მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ბრძოლა გრძელდება - მტერმა მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას სევეროდონეცკში" - რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში?
"მძიმე ბრძოლა გრძელდება - მტერმა მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას სევეროდონეცკში" - რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში?

სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში ოკუ­პან­ტებ­მა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან გან­დევ­ნეს, მძი­მე ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მტერ­მა, არ­ტი­ლე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ა­ტა­რა თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ე­ბი ქა­ლაქ სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში, მი­აღ­წია ნა­წი­ლობ­რივ წარ­მა­ტე­ბას, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი გან­დევ­ნა ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ცნო­ბით, დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი ძი­რი­თად ძა­ლის­ხმე­ვას მი­მარ­თა­ვენ შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რათა ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ონ უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი ქა­ლა­ქე­ბის, სე­ვე­რო­დო­ნეც­კი­სა და ლი­სი­ჩანსკის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ამას­თან, გენშტა­ბის ცნო­ბით, მტე­რი ბლო­კავს ლო­გის­ტი­კუ­რი მი­წო­დე­ბის მარ­შრუ­ტებს ბახ­მუ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში.

"მტე­რი გა­ნაგ­რძობს ზო­მებს და­ნა­კარ­გე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. კრე­მენ­ნა­ი­ა­სა და სტა­რო­ბელსკის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 80 ერ­თე­ულ­ზე მეტი ია­რა­ღი და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, მათ შო­რის მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მე­ბი, გა­და­ი­ტა­ნეს”, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ამას­თან, სლა­ვი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სულ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა თა­ვი­ან­თი ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თეს დო­ლი­ნა­სა და ბო­გო­რო­დიჩ­ნო­ეს და­სახ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს. გენშტა­ბის ცნო­ბით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჯა­რე­ბის ლო­გის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში, 100 ერ­თე­ულ­ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტექ­ნი­კა შეც­ვა­ლა.

"ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რი­ეს თავ­დას­ხმა ვიქ­ტო­როვ­კა-ვრუ­ბოვ­კას და კა­მი­შე­ვა­ხა-ვრუ­ბოვ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. მტერ­მა გა­ნა­ახ­ლა შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი ზო­ლო­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამას­თან, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე წა­რუ­მა­ტებ­ლად ახორ­ცი­ე­ლებ­და თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ებს დო­ლო­მიტ­ნოე - კო­დე­მას, დო­ლო­მიტ­ნოე - ნო­ვო­ლუ­განსკო­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

ჯონსონმა უკვე აღნიშნა ზელენსკის სიამოვნებით მივცემთ თავშესაფარსო, გასაგებია ხომ?

დიდება უკრაინელ ხალხს!
0

აკი აიღესო? სიმართლეს ვერსად გაიგებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"მძიმე ბრძოლა გრძელდება - მტერმა მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას სევეროდონეცკში" - რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში?

"მძიმე ბრძოლა გრძელდება - მტერმა მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას სევეროდონეცკში" - რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში?

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

"მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიებზე. ამასთან, გენშტაბის ცნობით, მტერი ბლოკავს ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბახმუტის დასახლებაში.

"მტერი განაგრძობს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად. კრემენნაიასა და სტარობელსკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 80 ერთეულზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, გადაიტანეს”, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, სლავიანსკის მიმართულებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა თავიანთი ძირითადი ძალისხმევა მიმართეს დოლინასა და ბოგოროდიჩნოეს დასახლებებზე თავდასხმის განხორციელებაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებით, ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, 100 ერთეულზე მეტი დაზიანებული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა შეცვალა.

"ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა ვიქტოროვკა-ვრუბოვკას და კამიშევახა-ვრუბოვკას მიმართულებებით. მტერმა განაახლა შეტევითი მოქმედებები ზოლოტეს ტერიტორიაზე. ამასთან, მოწინააღმდეგე წარუმატებლად ახორციელებდა თავდასხმის ოპერაციებს დოლომიტნოე - კოდემას, დოლომიტნოე - ნოვოლუგანსკოეს მიმართულებებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.