სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სამედიცინო ექსპერტის განცხადება და ბასილაშვილის ადვოკატის პასუხი
ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სამედიცინო ექსპერტის განცხადება და ბასილაშვილის ადვოკატის პასუხი

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე დღეს მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იმარ­თე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კა.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მხრის ზე­და­პირ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თი ჰქონ­და.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მას და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­ნუ­მარ­ტა, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ექ­სპერ­ტის თქმით, დო­რო­ყაშ­ვი­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ ტრავ­მის მი­ღე­ბის დღეს მას თა­ვის ტკი­ვი­ლი ჰქონ­და.

"მას ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი და ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. მარ­ჯვე­ნა მხრის შიდა ზე­და­პირ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლის გა­რე­შე",- გა­ნა­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა რა­ი­მე მკვრი­ვი ბლაგ­ვი სა­ხის საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი თე­ო­ნა გვა­ზა­ვა, ექ­სპერ­ტის სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ მათ­თვის უც­ნო­ბია, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და­ზი­ა­ნე­ბა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მკლავ­ზე მხო­ლოდ სი­წით­ლე ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპერ­ტის მიერ ასა­ხულ და­ზი­ა­ნე­ბას სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, დაც­ვის მხა­რის­თვის უც­ნო­ბია, სა­ი­დან გაჩ­ნდა ის.

"აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უკვე და­კი­თხუ­ლია სას­წრა­ფოს ექი­მი, რო­მელ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და პირ­ველს და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს­კო­რა­ცი­ე­ბი. ექიმ­მა ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ დო­რო­ყაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბა სი­წით­ლის სა­ხით, რაც კა­ნის ოდ­ნავ აქერ­ცვლა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. თა­ვის მხრივ, როცა და­ეს­ვა კი­თხვა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მკლა­ვის შიდა ნა­წილ­ში და­ზი­ა­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, ექ­სპერ­ტმა გა­მო­რი­ცხა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი 2020 წლის 21 მა­ი­სის 16:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით.

ექ­სპერ­ტმა ასა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბა, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და, თა­ვის მხრივ, ექ­სპერ­ტმა დღეს, დაც­ვის მხა­რის კი­თხვა­ზე გან­მარ­ტა, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დე­გაც და არ იყოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ხან­დაზ­მუ­ლო­ბის კუ­თხით. ამ ნა­წილ­ში ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბე­ბი სარ­წმუ­ნო არ არის. და­ზი­ა­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­მარ­ტე­ბე­ბით. სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად, გულ­დას­მით და­ათ­ვა­ლი­ე­რა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა მკლა­ვი, რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე ზე­და­პი­რი, ცალ­სა­ხად და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მას აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა შემ­დე­გი დე­ტა­ლი, როცა სას­წრა­ფოს ექიმ­მა მსგავ­სად ექ­სპერ­ტი­სა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს და­უს­ვა კი­თხვა, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო გარე ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბა კა­ნის სი­წით­ლი­სა და აქერ­ცვლის სა­ხით, მან უპა­სუ­ხა, რომ ვერ იხ­სე­ნებს და ვერ აკონ­კრე­ტებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მას­ში ტკი­ვილს არ იწ­ვევ­და, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით ბრა­ლის წარ­დგე­ნი­სას",- გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

მოძალადე კაცი უნდა დაისაჯოს, ბასილაშვილი კი არა, ვინც გინდა იყოს. ქალები რომ ესევით ამ გოგოს, ასმაგად გულისამრევი საყურებელია. 

ლალი
2

გჯერათ ვინმეს, ნორმალურს, შერაცხადს და ადეკვატურს, რომ ეს შლეგი დედაკაცი ვინმეს თავს აცემინებდა?...მისი სიხარბის და მომხვეჭელობის ხარისხია ძალიან მაღალი, შესაბამისად შანტაჟის და გამოძალვის მოტივით რაიმე ქმედებების დაშვება მისი მხრიდან საკმაოდ სერიოზულია!!!...ის, რასაც ის და მისი ოჯახი კადრულობს, სამარცხვინოა!!...დედა იმდენ ფაქტს "იხსენებს" ეხლა,რომ თავმოყვარე მშობელს უნდა სცხვენოდეს...თუკი მისთვის ის ყველაფერი ცნობილი იყო წლების წინ, როგორ დაუტოვა საცემრად და საბულინგოდ მისი ქალიშვილი ამ "ველურ" ბიჭს??...საბოლოოდ გაირკვევა ალბათ ყველაფერი, მაგრამ შორიდან ეს გამოძალვის მცდელობას ჰგავს და ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას დოროყაშვილის მხრიდან ბასილაშვილზე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სამედიცინო ექსპერტის განცხადება და ბასილაშვილის ადვოკატის პასუხი

ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სამედიცინო ექსპერტის განცხადება და ბასილაშვილის ადვოკატის პასუხი

ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა იმართება.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ნელი დოროყაშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ილაპარაკა.

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მას დაზარალებულმა დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ექსპერტის თქმით, დოროყაშვილი მიუთითებდა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.

"მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე",- განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა, ექსპერტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ნელი დოროყაშვილმა დაზიანება.

როგორც ის განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დათვალიერებისას, ნელი დოროყაშვილს მკლავზე მხოლოდ სიწითლე ჰქონდა. რაც შეეხება ექსპერტის მიერ ასახულ დაზიანებას სისხლნაჟღენთის სახით, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაცვის მხარისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ის.

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკითხულია სასწრაფოს ექიმი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა პირველს დაეთვალიერებინა ნელი დოროყაშვილის მხარზე არსებული ესკორაციები. ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ დოროყაშვილს აღენიშნებოდა უმნიშვნელო დაზიანება სიწითლის სახით, რაც კანის ოდნავ აქერცვლაში გამოიხატებოდა. თავის მხრივ, როცა დაესვა კითხვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია მკლავის შიდა ნაწილში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, ექსპერტმა გამორიცხა აღნიშნული დაზიანების არსებობის ფაქტი 2020 წლის 21 მაისის 16:00 საათის მდგომარეობით.

ექსპერტმა ასახა ის დაზიანება, რაც ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა, თავის მხრივ, ექსპერტმა დღეს, დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ ეს დაზიანება შესაძლოა, მიყენებული იყოს რამდენიმე საათის შემდეგაც და არ იყოს წინააღმდეგობაში ხანდაზმულობის კუთხით. ამ ნაწილში ნელი დოროყაშვილის განმარტებები სარწმუნო არ არის. დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით უნდა ვიხელმძღვანელოთ სპეციალისტთა განმარტებებით. სპეციალისტი, რომელმაც პირველად, გულდასმით დაათვალიერა ნელი დოროყაშვილის მარჯვენა მკლავი, როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირი, ცალსახად დააფიქსირა, რომ მას აღნიშნული დაზიანება არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანება. საყურადღებოა შემდეგი დეტალი, როცა სასწრაფოს ექიმმა მსგავსად ექსპერტისა, ნელი დოროყაშვილს დაუსვა კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო გარე ზედაპირზე არსებული უმნიშვნელო დაზიანება კანის სიწითლისა და აქერცვლის სახით, მან უპასუხა, რომ ვერ იხსენებს და ვერ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული დაზიანება მასში ტკივილს არ იწვევდა, რაც სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ბრალის წარდგენისას",- განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.