საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი რესპირატორული ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მიმდინარე პერიოდში საქართველოში და როგორია ზოგადი ეპიდვითარება - რას აცხადებს თამარ გაბუნია
რომელი რესპირატორული ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მიმდინარე პერიოდში საქართველოში და როგორია ზოგადი ეპიდვითარება - რას აცხადებს თამარ გაბუნია

მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ცირ­კუ­ლი­რებს რი­ნო­ვირუ­სი და რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, უფრო და­ბალ პრო­ცენ­ტშია ადე­ნო­ვირუ­სი და ძა­ლი­ან მცი­რე 5%-ია ე.წ. გრი­პის ვირუ­სი - გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ქსე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ვირუ­სე­ბის ცირ­კუ­ლა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით წელს არ გან­სხვავ­დე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის­გან, ანუ იმ ვირუ­სე­ბის ცირ­კუ­ლა­ცი­ის­გან და იმ ტი­პე­ბის­გან, რო­მე­ლიც ჩვენ გა­სულ წლებ­შიც გვქონ­და“.

"მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ცირ­კუ­ლი­რებს რი­ნო­ვირუ­სი და რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, უფრო და­ბალ პრო­ცენ­ტშია ადე­ნო­ვირუ­სი და ძა­ლი­ან მცი­რე 5%-ია ე.წ. გრი­პის ვირუ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა ჰონგ-კონ­გის ვირუ­სის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია იმ მდგო­მა­რე­ო­ბის, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ გვაქვს. ჰონგ-კონ­გის ვირუ­სის და­სა­ხე­ლე­ბა ის­ტო­რი­უ­ლია, 1968-1969 წელს იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ის სა­ხით და მას შემ­დეგ მისი გავ­რცე­ლე­ბა არ­სად მსოფ­ლი­ო­ში არ ყო­ფი­ლა და ეს ვირუ­სი არის ასე­ვე რუ­ტი­ნუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცირ­კუ­ლა­ცი­ის ვირუ­სი, რო­მელ­საც რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კი არ ახ­ლავს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ამ ვირუ­სებს შო­რის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, - კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში არც აქვს ამას ღი­რე­ბუ­ლე­ბა და არც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ვირუ­სებს შო­რის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა. მთა­ვა­რი არის ის, რომ თუ ბავ­შვს აქვს სი­ცხე, მან უნდა გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია ოჯა­ხის ექიმ­თან და მშო­ბელ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მარ­თოს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუ ბავ­შვს არ აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ვირუ­სე­ბი სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმ ბავ­შვებ­ში, რომ­ლებ­საც აქვთ თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ასეთ დროს სა­ჭი­როა მეტი ინ­ტე­რე­სი თა­ვის დაც­ვის­თვის, ისევ და ისევ ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა, დის­ტან­ცია, ავად თუ არის, სკო­ლა­ში არ უნდა გა­ვუშ­ვათ და იგი­ვეა მოზ­რდი­ლებ­ზეც. გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ქსე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ სი­ცხი­ა­ნი ბავ­შვი შე­ა­ფა­სოს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თოს ბი­ნა­ზე. თუ ბავ­შვს არ აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში, მისი გა­დაყ­ვა­ნა ზედ­მე­ტი სტრე­სია რო­გორც ოჯა­ხის­თვის, ასე­ვე ბავ­შვის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რომელი რესპირატორული ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მიმდინარე პერიოდში საქართველოში და როგორია ზოგადი ეპიდვითარება - რას აცხადებს თამარ გაბუნია

რომელი რესპირატორული ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მიმდინარე პერიოდში საქართველოში და როგორია ზოგადი ეპიდვითარება - რას აცხადებს თამარ გაბუნია

მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, უფრო დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ძალიან მცირე 5%-ია ე.წ. გრიპის ვირუსი - განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებული და მომზადებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ვირუსების ცირკულაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით წელს არ განსხვავდება გასული წლებისგან, ანუ იმ ვირუსების ცირკულაციისგან და იმ ტიპებისგან, რომელიც ჩვენ გასულ წლებშიც გვქონდა“.

"მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, უფრო დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ძალიან მცირე 5%-ია ე.წ. გრიპის ვირუსი. რაც შეეხება ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია იმ მდგომარეობის, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ჰონგ-კონგის ვირუსის დასახელება ისტორიულია, 1968-1969 წელს იყო გავრცელებული ეპიდემიის სახით და მას შემდეგ მისი გავრცელება არსად მსოფლიოში არ ყოფილა და ეს ვირუსი არის ასევე რუტინული, ჩვეულებრივი ცირკულაციის ვირუსი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ან განსაკუთრებული რისკი არ ახლავს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ვირუსებს შორის დიფერენცირება, - კლინიკურ პრაქტიკაში არც აქვს ამას ღირებულება და არც არის შესაძლებელი ამ ვირუსებს შორის დიფერენცირება. მთავარი არის ის, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და მშობელმა ჩვეულებრივად მართოს მისი მდგომარეობა, თუ ბავშვს არ აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. ვირუსები საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები და ასეთ დროს საჭიროა მეტი ინტერესი თავის დაცვისთვის, ისევ და ისევ ხელის ჰიგიენა, დისტანცია, ავად თუ არის, სკოლაში არ უნდა გავუშვათ და იგივეა მოზრდილებზეც. განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებული და მომზადებულია იმისთვის, რომ სიცხიანი ბავშვი შეაფასოს და მისი მდგომარეობა მართოს ბინაზე. თუ ბავშვს არ აქვს რაიმე თანმხლები მძიმე დაავადება ჰოსპიტალში, მისი გადაყვანა ზედმეტი სტრესია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.