საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული და ცოლი ერთად - სელენა გომესისა და ჰეილი ბიბერის მტრობა დასრულდა (ფოტოები)
ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული და ცოლი ერთად - სელენა გომესისა და ჰეილი ბიბერის მტრობა დასრულდა (ფოტოები)

ჰე­ი­ლი ბი­ბე­რის და სე­ლე­ნა გო­მე­სის კონ­ფლიქტზე ჭო­რე­ბი სა­ბო­ლო­ოდ გა­ქარ­წყლდა. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, კა­ნა­დე­ლი მომ­ღერ­ლის, ჯას­ტინ ბი­ბე­რის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, სე­ლე­ნა გო­მე­სი და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი ერ­თმა­ნეთს ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბით ეხუ­ტე­ბოდ­ნენ.

ჰე­ი­ლიმ, სულ ახ­ლა­ხანს, "Call her daddy" პოდ­კას­ტში სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა მისი, ჯას­ტი­ნის და სე­ლე­ნას ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ მასა და სე­ლე­ნას შო­რის არა­ნა­ირ გა­უ­გებ­რო­ბას არ ჰქონ­და ად­გი­ლი.

მან ჯას­ტი­ნის ფა­ნე­ბის ბრალ­დე­ბე­ბიც უარ­ყო და თქვა, რომ სე­ლე­ნას­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ წა­ურ­თმე­ვია. 2018 წელს, სე­ლე­ნა გო­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტი­დან მა­ლე­ვე, ჯას­ტინ ბი­ბე­რი ჰე­ი­ლი­ზე და­ი­ნიშ­ნა. იმის გამო, რომ ჯას­ტი­ნის ამ ორ ურ­თი­ერ­თო­ბას შო­რის დრო­ის მცი­რე შუ­ა­ლე­დი იყო, სე­ლე­ნა გო­მე­სის ფა­ნე­ბი ჯას­ტინს ღა­ლატ­ში სდებ­დნენ ბრალს და ისი­ნი რო­გორც ჯას­ტინს, ასე­ვე ჰე­ი­ლის უტევ­დნენ.

მას შემ­დეგ, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

პოდ­კას­ტში სა­უბ­რი­სას, ჰე­ი­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯას­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ა­ბამ­და, თუ მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბო­და. "ჩემს ბუ­ნე­ბა­ში არაა სხვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩა­რე­ვა. ამას არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩემს მშობ­ლებს ასე არ გა­ვუზ­რდი­ვარ,“- ამ­ბობ­და 25 წლის მო­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჰე­ი­ლიმ ისიც თქვა, რომ კა­ნა­დელ მომ­ღე­რალ­თან ქორ­წი­ლის შემ­დეგ, სე­ლე­ნას­თან ამ თე­მა­ზე ისა­უბ­რა და რომ მათ შო­რის არა­ნა­ირ გა­უ­გებ­რო­ბას, ან და­ძა­ბუ­ლო­ბას არ აქვს ად­გი­ლი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
2

ვიცოდი, რომ რაღაც გამეხარდებოდა:))

გაგა
0

ნეტა ბასილაშვილის გოგოებმაც გადაიღონ ესეთი სურათი🔥😁

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული და ცოლი ერთად - სელენა გომესისა და ჰეილი ბიბერის მტრობა დასრულდა (ფოტოები)

ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული და ცოლი ერთად - სელენა გომესისა და ჰეილი ბიბერის მტრობა დასრულდა (ფოტოები)

ჰეილი ბიბერის და სელენა გომესის კონფლიქტზე ჭორები საბოლოოდ გაქარწყლდა. ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე, კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული, სელენა გომესი და მისი ამჟამინდელი მეუღლე, ჰეილი ბიბერი ერთმანეთს ბედნიერი სახეებით ეხუტებოდნენ.

ჰეილიმ, სულ ახლახანს, "Call her daddy" პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა მისი, ჯასტინის და სელენას ურთიერთობის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ მასა და სელენას შორის არანაირ გაუგებრობას არ ჰქონდა ადგილი.

მან ჯასტინის ფანების ბრალდებებიც უარყო და თქვა, რომ სელენასთვის შეყვარებული არ წაურთმევია. 2018 წელს, სელენა გომესთან ურთიერთობის გაწყვეტიდან მალევე, ჯასტინ ბიბერი ჰეილიზე დაინიშნა. იმის გამო, რომ ჯასტინის ამ ორ ურთიერთობას შორის დროის მცირე შუალედი იყო, სელენა გომესის ფანები ჯასტინს ღალატში სდებდნენ ბრალს და ისინი როგორც ჯასტინს, ასევე ჰეილის უტევდნენ.

მას შემდეგ, ჰეილი ბიბერისკენ მიმართული ნეგატიური და მუქარის შემცველი მესიჯები არ შეჩერებულა.

პოდკასტში საუბრისას, ჰეილიმ განაცხადა, რომ ჯასტინთან ურთიერთობას არავითარ შემთხვევაში არ გააბამდა, თუ მას შეყვარებული ეყოლებოდა. "ჩემს ბუნებაში არაა სხვის ურთიერთობაში ჩარევა. ამას არასდროს გავაკეთებდი. ჩემს მშობლებს ასე არ გავუზრდივარ,“- ამბობდა 25 წლის მოდელი ინტერვიუში.

ჰეილიმ ისიც თქვა, რომ კანადელ მომღერალთან ქორწილის შემდეგ, სელენასთან ამ თემაზე ისაუბრა და რომ მათ შორის არანაირ გაუგებრობას, ან დაძაბულობას არ აქვს ადგილი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა