სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს" - ლაშა ხუციშვილი
"თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს" - ლაშა ხუციშვილი

თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრი ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ბე­ლა­რუს­ში რა­დი­ო­კავ­ში­რის სის­ტე­მე­ბი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით გას­ვლას ეხე­ბა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­ცე­მა­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი ამე­რი­კულ მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ას ეხე­ბა, რო­მელ­საც წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჰყავს.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც სი­უ­ჟეტ­ში იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს არ ეხე­ბა. ამას­თან, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ამ ნა­წილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რი კი­თხვა ვერ იარ­სე­ბებს, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ოპე­რა­ცია ლე­გა­ლუ­რი იყო.

"შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა თი­თო­ე­ულ ამ ოპე­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე და შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­და­ცე­მა და ეს სი­უ­ჟე­ტიც ცალ­სა­ხად აჩ­ვე­ნებს იმას, რომ თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მო­წო­დე­ბა ნამ­დვი­ლად სა­მარ­თლი­ა­ნია, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი ამე­რი­კულ მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ას ეხე­ბა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა ქვეყ­ნებ­შიც. ჩვენ გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი და ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, რო­გორც აშშ-სთან, ისე ევ­რო­კავ­შირ­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია, მათ­თან მოხ­დე­ბა, თუ ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ხოლო მე­ო­რე მხრივ, ამ ნა­წილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რი კი­თხვა ვერ იარ­სე­ბებს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა ოპე­რა­ცია იყო ლე­გა­ლუ­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს იმას, რომ თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ასავ­ლე­ლად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

პირ­ველ რიგ­ში, ყალ­ბი იყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის იყო. ეს ასე არ არის, ამას არ თვლის, არც ევ­რო­კავ­ში­რი და არც აშშ, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს კო­ლე­გებს მი­ე­წო­დე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ მათ კი­დევ ერთხელ შე­ა­ფა­სონ, თუ რა­ი­მე დარ­ღვე­ვა იყო არა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წილ­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­თან ნა­წილ­ში და უშუ­ა­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო,“ - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის "რა­ცი­ე­ბის“ გა­დამ­ცე­მი და მიმ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა შუ­ა­მა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში - უზ­ბე­კეთ­ში გა­იგ­ზავ­ნა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, ბე­ლა­რუს­ში სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით მოხ­ვდა“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­დან ბე­ლო­რუს­ში რა­დი­ო­კავ­ში­რის სის­ტე­მე­ბი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით გა­დი­ო­და, სიც­რუ­ეა.

"შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ შპს "კო­მუ­ნი­კომ­მა“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­ო­კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ამ MOTOROLA Solutions Inc-ს, მიმ­დი­ნა­რე წლის, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, ექ­სპორ­ტის სა­ბა­ჟო რე­ჟიმ­ში და­ა­დეკ­ლა­რი­რა უზ­ბე­კე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქსე­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, კერ­ძოდ - "რა­დი­ო­კავ­ში­რის რეტ­ლანსლი­ა­ტო­რი“. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უზ­ბე­კეთ­ში მიმ­ღე­ბი კომ­პა­ნია იყო - ооо « уэелтехипрм-моторола-Телеком-радио».

აქვე, გაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ქო­ნე­ლი არ სა­ჭი­რო­ებს ექ­სპორ­ტის ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნე­ბარ­თვას, ხოლო მიმ­ღე­ბი კომ­პა­ნია გახ­ლავთ უზ­ბე­კეთ­ში კომ­პა­ნია "მო­ტო­რო­ლას“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი შპს "კო­მუ­ნი­კო­მს“, ად­რეც არა­ერ­თხელ ჰქო­ნია იმ­პორ­ტის სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რებ­ში მოქ­ცე­უ­ლი.

უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ექ­სპორ­ტში გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი სა­ბო­ლო­ოდ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ბა თუ შემ­დგომ, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა სცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკ
1

წავიდააა ზღაპრები

?!
7

ეს ვისი ბიჭია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს" - ლაშა ხუციშვილი

"თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს" - ლაშა ხუციშვილი

თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხება.

მინისტრის განცხადებით, გადაცემაში გასული სიუჟეტი ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც ჰყავს.

მისივე თქმით, ბრალდება, რომელიც სიუჟეტში იყო გაჟღერებული, საქართველოს არ ეხება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, ვინაიდან, საქართველოში განხორციელებული ყველა ოპერაცია ლეგალური იყო.

"შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ამ ოპერაციასთან მიმართებაში ძალიან დეტალურად განაცხადა, თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, ეს გადაცემა და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყოს ის მტკიცებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრალდებები ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივია, მათთან მოხდება, თუ ასეთი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ხოლო მეორე მხრივ, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპერაცია იყო ლეგალური, რაც საქართველოში განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული.

პირველ რიგში, ყალბი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქონელი ორმაგი დანიშნულების იყო. ეს ასე არ არის, ამას არ თვლის, არც ევროკავშირი და არც აშშ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მიეწოდება, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ შეაფასონ, თუ რაიმე დარღვევა იყო არა საქართველოს ნაწილში, არამედ სხვა ქვეყნებთან ნაწილში და უშუალოდ იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც დასახელებული იყო,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში აღნიშნული იყო ინფორმაცია, რომ "ამერიკული წარმოების "რაციების“ გადამცემი და მიმღები მოწყობილობა შუამავალ ქვეყანაში - უზბეკეთში გაიგზავნა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბელარუსში სანქციების გვერდის ავლით მოხვდა“. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელორუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა.

"შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,კომუნიკომმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რადიოკავშირგაბმულობის კომპანიამ MOTOROLA Solutions Inc-ს, მიმდინარე წლის, აპრილის დასაწყისში, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დაადეკლარირა უზბეკეთის მიმართულებით ქსელური მოწყობილობები, კერძოდ - ,,რადიოკავშირის რეტლანსლიატორი“. აღნიშნული მოწყობილობების უზბეკეთში მიმღები კომპანია იყო - ооо « уэелтехипрм-моторола-Телеком-радио».

აქვე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საქონელი არ საჭიროებს ექსპორტის ორმაგი დანიშნულების ნებართვას, ხოლო მიმღები კომპანია გახლავთ უზბეკეთში კომპანია "მოტოროლას“ ოფიციალური წარმომადგენელი. დასახელებული საქონელი შპს ,,კომუნიკომს“, ადრეც არაერთხელ ჰქონია იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცეული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპორტში გაფორმებული საქონელი საბოლოოდ დანიშნულების ქვეყანაში დარჩება თუ შემდგომ, სხვა ქვეყანაში გადაიგზავნება სცდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციის ფარგლებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.