საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე
რას ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბაც იმის მი­ხედ­ვით უნდა შე­ფას­დეს, რა უწყობს ხელს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამას­თან, ჩემი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზეც, რამ­დე­ნად არ­სე­ბობს რე­სურ­სი, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თოს და არა "ოც­ნე­ბის­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "ტა­ლა­ხის სრო­ლის“ რე­ჟიმ­ში; და იქ­ნე­ბა თუ არა კარი ღია ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის, რო­მელ­მაც პარ­ტია დღე­ვან­დე­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან უფრო ძლი­ე­რი უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ყო­ფი­ლი წევ­რი, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­სათ­ვის და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებ­ში მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ფიქ­რი რა სა­კი­თხებს უკავ­შირ­დე­ბა:

"რო­გორ იმოქ­მე­დოს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და და­გეგ­მი­ლად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას და სხვა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად,

- რო­გორ იქ­ცეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, ფარ­თო საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის საყ­რდე­ნად

- რო­გორ შე­ი­ძი­ნოს ახლა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­მა ისე­თი ხა­სი­ა­თი, რომ იყოს არა პი­როვ­ნუ­ლი კინ­კლა­ო­ბა (და ყვე­ლა კან­დი­და­ტი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, მას ახლა სწო­რედ ასე­თი სახე აქვს), არა სხვა­დას­ხვა ბა­ნა­კე­ბად და­ყო­ფა, არა­მედ დის­კუ­სია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სტრა­ტე­გი­ის ირ­გვლივ და რო­გო­რი ლი­დე­რი შეძ­ლებს მის აღ­სრუ­ლე­ბას.

ამ სა­კი­თხებს მე ასე ვუ­ყუ­რებ:

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­რე­შე ივა­ნიშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი ვერ და­მარ­ცხდე­ბა. თუმ­ცა მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­სურ­სი არაა საკ­მა­რი­სი ივა­ნიშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად. მცდა­რი იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც აღარ უნ­დო­და "ოც­ნე­ბა“, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­პა­გან­დით და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი იმე­ო­რებ­და: "ოღონდ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არა“. იმის შეგ­რძნე­ბამ, რომ "ოღონდ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არა“ ხელს უშ­ლი­და ფარ­თო პრო­და­სავ­ლუ­რი კო­ა­ლი­ცი­ის შეკ­ვრას, ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ა­თავ­ხე­და ეს პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს კომ­პლექ­სი მო­იხ­სნა: დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღი­ა­რებს ქვეყ­ნის რუ­სუ­ლი ჭა­ო­ბი­დან ამოს­ვლი­სა და ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფორ­მა­ში ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სათ­ვის“ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, იქ­ცეს გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლად ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა იმ ჯგუ­ფი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა­ო­დენ დიდი საფრ­თხეა ქვეყ­ნი­სა და თი­თო­ე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის ივა­ნიშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა.

ივა­ნიშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის გზა გა­დის მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, ფარ­თო საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის შექ­მნა­ზე, რო­მელ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, სხვა პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ერ­თი­ა­ნო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცია.

რო­გორც წესი ივა­ნიშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბის გზა­ზე სა­უ­ბა­რი და­იყ­ვა­ნე­ბა ყალბ დი­ლე­მამ­დე - არ­ჩევ­ნე­ბით თუ ქუ­ჩის პრო­ტეს­ტით. მე სა­კითხს ასე არ ვსვამ. ჩემი ხედ­ვით, თუ ინი­ცი­ა­ტი­ვა მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, ფარ­თო საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის მხა­რე­საა, ის შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბით დას­რულ­დეს, შე­იძ­ლე­ბა რე­ჟი­მი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩა­მო­ი­შა­ლოს. დღეს პრობ­ლე­მა სწო­რედ ისაა, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩვენს მხა­რეს არაა;

ჩემ­თვის სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას და სხვა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ტყვე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბა არ იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის მთა­ვა­რი სა­კი­თხი.

არ ვსა­უბ­რობ სა­კი­თხის მო­რა­ლურ და სა­მარ­თლებ­რივ მხა­რე­ზე. შევ­ხე­დოთ მხო­ლოდ ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით:

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ქვე­ყა­ნას, სა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნაა, მოჭ­რი­ლი აქვს გზა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რი­სა­კენ.

სა­კი­თხი არაა იმა­ზე, მოგ­ვწონს თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლი; რო­გორ ვა­ფა­სებთ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს; ან ვა­პი­რებთ თუ არა ხმა მივ­ცეთ მის მემ­კვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ­ჩევ­ნებ­ში. სა­კი­თხი ეხე­ბა იმას, რა არის ჩვე­ნი, რო­გორც ერის ინ­ტე­რე­სი.

არ­სე­ბობს ყალ­ბი არ­გუ­მენ­ტი, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა იყოს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი: თით­ქოს სა­კი­თხი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში.

ასეც რომ იყოს, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის ამო­ცა­ნაა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა მისი იდე­ე­ბის გარ­შე­მო და არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სი, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, გზა­საა აც­დე­ნი­ლი, თუ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით მოქ­მე­დებს - მი­ზანს.

პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სია და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი გზა არა­თავ­სე­ბა­დია ერ­თმა­ნეთ­თან - ესაა ყვე­ლა ას­პექ­ტით მარ­თე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, ეს უნდა იყოს ყვე­ლა პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ის გზავ­ნი­ლი.

არ შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის თე­მა­ზე და­ვი­დეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ახლა ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­წუ­ხებს. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი უპირ­ვე­ლე­სად პო­ლი­ტი­კუ­რია და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უნდა ვი­თხოვ­დეთ და არა მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნას.

მიდ­გო­მა - "არ­ჩევ­ნებს მო­ვი­გებთ და სა­ა­კაშ­ვილს გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ“ - ასე­ვე ფუნ­და­მენ­ტუ­რად მცდა­რია, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის გა­რე­შე ოდ­ნავ თა­ვი­სუ­ფა­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბიც კი ვერ ჩა­ტარ­დე­ბა; თუ პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სია გრძელ­დე­ბა და სა­ა­კაშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბა­შია, ინი­ცი­ა­ტი­ვა რე­ჟი­მის ხელ­შია; არ­ჩევ­ნებს კი იგებს ის, ვინც ფლობს ინი­ცი­ა­ტი­ვას.

არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ კი­დევ შე­მიძ­ლია გა­ვი­გო ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი­სა თუ მომ­ხრე­ე­ბის, რომ­ლე­ბის­თვი­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია ბევრ ში­ნა­გან ჭმუნ­ვას უკავ­შირ­დე­ბა (სიღ­რმე­ში არ წა­ვალ), მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ უარი თქვას თა­ვი­სი ასი ათა­სო­ბით მხარ­დამ­ჭე­რის მო­თხოვ­ნა­ზე - გა­და­იდ­გას მკა­ფიო და კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის - სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხის უკან გა­და­წე­ვა ასუს­ტებს ენ­თუ­ზი­აზმს და საბ­რძო­ლო გან­წყო­ბას თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებ­ში. მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ასე­თი გან­წყო­ბა პარ­ტი­ას წარ­მო­ა­ჩენს სუს­ტად. ეს კი არა­ვის ინ­ტე­რეს­ში წარ­მო­ად­გენს, ვი­საც ეს­მის სა­ერ­თო ეროვ­ნულ ბრძო­ლა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფაქ­ტო­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა;

არ მომ­წონს, რა სა­ხეც მი­ი­ღო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­მა. ამა­ზე წუხს არა მხო­ლოდ თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ათა­სო­ბით მხარ­დამ­ჭე­რი, არა­მედ ისი­ნიც, ვი­საც ეს­მის რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფორ­მა­ში ყოფ­ნა სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ სიძ­ლი­ე­რეს ნიშ­ნავს, მისი სი­სუს­ტე - სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ სი­სუს­ტეს.

ამ სა­ხის "სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას“ ის სა­შიშ­რო­ე­ბა ახ­ლავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­სა და და­მარ­ცხე­ბუ­ლის მიერ ბრძო­ლის ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ას მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, ფარ­თო საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის საკ­ვან­ძო აქ­ტო­რად აქ­ცევს, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე. მო­მა­ვალ ბრძო­ლა­ში - სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან იქ­ნე­ბა ეს თუ ქუ­ჩა­ში - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­უ­ლი რე­სურ­სის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და დის­ციპ­ლი­ნა, მაგ­რამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ფარ­თო სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა, რაც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის ფარ­თო კავ­ში­რებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბაც იმის მი­ხედ­ვით უნდა შე­ფას­დეს, რა უწყობს ხელს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამას­თან, ჩემი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზეც, რამ­დე­ნად არ­სე­ბობს რე­სურ­სი, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თოს და არა "ოც­ნე­ბის­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "ტა­ლა­ხის სრო­ლის“ რე­ჟიმ­ში; და იქ­ნე­ბა თუ არა კარი ღია ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის, რო­მელ­მაც პარ­ტია დღე­ვან­დე­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან უფრო ძლი­ე­რი უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს“, - წერს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

ყველა აწერილია
1

ყველა, ვინც წავიდა ეროვნულ მოძრაობიდან, უნდა გაივსო პირი კაკლის მურაბით და იჯდეს....მათ არ აქვთ არავითარი უფლება იმსჯელონ სუფთა სისხლიან პარტიის წევრებზე და მათ მოქმედებებზე.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რას ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე

რას ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დანიშნულებაც და მასში მონაწილეობის მიზანშეწონილობაც იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რა უწყობს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას. ამასთან, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს და არა "ოცნებისთვის“ დამახასიათებელი "ტალახის სროლის“ რეჟიმში; და იქნება თუ არა კარი ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელმაც პარტია დღევანდელი არასასურველი მდგომარეობიდან უფრო ძლიერი უნდა გამოიყვანოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

ჭიაბერაშვილი განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისათვის დაგეგმილ არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი რა საკითხებს უკავშირდება:

"როგორ იმოქმედოს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორგანიზებულად და დაგეგმილად პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად,

- როგორ იქცეს "ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის საყრდენად

- როგორ შეიძინოს ახლა საარჩევნო პროცესმა ისეთი ხასიათი, რომ იყოს არა პიროვნული კინკლაობა (და ყველა კანდიდატისადმი პატივისცემის მიუხედავად, მას ახლა სწორედ ასეთი სახე აქვს), არა სხვადასხვა ბანაკებად დაყოფა, არამედ დისკუსია "ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის ირგვლივ და როგორი ლიდერი შეძლებს მის აღსრულებას.

ამ საკითხებს მე ასე ვუყურებ:

"ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი ვერ დამარცხდება. თუმცა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი არაა საკმარისი ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის დასამარცხებლად. მცდარი იყო წლების განმავლობაში საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელსაც აღარ უნდოდა "ოცნება“, მაგრამ ივანიშვილის პროპაგანდით დაკომპლექსებული იმეორებდა: "ოღონდ ნაციონალები არა“. იმის შეგრძნებამ, რომ "ოღონდ ნაციონალები არა“ ხელს უშლიდა ფართო პროდასავლური კოალიციის შეკვრას, ყველაზე მეტად გაათავხედა ეს პუტინისტური რეჟიმი.

საბედნიეროდ, ეს კომპლექსი მოიხსნა: დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებს ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოსვლისა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში "ნაციონალური მოძრაობის“ ფორმაში ყოფნის აუცილებლობას. "ნაციონალური მოძრაობისათვის“ ეს შესაძლებლობაა, იქცეს გამაერთიანებლად ყველა იმ ადამიანისათვის, საზოგადოების ყველა იმ ჯგუფისათვის, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ დიდი საფრთხეა ქვეყნისა და თითოეული პატრიოტი მოქალაქისათვის ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა.

ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის დამარცხების გზა გადის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის შექმნაზე, რომელშიც მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობის“, სხვა პროდასავლური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთიანობა, თანამშრომლობა და კოორდინაცია.

როგორც წესი ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის დამარცხების გზაზე საუბარი დაიყვანება ყალბ დილემამდე - არჩევნებით თუ ქუჩის პროტესტით. მე საკითხს ასე არ ვსვამ. ჩემი ხედვით, თუ ინიციატივა მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის მხარესაა, ის შეიძლება არჩევნების მოგებით დასრულდეს, შეიძლება რეჟიმი არჩევნებამდე ჩამოიშალოს. დღეს პრობლემა სწორედ ისაა, რომ ინიციატივა ჩვენს მხარეს არაა;

ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ტყვეობის დასრულება არ იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი.

არ ვსაუბრობ საკითხის მორალურ და სამართლებრივ მხარეზე. შევხედოთ მხოლოდ ძალიან რაციონალური, პრაგმატული თვალსაზრისით:

ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას, სადაც დადასტურებული და საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკური დევნაა, მოჭრილი აქვს გზა ნატოსა და ევროკავშირისაკენ.

საკითხი არაა იმაზე, მოგვწონს თუ არა სააკაშვილი; როგორ ვაფასებთ მისი პრეზიდენტობის პერიოდს; ან ვაპირებთ თუ არა ხმა მივცეთ მის მემკვიდრე პოლიტიკურ ძალას არჩევნებში. საკითხი ეხება იმას, რა არის ჩვენი, როგორც ერის ინტერესი.

არსებობს ყალბი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი: თითქოს საკითხი არაპოპულარულია ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილში.

ასეც რომ იყოს, პოლიტიკური ლიდერის ამოცანაა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მისი იდეების გარშემო და არა საზოგადოებრივი აზრის მონური მორჩილება. პოლიტიკოსი, თუ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს არ ითვალისწინებს, გზასაა აცდენილი, თუ მხოლოდ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით მოქმედებს - მიზანს.

პოლიტიკური რეპრესია და ქვეყნის ევროპული გზა არათავსებადია ერთმანეთთან - ესაა ყველა ასპექტით მართებული პოზიცია, ეს უნდა იყოს ყველა პროდასავლური პარტიის გზავნილი.

არ შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი მხოლოდ მკურნალობის თემაზე დავიდეს იმის მიუხედავად, რომ ახლა ყველაზე კრიტიკული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უპირველესად პოლიტიკურია და მის გათავისუფლებას უნდა ვითხოვდეთ და არა მხოლოდ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.

მიდგომა - "არჩევნებს მოვიგებთ და სააკაშვილს გავათავისუფლებთ“ - ასევე ფუნდამენტურად მცდარია, რადგან პოლიტიკური რეპრესიების დასრულების გარეშე ოდნავ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებიც კი ვერ ჩატარდება; თუ პოლიტიკური რეპრესია გრძელდება და სააკაშვილი ტყვეობაშია, ინიციატივა რეჟიმის ხელშია; არჩევნებს კი იგებს ის, ვინც ფლობს ინიციატივას.

არ ვეთანხმები, მაგრამ კიდევ შემიძლია გავიგო ივანიშვილის რეჟიმის ყოფილი წევრებისა თუ მომხრეების, რომლებისთვისაც სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია ბევრ შინაგან ჭმუნვას უკავშირდება (სიღრმეში არ წავალ), მაგრამ როგორ შეიძლება "ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვას თავისი ასი ათასობით მხარდამჭერის მოთხოვნაზე - გადაიდგას მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის - სრულიად გაუგებარია.

პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის უკან გადაწევა ასუსტებს ენთუზიაზმს და საბრძოლო განწყობას თავად "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში. მხარდამჭერების ასეთი განწყობა პარტიას წარმოაჩენს სუსტად. ეს კი არავის ინტერესში წარმოადგენს, ვისაც ესმის საერთო ეროვნულ ბრძოლაში "ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორის მნიშვნელობა;

არ მომწონს, რა სახეც მიიღო "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებმა. ამაზე წუხს არა მხოლოდ თავად "ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერი, არამედ ისინიც, ვისაც ესმის რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ფორმაში ყოფნა საერთო ოპოზიციურ სიძლიერეს ნიშნავს, მისი სისუსტე - საერთო ოპოზიციურ სისუსტეს.

ამ სახის "საარჩევნო კამპანიას“ ის საშიშროება ახლავს, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება შეუძლებელი გახდეს გამარჯვებულისა და დამარცხებულის მიერ ბრძოლის ერთად გაგრძელება ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პარტიას მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის საკვანძო აქტორად აქცევს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. მომავალ ბრძოლაში - საარჩევნო ყუთთან იქნება ეს თუ ქუჩაში - მნიშვნელოვანი იქნება "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული რესურსის ორგანიზებულობა და დისციპლინა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფართო სახალხო მხარდაჭერა, რაც ნაციონალური მოძრაობის მომავალი ლიდერის ფართო კავშირებმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დანიშნულებაც და მასში მონაწილეობის მიზანშეწონილობაც იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რა უწყობს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას. ამასთან, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს და არა "ოცნებისთვის“ დამახასიათებელი "ტალახის სროლის“ რეჟიმში; და იქნება თუ არა კარი ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელმაც პარტია დღევანდელი არასასურველი მდგომარეობიდან უფრო ძლიერი უნდა გამოიყვანოს“, - წერს ჭიაბერაშვილი.