სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც" - რას მოიტანს რუსეთის გავლენის შესუსტება და დასავლეთის მედიატორობა სამხრეთ კავკასიაში?
"სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც" - რას მოიტანს რუსეთის გავლენის შესუსტება და დასავლეთის მედიატორობა სამხრეთ კავკასიაში?

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­სავ­ლე­თი ჩა­ერ­თო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ პრა­ღა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­თან ოთხმხრი­ვი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ევ­რო­პის მსგავ­სად, აშშ-ც მხარს უჭერს პირ­და­პირ დი­ა­ლოგს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის და მი­იჩ­ნევს, რომ ეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მშვი­დო­ბის გა­სა­ღე­ბია, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან, ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მოვ­სა და არა­რატ მირ­ზო­ი­ან­თან ვა­შინგტონ­ში შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე მი­ნის­ტრებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რეს მო­საზ­რე­ბე­ბი შე­საძ­ლო სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ და აღი­ა­რეს, რომ ჯერ კი­დევ არის მთე­ლი რიგი გა­და­საჭ­რე­ლი სა­კი­თხე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ და­აჩ­ქა­რონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და გა­მარ­თონ მო­რი­გი შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გიორ­გი გობ­რო­ნი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ეს პრო­ცე­სი პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ რე­გი­ონ­ში ძი­რი­თად მო­თა­მა­შედ მიჩ­ნე­უ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი ცალ­სა­ხად შე­სუს­ტე­ბუ­ლია, ხოლო და­სავ­ლე­თის გაზ­რდი­ლი როლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ­თვი­საც აჩენს რიგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

"ამ პრო­ცეს­ში და­სავ­ლე­თის ჩარ­თუ­ლო­ბა დღეს იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა. ეს პირ­და­პი­რი შე­დე­გია იმი­სა, რომ რე­გი­ონ­ში ძი­რი­თად მო­თა­მა­შედ (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის) მიჩ­ნე­უ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი ცალ­სა­ხად შე­სუს­ტე­ბუ­ლია. ეს აიხ­სე­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ველ რიგ­ში, პუ­ტი­ნის იდი­ო­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეჭ­რი­ლი­ყო უკ­რა­ი­ნა­ში და და­ე­წყო ომი, რო­მელ­საც ვე­რას­დროს მო­ი­გებს. ამ ფონ­ზე ვხე­დავთ, რომ და­სავ­ლე­თი უფრო აქ­ტი­უ­რი ხდე­ბა. აქე­დან დას­კვნე­ბი უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ და ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ჩვენ­თვის:

1. და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, რაც პირ­და­პირ გა­დის ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ა­ზე;

2. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ იქ­ნებ შე­ვი­მუ­შა­ოთ სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კა და და­ვი­წყოთ ჩვენს მე­ზობ­ლებ­თა­ნაც სა­უ­ბა­რი, ვი­ნა­ი­დან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­სავ­ლე­თის გაზ­რდი­ლი როლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ­თვი­საც აჩენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ეს როლი თუ გა­იზ­რდე­ბა სხვა აქ­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ჩვენ­თვის შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ რაკი ტრა­დი­ცი­უ­ლად და­სავ­ლუ­რი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფოდ ვართ მიჩ­ნე­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია აქე­დან ჩვე­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის­თვის ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მოს შექ­მნა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გა­დის თუ არა სომ­ხე­თი რუ­სე­თის გავ­ლე­ნის­გან, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის, რომ სომ­ხეთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­და­ხედ­ვის სა­კი­თხი, ეს პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. სომ­ხეთს, ძი­რი­თა­დად, რუ­სეთ­ზე ჰქონ­და ბმა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ იყო ყა­რა­ბა­ღის მძე­ვა­ლი - რო­გორც არ უნდა შევ­ხე­დოთ, 1994 წელს ყა­რა­ბაღ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ სომ­ხე­თი აქ­ცია ამ გა­მარ­ჯვე­ბის მძევ­ლად, რა­მაც მისი სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რე­ბი პირ­და­პირ მი­ა­ჯაჭ­ვა რუ­სეთს და იზო­ლი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს რუ­სე­თის გავ­ლე­ნე­ბის შე­სუს­ტე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ სომ­ხეთს სჭირ­დე­ბა ახა­ლი ცენ­ტრის პოვ­ნა, რო­მელ­თა­ნაც ის და­ამ­ყა­რებს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ თქმა იმი­სა, რომ ის უკვე გა­მო­დის რუ­სუ­ლი ორ­ბი­ტი­დან, არის ნა­ად­რე­ვი, სომ­ხეთს ეს გა­უ­ჭირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა, მაგ­რამ, ეს პრო­ცე­სი რომ დას­რულ­დეს, კი­დევ უფრო მე­ტია სა­ჭი­რო.

ჯერ­ჯე­რო­ბით თვი­თონ სომ­ხე­თიც ცდი­ლობს, უკვე ცალ­სა­ხად პრო­რუ­სუ­ლი­დან მულ­ტი­ვექ­ტო­რულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე გა­და­ვი­დეს და მთლი­ა­ნა­დაც არ უგუ­ლე­ბელ­ყოს ის კავ­ში­რე­ბი, რაც აქვს, იმავდრო­უ­ლად, და­სავ­ლეთ­თან მო­სინ­ჯოს ნი­ა­და­გი და და­ი­წყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად რომ შევ­ხე­დოთ და რე­ა­ლის­ტუ­რი სკო­ლის თე­ო­რი­ე­ბის პრიზ­მა­ში გან­ვი­ხი­ლოთ, სომ­ხეთ-და­სავ­ლე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბა პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სომ­ხურ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც. ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ: გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თის­თვის სომ­ხე­თი ღი­რე­ბუ­ლია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ სომ­ხე­თის ჩრდი­ლო­ეთ გაგ­რძე­ლე­ბად, ხოლო სომ­ხე­თი - სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრეთ გაგ­რძე­ლე­ბად იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე სომ­ხე­თი კვლავ იზო­ლი­რე­ბუ­ლია და, იმავდრო­უ­ლად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თად შეძ­ლე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლე­ნე­ბის და­ბა­ლან­სე­ბას. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სი“.

კი­თხვა­ზე, რა როლი აქვს ამ პრო­ცე­სებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და მა­შინ, როცა სომ­ხეთ­მაც კი და­სავ­ლე­თის­კენ იც­ვა­ლა კურ­სი, რას ნიშ­ნავს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აშშ-სა და და­სა­ვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, პო­ლი­ტო­ლო­გი პა­სუ­ხობს:

"ჩვე­ნი როლი ისაა, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ სამ­შვი­დო­ბო პრო­ცესს, შევ­ძლოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა სომ­ხეთ­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­თან და პა­რა­ლე­ლუ­რად, და­სა­ველთთან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თუ ვიწ­როდ გან­ვი­ხი­ლავთ რე­გი­ონს, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი არის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ორი­ვეს­თან, იმი­ტომ, რომ დაგ­ვჭირ­დეს, ერთი მე­ზობ­ლით უნდა შეგ­ვეძ­ლოს მე­ო­რეს და­ბა­ლან­სე­ბა. ფარ­თო რე­გი­ონ­ში ჩვენ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ღერ­ძი - თურ­ქე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ჩვენ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ღერ­ძია სა­ქარ­თვე­ლო- სომ­ხე­თი, სა­ქარ­თვე­ლო-ირა­ნი, პლუს - და­სავ­ლე­თი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ მარ­ტო ერთი მხა­რე ავირ­ჩი­ოთ და მორ­ჩა. მაგ­რამ ამას უნდა კარ­გი და სწო­რი და­გეგ­მვა და გა­კე­თე­ბა და არა ისე, რო­გორც ამას ვა­კე­თებთ.

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს აკე­თებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კომ­პე­ტენ­ცი­ის, ან და­უც­ვე­ლო­ბის დი­ლე­მის პრობ­ლე­მაა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის პრო­ცეს­ში მო­დის კონ­ფლიქ­ტში ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­ტე­რე­სებ­თან. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის რუ­სე­თის აგენ­ტი და ა.შ. (რო­გორც უყ­ვართ სა­უ­ბა­რი), ვი­ტყვი იმას, რომ ის თა­ვი­სი თა­ვის აგენ­ტია. პი­რო­ბი­თად, ხვალ რომ და­სავ­ლეთ­მა უთხრას, რო­გორც სა­უ­დის არა­ბე­თის მე­ფეა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პოსტზე იყა­ვით და ისე ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ თქვენ­თა­ნო, და­მი­ჯე­რეთ, ამათ­ზე მე­ტად და­სავ­ლე­თი არა­ვის ეყ­ვა­რე­ბა. ჩვენ­თან სა­უ­ბა­რია დე­მოკ­რა­ტი­ულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, ხომ გვინ­და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა? რო­გორც სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ჩვენ­თან რომ იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქია და მა­სა­ვით რომ არ გვინ­დო­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­ეხ­სნე­ბო­და და, შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლე­თის მი­მართ სხვა რი­ტო­რი­კა ექ­ნე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე ეს რი­ტო­რი­კა არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­ტომ, რომ და­სავ­ლეთ­ში უფრო დიდ საფრ­თხეს ხე­დავს, მის პო­ზი­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შექ­მნას.

ამ ადა­მი­ა­ნებს იმის პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა აქვთ, რომ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი შე­ა­ფა­სონ, მერე გა­და­ა­ფა­სონ და სა­ერ­თოდ რამე და­ა­ლა­გონ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში? ამათ აქვთ ერ­თა­დერ­თი ორი­ენ­ტი­რი - კარ­გად სხე­დან, კარ­გად ცხოვ­რო­ბენ და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, ფი­ნან­სებ­ზე და ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე აქვთ წვდო­მა და ამი­ტომ ჩათ­ვა­ლეს, რომ რა­ღა­ცა­ში აზრი მო­ე­კი­თხე­ბათ, თო­რემ რო­მე­ლი ერთი მყავს მანდ ტა­ლე­ი­რა­ნი, ან ლო­თარ მე­ტერ­ნი­ხი? ელე­მენ­ტა­რუ­ლად, პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მებს რომ გა­და­ხე­დოთ, დე­პუ­ტა­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის კი არა და, ერუ­დი­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვთ, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნი არ აქვთ წა­კი­თხუ­ლი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში. რო­მელ ორი­ენ­ტი­რებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან პო­ლი­ტი­კის შემ­მუ­შა­ვებ­ლე­ბი და ტერ­მი­ნი - პო­ლი­ტი­კა შე­უძ­ლი­ათ გან­მარ­ტონ სა­ერ­თოდ? ესე­ნი უყუ­რე­ბენ მარ­ტი­ვად, მთა­ვა­რია, ხვალ იყ­ვნენ კარ­გად. სამ­წუ­ხა­რო პრობ­ლე­მა ისაა, რომ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია გვაქვს ოპო­ზი­ცი­ის 90%-ში, ანუ სე­რი­ო­ზუ­ლი ნაკ­ლე­ბო­ბაა ერუ­დი­ცი­ის, უნა­რე­ბის, ხედ­ვე­ბის, ხა­რის­ხი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის და ერ­თა­დერ­თი რა­ღა­ცის სურ­ვი­ლი რაც არის, იყ­ვნენ კარ­გად, რო­გორც არი­ან. დგა­ნან და ხალ­ხს ხან პურს ეს­ვრი­ან, ხან - სა­ნა­ხა­ო­ბას, ქა­რე­ლო­ბა, კას­პო­ბა და ლა­მი­საა მი­საქ­ცი­ე­ლო­ბა აღ­ნიშ­ნონ. დღეს ერეკ­ლე­ო­ბა მო­ინ­დო­მეს... მე­ფეს არა­ფერს ვერ­ჩი, მაგ­რამ აქამ­დე ის არა­ვის ახ­სოვ­და, ორი წლის წინ მისი 300 წლის­თა­ვი არ გა­ახ­სენ­დათ და დღეს გა­ახ­სენ­დათ? ესენი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ტუ­ტუ­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­აგ­ნეს ფუ­ლის კე­თე­ბის გზას, ფუ­ლის კე­თე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, ამას უყუ­რებს მთე­ლი ერი და ამათ უნდა მოვ­კი­თხოთ ის, რომ სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კა და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა შე­ი­მუ­შა­ონ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­რონ და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ? ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მათი ფან­ტა­ზია იმის იქით არ წა­ვი­და, რომ შექ­მნეს რა­ღა­ცა უაზ­რო, "სპო­ი­ლე­რი პარ­ტია“, "ხალ­ხის ძალა“, თუ რა­ღა­ცა და ახლა და­სავ­ლეთ­თან წავა პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, აი, ჩვენ თუ არ ვი­ქე­ნით, აგერ, შე­იძ­ლე­ბა ესე­ნი მო­ვიდ­ნენ, ამი­ტომ ისევ ჩვენ­თან ჯო­ბია კო­მუ­ნი­კა­ცი­აო... კი, ზო­გა­დად, და­სავ­ლეთ­თა­ნაც პრინ­ცი­პუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ პარტნი­ორ­თან პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და იდი­ო­ტუ­რი მოქ­ცე­ვა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბია. რი­ტო­რი­კის დო­ნე­ზე, რაც უნ­დათ, ის ულა­პა­რა­კი­ათ, მთა­ვა­რია, რას აკე­თე­ბენ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო იყოს ბელ­გია, ლუქ­სემ­ბურ­გი, კა­ნა­და, ნი­დერ­ლან­დე­ბი და ა.შ. მაგ­რამ გვყავს ირა­ნი, რუ­სე­თი, სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ამ რე­გი­ონ­ში ვცხოვ­რობთ და, გინ­და, არ გინ­და, მათ­თან ყვე­ლას­თან გვჭირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, მთა­ვა­რია, რა პო­ზი­ცი­ით მი­დი­ხარ და ზურგს უკან რა გი­მაგ­რებს“, - ამ­ბობს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

მცდარი ანალიზია. "ოცნებისა' და "ხალხის ძალა"-ს არმოწონებაა მასში დომინანტური . სომხეთიც, აზერბაიჯანიც,ა.შ.შ და სხვანიც თავის ინტერესებს ატარებენ-ეს არახალია. ევროპა კავკასიაზე არაა ორიენტირებული.არც ადრე იყო,ამიტომ გვექცევა ასე აგდებულად.სამაგიეროდ, სხვა დიდი ქვეყნები კარგად ხვდებიან კავკასიის მნიშვნელობას და საქართველოს მომგებიან ადგილმდებარეობას,რაც დიდი კოზირია ჩვენთთვის.

!
0

ოო, რადგან დასავლეთი ჩაერთო მხოლოდ აღმშენებლობა და აღმშენებლობა!! ...რაც ჩრდილოეთის დათვმა დააკლო, იმას დასავლეთის მელა დაამატებს. ...და ასევე აზიელთა ცბიერებაც დამატებული

ავტორი:

"სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც" - რას მოიტანს რუსეთის გავლენის შესუსტება და დასავლეთის მედიატორობა სამხრეთ კავკასიაში?

"სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც" - რას მოიტანს რუსეთის გავლენის შესუსტება და დასავლეთის მედიატორობა სამხრეთ კავკასიაში?

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთი ჩაერთო. რამდენიმე დღის წინ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოთხმხრივი შეხვედრა გამართა.

ევროპის მსგავსად, აშშ-ც მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან ვაშინგტონში შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების დეტალების შესახებ და აღიარეს, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გადასაჭრელი საკითხები. ამასთანავე, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვეუბნება, ეს პროცესი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ რეგიონში ძირითად მოთამაშედ მიჩნეული რუსეთის ფედერაციის პოზიციები ცალსახად შესუსტებულია, ხოლო დასავლეთის გაზრდილი როლი სამხრეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით, საბოლოოდ, ჩვენთვისაც აჩენს რიგ შესაძლებლობებს.

"ამ პროცესში დასავლეთის ჩართულობა დღეს იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ რეგიონში ძირითად მოთამაშედ (ყოველ შემთხვევაში - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) მიჩნეული რუსეთის ფედერაციის პოზიციები ცალსახად შესუსტებულია. ეს აიხსენება გარკვეული პროცესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, პუტინის იდიოტური გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეჭრილიყო უკრაინაში და დაეწყო ომი, რომელსაც ვერასდროს მოიგებს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ დასავლეთი უფრო აქტიური ხდება. აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ის შესაძლებლობები გამოვიყენოთ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთვის:

1. დასავლეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ გადის ქვეყნის დემოკრატიზაციაზე;

2. ერთხელ და სამუდამოდ იქნებ შევიმუშაოთ სამეზობლო პოლიტიკა და დავიწყოთ ჩვენს მეზობლებთანაც საუბარი, ვინაიდან საბოლოო ჯამში, დასავლეთის გაზრდილი როლი სამხრეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით, ჩვენთვისაც აჩენს შესაძლებლობებს.

ეს როლი თუ გაიზრდება სხვა აქტორების მეშვეობით, თავისთავად ცხადია, ჩვენთვის შეიძლება გაჩნდეს ახალი გამოწვევები, მაგრამ რაკი ტრადიციულად დასავლური თანამეგობრობის პარტნიორ სახელმწიფოდ ვართ მიჩნეული, შესაბამისად, შეგვიძლია აქედან ჩვენი ნაციონალური ინტერესების დაცვისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. მთლიანობაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, გადის თუ არა სომხეთი რუსეთის გავლენისგან, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სომხეთში აუცილებლად დადგება სტრატეგიული არჩევანის გადახედვის საკითხი, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. სომხეთს, ძირითადად, რუსეთზე ჰქონდა ბმა, გამომდინარე იქიდან, რომ იყო ყარაბაღის მძევალი - როგორც არ უნდა შევხედოთ, 1994 წელს ყარაბაღში გამარჯვებამ სომხეთი აქცია ამ გამარჯვების მძევლად, რამაც მისი საგარეო ორიენტირები პირდაპირ მიაჯაჭვა რუსეთს და იზოლირებული აღმოჩნდა. შესაბამისად, დღეს რუსეთის გავლენების შესუსტება ნიშნავს იმას, რომ სომხეთს სჭირდება ახალი ცენტრის პოვნა, რომელთანაც ის დაამყარებს მჭიდრო ურთიერთობას, მაგრამ თქმა იმისა, რომ ის უკვე გამოდის რუსული ორბიტიდან, არის ნაადრევი, სომხეთს ეს გაუჭირდება. პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ, ეს პროცესი რომ დასრულდეს, კიდევ უფრო მეტია საჭირო.

ჯერჯერობით თვითონ სომხეთიც ცდილობს, უკვე ცალსახად პრორუსულიდან მულტივექტორულ დიპლომატიაზე გადავიდეს და მთლიანადაც არ უგულებელყოს ის კავშირები, რაც აქვს, იმავდროულად, დასავლეთთან მოსინჯოს ნიადაგი და დაიწყოს თანამშრომლობა. გეოპოლიტიკურად რომ შევხედოთ და რეალისტური სკოლის თეორიების პრიზმაში განვიხილოთ, სომხეთ-დასავლეთის თანამშრომლობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული სომხურ-ქართულ ურთიერთობებზეც. ამაში ვგულისხმობ: გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კოლექტიური დასავლეთისთვის სომხეთი ღირებულია იმდენად, რამდენადაც შეიძლება საქართველო წარმოვიდგინოთ სომხეთის ჩრდილოეთ გაგრძელებად, ხოლო სომხეთი - საქართველოს სამხრეთ გაგრძელებად იმიტომ, რომ საქართველოს გარეშე სომხეთი კვლავ იზოლირებულია და, იმავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, სომხეთი და საქართველო ერთად შეძლებენ აზერბაიჯანის გავლენების დაბალანსებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური ბალანსი“.

კითხვაზე, რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს და მაშინ, როცა სომხეთმაც კი დასავლეთისკენ იცვალა კურსი, რას ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების აგდებული დამოკიდებულება აშშ-სა და დასაველი პარტნიორების მიმართ, პოლიტოლოგი პასუხობს:

"ჩვენი როლი ისაა, რომ ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, შევძლოთ თანამშრომლობის გაღრმავება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და პარალელურად, დასაველთთან. საბოლოო ჯამში, თუ ვიწროდ განვიხილავთ რეგიონს, ჩვენი ინტერესი არის კარგი ურთიერთობა ორივესთან, იმიტომ, რომ დაგვჭირდეს, ერთი მეზობლით უნდა შეგვეძლოს მეორეს დაბალანსება. ფართო რეგიონში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ღერძი - თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო ღერძია საქართველო- სომხეთი, საქართველო-ირანი, პლუს - დასავლეთი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მარტო ერთი მხარე ავირჩიოთ და მორჩა. მაგრამ ამას უნდა კარგი და სწორი დაგეგმვა და გაკეთება და არა ისე, როგორც ამას ვაკეთებთ.

ჩვენი ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს, ხელისუფლებაში კომპეტენციის, ან დაუცველობის დილემის პრობლემაა - ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების პროცესში მოდის კონფლიქტში ნაციონალურ ინტერესებთან. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენი ხელისუფლება არის რუსეთის აგენტი და ა.შ. (როგორც უყვართ საუბარი), ვიტყვი იმას, რომ ის თავისი თავის აგენტია. პირობითად, ხვალ რომ დასავლეთმა უთხრას, როგორც საუდის არაბეთის მეფეა, მთელი ცხოვრება პოსტზე იყავით და ისე ვითანამშრომლებ თქვენთანო, დამიჯერეთ, ამათზე მეტად დასავლეთი არავის ეყვარება. ჩვენთან საუბარია დემოკრატიულ ტრადიციებზე, ხომ გვინდა ევროკავშირის წევრობა? როგორც საუდის არაბეთში, ჩვენთან რომ იყოს აბსოლუტური მონარქია და მასავით რომ არ გვინდოდეს ევროკავშირში წევრობა, ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი პრობლემა მოეხსნებოდა და, შესაბამისად, დასავლეთის მიმართ სხვა რიტორიკა ექნებოდა. ამ ეტაპზე ეს რიტორიკა არ აქვს ხელისუფლებას იმიტომ, რომ დასავლეთში უფრო დიდ საფრთხეს ხედავს, მის პოზიციას შეიძლება საფრთხე შექმნას.

ამ ადამიანებს იმის პოლიტიკური ხედვა აქვთ, რომ გეოპოლიტიკური ორიენტირები შეაფასონ, მერე გადააფასონ და საერთოდ რამე დაალაგონ საგარეო პოლიტიკაში? ამათ აქვთ ერთადერთი ორიენტირი - კარგად სხედან, კარგად ცხოვრობენ და პრივილეგიებით სარგებლობენ, ფინანსებზე და ძალაუფლებაზე აქვთ წვდომა და ამიტომ ჩათვალეს, რომ რაღაცაში აზრი მოეკითხებათ, თორემ რომელი ერთი მყავს მანდ ტალეირანი, ან ლოთარ მეტერნიხი? ელემენტარულად, პარლამენტის სხდომებს რომ გადახედოთ, დეპუტატებს პოლიტიკური ხედვის კი არა და, ერუდიციის პრობლემა აქვთ, საკმარისი რაოდენობის წიგნი არ აქვთ წაკითხული გარდატეხის ასაკში. რომელ ორიენტირებზე ვლაპარაკობთ, ეს ადამიანები არიან პოლიტიკის შემმუშავებლები და ტერმინი - პოლიტიკა შეუძლიათ განმარტონ საერთოდ? ესენი უყურებენ მარტივად, მთავარია, ხვალ იყვნენ კარგად. სამწუხარო პრობლემა ისაა, რომ იგივე სიტუაცია გვაქვს ოპოზიციის 90%-ში, ანუ სერიოზული ნაკლებობაა ერუდიციის, უნარების, ხედვების, ხარისხიანი პოლიტიკის და ერთადერთი რაღაცის სურვილი რაც არის, იყვნენ კარგად, როგორც არიან. დგანან და ხალხს ხან პურს ესვრიან, ხან - სანახაობას, ქარელობა, კასპობა და ლამისაა მისაქციელობა აღნიშნონ. დღეს ერეკლეობა მოინდომეს... მეფეს არაფერს ვერჩი, მაგრამ აქამდე ის არავის ახსოვდა, ორი წლის წინ მისი 300 წლისთავი არ გაახსენდათ და დღეს გაახსენდათ? ესენი არიან ჩვეულებრივი გატუტუცებული ადამიანები, რომლებმაც მიაგნეს ფულის კეთების გზას, ფულის კეთებით არიან დაკავებულნი, ამას უყურებს მთელი ერი და ამათ უნდა მოვკითხოთ ის, რომ სამეზობლო პოლიტიკა და ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკა შეიმუშაონ, დემოკრატიული რეფორმები გაატარონ და ეკონომიკური პოლიტიკა გააუმჯობესონ? ელემენტარული, მათი ფანტაზია იმის იქით არ წავიდა, რომ შექმნეს რაღაცა უაზრო, "სპოილერი პარტია“, "ხალხის ძალა“, თუ რაღაცა და ახლა დასავლეთთან წავა პოზიციონირება, აი, ჩვენ თუ არ ვიქენით, აგერ, შეიძლება ესენი მოვიდნენ, ამიტომ ისევ ჩვენთან ჯობია კომუნიკაციაო... კი, ზოგადად, დასავლეთთანაც პრინციპულობაა საჭირო, მაგრამ პარტნიორთან პრინციპულობა და იდიოტური მოქცევა, განსხვავებული ცნებებია. რიტორიკის დონეზე, რაც უნდათ, ის ულაპარაკიათ, მთავარია, რას აკეთებენ. კარგი იქნებოდა, ჩვენი სამეზობლო იყოს ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, ნიდერლანდები და ა.შ. მაგრამ გვყავს ირანი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ რეგიონში ვცხოვრობთ და, გინდა, არ გინდა, მათთან ყველასთან გვჭირდება კომუნიკაცია, მთავარია, რა პოზიციით მიდიხარ და ზურგს უკან რა გიმაგრებს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.