საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ და ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს?" - როგორ შეხვდნენ "სამხრეთ ოსეთში" ბიბილოვის ინიციატივას?
"ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ და ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს?" - როგორ შეხვდნენ "სამხრეთ ოსეთში" ბიბილოვის ინიციატივას?

"ძა­ლი­ან მალე სამ­ხრეთ ოსე­თი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა" - ასეთ და­პი­რე­ბას აძ­ლევს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. მი­სი­ვე თქმით, ეს მოხ­დე­ბა უახ­ლო­ეს დრო­ში, 10 აპ­რი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

"რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბა ოსი ხალ­ხის მთა­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია, რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ა­ში ორი ოსი ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2014 წელს გვქონ­და, რო­დე­საც მშობ­ლი­ურ სა­ვა­ნეს ყი­რი­მი და­უბ­რუნ­და. მა­შინ ჩვე­ნი შან­სი ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით, თუმ­ცა ახლა ამას არ და­ვუშ­ვებთ. უახ­ლო­ეს დრო­ში შე­სა­ბა­მის იუ­რი­დი­უ­ლი ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ - რეს­პუბ­ლი­კა სამ­ხრეთ ოსე­თი და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს – რუ­სეთს" - ნათ­ქვა­მია ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. მათ არ სჯე­რათ, რომ ბი­ბი­ლო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცია ნამ­დვი­ლად დგამს რა­ი­მე იუ­რი­დი­ულ ნა­ბი­ჯებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

სხვე­ბის თქმით, ეს არის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იმის­თვის, რომ ცხინ­ვა­ლის ე.წ. პო­ლი­ტე­ლი­ტამ რე­გი­ონ­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნას.

"რა გა­მო­დის, ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა სის­ხლით და ია­რა­ღით, იმი­ტომ, რომ რუ­სეთს შე­ერ­თე­ბო­და?! სხვა თუ არა, ჩვენ ხომ კარ­გად ვი­ცით, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენა, ადა­თი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს? კი ბა­ტო­ნო, ოსე­ბი ვართ, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ასე უფრო ად­ვი­ლად გავ­რუს­დე­ბით. რო­გორც ჩანს, ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ძა­ლი­ან ცო­ტაა, რად­გან ხალ­ხი ძა­ლი­ან და­ღა­ლა მუდ­მივ­მა პრობ­ლე­მებ­მა, უმუ­შევ­რო­ბამ, ჩა­კე­ტი­ლო­ბამ... პირ­და­პირ რომ ვთქვათ, სუს­ტი ერი ვართ, რო­მელ­მაც გა­დარ­ჩე­ბა ვერ შეძ­ლო..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­ი­რა პლი­ე­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"მე ის მიკ­ვირს, აქამ­დე რა­ტომ არ შე­ვუ­ერ­თდით, აბ­სო­ლუ­ტურ უმე­ტე­სო­ბას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი გვაქვს. ხელ­ფას­სა და პენ­სი­ას რუ­სე­თი გვიხ­დის, სა­მუ­შა­ოდ იქ დავ­დი­ვართ, მათი ბა­ზე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბო­და. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უკ­რა­ი­ნის ომში გა­უშ­ვეს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, საკ­მა­ოდ დიდი მსხვერ­პლიც გვაქვს და ის კოშ­მა­რი თუ მალე არ დამ­თავ­რდე­ბა, კი­დევ ბევ­რს წა­იყ­ვა­ნენ...

ამი­ტომ, ქა­ღალ­დზე რას და­წე­რენ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რუ­სე­თის გარ­და, ისე­დაც ვე­რა­ვინ გვამ­ჩნევ­და. ამი­ტომ, ახლა თუ ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვაკ­რი­ტი­კებთ პრობ­ლე­მე­ბის გამო, შემ­დეგ უკვე შეგ­ვეძ­ლე­ბა პირ­და­პირ მოს­კოვს შე­ვუ­ტი­ოთ. ეს ხუმ­რო­ბით, რა თქმა უნდა" - მი­აჩ­ნია ლუდ­მი­ლა ჩო­ჩი­ე­ვას.

"ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. რომ აგი­ჩე­მე­ბი­ათ, გავ­რუს­დე­ბი­თო, ამ­დე­ნი წე­ლია ალა­ნია მის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, მაგ­რამ ენა არა­ვის წა­ურ­თმე­ვია. მშვე­ნივ­რად ცხოვ­რო­ბენ, ხელ­ფა­სიც აქვთ, პენ­სი­აც, სა­მუ­შა­ოც და ფა­სე­ბიც მი­სა­ღე­ბია, მთა­ვა­რია, ჩვენ თუ ვჭირ­დე­ბით რუ­სეთს. მა­ინც მგო­ნია, რომ ბი­ბი­ლო­ვი ისევ ძვე­ლი პი­ა­რის გზას მიყ­ვე­ბა" - წერს ლუდ­ვიგ ქელეხ­სა­ე­ვი.

ე.წ. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას არ უერ­თდე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი. მისი ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ას­ლან ბჟა­ნი­ას თქმით, მათი მი­ზა­ნი მოძ­მე რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა კი არა, კავ­ში­რე­ბის კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ე­ბაა.

Апсадгьыл-инфо-ს ცნო­ბით, ბჟა­ნია მი­ე­სალ­მე­ბა "სამ­ხრეთ ოსე­თის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რუ­სეთს შე­უ­ერ­თდეს და მი­აჩ­ნია, რომ ბი­ბი­ლო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ოსი ხალ­ხის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავს.

"ის, რომ ბი­ბი­ლოვს რუ­სეთ­ში შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უნდა შეს­ვლა, არ ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს. მას ახლა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს და ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა შე­უმ­დგა­რი, მუდ­მი­ვად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე სამ­ხრეთ ოსე­თი... რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს, ამ სა­კითხს არც კი გან­ვი­ხი­ლავთ და კარ­გია, რომ ეს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტიც ამ აზ­რზეა" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოლეგ კვარ­ჩია.

"ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რას ამ­ბობს ერ­თია, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია, რას აკე­თებს. მისი ქმე­დე­ბე­ბი­დან კი ჩანს, რომ ის რუ­სეთ­თან კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ე­ბის მომ­ხრეა. მი­ერ­თე­ბა მეტი კი არა­ფე­რია. მას ჯა­რით დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბა, მისი ბა­ზე­ბი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და რაც მთა­ვა­რია, შე­ხე­დეთ, რას წერს და ლა­პა­რა­კობს ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ინალ არ­ძინ­ბა. რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის თქმით, სა­ზღვა­რი არც უნდა არ­სე­ბობ­დეს. ის ვის იდე­ებს ავ­რცე­ლებს კი ვი­ცით. მას აფხა­ზეთ­ში, უამ­რა­ვი მომ­ხრე და მიმ­დე­ვა­რი ჰყავს, მათ შო­რის, ად­გი­ლობ­რივ სომ­ხებ­ში. ასე რომ საფრ­თხე უფრო ახ­ლოს არის, ვიდ­რე გვგო­ნია" - წერს სო­ხუ­მე­ლი ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

ხოო აი მანდ გეტირებატ დედა

ALONZO
0

დიდი მადლობა იოსებ ბესარიონის-ძეს. მაგას მ.დ.ტ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ და ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს?" - როგორ შეხვდნენ "სამხრეთ ოსეთში" ბიბილოვის ინიციატივას?

"ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ და ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს?" - როგორ შეხვდნენ "სამხრეთ ოსეთში" ბიბილოვის ინიციატივას?

"ძალიან მალე სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება" - ასეთ დაპირებას აძლევს წინასაარჩევნოდ ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ადგილობრივ მოსახლეობას. მისივე თქმით, ეს მოხდება უახლოეს დროში, 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

"რუსეთთან მიერთება ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია, როგორც ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ. უახლოეს დროში შესაბამის იურიდიული ნაბიჯებს გადავდგამთ - რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს" - ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ბიბილოვის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათ არ სჯერათ, რომ ბიბილოვის ადმინისტრაცია ნამდვილად დგამს რაიმე იურიდიულ ნაბიჯებს აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად.

სხვების თქმით, ეს არის საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ ცხინვალის ე.წ. პოლიტელიტამ რეგიონში დაგროვილ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.

"რა გამოდის, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა სისხლით და იარაღით, იმიტომ, რომ რუსეთს შეერთებოდა?! სხვა თუ არა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, სრულიად განსხვავებული ენა, ადათი და შეხედულებები გვაქვს? კი ბატონო, ოსები ვართ, მაგრამ განსხვავებული. ასე უფრო ადვილად გავრუსდებით. როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი ძალიან ცოტაა, რადგან ხალხი ძალიან დაღალა მუდმივმა პრობლემებმა, უმუშევრობამ, ჩაკეტილობამ... პირდაპირ რომ ვთქვათ, სუსტი ერი ვართ, რომელმაც გადარჩება ვერ შეძლო..." - წერს ადგილობრივი ნაირა პლიევა სოციალურ ქსელში.

"მე ის მიკვირს, აქამდე რატომ არ შევუერთდით, აბსოლუტურ უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა, რუსული პასპორტები გვაქვს. ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ, მათი ბაზები ყოველდღიურად ფართოვდებოდა. ჩვენი ბიჭები უკრაინის ომში გაუშვეს და როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდი მსხვერპლიც გვაქვს და ის კოშმარი თუ მალე არ დამთავრდება, კიდევ ბევრს წაიყვანენ...

ამიტომ, ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს. რუსეთის გარდა, ისედაც ვერავინ გვამჩნევდა. ამიტომ, ახლა თუ ბიბილოვის ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ პრობლემების გამო, შემდეგ უკვე შეგვეძლება პირდაპირ მოსკოვს შევუტიოთ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა" - მიაჩნია ლუდმილა ჩოჩიევას.

"ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ერთხელ და სამუდამოდ დაცულები ვიქნებით. რომ აგიჩემებიათ, გავრუსდებითო, ამდენი წელია ალანია მის შემადგენლობაშია, მაგრამ ენა არავის წაურთმევია. მშვენივრად ცხოვრობენ, ხელფასიც აქვთ, პენსიაც, სამუშაოც და ფასებიც მისაღებია, მთავარია, ჩვენ თუ ვჭირდებით რუსეთს. მაინც მგონია, რომ ბიბილოვი ისევ ძველი პიარის გზას მიყვება" - წერს ლუდვიგ ქელეხსაევი.

ე.წ. ცხინვალის რეგიონის ინიციატივას არ უერთდება ოკუპირებული აფხაზეთი. მისი ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, მათი მიზანი მოძმე რუსეთთან შეერთება კი არა, კავშირების კიდევ უფრო დაახლოებაა.

Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, ბჟანია მიესალმება "სამხრეთ ოსეთის" გადაწყვეტილებას, რუსეთს შეუერთდეს და მიაჩნია, რომ ბიბილოვის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ოსი ხალხის სურვილს გამოხატავს.

"ის, რომ ბიბილოვს რუსეთში შემადგენლობაში უნდა შესვლა, არ ნიშნავს, რომ რუსეთი აუცილებლად მიიღებს. მას ახლა უამრავი პრობლემა აქვს და ნამდვილად არაფერში სჭირდება შეუმდგარი, მუდმივად ფინანსური პრობლემების მქონე სამხრეთ ოსეთი... რაც შეეხება აფხაზეთს, ამ საკითხს არც კი განვიხილავთ და კარგია, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტიც ამ აზრზეა" - წერს სოციალურ ქსელში ოლეგ კვარჩია.

"ჩვენი ხელისუფლება რას ამბობს ერთია, მაგრამ სხვა საკითხია, რას აკეთებს. მისი ქმედებებიდან კი ჩანს, რომ ის რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების მომხრეა. მიერთება მეტი კი არაფერია. მას ჯარით დახმარებას ჰპირდება, მისი ბაზები ჩვენს ტერიტორიაზეა და რაც მთავარია, შეხედეთ, რას წერს და ლაპარაკობს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა. რუსეთის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, საზღვარი არც უნდა არსებობდეს. ის ვის იდეებს ავრცელებს კი ვიცით. მას აფხაზეთში, უამრავი მომხრე და მიმდევარი ჰყავს, მათ შორის, ადგილობრივ სომხებში. ასე რომ საფრთხე უფრო ახლოს არის, ვიდრე გვგონია" - წერს სოხუმელი ირაკლი სუხუმსკი.