პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "ურჩი მოკავშირე", რომელიც ყაზახეთის დასავლურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს -  ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიის მასტერკლასი, მრავალვექტორული პოლიტიკა და ფინანსური საიდუმლოები
პუტინის "ურჩი მოკავშირე", რომელიც ყაზახეთის დასავლურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს -  ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიის მასტერკლასი, მრავალვექტორული პოლიტიკა და ფინანსური საიდუმლოები

ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ე­ვი ერ­თა­დერ­თი ლი­დე­რია რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის, რო­მელ­მაც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მო­ე­დან­ზე­ვე გა­ბე­და და რუსი დიქ­ტა­ტო­რის პო­ლი­ტი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია ხმა­მაღ­ლა გა­ახ­მა­უ­რა.

უც­ნო­ბია, გა­ნი­ხი­ლავს თუ არა ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენტს პუ­ტი­ნი კვლავ მო­კავ­ში­რედ პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

  • რა თქვა თო­ყა­ევ­მა?

17 ივ­ნისს, პე­ტერ­ბურ­გის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, თო­ყა­ე­ვი და პუ­ტი­ნი გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ, როცა RT-ის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენტს ჰკი­თხა, რას ფიქ­რობ­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის "სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ზე.“ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას კი თო­ყა­ევ­მა რუ­სე­თის მიერ აღი­ა­რე­ბულ უკ­რა­ი­ნის სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ზე ისა­უბ­რა და ამ კონ­ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი, აფხა­ზე­თი და "სამ­ხრეთ ოსე­თიც“ ახ­სე­ნა.

ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, მისი ქვე­ყა­ნა არ აღი­ა­რებს "სამ­ხრეთ ოსეთს“, აფხა­ზეთს და ასე­ვე, კვაზ სა­ხელ­მწი­ფო­ებს - დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკს.

გა­მოთ­ვლი­ლია, რომ თუკი ერე­ბის თვით­გა­მორ­კვე­ვის უფ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მა­შინ 193 სა­ხელ­მწი­ფოს ნაც­ვლად, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად გა­ე­რო-ს წევ­რე­ბი არი­ან, დე­და­მი­წა­ზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სა­ხელ­მწი­ფო წა­მო­იქ­მნე­ბა. რა თქმა უნდა, ქა­ო­სი იქ­ნე­ბა. ამ მი­ზე­ზით ჩვენ არ ვცნობთ არც ტა­ი­ვანს, არც კო­სო­ვოს, არც "სამ­ხრეთ ოსეთს“ და არც აფხა­ზეთს და, რო­გორც ჩანს, ეს პრინ­ცი­პი გავ­რცელ­დე­ბა კვა­ზი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც, ჩვე­ნი აზ­რით, არის ლუ­განსკი და დო­ნეც­კი,- გა­ნა­ცხა­და თო­ყა­ევ­მა.

2019 წელი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რი­სას

  • თო­ყა­ე­ვის უარი რუ­სეთს ნე­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ორ­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე

თო­ყა­ე­ვის გამ­ბე­და­ვი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის უარს ამ­ბობს რო­გორც სა­მა­მუ­ლო, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­ე­ბის მი­ღე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სწო­რედ ამ მი­ზე­ზით უთხრა თო­ყა­ევ­მა რუ­სეთს უარი რუსი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის, ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ორ­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე.

ყო­ვე­ლი­ვე ხდე­ბა იმ ფონ­ზე, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ პუ­ტინ­მა თო­ყა­ე­ვის და­სახ­მა­რებ­ლად ყა­ზა­ხეთ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი გაგ­ზავ­ნა. 2022 წლის იან­ვარ­ში, რო­დე­საც ყა­ზა­ხეთ­ში მა­სობ­რი­ვი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბი გა­ი­მარ­თა, თო­ყა­ევ­მა დახ­მა­რე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინს სთხო­ვა და პუ­ტინ­მაც ყა­ზა­ხეთ­ში სამ­ხედ­რო ძალა გაგ­ზავ­ნა, რაც კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ პუ­ტი­ნი ყა­ზა­ხეთს ერთ-ერთ მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ გა­ნი­ხი­ლავ­და.

თუმ­ცა დღეს უკვე სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ თო­ყა­ე­ვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით, ბოლო წლებ­ში ის ერ­თა­დერ­თი ლი­დე­რია, რო­მელ­მაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი "გა­მო­ი­ყე­ნა."

  • თო­ყა­ე­ვის მცდე­ლო­ბა, რომ ევ­რო­პა­ში რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი ჩა­ა­ნაც­ვლოს ყა­ზა­ხურ­მა

თო­ყა­ევ­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, შარლ მი­შელს მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ბაზ­რებ­ზე ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზე­ბის­თვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა. რუ­სეთ­ში კი ამას აღიქ­ვა­მენ, რო­გორც თო­ყა­ე­ვის მცდე­ლო­ბას, რომ ევ­რო­პა­ში ყა­ზა­ხურ­მა ნავ­თობ­მა რუ­სუ­ლი ჩა­ა­ნაც­ვლოს, რა­საც უკვე მოჰ­ყვა რუ­სე­თის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა.

2021 წელს თო­ყა­ე­ვი შარლ მი­შელს შეხ­ვდა და მხა­რე­ებ­მა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რეს

  • სა­სა­მარ­თლო და რუ­სე­თის პა­სუ­ხი თო­ყა­ე­ვის შეც­ვლილ პო­ლი­ტი­კა­ზე

ნო­ვო­რო­სი­ის­კის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 30 დღით შე­ჩერ­და იმ ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლი­თაც ყა­ზა­ხეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის 80%-ის ექ­სპორ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია კას­პი­ის მილ­გამ­ყვა­ნი კონ­სორ­ცი­უ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­ზე.

  • ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ე­ვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­სუ­ლი

თო­ყა­ე­ვი 1953 წელს, ყა­ზა­ხე­თის მა­შინ­დელ დე­და­ქა­ლაქ ალ­მათ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა დე­ტექ­ტი­ვე­ბის ჟან­რის მწე­რა­ლი იყო. დედა უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და.

1970-იან წლებ­ში თო­ყა­ე­ვი სწავ­ლობ­და მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში, რის შემ­დე­გაც მუ­შა­ობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო მი­სი­ებ­ში ჩი­ნეთ­სა და სინ­გა­პურ­ში. გარ­და ყა­ზა­ხუ­რი და რუ­სუ­ლი ენე­ბი­სა, თო­ყა­ე­ვი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სურ და ჩი­ნურ ენებ­ზე, ასე­ვე ფლობს ფრან­გულ ენას. თო­ყა­ე­ვი დიპ­ლო­მა­ტი­ის მას­ტე­რად მი­იჩ­ნე­ვა.

ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 2019 წლი­დან იკა­ვებს. მას პა­ტივს სცე­მენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან, გა­მოც­დილ დიპ­ლო­მა­ტად მი­იჩ­ნე­ვენ, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა და ბა­ლან­სი­რე­ბა ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­ურ ფრონტზე.

წარ­სულ­ში მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 1994 წლი­დან 1999 წლამ­დე იყო ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. 1999 წლი­დან 2002 წლამ­დე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, 2003 წელს თა­ვის ძველ პოსტს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­უბ­რუნ­და, სა­დაც 2007 წლამ­დე მუ­შა­ობ­და.

2007 წლი­დან 2011 წლამ­დე პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რედ მუ­შა­ობ­და. 2011 წელს ჟე­ნე­ვა­ში, გა­ე­როს ოფი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა და ასე­ვე გახ­და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

რო­გორც გა­ე­როს მა­შინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა პან გი მუნ­მა გა­ნა­ცხა­და, თო­ყა­ე­ვი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და იმის გამო, რომ კარ­გად ეს­მის გა­ნი­ა­რა­ღე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სირ­თუ­ლე და იცის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი.

  • რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ შეც­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კა და და­სავ­ლუ­რი კურ­სი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, თო­ყა­ე­ვის მთავ­რო­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ად­რინ­დე­ლი­ვით აღარ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მოს­კოვ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას ცდი­ლობს.

ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. "ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რე­ბი და ურ­თი­ერ­თმუ­ქა­რა უფრო მე­ტად გვა­ი­ძუ­ლებს დავ­ფიქ­რდეთ ამ ია­რა­ღის აკ­რძალ­ვი­სა და ლიკ­ვი­და­ცი­ის გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მუხ­თარ ტლე­უ­ბერ­დიმ.

და­სავ­ლურ სამ­ყა­როს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. ამ კონ­ტექ­სტში ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და უფრო მე­ტად ცდი­ლობს აშშ-სთან და ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბას.

ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა უმას­პინ­ძლა ევ­რო­პელ დიპ­ლო­მა­ტებს და ცნო­ბი­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ამ ქვე­ყა­ნას მთა­ვარ პარტნი­ო­რად გა­ნი­ხი­ლავს თო­ყა­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ.

პრე­ზი­დენ­ტი და მისი გუნ­დი ატა­რებს პო­ლი­ტი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთელ რიგ რე­ფორ­მებს და ამით და­სავ­ლეთ­თან უფრო მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობს. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, თო­ყა­ე­ვი წარ­მა­ტე­ბით ატა­რებს ყა­ზა­ხე­თის მრა­ვალ­ვექ­ტო­რულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას.

შარლ მი­შელ­თან ერ­თად

პრე­ზი­დენტ თო­ყა­ე­ვის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის არა მხო­ლოდ ნორ­მა­ლურ სა­ფე­ხურს, არა­მედ მი­აღ­წი­ოს გარ­ღვე­ვას და მსოფ­ლიო არე­ნა­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­როს - სწო­რედ ეს არის "ახა­ლი ყა­ზა­ხე­თის“ მთავ­რო­ბის მი­ზა­ნი.

  • ოჯა­ხი, ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი და ოფ­შო­რებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი

თო­ყა­ე­ვი ცოლს, ნა­დეჟ­და თო­ყა­ე­ვას 2020 წელს და­შორ­და. წყვილს სა­ერ­თო ვაჟი, თი­მუ­რი ჰყავს. იმ სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხეთ­შია, თო­ყა­ე­ვი ცდი­ლობს ისე წარ­მო­ჩინ­დეს, რომ მას არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც მის ფარ­გლებს გა­რეთ არ აქვს სიმ­დიდ­რე და ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი. უფრო მე­ტიც, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მიზ­ნე ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ სიმ­დიდ­რის მო­პო­ვე­ბის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მარ­თვის­თვის.

ძი­რი­თა­დად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თო­ყა­ე­ვის წი­ნა­მორ­ბე­დის, ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის გა­რე­მოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი და ეჭვი არ­სე­ბობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ყა­ე­ვის ოჯახს აქვს ფი­ნან­სუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის აღ­წე­რის პრო­ექ­ტის" (occrp.) ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ყა­ე­ვის ოჯა­ხი ფლობს ტბის­პი­რა სახ­ლებს, მდიდ­რულ აპარ­ტა­მენ­ტებს მოს­კოვ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხას და გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ებს ოფ­შო­რებ­ში.

occrp-ს ცნო­ბით, ჯერ კი­დევ 1998 წელს, რო­დე­საც ყა­ზა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რობ­და, თო­ყა­ე­ვის მე­უღ­ლე­სა და მის შვილს შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ჰქონ­დათ. ასე­ვე, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე მათ გახ­სნეს ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის აქ­ტი­ვე­ბით. ასე­ვე იყი­დეს ბი­ნე­ბი ჟე­ნე­ვის ტბის მი­და­მო­ებ­ში და მოს­კოვ­ში სულ მცი­რე 7.7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურ
2

ღმერთო ათქმევინე ბატ,თოყაევს ცხოველებზე,ფრინველებზე ს ი მ რ თ ლ ე.

თენგო
1

1-2 საეჭვო შემთხვევაზე აგებული კიდევ უფრო საეჭვო ვარაუდები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

პუტინის "ურჩი მოკავშირე", რომელიც ყაზახეთის დასავლურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს -  ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიის მასტერკლასი, მრავალვექტორული პოლიტიკა და ფინანსური საიდუმლოები

პუტინის "ურჩი მოკავშირე", რომელიც ყაზახეთის დასავლურ რელსებზე გადაყვანას ცდილობს -  ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიის მასტერკლასი, მრავალვექტორული პოლიტიკა და ფინანსური საიდუმლოები

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ერთადერთი ლიდერია რუსეთის მოკავშირეებს შორის, რომელმაც ვლადიმერ პუტინის მოედანზევე გაბედა და რუსი დიქტატორის პოლიტიკის საწინააღმდეგო პოზიცია ხმამაღლა გაახმაურა.

უცნობია, განიხილავს თუ არა ყაზახეთის პრეზიდენტს პუტინი კვლავ მოკავშირედ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

  • რა თქვა თოყაევმა?

17 ივნისს, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, თოყაევი და პუტინი გვერდიგვერდ ისხდნენ, როცა RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ყაზახეთის პრეზიდენტს ჰკითხა, რას ფიქრობდა უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციაზე.“ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი თოყაევმა რუსეთის მიერ აღიარებულ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთიც“ ახსენა.

ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აღიარებს "სამხრეთ ოსეთს“, აფხაზეთს და ასევე, კვაზ სახელმწიფოებს - დონეცკსა და ლუგანსკს.

გამოთვლილია, რომ თუკი ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო წამოიქმნება. რა თქმა უნდა, ქაოსი იქნება. ამ მიზეზით ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც "სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი,- განაცხადა თოყაევმა.

2019 წელი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას

  • თოყაევის უარი რუსეთს ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე

თოყაევის გამბედავი განცხადების შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ის უარს ამბობს როგორც სამამულო, ისე საერთაშორისო ჯილდოების მიღებაზე პრეზიდენტობის განმავლობაში.

სწორედ ამ მიზეზით უთხრა თოყაევმა რუსეთს უარი რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე.

ყოველივე ხდება იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვის წინ პუტინმა თოყაევის დასახმარებლად ყაზახეთში რუსი სამხედროები გაგზავნა. 2022 წლის იანვარში, როდესაც ყაზახეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა, თოყაევმა დახმარება ვლადიმერ პუტინს სთხოვა და პუტინმაც ყაზახეთში სამხედრო ძალა გაგზავნა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინი ყაზახეთს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ განიხილავდა.

თუმცა დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თოყაევის დიპლომატიური უნარების წყალობით, ბოლო წლებში ის ერთადერთი ლიდერია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტი "გამოიყენა."

  • თოყაევის მცდელობა, რომ ევროპაში რუსული ნავთობი ჩაანაცვლოს ყაზახურმა

თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ბაზრებზე ვითარების სტაბილიზებისთვის თანამშრომლობა შესთავაზა. რუსეთში კი ამას აღიქვამენ, როგორც თოყაევის მცდელობას, რომ ევროპაში ყაზახურმა ნავთობმა რუსული ჩაანაცვლოს, რასაც უკვე მოჰყვა რუსეთის მხრიდან რეაგირება.

2021 წელს თოყაევი შარლ მიშელს შეხვდა და მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ისაუბრეს

  • სასამართლო და რუსეთის პასუხი თოყაევის შეცვლილ პოლიტიკაზე

ნოვოროსიისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 დღით შეჩერდა იმ ნავთობტერმინალის მოქმედება, რომლითაც ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის 80%-ის ექსპორტი ხორციელდება. საუბარია კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის ნავთობტერმინალზე.

  • ყასიმ-ჟომართ თოყაევის დიპლომატიური წარსული

თოყაევი 1953 წელს, ყაზახეთის მაშინდელ დედაქალაქ ალმათში დაიბადა. მისი მამა დეტექტივების ჟანრის მწერალი იყო. დედა უცხო ენების ინსტიტუტში მუშაობდა.

1970-იან წლებში თოყაევი სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, რის შემდეგაც მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო მისიებში ჩინეთსა და სინგაპურში. გარდა ყაზახური და რუსული ენებისა, თოყაევი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და ჩინურ ენებზე, ასევე ფლობს ფრანგულ ენას. თოყაევი დიპლომატიის მასტერად მიიჩნევა.

ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მას პატივს სცემენ საერთაშორისო დონეზეც და ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან, გამოცდილ დიპლომატად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია ურთიერთობების ნორმალიზება და ბალანსირება ყველა დიპლომატიურ ფრონტზე.

წარსულში მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან დიპლომატიურ თანამდებობაზე. 1994 წლიდან 1999 წლამდე იყო ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1999 წლიდან 2002 წლამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 2003 წელს თავის ძველ პოსტს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდა, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა.

2007 წლიდან 2011 წლამდე პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2011 წელს ჟენევაში, გაეროს ოფისის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა და ასევე გახდა გაეროს გენერალური დირექტორის მოადგილე.

როგორც გაეროს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, თოყაევი ამ თანამდებობაზე დანიშნეს ხელისუფლებაში მუშაობის უდიდესი გამოცდილებისა და იმის გამო, რომ კარგად ესმის განიარაღების საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური მოლაპარაკებების სირთულე და იცის პრობლემის გადაჭრის გზები.

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვლილი პოლიტიკა და დასავლური კურსი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თოყაევის მთავრობა აჩვენებს, რომ ადრინდელივით აღარ არის დამოკიდებული მოსკოვზე და საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებლად პოზიციონირებას ცდილობს.

ყაზახეთის მთავრობაში აქტიურად დაიწყეს საუბარი ბირთვული იარაღის განადგურების აუცილებლობაზე. "ბირთვული შეიარაღების დაბრუნებაზე საუბრები და ურთიერთმუქარა უფრო მეტად გვაიძულებს დავფიქრდეთ ამ იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე", - განაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხთარ ტლეუბერდიმ.

დასავლურ სამყაროსთან თანამშრომლობა ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყაზახეთის პრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკას ატარებს და უფრო მეტად ცდილობს აშშ-სთან და ევროკავშირთან დაახლოებას.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურობა მომავალშიც გაგრძელდება. ყაზახეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა ევროპელ დიპლომატებს და ცნობილია, რომ ევროკავშირი ცენტრალურ აზიაში ამ ქვეყანას მთავარ პარტნიორად განიხილავს თოყაევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

პრეზიდენტი და მისი გუნდი ატარებს პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით მთელ რიგ რეფორმებს და ამით დასავლეთთან უფრო მეტად დაახლოებას ცდილობს. ექსპერტთა შეფასებით, თოყაევი წარმატებით ატარებს ყაზახეთის მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას.

შარლ მიშელთან ერთად

პრეზიდენტ თოყაევის მიზანია ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების არა მხოლოდ ნორმალურ საფეხურს, არამედ მიაღწიოს გარღვევას და მსოფლიო არენაზე პოზიციები გაიმყაროს - სწორედ ეს არის "ახალი ყაზახეთის“ მთავრობის მიზანი.

  • ოჯახი, ბიზნეს ინტერესები და ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები

თოყაევი ცოლს, ნადეჟდა თოყაევას 2020 წელს დაშორდა. წყვილს საერთო ვაჟი, თიმური ჰყავს. იმ სოციალური უთანასწორობის ფონზე, რომელიც ყაზახეთშია, თოყაევი ცდილობს ისე წარმოჩინდეს, რომ მას არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ აქვს სიმდიდრე და ბიზნეს ინტერესები. უფრო მეტიც, მისი ხელისუფლების სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკური გავლენების გამოყენებას ცდილობენ სიმდიდრის მოპოვების, შენარჩუნების და ბიზნეს ინტერესების წარმართვისთვის.

ძირითადად ეს ადამიანები თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის გარემოცვასთან დაკავშირებული პირები არიან.

მიუხედავად ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტის ფინანსებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი და ეჭვი არსებობს. არსებული ინფორმაციით, თოყაევის ოჯახს აქვს ფინანსური საიდუმლოები. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის აღწერის პროექტის" (occrp.) ინფორმაციით, თოყაევის ოჯახი ფლობს ტბისპირა სახლებს, მდიდრულ აპარტამენტებს მოსკოვში, შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე დიდი რაოდენობით თანხას და გარდა ამისა, კომპანიებს ოფშორებში.

occrp-ს ცნობით, ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც ყაზახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობდა, თოყაევის მეუღლესა და მის შვილს შვეიცარიის საბანკო ანგარიშზე მილიონობით დოლარი ჰქონდათ. ასევე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მათ გახსნეს ოფშორული კომპანიები 5 მილიონი დოლარის აქტივებით. ასევე იყიდეს ბინები ჟენევის ტბის მიდამოებში და მოსკოვში სულ მცირე 7.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

იხილეთ ასევე: