საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთისგან ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ? - უკრაინიდან გაქცეული და სერბეთში დაკავებული ყოფილი გენერლის, ანდრეი ნაუმოვის ამბავი
პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთისგან ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ? - უკრაინიდან გაქცეული და სერბეთში დაკავებული ყოფილი გენერლის, ანდრეი ნაუმოვის ამბავი

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლი, ან­დრეი ნა­უ­მო­ვი სერ­ბეთ­ში და­ა­კა­ვეს. მას­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე, ალექ­სან­დრ აქსტი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, კონ­ტრა­ბან­დულ საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებს.

მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან მა­შინ გა­ა­ჩე­რეს, რო­დე­საც სერ­ბეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას შო­რის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას ცდი­ლობ­დნენ.

The Insider-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­დრეი ნა­უ­მო­ვი, უკ­რა­ი­ნი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სა­ი­და­ნაც სერ­ბეთ­ში ჩას­ვლა მო­ა­ხერ­ხა.

  • რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ახლა მას შე­უძ­ლია პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღოს.

უკ­რა­ი­ნი­დან გაქ­ცე­ვა

ან­დრეი ნა­უ­მოვ­მა ავ­ტო­კო­ლო­ნით უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია ომის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ტო­ვა. რო­გორც მე­დი­ის­თვის არის ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის იყო ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი. მან­ქა­ნე­ბი კი გერ­მა­ნი­ის­კენ გა­ე­მარ­თნენ.

insider-ის ცნო­ბით, ან­დრეი ნა­უ­მო­ვის კა­რი­ე­რა უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­ში მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი SBU-ს ხელ­მძღვა­ნელ­თან, ივან ბა­კა­ნოვ­თან. ის ბა­კა­ნო­ვის პრო­ტეჟედ ით­ვლე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ ნა­უ­მოვს ზე­ლენ­სკიმ გე­ნერ­ლის წო­დე­ბა ჩა­მო­არ­თვა და მის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე ისაა, რომ ნა­უ­მო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ დი­რექ­ტო­რატს და მას წვდო­მა ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე. ნა­უ­მოვს შე­ეძ­ლო სცოდ­ნო­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ.

  • უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ ნა­უ­მო­ვის მიერ შე­საძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რუ­სეთ­მა ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე ჩა­იგ­დო ხელ­ში ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი.

"ინ­სა­ი­დე­რი" წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ახლა რუ­სეთს სურს ნა­უ­მოვ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცეს ზე­ლენ­სკის წი­ნა­აღ­მდეგ "დონ­ბა­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნო­ციდ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, სა­ნაც­ვლოდ კი არ­სე­ბობს შან­სი, რომ რუ­სე­თი მას პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს მის­ცემს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედუარდ შეგვარდნაძე
0

დღევანდელ მსოფლიო ნთლიანად აგებული მხოლოდ კორუფციულ და ბანდიტურ სქემებზე და ჩვეულებრივი რიგითი მოსახლეობა ყვეკა ქვეყნებში არის ამ ყველაფრის უბრალოდ ანტურაჟი

ოჩოპინტრე
13

უკრაინელი "გოგაშვილი". ეხლა ეგ მოაღებს პირს და ნახეთ რეებს გადმოაფრქვევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთისგან ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ? - უკრაინიდან გაქცეული და სერბეთში დაკავებული ყოფილი გენერლის, ანდრეი ნაუმოვის ამბავი

პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთისგან ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ? - უკრაინიდან გაქცეული და სერბეთში დაკავებული ყოფილი გენერლის, ანდრეი ნაუმოვის ამბავი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი გენერალი, ანდრეი ნაუმოვი სერბეთში დააკავეს. მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა უკრაინელი ბიზნესმენი, გერმანიის მოქალაქე, ალექსანდრ აქსტი, რომელიც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კონტრაბანდულ საქმეებში ფიგურირებს.

მანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, სასაზღვრო პუნქტთან მაშინ გააჩერეს, როდესაც სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

The Insider-ის ინფორმაციით, ანდრეი ნაუმოვი, უკრაინიდან გაქცევის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა, საიდანაც სერბეთში ჩასვლა მოახერხა.

  • როგორც გამოცემა წერს, ახლა მას შეუძლია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს.

უკრაინიდან გაქცევა

ანდრეი ნაუმოვმა ავტოკოლონით უკრაინის ტერიტორია ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, მათ შორის იყო ძვირფასეულობით დატვირთული მიკროავტობუსი. მანქანები კი გერმანიისკენ გაემართნენ.

insider-ის ცნობით, ანდრეი ნაუმოვის კარიერა უსაფრთხოების ძალებში მჭიდროდ იყო დაკავშირებული SBU-ს ხელმძღვანელთან, ივან ბაკანოვთან. ის ბაკანოვის პროტეჟედ ითვლებოდა.

უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ნაუმოვს ზელენსკიმ გენერლის წოდება ჩამოართვა და მის წინააღმდეგ ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ ნაუმოვი ხელმძღვანელობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ დირექტორატს და მას წვდომა ჰქონდა მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციებზე. ნაუმოვს შეეძლო სცოდნოდა სახელმწიფო საიდუმლოება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემების შესახებ.

  • უკრაინელი სამართალდამცველები სწავლობენ ნაუმოვის მიერ შესაძლო სახელმწიფო ღალატს, რომლის შედეგადაც რუსეთმა ომის დაწყებიდან მალევე ჩაიგდო ხელში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

"ინსაიდერი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა რუსეთს სურს ნაუმოვმა ჩვენება მისცეს ზელენსკის წინააღმდეგ "დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდთან“ დაკავშირებით, სანაცვლოდ კი არსებობს შანსი, რომ რუსეთი მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს.