სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს - პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს - პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში სა­ბო­ლოო სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე, თუმ­ცა, პრო­ცე­სი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ და­ა­ყე­ნა და არ­გუ­მენ­ტად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და­ა­სა­ხე­ლა, სა­დაც ად­ვო­კატ თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ღე­ლავს შვი­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე, მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დის და სტრე­სავს ეს ფაქ­ტი.

მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს - პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს - პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.

ბასილაშვილი საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველად საუბრობს მოსამართლის წინაშე, თუმცა, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა და არგუმენტად ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაასახელა, სადაც ადვოკატ თეონა გვაზავას განმარტებით, მითითებულია, რომ ბასილაშვილი ღელავს შვილის საუკეთესო ინტერესებზე, მტკივნეულად განიცდის და სტრესავს ეს ფაქტი.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

იხილეთ ასევე: