სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელის კანკალით..." - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის პირველი ნახატი კლინიკიდან
"ხელის კანკალით..." - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის პირველი ნახატი კლინიკიდან

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ რთუ­ლია, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ, უცხო­ელ­მა ექი­მებ­მა ბავ­შვი ერ­თთვი­ა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ძი­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. მას შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­და და­თის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­საც მისი დე­დის, ქრის­ტი­ნე მა­მა­უ­კაშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოც მოწ­მობს.

"ხე­ლის კან­კა­ლით..." - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" და­თის დედა და აქ­ვეყ­ნებს შვი­ლის მიერ მშობ­ლე­ბის­თვის და­ხა­ტულ ნა­ხატს წარ­წე­რით "დედა მამა".

დათი ქოქ­რაშ­ვილს ავ­ტო­მო­ბი­ლი 31 მარტს, დი­ლით და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბულს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 5 ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

და­თის და­სახ­მა­რებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­რი­ცხონ და­თის დე­დის ან­გა­რიშ­ზე. და­თის კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

მიმ­ღე­ბი: ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი, დედა

TBC ბან­კის ან­გა­რი­ში: #GE05TB7962745064300024

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­ში: #GE90BG0000000101545483

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანკა
1

სათაური წავიკითხე და ტირილი ამივარდა, შენ აუცილებლად გადარჩები ,მაგარი ბიჭი ხარ და კიდევ უფრო მაგარი კაცი გაიზრდები.

პუშლა (იგივე ომში კოხტა და უშიშარი)
0

შენ გენაცვალე პატარა ვაჟკაცო 

ავტორი:

"ხელის კანკალით..." - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის პირველი ნახატი კლინიკიდან

"ხელის კანკალით..." - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის პირველი ნახატი კლინიკიდან

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება. დაახლოებით ორი კვირის წინ, უცხოელმა ექიმებმა ბავშვი ერთთვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაუმჯობესდა დათის მდგომარეობა, რასაც მისი დედის, ქრისტინე მამაუკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოც მოწმობს.

"ხელის კანკალით..." - წერს "ფეისბუქში" დათის დედა და აქვეყნებს შვილის მიერ მშობლებისთვის დახატულ ნახატს წარწერით "დედა მამა".

დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დათის დასახმარებლად სოციალურ ქსელში გვერდიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანია გაერთიანებული. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე. დათის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024

"საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483