პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა
"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

"პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტის, ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა მოხ­და. გა­დაყ­ვა­ნი­ლია პრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, შე­მო­ვი­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით. რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი" - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექიმ­მა.

თბი­ლი­სის მერ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან გა­ი­გო და თქვა, რომ სა­კითხს "მო­ი­კი­თხა­ვენ".

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა რის­კე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს მო­ე­თხო­ვე­ბა შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს, ვინც მუ­შა­ობ­და", - თქვა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მომ­ხდარ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლე­ბელ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას და­ა­კის­რა, თუმ­ცა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, მე­რია მის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გა­ექ­ცე­ვა. მშე­ნებ­ლო­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და ექ­სპერ­ტის მე­რაბ ჩხენ­კე­ლის შე­ფა­სე­ბით, ამ ტრა­გე­დი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და მე­რი­ა­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა.

"რას ნიშ­ნავს შად­რე­ვან­ში ბავ­შვი ჩა­ვი­და და დენ­მა და­არ­ტყა?! ეს რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო? აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს თვი­თონ პრო­ექ­ტის ხარ­ვე­ზი, არა­ი­ზო­ლი­რე­ბუ­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის ხარ­ვე­ზი და კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბი. ახლა და­ნამ­დვი­ლე­ბით იმის თქმა, რა მოხ­და, რთუ­ლია. თუმ­ცა, რო­გორც არ უნდა იყოს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და მე­რი­ა­ზე. და­ვუშ­ვათ კომ­პა­ნი­ას მო­უ­ვი­და შეც­დო­მა, მე­რი­ამ ხომ უნდა ჩა­ი­ბა­როს ეს პრო­ექ­ტი და შე­ა­მოწ­მოს?!" - აცხა­დებს AMBEBI,GE -სთან არ­ქი­ტექ­ტო­რი.

ვა­კის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტს შპს "ელემ­სი" ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვენ ვცდი­ლობთ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

ვა­კის პარ­კის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 33 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა. მხო­ლოდ მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 6 500 000 ლარს შე­ად­გენს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
1

ასე იყრება მილიონები აჭირვებულ ქვეყანაში ,უაზროდ,დაუდევრად,უხარისხოდ .მავანნი მდიდრდებიან ქვეყნის ყვლეფის ხაჯზე.ადამიანური ტრაგედიისას ოდნავ შეტოკება/ვითომ პასუხისმგებლობა/კორუმპირებულ ჯიბის სასამართლოსთან და სემდეგ ისევ მძაფრ დინებაში,წინ ყვლეფასა და გამდიდრებისკენ სვლა.ფუი.

 

gaga
2

რატომ ყრით მილიონებს ასეთი სისულელეების აშენებაში. ხელოვნური შადრევანი რა უბედურებაა და რომელი დეგენერატის მოგონილია. შადრევანიუნდა ი ყოს მხოლოდ ბუნებრივი. ერთსადა იმავე წყლის ჩამოვარდნა უკანვე აქჩვა და ისევ ჩამოვარდნა და ისევ აქაჩვა და ასე ტრიალი როგორ შეიძლება. ჩამოვარდნილი წყალი უნდა წავიდეს, მან უკვე შეარულა ვარდნა და მისი უკან დაბრუნება ხელახალი ვარდნის განსახორციელებლად არ შეიძლება. არადა მართლაც რამდენი კარგი საქმე გაკეთდებოდა ბავშვის მოსაკლავად დახარჯული ამ 33 მილიონით! მოეწყობოდა სარწყავი სისტემა უამრავ სოფელში და მიზანშეწონილი გახდებოდა გავერანებული მიწების დამუშავება და მოსავლის მოყვანა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

"პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. გადაყვანილია პროფილურ კლინიკაში. რაც შეეხება გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით. რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა. დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.

თბილისის მერმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და თქვა, რომ საკითხს "მოიკითხავენ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა რისკები, მან ასე უპასუხა:

"ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა", - თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა პროექტის შემსრულებელ კერძო კომპანიას დააკისრა, თუმცა დარგის სპეციალისტების აზრით, მერია მის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მშენებლობის და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, არქიტექტორისა და ექსპერტის მერაბ ჩხენკელის შეფასებით, ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება.

"რას ნიშნავს შადრევანში ბავშვი ჩავიდა და დენმა დაარტყა?! ეს როგორ უნდა მომხდარიყო? აქ შეიძლება იყოს თვითონ პროექტის ხარვეზი, არაიზოლირებული ელექტროგაყვანილობა, ასევე ექსპერტიზის ხარვეზი და კიდევ სხვა მიზეზები. ახლა დანამდვილებით იმის თქმა, რა მოხდა, რთულია. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობა მომხდარზე თანაბრად ნაწილდება კერძო კომპანიასა და მერიაზე. დავუშვათ კომპანიას მოუვიდა შეცდომა, მერიამ ხომ უნდა ჩაიბაროს ეს პროექტი და შეამოწმოს?!" - აცხადებს AMBEBI,GE -სთან არქიტექტორი.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს შპს "ელემსი" ახორციელებს. ჩვენ ვცდილობთ მათთან დაკავშირებას, თუმცა კომპანიაში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ვაკის პარკის აღდგენის პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მხოლოდ მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება კი 6 500 000 ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ასევე: