სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არისო - ამ სიტყვებით ამბობს უარს მანანა არჩვაძე ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია?
"ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არისო - ამ სიტყვებით ამბობს უარს მანანა არჩვაძე ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია?

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ძმის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და ამ­ბობს, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს ცოტ­ნეს სახ­ლის­გან შორს ყოფ­ნა აფერ­ხებს.

ამის დას­ტუ­რად კონ­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია გერ­მა­ნე­ლი ექი­მის წე­რილ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. თუმ­ცა აქვე გან­მარ­ტავს, რომ ძმას სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას დედა, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია არ აძ­ლევს.

"ეს წე­რი­ლი ეკუთ­ვნის ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა. ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბილ­მა ნევ­რო­ლოგ­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ცოტ­ნეს­თვის არ ითა­კი­ლა ექთ­ნის, სა­ნიტ­რი­სა და ექი­მის ფუნ­ქცი­ის ერ­თდრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბა, ხოლო შემ­დეგ სირ­ბი­ლით მისი სა­წო­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­გო­რე­ბა. იქაც თავ­ზე ადგა. არ იყო მის­თვის შა­ბა­თი და კვი­რა, დღე და ღამე - მუდ­მი­ვად იდგა ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის სა­და­რა­ჯო­ზე, სა­ნამ სამ­შვი­დო­ბოს არ გა­იყ­ვა­ნა იგი. 9 თვე გა­ვი­და მას შემ­დეგ.

დღე­საც მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ქვე­შაა ცოტ­ნე ყო­ველ­გვა­რი სას­ყიდ­ლის გა­რე­შე. დიახ, პრო­ფე­სო­რი ქრის­ტო­ფერ კე­ლინ­გჰა­უ­ზი ის კა­ცია, ვინც ცოტ­ნე და­ღუპ­ვის­გან იხ­სნა.სწო­რედ მისი კა­ტე­გო­რი­უ­ლი რჩე­ვი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ის გამო გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში მოხ­და ცოტ­ნეს დაბ­რუ­ნე­ბა თბი­ლის­ში. "იცო­დეთ, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს მი­ნი­მუმ 50 პრო­ცენ­ტით აფერ­ხებთ მისი წლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ყოფ­ნი­თა და სა­კუ­თა­რი სახ­ლი­სა და გა­რე­მოს­გან ამ­დე­ნი ხნით მო­ცი­ლე­ბით", იყო მისი მო­თხოვ­ნა - ცოტ­ნეს­თვის პო­ზი­ტი­უ­რი, მშვი­დი, მის­თვის საყ­ვა­რე­ლი და ახ­ლო­ბე­ლი გა­რე­მოა ახლა სა­ჭი­რო, რო­მელ­შიც და­დე­ბი­თი მუხ­ტის მი­ღე­ბის გარ­და, მოხ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი და მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მო­გო­ნე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხელს შე­უ­წყობს ნე­ი­რო­ნებს შო­რის კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას, აღ­დგე­ნა­სა და მათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას!

ასე­თი ად­გი­ლი კი მხო­ლოდ მისი სახ­ლია, სა­დაც მან ბავ­შვო­ბა და სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა. სამ­წუ­ხა­როდ უდი­დე­სი ექი­მი­სა და ადა­მი­ა­ნის ეს რე­კო­მენ­და­ცია დღემ­დე შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია: ცოტ­ნეს არ ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა, რის გა­მოც გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა გი­ორ­გის სარ­ჩე­ლი, თუმ­ცა მე­ო­რე მხა­რე ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ პრო­ცე­სი გა­ი­წე­ლოს და გა­ი­წე­ლოს ცოტ­ნეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც.

"ძაან გა­ი­გებს ცოტ­ნე, კოშკშია თუ სად არის. მის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად იქ­ნე­ბა" - ზუს­ტად ამ სი­ტყვე­ბით ამ­ბობს უარს ცოტ­ნეს სა­კუ­თარ სახ­ლში შეშ­ვე­ბა­ზე მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა…

მაშ ასე, გა­ე­ცა­ნით პრო­ფე­სორ კე­ლინ­გჰა­უ­ზის წე­რილს და დას­კვნე­ბი იმის შე­სა­ხებ, გა­ი­გებს თუ არა ცოტ­ნე "კოშკშია თუ სად არის’’, თქვენ­თვის მო­მინ­დვია. ეს წე­რი­ლი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სწო­რედ მა­შინ მოგ­ვწე­რა, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ მისი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ვერ შეს­რულ­და. არც ისე იო­ლია, ცოტ­ნე­ზე გა­და­ყო­ლილ უცხო ადა­მი­ანს აუხ­სნა, თუ რა­ტომ ხდე­ბა მისი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა…

ტექ­სტის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი:

"ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნო, ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო, ბა­ტონ გამ­სა­ხურ­დი­ას აქვს ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა ტრავ­მის შე­დე­გად, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. მისი ყოფ­ნი­სას ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2021 წლის აპ­რი­ლი­დან ივ­ნი­სამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მისი რო­გორც მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის, ასე­ვე კოგ­ნი­ტი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. თუმ­ცა მისი აქ ყოფ­ნის და­სა­წყი­სი­დან­ვე ჩან­და, რომ ერთ წელ­ზე მეტ­ხანს უცხო­ე­თის სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ყოფ­ნის შემ­დეგ, მისი ფუნ­ქცი­ე­ბის შემ­დგო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

რო­დე­საც იგი სამ­შობ­ლო­ში წა­იყ­ვა­ნეს, მას უკვე შე­ეძ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მას­თან ემო­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბულ­ნი იყ­ვნენ. ეს ემო­ცი­უ­რი სტი­მუ­ლი, რაც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს კონ­ტაქტს მის­თვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გო­რი­ცაა მისი მე­უღ­ლე და ძმე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ამი­ტო­მაც, ჩემი აზ­რით მისი ჯან­მრთე­ლო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუკი მას გა­და­იყ­ვა­ნენ თა­ვის ყო­ფილ სახ­ლში, სა­დაც და­ი­ბა­და და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა.

მეხ­სი­ე­რე­ბის ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლო პროგ­რე­სის სი­დი­დე და მნიშ­ვნე­ლო­ბა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი არ უნდა იქ­ნეს. სა­კუ­თარ სახ­ლში მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხეს შე­უქ­მნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რე­სის შე­დეგს, რო­მე­ლიც აქამ­დეა მიღ­წე­უ­ლი. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, დოქ­ტო­რი ქრის­ტოფ კე­ლინ­გჰა­უ­ზი" - წერს გამ­სა­ხურ­დია.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლ.
0

ცოტნეს ავად გახდომის შემდეგ გაიცნო ანა ჯაბაური საზოგადოებამ. ვის ქონებაზე დავობს? ნეტავ რა უნდა?.....

აი ეს არის სიმართლე
1

მე ამას დიდი ხანია ვფიქრობ. ანას მიზანი ცოტნესთან დაახლოების სწორედარც რომ კოშკის ხელში ჩაგდება მგონია! ისევე როგორც მანანას მიზანი გამაახურდიების რძლობა იყო და აგერ დაუბრუნდა ბერანგივით მანანას უკან!!!

ავტორი:

"ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არისო - ამ სიტყვებით ამბობს უარს მანანა არჩვაძე ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია?

"ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არისო - ამ სიტყვებით ამბობს უარს მანანა არჩვაძე ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია?

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესს ცოტნეს სახლისგან შორს ყოფნა აფერხებს.

ამის დასტურად კონტანტინე გამსახურდია გერმანელი ექიმის წერილსა და რეკომენდაციას აქვეყნებს. თუმცა აქვე განმარტავს, რომ ძმას საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია არ აძლევს.

"ეს წერილი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლე აჩუქა. ორი უნივერსიტეტის პროფესორმა, საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, გერმანიაში ცნობილმა ნევროლოგმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ცოტნესთვის არ ითაკილა ექთნის, სანიტრისა და ექიმის ფუნქციის ერთდროულად შესრულება, ხოლო შემდეგ სირბილით მისი საწოლის რეანიმაციაში საკუთარი ხელით შეგორება. იქაც თავზე ადგა. არ იყო მისთვის შაბათი და კვირა, დღე და ღამე - მუდმივად იდგა ცოტნეს სიცოცხლის სადარაჯოზე, სანამ სამშვიდობოს არ გაიყვანა იგი. 9 თვე გავიდა მას შემდეგ.

დღესაც მისი მეთვალყურეობასა და მკურნალობის ქვეშაა ცოტნე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. დიახ, პროფესორი ქრისტოფერ კელინგჰაუზი ის კაცია, ვინც ცოტნე დაღუპვისგან იხსნა.სწორედ მისი კატეგორიული რჩევისა და რეკომენდაციის გამო გასული წლის ივნისში მოხდა ცოტნეს დაბრუნება თბილისში. "იცოდეთ, რომ რეაბილიტაციის პროცესს მინიმუმ 50 პროცენტით აფერხებთ მისი წლობით საავადმყოფოებში ყოფნითა და საკუთარი სახლისა და გარემოსგან ამდენი ხნით მოცილებით", იყო მისი მოთხოვნა - ცოტნესთვის პოზიტიური, მშვიდი, მისთვის საყვარელი და ახლობელი გარემოა ახლა საჭირო, რომელშიც დადებითი მუხტის მიღების გარდა, მოხდება ემოციური და მხედველობითი მეხსიერების გააქტიურება, მოგონებების გამოწვევა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ნეირონებს შორის კავშირის დამყარებას, აღდგენასა და მათ გააქტიურებას!

ასეთი ადგილი კი მხოლოდ მისი სახლია, სადაც მან ბავშვობა და სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა. სამწუხაროდ უდიდესი ექიმისა და ადამიანის ეს რეკომენდაცია დღემდე შეუსრულებელია: ცოტნეს არ ეძლევა საშუალება საკუთარ სახლში დაბრუნებისა და სრულყოფილი რეაბილიტაციისა, რის გამოც გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგის სარჩელი, თუმცა მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი გაიწელოს და გაიწელოს ცოტნეს წარმატებული რეაბილიტაციაც.

"ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არის. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება" - ზუსტად ამ სიტყვებით ამბობს უარს ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე მისი ბიოლოგიური დედა…

მაშ ასე, გაეცანით პროფესორ კელინგჰაუზის წერილს და დასკვნები იმის შესახებ, გაიგებს თუ არა ცოტნე "კოშკშია თუ სად არის’’, თქვენთვის მომინდვია. ეს წერილი, რამდენიმე დღის წინ, სწორედ მაშინ მოგვწერა, როდესაც შეიტყო, რომ მისი მთავარი რეკომენდაცია ვერ შესრულდა. არც ისე იოლია, ცოტნეზე გადაყოლილ უცხო ადამიანს აუხსნა, თუ რატომ ხდება მისი მთავარი მოთხოვნის შესრულების შეფერხება…

ტექსტის ქართული თარგმანი:

"ძვირფასო ქალბატონო, ძვირფასო ბატონო, ბატონ გამსახურდიას აქვს ტვინის დაზიანება ტრავმის შედეგად, რომელსაც რამდენიმე გართულება მოჰყვა. მისი ყოფნისას ჩვენს საავადმყოფოში 2021 წლის აპრილიდან ივნისამდე შესაძლებელი გახდა მისი როგორც მოტორული ფუნქციების, ასევე კოგნიტიური და ფიზიკური უნარების გაუმჯობესება. თუმცა მისი აქ ყოფნის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ ერთ წელზე მეტხანს უცხოეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განუწყვეტელი ყოფნის შემდეგ, მისი ფუნქციების შემდგომი გაუმჯობესება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ თავის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში.

როდესაც იგი სამშობლოში წაიყვანეს, მას უკვე შეეძლო კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც მასთან ემოციონალურად დაახლოებულნი იყვნენ. ეს ემოციური სტიმული, რაც თავის თავში მოიცავს კონტაქტს მისთვის ახლობელ ადამიანებთან, როგორიცაა მისი მეუღლე და ძმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეაბილიტაციის პროცესში. ამიტომაც, ჩემი აზრით მისი ჯანმრთელობის აღდგენის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მას გადაიყვანენ თავის ყოფილ სახლში, სადაც დაიბადა და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა.

მეხსიერების ემოციური რეაგირება და აქედან გამომდინარე შესაძლო პროგრესის სიდიდე და მნიშვნელობა უგულებელყოფილი არ უნდა იქნეს. საკუთარ სახლში მის დაბრუნებაზე უარის თქმა სერიოზული საფრთხეს შეუქმნის რეაბილიტაციის პროგრესის შედეგს, რომელიც აქამდეა მიღწეული. საუკეთესო სურვილებით, დოქტორი ქრისტოფ კელინგჰაუზი" - წერს გამსახურდია.