პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამჟამად შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ... ვიღვიძებ დილის 6 საათზე" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?
"ამჟამად შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ... ვიღვიძებ დილის 6 საათზე" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?

თემო მე­ლი­ქი­ძე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ მისი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რა, ორ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან ერ­თად. ბელ­გი­ა­ში გაჩ­ნდა თე­მოს და. ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა და არც ეს შემ­თხვე­ვა იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მტკი­ცე ხა­სი­ა­თი­სა და ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის იმე­დით ახერ­ხებს "გა­დარ­ჩე­ნას".

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ამე­რი­კუ­ლი ბლო­კბას­ტერ­ში "პატ­რი­ო­ტის დღე­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლის პრე­მი­ე­რა 2016 წელს AFI Fest-ზე შედ­გა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი პი­ტერ ბერ­გია. თემო მე­ლი­ქი­ძე იქ ტე­რო­რის­ტის როლს თა­მა­შობს, რო­მელ­მაც 2013 წელს ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის დროს ტე­რაქ­ტი მო­ა­წყო. AFI Fest-ზე პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მე­ლი­ქი­ძე ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ო­ბებ­თან წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მოხ­ვდა.

მი­უ­ხე­და­ვად გა­ტა­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა ამ­ჯე­რად ჩვენს კი­თხვებს თემო მე­ლი­ქი­ძემ ლოს ან­ჯე­ლე­სი­დან უპა­სუ­ხა...

- თემო, რო­დის და რა­ტომ გა­ემ­გზავ­რა თქვე­ნი ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში ბელ­გი­ა­ში?

- ჩვე­ნი ოჯა­ხი რომ ბელ­გი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­შინ მხო­ლოდ ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი...

- რო­გო­რი იყო ოჯა­ხის­თვის ბელ­გი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, გან­სხვა­ვე­ბა მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს და მა­შინ­დელ ბელ­გი­ას შო­რის.. რო­გორ ახერ­ხებ­დით ქარ­თუ­ლის ცოდ­ნა ასე შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს რა იყო ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ახალ ქვე­ყა­ნას ად­ვი­ლად შე­ვეჩ­ვიე. ბელ­გია ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რია - ახა­ლი ენა, სხვა­ნა­ი­რი ხალ­ხი. სახ­ლში ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით, მშობ­ლე­ბი ქარ­თულ წერა-კი­თხვას გვას­წავ­ლიდ­ნენ. მე მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო მირ­ჩევ­ნია.

- სპორ­ტსმე­ნო­ბას და მსა­ხი­ო­ბო­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ?

- სპორ­ტის­თვის თავი არას­დროს და­მი­ნე­ბე­ბია, სპორ­ტმა ბევ­რი მას­წავ­ლა ცხოვ­რე­ბა­ში და მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­შიც დი­დად გა­მო­მად­გა.

- ამე­რი­კა­ში რო­დის და რო­გორ გა­ემ­გზავ­რეთ და წარ­მა­ტე­ბებს რამ­დე­ნად მალე მი­აღ­წი­ეთ...

- 2012 წელს ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი, New Yorkis Filmis Academia-ში scholarship მომ­ცეს... რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მა­ტე­ბებს, რამ­დე­ნად „მალე" სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხა­ვია... ძა­ლი­ან ძნე­ლი და ემო­ცი­უ­რი გზა იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად უნდა გჯე­რო­დეს შენი ოც­ნე­ბე­ბის, რომ არა­ფე­რი არ შე­გა­ჩე­რებს, არა­ფერ­მა შე­გა­ში­ნოს! რა თქმა უნდა, ჯერ კი­დევ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მე­ლის წინ...

- ჰო­ლი­ვუდ­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე გვი­თხა­რით...

- ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა მსურ­და, მაგ­რამ იქ სწავ­ლა 1 წელი და­ახ­ლო­ე­ბით 70 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბა და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და. ავ­ტო­ფა­რეხ­ში გა­და­ვი­ღე კლი­პე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­მე­რით და აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტთა შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გავ­გზავ­ნე. 2 თვის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ. მი­თხრეს, რომ კლი­პი მო­ე­წო­ნათ და აკა­დე­მი­ის და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და. არ მჯე­რო­და, წე­რი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კი­თხე. მერე ავი­ღე ვიზა, მო­ვი­კი­დე ზურგჩან­თა და წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში (იღი­მის).

ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლი­დან 1 წლის შემ­დეგ, თემო მე­ლი­ქი­ძე 326 სტუ­დენ­ტი­დან ერ­თა­დერ­თი იყო, ვი­საც ბროდ­ვე­ის თე­ატ­რში გა­დას­ვლა შეს­თა­ვა­ზეს. სპექ­ტაკ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­დან მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის შან­სე­ბი გა­ზარ­და. ნიუ-იორ­კი­დან მალე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და და ახლა უკვე იქ და­ე­ლო­და ახალ შანსს პრო­ფე­სი­ა­ში. თით­ქმის 3 თვე არა­ფე­რი ხდე­ბო­და. არა­ვის იც­ნობ­და, არც მე­ნე­ჯე­რი ჰყავ­და, არც პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და. ერთხელ ის ერთ-ერ­თმა აგენ­ტმა ნახა და რეკ­ლა­მა­ში გა­და­სა­ღე­ბად და­უ­კავ­შირ­და. ერ­თმა­ნე­თი უკეთ რომ გა­იც­ნეს, ეს ადა­მი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბის აგენ­ტი გახ­და. სწო­რედ ამ დროს რე­ჟი­სო­რი პი­ტერ ბერ­გი და პრო­დი­უ­სე­რი მარკ უოლ­ბერ­გი ფილ­მის­თვის მსა­ხი­ო­ბებს არ­ჩევ­დნენ. თრი­ლერს 2013 წლის 25 აპ­რილს ბოს­ტონ­ში, მა­რა­თონ­ზე მომ­ხდარ ტე­რაქ­ტზე იღებ­დნენ. 200-ზე მეტი დაჭ­რი­ლი და 3 მსხვერ­პლი - ასე­თი იყო ამ რე­ა­ლუ­რი ამ­ბის შე­დე­გი. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ავ­ტო­რე­ბი ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ძმე­ბი - თე­მირ­ლან და ჯა­ჰარ ცარ­ნა­ე­ვე­ბი იყ­ვნენ. მათ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას აა­მოქ­მე­დეს. თე­მომ ამ ფილმში თე­მირ­ლან ცარ­ნა­ე­ვის როლი შე­ას­რუ­ლა...

თა­ვი­დან ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს არ იჩენ­დნენ, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რაც თე­მომ თა­ვი­სი მან­ქა­ნის მოწ­მო­ბის ფო­ტო­სა და თე­მირ­ლა­ნის გა­რეგ­ნო­ბას შო­რის მსგავ­სე­ბა "და­ი­ჭი­რა". სწო­რედ ეს ფოტო გა­აგ­ზავ­ნი­ნა აგენტს მსა­ხი­ო­ბე­ბის კას­ტინგზე და მარ­თლაც, ნა­ბი­ჯ­მა გა­ა­მარ­თლა. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ი­ბა­რეს. მა­შინ უკვე იცო­და, რომ ეს იყო მისი შან­სი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბას არა­ერ­თი კას­ტინ­გი უძღო­და წინ. ერთ-ერ­თზე თე­მირ­ლა­ნის ძმის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან იმპრო­ვი­ზა­ცი­ით, ჩხუ­ბის სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბა რუ­სულ ენა­ზე მოს­თხო­ვეს. ვი­ნა­ი­დან თე­მომ რუ­სუ­ლი არ­ცთუ ისე კარ­გად იცის, და­ვა­ლე­ბა ქარ­თუ­ლად შე­ას­რუ­ლა და რე­ჟი­სო­რის მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პატ­რი­ო­ტის დღე" 2016 წელს შექ­მნილ ფილ­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვდა.

- რეკ­ლა­მებ­ში ხართ გა­და­ღე­ბუ­ლი, მო­დე­ლად გი­მუ­შა­ვი­ათ...

- სა­ნამ ლოს ან­ჯე­ლეს­ში ჩა­მო­ვი­დო­დი, ნიუ იორკში ერთი-ორი შოუ მქონ­და. მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი არ მქონ­და გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 2015 წელს ფი­ლა­დელ­ფი­ის ფე­შენ შო­უ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი რო­გო­რი იყო თქვენ­თვის?

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა. სა­დაც ვცხოვ­რობ, იქ თით­ქმის ყო­ველ­დღე ბუ­ნე­ბა­ში ვა­ტა­რებ­დი დროს.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბეთ...

- ბავ­შვო­ბი­დან სურ­ვი­ლი მქონ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მე­ცხოვ­რა. ერთი და იგი­ვე ად­გი­ლი ად­ვი­ლად მბეზ­რდე­ბა. ახა­ლი ხალ­ხის, კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა და სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის... ახლა მე და ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნა­ტა­შა შე­რონ ერ­თად ვცხოვ­რობთ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში. ნა­ტა­შაც მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი რამ­დე­ნად გაქვთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წელს ჩა­მო­ვე­დი ისევ და ყვე­ლა­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო გა­ვა­ტა­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე კარ­გად ვგრძნობ თავს, რომ ეგრე არ­სად არ მიგ­რძვნია მსოფ­ლი­ო­ში. ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან და ხში­რად ვლა­პა­რა­კობთ. წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც მინ­და ჩა­მო­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში!

- თუ გექ­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბიც?

- ახლა ერთ ქარ­თველ პრო­დი­უ­სერ­თან და რე­ჟი­სორ­თან მაქვს კავ­ში­რი. ამ­ჟა­მად სცე­ნა­რის წე­რის ეტაპ­ზე ვართ. მალე მა­გა­რი ამ­ბა­ვი გვექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რის­თვის.

- რო­გო­რია თქვე­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- დი­ლას ექ­ვსის ნა­ხე­ვარ­ზე ვიღ­ვი­ძებ, 6 სა­ა­თი­დან ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი კლი­ენ­ტე­ბი მყავს, ვი­საც ვა­ვარ­ჯი­შებ. შუ­ა­დღის­თვის ვსა­დი­ლობ და შეხ­ვედ­რე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი - სკრიპ­ტე­ბის წა­კი­თხვა, აუ­დი­ენ­ცი­ის გამ­ზა­დე­ბა, ან წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ. სა­ღა­მოს მე თვი­თონ ვვარ­ჯი­შობ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
3

წარმატებები.. მაგრამ ეს და მისი შთამომავლობა საქართველოსთვის დაკარგულია

სუხო
2

ეს როდინდელი ამბავია?! ეგ ფილმი 10 წლის უკან გამოვიდა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ამჟამად შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ... ვიღვიძებ დილის 6 საათზე" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?

"ამჟამად შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ... ვიღვიძებ დილის 6 საათზე" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?

თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 25 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".

ქართველი მსახიობი ამერიკული ბლოკბასტერში "პატრიოტის დღეში" მონაწილეობდა, რომლის პრემიერა 2016 წელს AFI Fest-ზე შედგა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი პიტერ ბერგია. თემო მელიქიძე იქ ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო. AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა.

მიუხედავად გატავირთული გრაფიკისა ამჯერად ჩვენს კითხვებს თემო მელიქიძემ ლოს ანჯელესიდან უპასუხა...

- თემო, როდის და რატომ გაემგზავრა თქვენი ოჯახი ემიგრაციაში ბელგიაში?

- ჩვენი ოჯახი რომ ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაშინ მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი...

- როგორი იყო ოჯახისთვის ბელგიაში გატარებული წლები, განსხვავება მაშინდელ საქართველოს და მაშინდელ ბელგიას შორის.. როგორ ახერხებდით ქართულის ცოდნა ასე შეგენარჩუნებინათ?

- ზუსტად არ მახსოვს რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ახალ ქვეყანას ადვილად შევეჩვიე. ბელგია ძალიან სხვანაირია - ახალი ენა, სხვანაირი ხალხი. სახლში ქართულად ვლაპარაკობდით, მშობლები ქართულ წერა-კითხვას გვასწავლიდნენ. მე მაინც საქართველო მირჩევნია.

- სპორტსმენობას და მსახიობობას შორის არჩევანი მსახიობობაზე რატომ შეაჩერეთ?

- სპორტისთვის თავი არასდროს დამინებებია, სპორტმა ბევრი მასწავლა ცხოვრებაში და მსახიობის პროფესიაშიც დიდად გამომადგა.

- ამერიკაში როდის და როგორ გაემგზავრეთ და წარმატებებს რამდენად მალე მიაღწიეთ...

- 2012 წელს ამერიკაში ჩამოვედი, New Yorkis Filmis Academia-ში scholarship მომცეს... რაც შეეხება წარმატებებს, რამდენად „მალე" საინტერესო საკითხავია... ძალიან ძნელი და ემოციური გზა იყო, მაგრამ იმდენად უნდა გჯეროდეს შენი ოცნებების, რომ არაფერი არ შეგაჩერებს, არაფერმა შეგაშინოს! რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელის წინ...

- ჰოლივუდში მიღწეულ წარმატებებზე გვითხარით...

- ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლა მსურდა, მაგრამ იქ სწავლა 1 წელი დაახლოებით 70 ათასი დოლარი ჯდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ავტოფარეხში გადავიღე კლიპები ჩვეულებრივი კამერით და აკადემიის სტუდენტთა შესარჩევ ტურზე გავგზავნე. 2 თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ კლიპი მოეწონათ და აკადემიის დაფინანსებით სწავლის საშუალება მომეცემოდა. არ მჯეროდა, წერილი რამდენჯერმე წავიკითხე. მერე ავიღე ვიზა, მოვიკიდე ზურგჩანთა და წავედი ამერიკაში (იღიმის).

ამერიკაში გადასვლიდან 1 წლის შემდეგ, თემო მელიქიძე 326 სტუდენტიდან ერთადერთი იყო, ვისაც ბროდვეის თეატრში გადასვლა შესთავაზეს. სპექტაკლებზე მუშაობიდან მიღებულმა გამოცდილებამ მომავალი წარმატების შანსები გაზარდა. ნიუ-იორკიდან მალე ლოს-ანჯელესში გადავიდა და ახლა უკვე იქ დაელოდა ახალ შანსს პროფესიაში. თითქმის 3 თვე არაფერი ხდებოდა. არავის იცნობდა, არც მენეჯერი ჰყავდა, არც პირადი კონტაქტები ჰქონდა. ერთხელ ის ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და რეკლამაში გადასაღებად დაუკავშირდა. ერთმანეთი უკეთ რომ გაიცნეს, ეს ადამიანი მსახიობის აგენტი გახდა. სწორედ ამ დროს რეჟისორი პიტერ ბერგი და პროდიუსერი მარკ უოლბერგი ფილმისთვის მსახიობებს არჩევდნენ. თრილერს 2013 წლის 25 აპრილს ბოსტონში, მარათონზე მომხდარ ტერაქტზე იღებდნენ. 200-ზე მეტი დაჭრილი და 3 მსხვერპლი - ასეთი იყო ამ რეალური ამბის შედეგი. ტერორისტული აქტის ავტორები ჩეჩნური წარმოშობის ძმები - თემირლან და ჯაჰარ ცარნაევები იყვნენ. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები ხალხმრავალ ადგილას აამოქმედეს. თემომ ამ ფილმში თემირლან ცარნაევის როლი შეასრულა...

თავიდან ქართველი მსახიობის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდნენ, მაგრამ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თემომ თავისი მანქანის მოწმობის ფოტოსა და თემირლანის გარეგნობას შორის მსგავსება "დაიჭირა". სწორედ ეს ფოტო გააგზავნინა აგენტს მსახიობების კასტინგზე და მართლაც, ნაბიჯმა გაამართლა. გასაუბრებაზე დაიბარეს. მაშინ უკვე იცოდა, რომ ეს იყო მისი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. როლზე დამტკიცებას არაერთი კასტინგი უძღოდა წინ. ერთ-ერთზე თემირლანის ძმის როლის შემსრულებელთან იმპროვიზაციით, ჩხუბის სცენის გათამაშება რუსულ ენაზე მოსთხოვეს. ვინაიდან თემომ რუსული არცთუ ისე კარგად იცის, დავალება ქართულად შეასრულა და რეჟისორის მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ "პატრიოტის დღე" 2016 წელს შექმნილ ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

- რეკლამებში ხართ გადაღებული, მოდელად გიმუშავიათ...

- სანამ ლოს ანჯელესში ჩამოვიდოდი, ნიუ იორკში ერთი-ორი შოუ მქონდა. მომეწონა, მაგრამ დიდი სურვილი არ მქონდა გამეგრძელებინა. 2015 წელს ფილადელფიის ფეშენ შოუშიც ვმონაწილეობდი.

- პანდემიის პერიოდი როგორი იყო თქვენთვის?

- პანდემიის პერიოდმა ჩვეულებრივად ჩაიარა. სადაც ვცხოვრობ, იქ თითქმის ყოველდღე ბუნებაში ვატარებდი დროს.

- პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ...

- ბავშვობიდან სურვილი მქონდა სხვადასხვა ქვეყნებში მეცხოვრა. ერთი და იგივე ადგილი ადვილად მბეზრდება. ახალი ხალხის, კულტურის გაცნობა და სიტუაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის... ახლა მე და ჩემი შეყვარებული ნატაშა შერონ ერთად ვცხოვრობთ ლოს-ანჯელესში. ნატაშაც მსახიობი და მომღერალია.

- საქართველოსთან კავშირი რამდენად გაქვთ?

- საქართველოში 2019 წელს ჩამოვედი ისევ და ყველაზე არაჩვეულებრივი დრო გავატარე. საქართველოში ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ ეგრე არსად არ მიგრძვნია მსოფლიოში. ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და ახლობლები სულ საქართველოში არიან და ხშირად ვლაპარაკობთ. წელიწადში ერთხელ მაინც მინდა ჩამოვიდე საქართველოში!

- თუ გექნებათ საქართველოსთან შემოქმედებითი გეგმებიც?

- ახლა ერთ ქართველ პროდიუსერთან და რეჟისორთან მაქვს კავშირი. ამჟამად სცენარის წერის ეტაპზე ვართ. მალე მაგარი ამბავი გვექნება საქართველოს კინოთეატრისთვის.

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, ყოველდღიურობა?

- დილას ექვსის ნახევარზე ვიღვიძებ, 6 საათიდან ჩემი პერსონალური კლიენტები მყავს, ვისაც ვავარჯიშებ. შუადღისთვის ვსადილობ და შეხვედრებისთვის ვემზადები - სკრიპტების წაკითხვა, აუდიენციის გამზადება, ან წიგნებს ვკითხულობ. საღამოს მე თვითონ ვვარჯიშობ.