სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმე ოთარ ჯირკვალიშვილს დაუწერია კონსტანტინეზე - "დიდოსტატი" დაუყოვნებლივ ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდანო“ - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია და რას პასუხობს მას ოთარ ჯირკვალიშვილი?
"ვინმე ოთარ ჯირკვალიშვილს დაუწერია კონსტანტინეზე - "დიდოსტატი" დაუყოვნებლივ ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდანო“ - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია და რას პასუხობს მას ოთარ ჯირკვალიშვილი?

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­დან "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნის“ ამო­ღე­ბას ითხოვს. მარ­თა­ლია, ეს სტა­ტუ­სი მწე­რალ­მა ჯირ­კვა­ლიშ­ვილ­მა 2017 წელს და­წე­რა, მაგ­რამ გამ­სა­ხურ­დი­ას თქმით, სტა­ტუ­სი სულ აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნიც­დის, "ბა­ტო­ნი რაულ ჩი­ლა­ჩა­ვა მწერს, ისევ გა­ნაგ­რძობს და ახლა გიგი თევ­ზა­ძეც აყ­ვაო...“

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია:

"ვინ­მე ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვილს და­უ­წე­რია კონ­სტან­ტი­ნე­ზე - "დი­დოს­ტა­ტი" და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ამო­ი­ღეთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­და­ნო“. აი, არ მოს­წონს და რა ქნას. ამა­ზე გა­მახ­სენ­და ცოტ­ნეს ერთი პოს­ტი, ფორ­მა­ში რომ იყო, იმ დრო­ი­დან: რო­დე­საც გია ნო­დი­ამ და­წე­რა, რა მწე­რა­ლია კონ­სტან­ტი­ნე, რისი თქმა უნდა, ვერ მივ­ხვდიო, ცოტ­ნემ უპა­სუ­ხა: პირ­ფა­ჩა­რა გია ნო­დი­ამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ეს დი­დე­ბუ­ლი "სიბ­რძნე" და ათას­ზე მეტი გი­ნე­ბა შე­ი­წე­რაო. ეს ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლი არ არის პი­რიმ­ნა­ი­რი, "პირ­ნუ­დაა“. მერე გა­მახ­სენ­და, ანა­ლო­გი­უ­რი ვი­ღაც გა­ბუ­ნი­ა­მაც და­წე­რა, თან მწე­რალს გა­დას­წვდა, სტა­ლინ­თან და­ა­კავ­ში­რა მძულ­ვა­რედ და ბოღ­მი­ა­ნად. მე კი არ ვი­ცო­დი რა შე­უქ­მნია ფა­სე­უ­ლი ან ამ ჯე­ელს: გა­ბუ­ნი­ას ფო­ტოს დავ­ხე­დე და სა­ერ­თოდ არ მეც­ნო. ჭირ­ვე­უ­ლი, ან­ჩხლი ბავ­შვი იყუ­რე­ბო­და ამ ფო­ტო­დან, პო­პუ­ლა­რუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტფი­გუ­რის, პა­ტა­რა ცა­ხე­სის მსგავ­სი. ესე­ნი ცხა­დია, ერთი კლას­ტე­რი­დან არი­ან.

ესეც ფა­უს­ტუ­რი პრო­ქ­ტო­ფან­ტაზ­მაა, რაც ამათ ჭირთ - თით­ქოს კონ­სტან­ტი­ნეს ჟანგბა­დი ეწუ­რე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რად აცო­ცხლე­ბენ. ეშმა რო­გორ არ გა­ი­ცი­ნებს! ეხლა კი მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით - ეს ჩემი მო­მა­ვა­ლი წიგ­ნი­და­ნაა ამო­ნა­რი­დი:

“ზვი­ა­დის "სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მი­სია“ ცალ­კე წიგ­ნად გა­მო­ვი­და 1990 წელს. მისი რე­დაქ­ტი­რე­ბა გა­ვა­კე­თეთ მე და ჟურ­ნა­ლის­ტმა ვახ­ტანგ ბახ­ტა­ძემ. ამ კრე­ბულ­ში ასე­ვე შე­ვი­და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ლექ­ცი­ად წა­სა­კი­თხი მოხ­სე­ნე­ბის თე­ზი­სე­ბი "კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და ქრის­ტი­ა­ნო­ბა“. ავ­ტორს იგი არ წა­ა­კი­თხეს. ეს თე­ზი­სე­ბი ზვი­ად­მა იმი­ტომ შე­ი­ტა­ნა, რათა მო­მა­ვალ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის და­სა­ცა­ვად. მწე­რალს რო­გორც სტა­ლი­ნიზ­მის, ისე პოსტსტა­ლი­ნიზ­მის პე­რი­ოდ­ში გაშ­მა­გე­ბით ეს­ხმო­და თავს კრი­ტი­კოს­თა, უფრო სწო­რად მა­ძა­გე­ბელ­თა (ის რაც, ინ­გლი­სურ ენა­ში არის detractor) და გან­მა­ქი­ქე­ბელ­თა სამი თა­ო­ბა.

ისე მოხ­და, რომ ეს უმ­ძი­მე­სი ეს­ტა­ფე­ტა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­და­ი­ბა­რეს, რო­დე­საც პე­რი­ო­დუ­ლად ისევ ხდე­ბო­და ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი მწე­რალ­ზე, ხან სა­ეკ­ლე­სიო ობსკუ­რან­ტე­ბის, ხა­ნაც და­სავ­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და ლი­ბე­რა­ლიზ­მზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე პი­რე­ბის მხრი­დან. არც ერთ მწე­რალს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ ჰყო­ლია იმ­დე­ნი მტე­რი, რამ­დე­ნიც კონ­სტან­ტი­ნეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის სპეც­სამ­სა­ხუ­რულ-პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, რომ­ლის ამო­ცა­ნაა ქარ­თვე­ლი ერი და­არ­წმუ­ნოს ერთ რა­მე­ში - რომ მას სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­ზა არ გა­აჩ­ნია. პო­ე­ზია კი ბა­ტო­ნო, ასე თუ ისე გაქ­ვთო, რა თქმა უნდა, პუშ­კინ­თან და ბლოკ­თან ვერც ის მო­ვაო, მაგ­რამ მა­ინ­ცო...

იქვე დამ­ცი­ნა­ვად და­ა­ყო­ლე­ბენ, თქვენს ხალ­ხს სიმ­ღე­რა­ში და ცეკ­ვა­ში ხომ ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბაო. ქარ­თვე­ლი სნო­ბი რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი კო­ლო­ნი­ის ბოს­ტანს ვერ სცდე­ბა, რის გა­მოც მათი ერთი ნა­წი­ლი ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს და ბრმა ია­რა­ღი ხდე­ბა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი სწო­რე­დაც რომ აც­ნო­ბი­ე­რებს. სხვა­თა შო­რის გია ჭან­ტუ­რი­ამ, ვიდ­რე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მტრე­ბის რი­გებს შე­უ­ერ­თდე­ბო­და, (და ვინც სხვა­თა შო­რის, კონ­სტან­ტი­ნეს მწერ­ლო­ბა­ზე მა­ღა­ლი აზ­რი­სა იყო...) ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი აზრი გა­მოთ­ქვა, და რო­გორც მახ­სოვს, ეს იყო 1988 წლის და­სა­წყის­ში, რაც ამ სა­კითხს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო რა­კურ­სი­დან დაგ­ვა­ნა­ხებ­და:"ერს, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ პო­ე­ზი­ას და სიმ­ღე­რას აქ­ცევს და პრო­ზას უგუ­ლე­ბელ­ჰყოფს, გა­უ­ჭირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვა და სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა“.

დიახ, მტრე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ ცურ­ტა­ველს, სა­ბა­ნის­ძეს, მერ­ჩუ­ლეს, სულ­ხან-სა­ბას, ჭონ­ქა­ძეს, ილი­ას, ყაზ­ბეგს, ბარ­ნოვს, კლდი­აშ­ვილს, გრი­გოლს, მი­ხე­ილს, კონ­სტან­ტი­ნეს, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილს .... ეს კლა­სი­კაა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი უფრო აქეთ თქვენ გა­აგ­რძე­ლეთ. და თან რამ­ხე­ლა ეპა­ტა­ჟის­ტია კონ­სტან­ტი­ნე, რომ ამ­დენს გა­ყე­ფებთ დღემ­დე.

P.S. კი­დევ ერთხელ რომ გა­დავ­ხე­დე ამ პოსტს, სა­დღაც გულ­მა რე­ჩხი მიყო, იქ­ნებ მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლის მსგავ­სია, მა­ინც ახალ­გაზ­რდე­ბია, მთლად გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­ვით ნუ გა­სას­ტიკ­დე­ბი, რა­ღა­ცამ თით­ქოს მი­თხრა. არა, ესე­ნი არ არი­ან შვი­ლე­ბი. ესე­ნი შვი­ლე­ბი კი არა, თა­ვი­ანთ პა­პის­პა­პა­თა რე­ინ­კარ­ნა­ცი­ე­ბია, იმა­თი, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ ახალ­გაზ­რდა ილი­ას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რე­დაც გა­რუ­სე­ბა­შია. უბ­რა­ლოდ დღეს რუ­სო­ბა მო­და­ში აღა­რაა, სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტო­ბას კი ძნე­ლად თუ ეშ­ვე­ლე­ბა. ამი­ტო­მაც ერთხელ უკვე გა­ვის­ტუმ­რე მთე­ლი ამა­თი კლას­ტე­რი "ზმე­ი­ნის­კენ“ მცუ­რავ რუ­სულ სამ­ხედ­რო ხო­მალდთან ერ­თად".

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვრცელ სტა­ტუსს გა­მო­ეხ­მა­უ­რა მწე­რა­ლი ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც წერს, რომ დი­ლი­დან უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­უგ­ზავ­ნა გამ­სა­ხურ­დი­ას პოს­ტი.

ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლი:

"დი­ლით ასე­თი სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა, ათმა კაც­მა მა­ინც გად­მო­მიგ­ზავ­ნა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია უმ­ცრო­სის პოს­ტი, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნი მო­აზ­როვ­ნის­თვის და კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მლან­ძღავს. იქვე მი­ა­ლან­ძღა და­ვით გა­ბუ­ნი­აც. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბა­ტონ რაულ ჩი­ლა­ჩა­ვას ამ­ბა­ვი მი­უ­ტა­ნია კონ­სტან­ტი­ნეს­თვის, რომ შენს დიდ პა­პას კონ­სტან­ტი­ნეს აკ­რი­ტი­კებს, ამ­ბობს, "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" ამო­სა­ღე­ბია სკო­ლის პროგ­რა­მი­და­ნო. ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე გა­უბ­რა­ზე­ბია ამ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯილ ვი­თომ სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას და კარ­გა­დაც გა­მო­ვუ­ლან­ძღი­ვარ. ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო მა­ინც ის ამ­ბა­ვია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის გვარს დას­ცი­ნი (აქი­ლი­კებ) და შე­უ­რა­ცხყოფ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბევრ ჩვენს გა­მო­ჩე­ნილ მწე­რალს არ ჰქო­ნია მა­ინ­ცდა­მა­ინც ლა­მა­ზად მჟ­ღე­რი გვა­რი...

მე მა­ინც მგო­ნია, რომ ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნეს გა­ნა­წყე­ნე­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი ჩემი მო­თხრო­ბა "გა­ლა­კტი­ო­ნია", რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "არილ­ში" და­ი­ბეჭ­და.

იქ ერთი შე­ხედ­ვით ისე ჩანს, რომ მო­თხრო­ბის პერ­სო­ნა­ჟის კოს­ტა არ­ზა­ყა­ნი­ას პრო­ტო­ტი­პი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აა, ეს მცდა­რი და ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბაა, რად­გან კოს­ტა არ­ზა­ყა­ნია საბ­ჭო­თა აგ­რე­სი­უ­ლი მწერ­ლის კრე­ბი­თი სა­ხეა. ფე­ის­ბუქ­ზე ძა­ლი­ან ვრცე­ლი პოს­ტე­ბის წერა არ მიყ­ვარს, ამი­ტომ შე­მიძ­ლია ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს ჯან­საღ დის­კუ­სი­ა­ში წე­რი­ლით ვუ­პა­სუ­ხო. სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უ­ფე­რე­ბე­ლია.

და კი­დევ ერთი, ვინც იმ პოსტს ალა­ი­ქებთ ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან, მო­მი­წევს თქვენ­თან მე­გობ­რო­ბის გა­უქ­მე­ბა. არა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო (სხვა­თა შო­რის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია მეც მე-20 სა­უ­კუ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ქარ­თველ მწერ­ლად მი­მაჩ­ნია, ნაშ­რო­მიც მაქვს მის "დი­ო­ნი­სოს ღი­მილ­ზე", ახ­ლა­ხან დავ­ბეჭ­დე წიგნ­ში "კრი­ტი­კულ-ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რი­ლე­ბი"), არა­მედ იმის გამო, რომ აგ­რე­სი­ულ და უაზ­რო ლან­ძღვას უჭერთ მხარს და არა ჯან­საღ დის­კუ­სი­ას.

P. S. ისე, სულ ახ­ლა­ხან "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი" რომ ამო­ი­ღეს სკო­ლის პროგ­რა­მი­დან, ეგ რა­ტომ არა­ვინ გა­აპ­რო­ტეს­ტა?"

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
1

წაიკითხეთ ავტობიოგრაფიული "ლანდებთან ლაციცი" სრული,შეუსრულებელი, ბევრ რამეს გეტყვით ბატ. კონსტანტინე თავის პიროვნებაზე ......

jora
0

,,ჯირკვალიშვილს'' ჭკუაზე იარა ჩვენმა მტერმ!

ავტორი:

"ვინმე ოთარ ჯირკვალიშვილს დაუწერია კონსტანტინეზე - "დიდოსტატი" დაუყოვნებლივ ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდანო“ - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია და რას პასუხობს მას ოთარ ჯირკვალიშვილი?

"ვინმე ოთარ ჯირკვალიშვილს დაუწერია კონსტანტინეზე - "დიდოსტატი" დაუყოვნებლივ ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდანო“ - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია და რას პასუხობს მას ოთარ ჯირკვალიშვილი?

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოთარ ჯირკვალიშვილი სასწავლო პროგრამიდან "დიდოსტატის მარჯვენის“ ამოღებას ითხოვს. მართალია, ეს სტატუსი მწერალმა ჯირკვალიშვილმა 2017 წელს დაწერა, მაგრამ გამსახურდიას თქმით, სტატუსი სულ აქტუალიზაციას განიცდის, "ბატონი რაულ ჩილაჩავა მწერს, ისევ განაგრძობს და ახლა გიგი თევზაძეც აყვაო...“

კონსტანტინე გამსახურდია:

"ვინმე ოთარ ჯირკვალიშვილს დაუწერია კონსტანტინეზე - "დიდოსტატი" დაუყოვნებლივ ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდანო“. აი, არ მოსწონს და რა ქნას. ამაზე გამახსენდა ცოტნეს ერთი პოსტი, ფორმაში რომ იყო, იმ დროიდან: როდესაც გია ნოდიამ დაწერა, რა მწერალია კონსტანტინე, რისი თქმა უნდა, ვერ მივხვდიო, ცოტნემ უპასუხა: პირფაჩარა გია ნოდიამ შემოგვთავაზა ეს დიდებული "სიბრძნე" და ათასზე მეტი გინება შეიწერაო. ეს ჯირკვალიშვილი არ არის პირიმნაირი, "პირნუდაა“. მერე გამახსენდა, ანალოგიური ვიღაც გაბუნიამაც დაწერა, თან მწერალს გადასწვდა, სტალინთან დააკავშირა მძულვარედ და ბოღმიანად. მე კი არ ვიცოდი რა შეუქმნია ფასეული ან ამ ჯეელს: გაბუნიას ფოტოს დავხედე და საერთოდ არ მეცნო. ჭირვეული, ანჩხლი ბავშვი იყურებოდა ამ ფოტოდან, პოპულარული გერმანული ლიტფიგურის, პატარა ცახესის მსგავსი. ესენი ცხადია, ერთი კლასტერიდან არიან.

ესეც ფაუსტური პროქტოფანტაზმაა, რაც ამათ ჭირთ - თითქოს კონსტანტინეს ჟანგბადი ეწურება და ხელოვნურად აცოცხლებენ. ეშმა როგორ არ გაიცინებს! ეხლა კი მეტი სერიოზულობით - ეს ჩემი მომავალი წიგნიდანაა ამონარიდი:

“ზვიადის "საქართველოს სულიერი მისია“ ცალკე წიგნად გამოვიდა 1990 წელს. მისი რედაქტირება გავაკეთეთ მე და ჟურნალისტმა ვახტანგ ბახტაძემ. ამ კრებულში ასევე შევიდა საბჭოთა პერიოდში ლექციად წასაკითხი მოხსენების თეზისები "კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა“. ავტორს იგი არ წააკითხეს. ეს თეზისები ზვიადმა იმიტომ შეიტანა, რათა მომავალში გამოყენებული ყოფილიყო კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების დასაცავად. მწერალს როგორც სტალინიზმის, ისე პოსტსტალინიზმის პერიოდში გაშმაგებით ესხმოდა თავს კრიტიკოსთა, უფრო სწორად მაძაგებელთა (ის რაც, ინგლისურ ენაში არის detractor) და განმაქიქებელთა სამი თაობა.

ისე მოხდა, რომ ეს უმძიმესი ესტაფეტა დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოშიც გადაიბარეს, როდესაც პერიოდულად ისევ ხდებოდა ორკესტრირებული შეტევები მწერალზე, ხან საეკლესიო ობსკურანტების, ხანაც დასავლურ განათლებაზე და ლიბერალიზმზე პრეტენზიის მქონე პირების მხრიდან. არც ერთ მწერალს ქართულ ლიტერატურაში არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც კონსტანტინეს. რასაკვირველია ამ ყველაფრის უკან დგას რუსული ჰიბრიდული ომის სპეცსამსახურულ-პროპაგანდისტული სამზარეულო, რომლის ამოცანაა ქართველი ერი დაარწმუნოს ერთ რამეში - რომ მას სრულფასოვანი პროზა არ გააჩნია. პოეზია კი ბატონო, ასე თუ ისე გაქვთო, რა თქმა უნდა, პუშკინთან და ბლოკთან ვერც ის მოვაო, მაგრამ მაინცო...

იქვე დამცინავად დააყოლებენ, თქვენს ხალხს სიმღერაში და ცეკვაში ხომ ვერავინ შეედრებაო. ქართველი სნობი რუსული კულტურული კოლონიის ბოსტანს ვერ სცდება, რის გამოც მათი ერთი ნაწილი ამ დამოკიდებულებას ვერ აცნობიერებს და ბრმა იარაღი ხდება, მეორე ნაწილი კი სწორედაც რომ აცნობიერებს. სხვათა შორის გია ჭანტურიამ, ვიდრე ზვიად გამსახურდიას მტრების რიგებს შეუერთდებოდა, (და ვინც სხვათა შორის, კონსტანტინეს მწერლობაზე მაღალი აზრისა იყო...) ერთი საყურადღებო, დამაფიქრებელი აზრი გამოთქვა, და როგორც მახსოვს, ეს იყო 1988 წლის დასაწყისში, რაც ამ საკითხს მეტად საინტერესო რაკურსიდან დაგვანახებდა:"ერს, რომელიც ყურადღებას მხოლოდ პოეზიას და სიმღერას აქცევს და პროზას უგულებელჰყოფს, გაუჭირდება დამოუკიდებლობის მიღწევა და საკუთარი სახელმწიფოს აშენება“.

დიახ, მტრები უგულებელყოფენ ცურტაველს, საბანისძეს, მერჩულეს, სულხან-საბას, ჭონქაძეს, ილიას, ყაზბეგს, ბარნოვს, კლდიაშვილს, გრიგოლს, მიხეილს, კონსტანტინეს, გურამ რჩეულიშვილს .... ეს კლასიკაა. თანამედროვენი უფრო აქეთ თქვენ გააგრძელეთ. და თან რამხელა ეპატაჟისტია კონსტანტინე, რომ ამდენს გაყეფებთ დღემდე.

P.S. კიდევ ერთხელ რომ გადავხედე ამ პოსტს, სადღაც გულმა რეჩხი მიყო, იქნებ მამათა და შვილთა ბრძოლის მსგავსია, მაინც ახალგაზრდებია, მთლად გრიგოლ ორბელიანივით ნუ გასასტიკდები, რაღაცამ თითქოს მითხრა. არა, ესენი არ არიან შვილები. ესენი შვილები კი არა, თავიანთ პაპისპაპათა რეინკარნაციებია, იმათი, რომლებიც ალბათ ახალგაზრდა ილიას ეუბნებოდნენ, რომ გამოსავალი სწორედაც გარუსებაშია. უბრალოდ დღეს რუსობა მოდაში აღარაა, სასარგებლო იდიოტობას კი ძნელად თუ ეშველება. ამიტომაც ერთხელ უკვე გავისტუმრე მთელი ამათი კლასტერი "ზმეინისკენ“ მცურავ რუსულ სამხედრო ხომალდთან ერთად".

კონსტანტინე გამსახურდიას ვრცელ სტატუსს გამოეხმაურა მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილიც, რომელიც წერს, რომ დილიდან უამრავმა ადამიანმა გაუგზავნა გამსახურდიას პოსტი.

ოთარ ჯირკვალიშვილი:

"დილით ასეთი სიურპრიზი დამხვდა, ათმა კაცმა მაინც გადმომიგზავნა კონსტანტინე გამსახურდია უმცროსის პოსტი, სადაც ეს ადამიანი მოაზროვნისთვის და კულტურული ადამიანისთვის შეუფერებელი სიტყვებით მლანძღავს. იქვე მიალანძღა დავით გაბუნიაც. როგორც ირკვევა, ბატონ რაულ ჩილაჩავას ამბავი მიუტანია კონსტანტინესთვის, რომ შენს დიდ პაპას კონსტანტინეს აკრიტიკებს, ამბობს, "დიდოსტატის მარჯვენა" ამოსაღებია სკოლის პროგრამიდანო. ბატონი კონსტანტინე გაუბრაზებია ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვითომ სწორ ინფორმაციას და კარგადაც გამოვულანძღივარ. ყველაზე სამარცხვინო მაინც ის ამბავია, როდესაც ადამიანის გვარს დასცინი (აქილიკებ) და შეურაცხყოფ. შეგახსენებთ, რომ ბევრ ჩვენს გამოჩენილ მწერალს არ ჰქონია მაინცდამაინც ლამაზად მჟღერი გვარი...

მე მაინც მგონია, რომ ბატონი კონსტანტინეს განაწყენების ნამდვილი მიზეზი ჩემი მოთხრობა "გალაკტიონია", რომელიც ჟურნალ "არილში" დაიბეჭდა.

იქ ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მოთხრობის პერსონაჟის კოსტა არზაყანიას პროტოტიპი კონსტანტინე გამსახურდიაა, ეს მცდარი და ზედაპირული დაკვირვებაა, რადგან კოსტა არზაყანია საბჭოთა აგრესიული მწერლის კრებითი სახეა. ფეისბუქზე ძალიან ვრცელი პოსტების წერა არ მიყვარს, ამიტომ შემიძლია ბატონ კონსტანტინეს ჯანსაღ დისკუსიაში წერილით ვუპასუხო. სალანძღავი სიტყვების გამოყენება შეუფერებელია.

და კიდევ ერთი, ვინც იმ პოსტს ალაიქებთ ჩემი მეგობრებიდან, მომიწევს თქვენთან მეგობრობის გაუქმება. არა განსხვავებული აზრის გამო (სხვათა შორის, სინამდვილეში კონსტანტინე გამსახურდია მეც მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ქართველ მწერლად მიმაჩნია, ნაშრომიც მაქვს მის "დიონისოს ღიმილზე", ახლახან დავბეჭდე წიგნში "კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები"), არამედ იმის გამო, რომ აგრესიულ და უაზრო ლანძღვას უჭერთ მხარს და არა ჯანსაღ დისკუსიას.

P. S. ისე, სულ ახლახან "ჯაყოს ხიზნები" რომ ამოიღეს სკოლის პროგრამიდან, ეგ რატომ არავინ გააპროტესტა?"