სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ რიგში, შვილთან გაციებული ურთიერთობის აღდგენა მინდა დავიწყო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
"პირველ რიგში, შვილთან გაციებული ურთიერთობის აღდგენა მინდა დავიწყო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დღეს მო­სა­მარ­თლემ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

მე­დი­ას­თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ მის­თვის ახლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნაა.

"ბოლო ორი წე­ლია, ჩემს შვილ­თან არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და მინ­და თა­ვი­დან და­ვი­წყო ამ გა­ცი­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა. რო­გორც თა­ვი­დან აღ­ვნიშ­ნე, არ მინ­და, სა­ჯა­როდ, ნე­გა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ის არის ლუ­კა­სის დედა და ბავ­შვი არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი.

მე არ მინ­და ჩემს პი­რად­ზე ვი­სა­უბ­რო, გა­დავ­ხარ­შავ, დავ­ლაგ­დე­ბი ცოტა. მე ვე­ლო­დი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ რომ დად­გა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე ცხოვ­რე­ბა­ში, ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ამ­დე­ნი ცრუ ბრალ­დე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი ასა­ტა­ნი იყო. მი­ხა­რია რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა. ჩემ­თვის ახლა პრი­ო­რი­ტე­ტია ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა და პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა..." - აღ­ნიშ­ნა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

  • ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა ზუს­ტად თან­ხვედ­რა­ში იყო საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებ­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

ნა­ხეთ:

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
miaმთხ
1

ლე კაცი შვილს რა ტრავმა მიაყენე ქალი ვერ დაიმორჩილე

გრენლანდია
0

შვილთან გაციებული ურთიერთობა როგორღა უნდა აღადგინოს. მგონი, გამოირიცხა ეგ ამბავი ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მოზარდობამდე მაინც. დედა არ მისცემს ბავშვს მაგის უფლებას. არადა, პატარაა ბიჭი და თან, ისეთ ასაკში გაუწყდა მამასთან ურთიერთობა, რომ ვინ იცის - იქნებ კარგად აღარც ახსოვს :( ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. ყველა ბავშვს სჭირდება მამა........ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პირველ რიგში, შვილთან გაციებული ურთიერთობის აღდგენა მინდა დავიწყო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

"პირველ რიგში, შვილთან გაციებული ურთიერთობის აღდგენა მინდა დავიწყო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის ახლა პრიორიტეტული ბავშვთან ურთიერთობის აღდგენაა.

"ბოლო ორი წელია, ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა და მინდა თავიდან დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობის აღდგენა. როგორც თავიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ, ნეგატიური განცხადებების გაკეთება, ის არის ლუკასის დედა და ბავშვი არის ჩემთვის მთავარი.

მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო, გადავხარშავ, დავლაგდები ცოტა. მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია და გახარებული ვარ რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო. მიხარია რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და პროფესიული კარიერის გაგრძელება..." - აღნიშნა ბასილაშვილმა.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

ნახეთ:

ნახეთ ვიდეო: