საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის სწორად? - აბიტურიენტების კლუბი გაიხსნა
როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის სწორად? - აბიტურიენტების კლუბი გაიხსნა

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ შო­რის, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი სფე­როს შე­სას­წავ­ლად გვი­ა­ნი არას­დრო­საა, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა მა­ინც ის გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პია, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად ჩვენს მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს.

რო­გორ მი­ვი­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დროს? რე­ა­ლუ­რად გვაქვს თუ არა სიღ­რმი­სე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა იმ პრო­ფე­სი­ა­ზე, რომ­ლის არ­ჩე­ვა­საც ვგეგ­მავთ? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ შექ­მნა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბი, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მე-11 და მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში, არ­ჩე­ულ საგ­ნებ­ში უკეთ მომ­ზა­დე­ბა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის შრო­მა­ტე­ვა­დი პე­რი­ო­დის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­და­ტა­რე­ბა­სა და სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯე­რი, ხა­ტია მა­თი­კოშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რე­ბენ, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში, რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბა კლუ­ბი მათ და რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ამ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბი გავ­ხდეთ.

თუ პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა­ზე ფიქ­რს ახლა იწყებთ ან უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ

იმი­სათ­ვის, რომ მისი უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი და­ვი­ნა­ხოთ, ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო ნი­უ­ან­სის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყოთ და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის შე­სა­ხე­ბაც მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია, კი­თხვე­ბი პირ­და­პირ კონ­კრე­ტუ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს უნდა და­ვუს­ვათ.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­მა იზ­რუ­ნა, რომ მის წევ­რებს პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან მი­ე­წო­დე­ბო­დეთ.

კლუ­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი - ნინო და ხა­ტია - გან­მარ­ტა­ვენ, რომ თქვენ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუხს სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის­გან და წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან მი­ი­ღებთ, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­გეხ­მა­რე­ბათ:

„ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან რო­გორც სხვა­დას­ხვა სფე­როს წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ასე­ვე ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ისი­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან რო­გორც სა­მარ­თლის, ფსი­ქო­ლო­გი­ის, ბიზ­ნე­სის, ტუ­რიზ­მი­სა თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უკვე მდი­და­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვეს და ჩვენ­თვის სწო­რედ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ი­ზი­ა­რონ, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რაც ხელს შე­უ­წყობს მათ სწორ პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში.,“ - გან­მარ­ტა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, კლუ­ბი ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, რაც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას კი­დევ უფრო გა­გი­მარ­ტი­ვებთ

სხარ­ტად აზ­როვ­ნე­ბა, დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი, სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, კონ­ცენ­ტრა­ცია - ეს იმ უნა­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გჭირ­დე­ბათ. ყვე­ლა მათ­გა­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის კი დროა სა­ჭი­რო, ამი­ტომ რაც უფრო ადრე და­ი­წყებთ ამა­ზე ზრუნ­ვას, უკე­თეს შე­დე­გებს მი­ი­ღებთ.

რო­გორც ნინო და ხა­ტია გან­მარ­ტა­ვენ, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­ში, სა­დაც გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს შე­გიძ­ლი­ათ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მო­მავ­ლოდ რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რი­ცხე­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ვორ­ქშო­ფი, სტრე­სის მარ­თვის ტრე­ნინ­გე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­კურ­სე­ბი, ბა­ნა­კე­ბი, რაც სის­ხარ­ტე­სა და დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­გეხ­მა­რე­ბათ. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კლუ­ბის წევ­რებს გექ­ნე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბი იმ საგ­ნებ­ში, რო­მელ­თა ჩა­ბა­რე­ბა­საც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გეგ­მავთ.

კლუ­ბის წევ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­გეხ­მა­რე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად ცხოვ­რობთ და რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობთ, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის კარი თქვენ­თვის ღიაა. კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან რო­გორც რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებ­ში, ისე სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა­ში და თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სხვა პრო­ცე­სებ­ში.

„კლუ­ბი სრუ­ლად მორ­გე­ბუ­ლია რე­გი­ო­ნებ­ზე და არ­ცერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, შერ­ჩე­უ­ლი გვაქვს საქ­მი­ა­ნო­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი შეძ­ლებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ჩვენ გაც­ნო­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ თბი­ლის­ში, ასე­თი­ვე ვი­ზი­ტე­ბი გვექ­ნე­ბა რე­გი­ო­ნებ­შიც, სა­დაც პი­რა­დად შევ­ხვდე­ბით ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აბი­ტუ­რი­ენტს,“ - გან­მარ­ტა ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

კლუ­ბის ფსი­ქო­ლო­გი სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში შე­გი­წყობთ ხელს

დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლია. მის­გან გან­ტვირ­თვა კი სას­წავ­ლი მა­სა­ლის უკეთ ათ­ვი­სე­ბა­სა და გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­ში შე­იქ­მნა მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ფსი­ქო­ლო­გი ჩა­ა­ტა­რებს მისი წევ­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სე­სი­ებს გან­ტვირ­თვის, პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის, ბუ­ლინ­გი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფსი­ქო­ლოგს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ანუ თქვენ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ექ­ნე­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს სჯე­რათ, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორ გახ­დეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის წევ­რი?

ამი­სათ­ვის „ფე­ის­ბუქ­ზე“ უნდა მო­ძებ­ნოთ ჯგუ­ფი - „აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბი“, შე­ავ­სოთ პა­ტა­რა კი­თხვა­რი, სა­დაც ჩა­წერთ, რო­მე­ლი თუ კლა­სის მოს­წავ­ლე ხართ და რო­მელ სკო­ლას წარ­მო­ად­გენთ. მო­ნა­ცე­მე­ბის შევ­სე­ბის შემ­დეგ კი სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო გუნდს შე­უ­ერ­თდე­ბით.

ხა­ტია მა­თი­კოშ­ვი­ლი

ხა­ტია მა­თი­კოშ­ვი­ლის თქმით, იმი­სათ­ვის, რომ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს, თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას და­ი­წყე­ბენ ამ­ბა­სა­დო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ამ­ბა­სა­დო­რე­ბი კლუ­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს ახა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ მი­აწ­ვდი­ან დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, რა თქმა ინდა, თქვენც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში შე­გიძ­ლი­ათ, ამი­სათ­ვის უბ­რა­ლოდ უნდა გა­წევ­რი­ან­დეთ „აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­ში“.

#შე­იმ­სუ­ბუ­ქე­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა

#ალ­ტე­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი

#აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბისკლუ­ბი

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის სწორად? - აბიტურიენტების კლუბი გაიხსნა

როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის სწორად? - აბიტურიენტების კლუბი გაიხსნა

პროფესიის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის, რაც შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სფეროს შესასწავლად გვიანი არასდროსაა, აბიტურიენტობა მაინც ის გარდამტეხი ეტაპია, რომელიც უმეტესწილად ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ამ დროს? რეალურად გვაქვს თუ არა სიღრმისეული წარმოდგენა იმ პროფესიაზე, რომლის არჩევასაც ვგეგმავთ? - ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ „ალტე უნივერსიტეტმა“ შექმნა აბიტურიენტების კლუბი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ყველა საჭირო საკითხზე ინფორმაციის მოძიებაში, არჩეულ საგნებში უკეთ მომზადებაში, აბიტურიენტობის შრომატევადი პერიოდის საინტერესოდ გადატარებასა და სტრესის დაძლევაში დაეხმარება.

ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო სიხარულიძე და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ხატია მათიკოშვილი გვიზიარებენ, თუ რა პრობლემები ექმნებათ აბიტურიენტებს პროფესიის არჩევის პროცესში, როგორ დაეხმარება კლუბი მათ და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ საინტერესო და საჭირო გაერთიანების წევრები გავხდეთ.

თუ პროფესიის შერჩევაზე ფიქრს ახლა იწყებთ ან უკვე გადაწყვეტილი გაქვთ

იმისათვის, რომ მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები დავინახოთ, ყველა საინტერესო ნიუანსის შესახებ შევიტყოთ და კარიერული განვითარებისა და დასაქმების პერსპექტივის შესახებაც მივიღოთ ინფორმაცია, კითხვები პირდაპირ კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებს უნდა დავუსვათ.

„ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტების კლუბმა იზრუნა, რომ მის წევრებს პროფესიების შესახებ ინფორმაცია გამოცდილი პროფესიონალებისგან მიეწოდებოდეთ.

კლუბის კოორდინატორები - ნინო და ხატია - განმარტავენ, რომ თქვენ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს სხვადასხვა სფეროს გამოცდილი პროფესიონალებისგან, აკადემიური პერსონალისგან და წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღებთ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ:

„ამ პროცესში ჩაერთვებიან როგორც სხვადასხვა სფეროს წამყვანი პროფესიონალები, ასევე ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელთა წარმომადგენლობაც საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან როგორც სამართლის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის, ტურიზმისა თუ სხვა მიმართულებით. ამ ადამიანებმა უკვე მდიდარი პროფესიული გამოცდილება დააგროვეს და ჩვენთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი - აბიტურიენტებმა ისეთი ადამიანების რეკომენდაციები გაიზიარონ, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან, რაც ხელს შეუწყობს მათ სწორ პროფესიულ ორიენტაციაში.,“ - განმარტა აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სიხარულიძემ.

ნინო სიხარულიძე

აბიტურიენტებო, კლუბი ახალი უნარების შეძენაში დაგეხმარებათ, რაც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ

სხარტად აზროვნება, დროის მენეჯმენტი, სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება, კონცენტრაცია - ეს იმ უნარების არასრული ჩამონათვალია, რაც ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მისაღწევად გჭირდებათ. ყველა მათგანის გამომუშავებისთვის კი დროა საჭირო, ამიტომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამაზე ზრუნვას, უკეთეს შედეგებს მიიღებთ.

როგორც ნინო და ხატია განმარტავენ, „ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტების კლუბში, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მოსწავლეს შეგიძლიათ, იმის მიუხედავად, სამომავლოდ რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებით, ჩატარდება ბევრი საინტერესო ვორქშოფი, სტრესის მართვის ტრენინგები, საგანმანათლებლო კონკურსები, ბანაკები, რაც სისხარტესა და დროის მენეჯმენტის გამომუშავება-გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. უფრო კონკრეტულად, კლუბის წევრებს გექნებათ საინტერესო და სახალისო დავალებები იმ საგნებში, რომელთა ჩაბარებასაც ეროვნულ გამოცდებზე გეგმავთ.

კლუბის წევრობა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს

მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ და რომელ სკოლაში სწავლობთ, „ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტების კლუბის კარი თქვენთვის ღიაა. კლუბის წარმომადგენლები დაგეხმარებიან როგორც რეგისტრაციის პროცედურებში, ისე სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღებაში, სხვადასხვა პროფესიის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევაში და თქვენთვის მნიშვნელოვან სხვა პროცესებში.

„კლუბი სრულად მორგებულია რეგიონებზე და არცერთი აბიტურიენტის ადგილმდებარეობა პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან, შერჩეული გვაქვს საქმიანობის ჰიბრიდული მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი აბიტურიენტი შეძლებს მთელი საქართველოდან. ჩვენ გაცნობითი ღონისძიება უკვე ჩავატარეთ თბილისში, ასეთივე ვიზიტები გვექნება რეგიონებშიც, სადაც პირადად შევხვდებით ყველა დაინტერესებულ აბიტურიენტს,“ - განმარტა ნინო სიხარულიძემ.

კლუბის ფსიქოლოგი სტრესის დაძლევაში შეგიწყობთ ხელს

დატვირთული რეჟიმისა და დაძაბულობის გამო აბიტურიენტობა საკმაოდ სტრესულია. მისგან განტვირთვა კი სასწავლი მასალის უკეთ ათვისებასა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

აბიტურიენტების კლუბში შეიქმნა მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ფსიქოლოგი ჩაატარებს მისი წევრებისთვის საინტერესო სესიებს განტვირთვის, პრობლემების დაძლევის მექანიზმების, ბულინგისა და სხვა საკითხების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგს აბიტურიენტებთან ანუ თქვენთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც ექნება.

აბიტურიენტების კლუბის კოორდინატორებს სჯერათ, რომ წარმატების მისაღწევად განწყობის ამაღლება და დაძაბულობისგან გათავისუფლება აუცილებელია.

როგორ გახდეთ აბიტურიენტების კლუბის წევრი?

ამისათვის „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ ჯგუფი - „აბიტურიენტების კლუბი“, შეავსოთ პატარა კითხვარი, სადაც ჩაწერთ, რომელი თუ კლასის მოსწავლე ხართ და რომელ სკოლას წარმოადგენთ. მონაცემების შევსების შემდეგ კი საჭირო და საინტერესო გუნდს შეუერთდებით.

ხატია მათიკოშვილი

ხატია მათიკოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მუშაობის პროცესი ნაყოფიერი იყოს, თითოეულ რეგიონში საქმიანობას დაიწყებენ ამბასადორები, რომლებიც თავად აბიტურიენტები იქნებიან. ამბასადორები კლუბის კოორდინატორებს ახალი საჭიროებებისა და აქტუალური საკითხების შესახებ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება, რა თქმა ინდა, თქვენც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ, ამისათვის უბრალოდ უნდა გაწევრიანდეთ „აბიტურიენტების კლუბში“.

#შეიმსუბუქეაბიტურიენტობა

#ალტეუნივერსიტეტი

#აბიტურიენტებისკლუბი

R