საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, შიდა ქარ­თლში და კა­ხეთ­ში უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს - და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის (ოპე­რა­ტი­უ­ლი) მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.გ. და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის 45 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ამო­ი­ღეს. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ. რომ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია "ნა­გა­ნის“ სის­ტე­მის არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი რე­ვოლ­ვე­რი და 13 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა. ორი­ვე მათ­განს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი გ.რ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 15 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ამო­ი­ღო.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ნ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, მეს­ტი­ა­ში და­ა­კა­ვეს. მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 54 ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, სხვა­დას­ხვა დროს 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ნ. და 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.თ. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 78 ვაზ­ნა ამო­ი­ღო.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. კ. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას კა­ლაშ­ნი­კო­ვის მო­დე­ლის AKC-ის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და 56 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ი.კ.-ს ბრა­ლად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ედე­ბა.

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.მ. ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქა­ლაქ გორ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და 146 ვაზ­ნა ამო­ი­ღეს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 45 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე დაკავებულია, 1985 წელს დაბადებული მ.თ. რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია "ნაგანის“ სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი და 13 საბრძოლო ვაზნა. ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით პისტოლეტი, მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიაში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 54 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 1973 წელს დაბადებული თ.ნ. და 1963 წელს დაბადებული ჯ.თ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 78 ვაზნა ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ი. კ. დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის მოდელის AKC-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 56 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ი.კ.-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ბ.მ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 146 ვაზნა ამოიღეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.