სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი..." - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დუმილს არღვევს
"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი..." - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დუმილს არღვევს

გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ­მა კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით დუ­მი­ლი და­არ­ღვია და მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა.

გერ­მა­ნი­ის პროფ­კავ­ში­რე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მერ­კელ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ნა­ტოს მიერ გა­წე­ულ სა­მუ­შა­ოს "ამ ბარ­ბა­რო­სუ­ლი ომის დას­რუ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში“.

"ჩემი სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნას, რო­მელ­საც თავს და­ეს­ხა და რო­მელ­შიც შე­იჭ­რა რუ­სე­თი. მხარს ვუ­ჭერ მის უფ­ლე­ბას თავი და­იც­ვას“,- გა­ნა­ცხა­და ან­გე­ლა მერ­კელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ან­გე­ლა მერ­კე­ლი და ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ბუ­ჩა­ში მი­იწ­ვია, რათა თა­ვად და­ე­ნა­ხათ, რა მოჰ­ყვა რუ­სე­თის მი­მართ "დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კას".

"მეტი დას­კვნე­ბია სა­ჭი­რო - არა მარ­ტო რუ­სეთ­ზე, ასე­ვე იმ პო­ლი­ტი­კურ ქცე­ვა­ზე, რა­მაც რე­ა­ლუ­რად და­უშ­ვა ეს ბო­რო­ტე­ბა ჩვენს მი­წა­ზე. დღეს ბუ­ქა­რეს­ტში ნატო-ს სა­მი­ტის მე­თო­თხმე­ტე წე­ლია. მა­შინ გაჩ­ნდა შან­სი, უკ­რა­ი­ნა გა­მო­სუ­ლი­ყო "ნაც­რის­ფე­რი ზო­ნი­დან“ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, "ნაც­რის­ფე­რი ზო­ნი­დან“ ნატო-რუ­სეთს შო­რის, "ნაც­რის­ფე­რი ზო­ნი­დან“, რო­მელ­შიც მოს­კოვს ჰგო­ნია, რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლი­საც კი. ოპ­ტი­მის­ტუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბის მიღ­მა, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი. მა­შინ, 2008 წელს უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სში მი­ღე­ბა­ზე უარი იმა­ლე­ბო­და. იმა­ლე­ბო­და ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის უაზ­რო შიში რუ­სე­თის მი­მართ. ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ზე უა­რის თქმით შეძ­ლებ­დნენ რუ­სე­თის დამ­შვი­დე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბას, რომ პა­ტი­ვი სცეს უკ­რა­ი­ნას და ნორ­მა­ლუ­რად იცხოვ­როს ჩვენ გვერ­დით. ამ მცდა­რი გა­მოთ­ვლე­ბი­დან 14 წლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა გა­და­ურ­ჩა რე­ვო­ლუ­ცი­ას და დონ­ბას­ში რვაწ­ლი­ან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბ­რძვით სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის­თვის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ ომში“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ან­გე­ლა მერ­კელ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის კრი­ტი­კას პრესს­პი­კე­რის პი­რით უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, - ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი კვლა­ვაც ერ­თგუ­ლია 2008 წლის ნა­ტოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სო.

"იმ სი­სას­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­საც ბუ­ჩა­სა და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ში ვხე­დავთ, ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი სრუ­ლად უჭერს მხარს ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას, რათა ბოლო მო­ე­ღოს ბარ­ბა­რო­სო­ბას და რუ­სე­თის ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ“, - გან­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qartveli
5

ამ ქალბატონის ბრალია, რომ პუტინი ამდენს ბედავს!!!

შეშფოთებული
1

ქ-ნო მერკელ, რა დაგიბარათ თქვენ ბისმარკმა, ორჯერ დაარღვიეთ და შაგრენის ტყავად აქციეთ დიდი გერმანია, არ დაივწყოთ, რომ ხშირად ისტორია მეორდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი..." - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დუმილს არღვევს

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი..." - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დუმილს არღვევს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და მიმდინარე წლის პირველ საჯარო გამოსვლაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მერკელმა მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს მიერ გაწეულ სამუშაოს "ამ ბარბაროსული ომის დასრულების ძიებაში“.

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას თავი დაიცვას“,- განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა თავად დაენახათ, რა მოჰყვა რუსეთის მიმართ "დათმობის პოლიტიკას".

"მეტი დასკვნებია საჭირო - არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, უკრაინა გამოსულიყო "ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, "ნაცრისფერი ზონიდან“ ნატო-რუსეთს შორის, "ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი. ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა, თითქოს უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. მაშინ, 2008 წელს უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი სცეს უკრაინას და ნორმალურად იცხოვროს ჩვენ გვერდით. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით საკუთარი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პრესსპიკერის პირით უპასუხა, რომელმაც განაცხადა, - ყოფილი კანცლერი კვლავაც ერთგულია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისო.

"იმ სისასტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ვხედავთ, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს ბარბაროსობას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განცხადა მან.