საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიის სახე მიიღოს" - რას აცხადებს პაატა იმნაძე "მაიმუნის ყვავილზე", მისი გავრცელების მაჩვენებელზე, მიმდინარეობის სიმძიმესა და ვირუსის შეჩერების გზებზე
"შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიის სახე მიიღოს" - რას აცხადებს პაატა იმნაძე "მაიმუნის ყვავილზე", მისი გავრცელების მაჩვენებელზე, მიმდინარეობის სიმძიმესა და ვირუსის შეჩერების გზებზე

თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში ყვა­ვი­ლის გა­ჩე­რე­ბა არ არის ძა­ლი­ან ძნე­ლი, იმი­ტომ რომ ისე­თი გა­დამ­დე­ბი არ არის, რო­გო­რიც კო­რო­ნა­ვირუ­სი იყო - ალ­ბათ, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ არ მგო­ნია დიდი ეპი­დე­მი­ის სახე მი­ი­ღოს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ახა­ლი არ არის და ის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ყვა­ვი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს და ის “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­ზეც“ საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია.

“ყვა­ვილ­ზე აცრა 1980 წლის მერე დე­და­მი­წა­ზე აღარ ხდე­ბა. ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუ­სის­გა­ნაც საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად იცავს. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ეს ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს, მსოფ­ლი­ოს მისი წარ­მო­ე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია, ასე რომ დიდ გარ­თუ­ლე­ბებს არ ველი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

NCDC-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თქმით, "მა­ი­მუ­ნის ვირუ­სი“ ძი­რი­თა­დად აფ­რი­კა­ში არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მისი ორი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: ცენ­ტრა­ლურ-აფ­რი­კუ­ლი და და­სავ­ლეთ-აფ­რი­კუ­ლი.

იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და­სავ­ლეთ-აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც უფრო მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ვიდ­რე ცენ­ტრა­ლურ-აფ­რი­კუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 100-მდე შემ­თხვე­ვი­დან მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არც ერთი ყო­ფი­ლა.

"აფ­რი­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­სავ­ლეთ-აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტის ლე­ტა­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 1%-ია, იმი­ტომ რომ იქ პრაქ­ტი­კუ­ლად, სულ არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი. ცოტა უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ცენ­ტრა­ლურ-აფ­რი­კულ ვა­რი­ანტს ახა­სი­ა­თებს. იქ ლე­ტა­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა, 10%-მდეც ადი­ო­დეს.

ჯერ­ჯე­რო­ბით, 100-მდე შემ­თხვე­ვი­დან, რაც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, არც ერთი არ ყო­ფი­ლა მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, არც ერთი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ას. მთე­ლი მსოფ­ლიო, ჩემი კო­ლე­გე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში ვართ,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მსგავს და­ა­ვა­დე­ბებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მა "კარ­გად არის აწყო­ბი­ლი“.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით სა­ში­ში არა­ფე­რია და ამ დრო­ის­თვის, "გან­გა­შის სიგ­ნა­ლი“ იმ ქვეყ­ნებ­შიც კი არ არის ჩარ­თუ­ლი, სა­დაც ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­და.

"შიში არა­სო­დეს არ არის კარ­გი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, სა­ში­ში ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი არ არის. 2 დღის წინ დავ­ბრუნ­დი ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან. იქ სა­დაც ბევ­რი შემ­თხვე­ვე­ბია ევ­რო­პა­ში - იგი­ვე ეს­პა­ნეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, იქაც კი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით გან­გა­შის მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი ჩარ­თუ­ლი. არა­ფე­რი ახა­ლი არ არის. მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი 70-იან წლებ­ში არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

რო­დე­საც დე­და­მი­წა­ზე "ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყვა­ვი­ლის“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მო­ფხვრა მოხ­და, იმ წლებ­ში წა­მო­ყო სხვა­დას­ხვა ყვა­ვი­ლებ­მა/ნა­თე­სავ­მა ვირუ­სებ­მა თავი. მა­გა­ლი­თად, ეს იყო "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“, "ძრო­ხის ყვა­ვი­ლი“ და სხვა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყვა­ვი­ლის კი­დევ ერთი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მელ­საც "ახ­მე­ტა ვირუ­სი“ ვუ­წო­დეთ, რად­გან მთის სა­ძოვ­რებ­ში, მწყემ­სებ­ში და­დას­ტურ­და. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მა კარ­გად გვაქვს აწყო­ბი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ძრო­ხის ყვა­ვი­ლი“ ყო­ველ­წლი­უ­რად არა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ, 1-2 შემ­თხვე­ვა ყო­ველ­თვის არის. "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა, იმე­დია არც ახლა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ მზად­ყოფ­ნა გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
0

ბ-ნო პაატა, როგორც კი ჯანმო მაგისთვის ფულს გამოგიყოფთ, საქართველოში მაშინვე მოიმატებს შემთხვევები.

გიორგი
1

ეგრე იძახოდი კორონა ვირუსზე და მერე რა მოიფიქრეთ კარგად იცით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიის სახე მიიღოს" - რას აცხადებს პაატა იმნაძე "მაიმუნის ყვავილზე", მისი გავრცელების მაჩვენებელზე, მიმდინარეობის სიმძიმესა და ვირუსის შეჩერების გზებზე

"შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიის სახე მიიღოს" - რას აცხადებს პაატა იმნაძე "მაიმუნის ყვავილზე", მისი გავრცელების მაჩვენებელზე, მიმდინარეობის სიმძიმესა და ვირუსის შეჩერების გზებზე

თანამედროვე პირობებში ყვავილის გაჩერება არ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ისეთი გადამდები არ არის, როგორიც კორონავირუსი იყო - ალბათ, "მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, "მაიმუნის ყვავილი“ ახალი არ არის და ის გასული საუკუნის 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

იმნაძის განმარტებით, ყვავილების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის “მაიმუნის ყვავილზეც“ საკმაოდ ეფექტიანია.

“ყვავილზე აცრა 1980 წლის მერე დედამიწაზე აღარ ხდება. ყვავილის ვაქცინა არსებობს და "მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც საკმაოდ ეფექტიანად იცავს. თუ საჭირო გახდება ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი გააჩნია, ასე რომ დიდ გართულებებს არ ველი, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, "მაიმუნის ვირუსი“ ძირითადად აფრიკაში არის გავრცელებული. მისი ორი ვარიანტი არსებობს: ცენტრალურ-აფრიკული და დასავლეთ-აფრიკული.

იმნაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გავრცელებულია დასავლეთ-აფრიკული ვარიანტი, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ცენტრალურ-აფრიკული.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში დადასტურებული 100-მდე შემთხვევიდან მძიმე მიმდინარეობის არც ერთი ყოფილა.

"აფრიკის მონაცემებით, დასავლეთ-აფრიკული ვარიანტის ლეტალობა დაახლოებით, 1%-ია, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად, სულ არის ხოლმე შემთხვევები. ცოტა უფრო მძიმე მიმდინარეობა ცენტრალურ-აფრიკულ ვარიანტს ახასიათებს. იქ ლეტალობა შეიძლება, 10%-მდეც ადიოდეს.

ჯერჯერობით, 100-მდე შემთხვევიდან, რაც ევროპასა და ამერიკაში არის დადასტურებული, არც ერთი არ ყოფილა მძიმე მიმდინარეობის, არც ერთი გარდაცვალება არ ყოფილა. უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მთელი მსოფლიო, ჩემი კოლეგები დაკვირვების რეჟიმში ვართ,“ - განაცხადა მან.

პაატა იმნაძის განმარტებით, მსგავს დაავადებებზე საქართველოში ზედამხედველობის სისტემა "კარგად არის აწყობილი“.

მისივე განმარტებით, "მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საშიში არაფერია და ამ დროისთვის, "განგაშის სიგნალი“ იმ ქვეყნებშიც კი არ არის ჩართული, სადაც ეს დაავადება გამოვლინდა.

"შიში არასოდეს არ არის კარგი. ჯერჯერობით არ უნდა გვეშინოდეს, საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. 2 დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იქ სადაც ბევრი შემთხვევებია ევროპაში - იგივე ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, იქაც კი არ არის ჯერჯერობით განგაშის მაღალი საფეხურები ჩართული. არაფერი ახალი არ არის. მაიმუნის ყვავილი 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

როდესაც დედამიწაზე "ნატურალური ყვავილის“ ვაქცინაციის საშუალებით აღმოფხვრა მოხდა, იმ წლებში წამოყო სხვადასხვა ყვავილებმა/ნათესავმა ვირუსებმა თავი. მაგალითად, ეს იყო "მაიმუნის ყვავილი“, "ძროხის ყვავილი“ და სხვა. სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ყვავილის კიდევ ერთი ნაირსახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც "ახმეტა ვირუსი“ ვუწოდეთ, რადგან მთის საძოვრებში, მწყემსებში დადასტურდა. ასე რომ, საქართველოში ასეთ დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად გვაქვს აწყობილი. საქართველოში "ძროხის ყვავილი“ ყოველწლიურად არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის. "მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა, იმედია არც ახლა გვექნება, მაგრამ მზადყოფნა გვაქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.