Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს
ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, ეგ­ვიპ­ტე­ში, Taposiris Magna-ს სა­ლო­ცა­ვის ქვეშ, უძ­ვე­ლე­სი "სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბი" აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც მათი ვა­რა­უ­დით, დე­დო­ფალ კლე­ო­პატ­რას სა­მარხთან უნდა მივ­ყავ­დეთ.

ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხადes, რომ უზარ­მა­ზა­რი გვი­რა­ბი ეგ­ვიპ­ტელ-დო­მი­ნი­კელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ალექ­სან­დრი­ის და­სავ­ლე­თით, Taposiris Magna-ს ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თხრე­ბი­სას იპო­ვეს.

ეგ­ვიპ­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, დოქ­ტორ მუს­ტა­ფა ვა­ზი­რის თქმით, მი­წი­დან 12 მეტ­რის სიღ­რმე­ში გაყ­ვა­ნი­ლი გვი­რა­ბის ჭე­რის სი­მაღ­ლე 2 მეტ­რამ­დეა, მისი სიგ­რძე კი 1.3 კმ-ია.

სა­ლო­ცა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ად­რე­უ­ლი გა­თხრე­ბი­სას მო­ნე­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლებ­ზეც დე­დო­ფალ კლე­ო­პატ­რა­სა და ალექ­სან­დრე დი­დის სა­ხე­ლე­ბი იყო ამოტვიფ­რუ­ლი. აქვე იყო და­მარ­ხუ­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი ღმერ­თის, ოსი­რი­სის ქან­და­კე­ბაც.

ზოგ მკვლე­ვარს სჯე­რა, რომ გვი­რაბს კლე­ო­პატ­რას სა­მარ­ხამ­დე მივ­ყა­ვართ.

Taposiris Magna-ს ტა­ძა­რი

რო­ლანდ ენ­მარ­ხი, ლი­ვერ­პუ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის უფ­რო­სი ლექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც გვი­რა­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ლი­გი­უ­რი ად­გი­ლი იყო, რო­მე­ლიც ძვ.წ. III სა­უ­კუ­ნე­ში და­ფუძნ­და. "ეს უშ­ვე­ლე­ბე­ლი გვი­რა­ბი სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნაა, თუმ­ცა, მისი ფუნ­ქცია ჯერ კი­დევ და­სად­გე­ნია.

თუ დე­დო­ფა­ლი კლე­ო­პატ­რა ნამ­დვი­ლად აქაა და­მარ­ხუ­ლი ეს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს ენ­მარ­ხი.

წყა­რო:nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს

ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს

არქეოლოგებმა, ეგვიპტეში, Taposiris Magna-ს სალოცავის ქვეშ, უძველესი "საიდუმლო გვირაბი" აღმოაჩინეს, რომელსაც მათი ვარაუდით, დედოფალ კლეოპატრას სამარხთან უნდა მივყავდეთ.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროში განაცხადes, რომ უზარმაზარი გვირაბი ეგვიპტელ-დომინიკელმა არქეოლოგებმა ალექსანდრიის დასავლეთით, Taposiris Magna-ს ტაძრის ტერიტორიის გათხრებისას იპოვეს.

ეგვიპტის არქეოლოგიის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, დოქტორ მუსტაფა ვაზირის თქმით, მიწიდან 12 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბის ჭერის სიმაღლე 2 მეტრამდეა, მისი სიგრძე კი 1.3 კმ-ია.

სალოცავის ტერიტორიაზე ჩატარებული ადრეული გათხრებისას მონეტები აღმოაჩინეს, რომლებზეც დედოფალ კლეოპატრასა და ალექსანდრე დიდის სახელები იყო ამოტვიფრული. აქვე იყო დამარხული ეგვიპტური ღმერთის, ოსირისის ქანდაკებაც.

ზოგ მკვლევარს სჯერა, რომ გვირაბს კლეოპატრას სამარხამდე მივყავართ.

Taposiris Magna-ს ტაძარი

როლანდ ენმარხი, ლივერპულის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის ფაკულტეტის უფროსი ლექტორი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც გვირაბი აღმოაჩინეს, მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილი იყო, რომელიც ძვ.წ. III საუკუნეში დაფუძნდა. "ეს უშველებელი გვირაბი საოცარი აღმოჩენაა, თუმცა, მისი ფუნქცია ჯერ კიდევ დასადგენია.

თუ დედოფალი კლეოპატრა ნამდვილად აქაა დამარხული ეს ამაღელვებელი და მოულოდნელიც კი იქნება“, - აცხადებს ენმარხი.

წყარო:nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა