სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს" - ხიდაშელი
"თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს" - ხიდაშელი

თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს მარ­თლა საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი, ვინც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მისი შე­წყა­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლის თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვის სი­ცო­ცხლე­საც სა­პა­ტიმ­რო­ში საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

"რო­გო­რი ოპო­ნენ­ტიც არ უნდა ვიყო მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მის მი­მართ ნუ­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სენ­ტი­მენ­ტი მაქვს, თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ მის სი­ცო­ცხლეს მარ­თლა საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი, ვინც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­უ­წო­დებს მისი შე­წყა­ლე­ბის­კენ. არ­სე­ბობს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი ქვეყ­ნის წი­ნა­შე და ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კი არ ეხე­ბა, ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს შე­ე­ხე­ბა, რომ­ლის სი­ცო­ცხლე­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში, ამი­ტომ აქვს ზუს­ტად პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რომ ის იმ­სა­ხუ­რებს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ამ უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

თინა ხი­და­შელ­მა გა­და­ცე­მა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

მისი თქმით, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს, „ყო­ველ­გვა­რი ნიღ­ბე­ბის და შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე“ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა.

„მე არ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, არც ასეთს, არც - ისეთს, არც მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სას, არც მე­ლი­ა­სას. არ მაქვს არა­ნა­ი­რი სენ­ტი­მენ­ტი მათ მი­მართ, ამი­ტომ არ მა­ინ­ტე­რე­სებს იქ რა მოხ­დე­ბა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ფორ­მა­ლუ­რად თუ არა­ფორ­მა­ლუ­რად, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ პარ­ტი­ის ხე­ლი­სუ­ფა­ლი თუ გახ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არსი და რაც არის მათი მო­ტი­ვა­ცია ყო­ველ­დღი­ურ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სი­ყალ­ბე, იმი­ჯის­მაგ­ვა­რი, რომ­ლის შე­ძე­ნა­საც პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლო­ბენ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს თე­ო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბიც დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა. მე­რა­ბიშ­ვი­ლი თუ გა­ი­მარ­ჯვებს ამ პრო­ცეს­ში, უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გე­ბა, ყო­ველ­გვა­რი ნიღ­ბე­ბის და შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასიკო კეჟერაძე
1

ეეეჰ ბიძინა, რამდენი შეცდომა გაქვს დაშვებული. ეს როგორ უნდა იღებდეს ხმას

მართალი
1

რაც ამან და ამის ქმარმა ქონება მოხვეჭეს, ამათ შვილთაშვილიშვილებსაც ეყოფათ. ამიტომ აქვს გრძელი ენა😛

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს" - ხიდაშელი

"თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს" - ხიდაშელი

თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვის სიცოცხლესაც საპატიმროში საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას იმსახურებს.

"როგორი ოპონენტიც არ უნდა ვიყო მე მიხეილ სააკაშვილის და მის მიმართ ნულოვანი პოლიტიკური სენტიმენტი მაქვს, თუ დადასტურდება, რომ მის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს მისი შეწყალებისკენ. არსებობს ჰუმანიტარული ამოცანები ქვეყნის წინაშე და ეს მიხეილ სააკაშვილს კი არ ეხება, ნებისმიერ პატიმარს შეეხება, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება საპატიმროში, ამიტომ აქვს ზუსტად პრეზიდენტს შეწყალების უფლება, რომ ის იმსახურებს, რომ პრეზიდენტმა ამ უფლებით ისარგებლოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილი გაიმარჯვებს, „ყოველგვარი ნიღბების და შელამაზების გარეშე“ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„მე არ ვგულშემატკივრობ „ნაცმოძრაობას“, არც ასეთს, არც - ისეთს, არც მერაბიშვილისას, არც მელიასას. არ მაქვს არანაირი სენტიმენტი მათ მიმართ, ამიტომ არ მაინტერესებს იქ რა მოხდება. სიმართლე რომ გითხრათ, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მერაბიშვილი ამ პარტიის ხელისუფალი თუ გახდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადასტურება იმისა, რაც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ არსი და რაც არის მათი მოტივაცია ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. სიყალბე, იმიჯისმაგვარი, რომლის შეძენასაც პერიოდულად ცდილობენ ამ წლების განმავლობაში, ეს თეორიული ამბებიც დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მერაბიშვილი თუ გაიმარჯვებს ამ პროცესში, უბრალოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ყოველგვარი ნიღბების და შელამაზების გარეშე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.