნად­გუ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მა­შინ იმ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ტო­ვეს იმ კონ­ტექ­სტში, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­ჩო­ჩე­ბა­ზე იყო მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი, უბ­რა­ლოდ ამ ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უხერ­ხუ­ლია. ისე ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს ის, რაც უნდა. არა­ვინ არა­ვის არა­ფერს უკ­რძა­ლავს და ვერ უკ­რძა­ლავს. ერთი არის პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ერთი არის მე­გობ­რო­ბა და მე­ო­რე არის პო­ლი­ტი­კუ­რი სწო­რი და არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბი. ერ­თმა­ნე­თის­გან ეს უნდა გავ­ყოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის უკან და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხომ არ დგას, ბა­რა­მი­ძე ამ­ბობს, რომ "ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, ამის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ვინ­მემ ეს ამ­ტკი­ცოს ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს“.

"ამი­ტომ უსა­მარ­თლო ვინ­მეს მი­მართ არ უნდა ვი­ყოთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რი არ არის, მაგ­რამ ამ წუ­თას ამის ნიშ­ნებს ვერ ვხე­დავ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ფიქ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იროდი
0

დიახაც აქვს კავშირი! მას უნდა თავმჯდომარეობა, ამას კანონი და წესდება არ უკრძალავს და რითია ხაბეზე და მიმლაძეზე ნაკლები?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვერ გავიგე ზურაბ ჭიაბერაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს"- გიორგი ბარამიძე

"ვერ გავიგე ზურაბ ჭიაბერაშვილს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს"- გიორგი ბარამიძე

ზურას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიგე "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვინც "ნაციონალური მოძრაობიდან“ მაშინ გავიდა როცა პარტიას უჭირდა, "ალბათ, უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა გამოუვიდა“.

"ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ ზურასთვის უპრიანი მთლად არ უნდა იყოს ამ პაექრობაში ჩართვა.

ის ნაწილი, რაც ჩვენ სამუშაო ჯგუფში გავიარეთ გულისხმობს იმას, რომ კანდიდატად ოფიციალურად რომ დარეგისტრირდეს პირი, პოლიტიკური საბჭოს 5 წევრის რეკომენდაცია სჭირდება და ასევე, "ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება. თუ ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ადამიანი, ფორმალურად ყველას შეუძლია, მაგრამ აქ მხოლოდ ფორმალურ მხარეზე ხომ არ არის საუბარი. საუბარია პოლიტიკურ და მორალურ მხარეზე. არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც "მოსულა“ და რაც არ "მოსულა“. მე ვფიქრობ, რომ არ "მოსულა“.

მე იმ განცხადებას ვგულისხმობ, როცა დატოვეს "ნაციონალური მოძრაობა“ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს ამოცანად გაცხადებული ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. შესაბამისად, მაშინ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს იმ კონტექსტში, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაჩოჩებაზე იყო მთავარი ამბავი, უბრალოდ ამ ისტორიიდან გამომდინარე უხერხულია. ისე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. არავინ არავის არაფერს უკრძალავს და ვერ უკრძალავს. ერთი არის პირადი დამოკიდებულება, ერთი არის მეგობრობა და მეორე არის პოლიტიკური სწორი და არასწორი ნაბიჯები. ერთმანეთისგან ეს უნდა გავყოთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ზურაბ ჭიაბერაშვილის უკან დავით კეზერაშვილი ხომ არ დგას, ბარამიძე ამბობს, რომ "ყველაფერს შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ბუნებრივია, ამის საფუძველი, რომ ვინმემ ეს ამტკიცოს ჯერჯერობით არ არსებობს“.

"ამიტომ უსამართლო ვინმეს მიმართ არ უნდა ვიყოთ. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამ წუთას ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.